Home Blog Page 2178

“იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, რეგისტრაციასაც არ გავივლით” – ბექა ლილუაშვილი

დღევანდელ იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, რაც გულისხმობს იმას, რომ საერთოდ რეგისტრაციასაც არ გავივლით, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, სწორი პოზიცია იქნებოდა დარბაზში შესვლა და წითელ ღილაკზე თითის დაჭერა, თუმცა ითვალისწინებენ პრეზიდენტის მოწოდებას და დარბაზში არ იქნებიან.

“იმდენად მძიმე გარემო გვაქვს. ვიცით, გუშინ მდინარაძემაც დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ფარულად, ცალკეულ დეპუტატებთან და ეს სანახევრო სიმართლეა, რადგან რეალურად ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ არა მხოლოდ ცალკეულ დეპუტატებთან, არამედ ცალკეულ პარტიებთანაც, ამიტომ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებიდან რაციონალურ მოლოდინს ვერ ვხედავ, ყველასგან მაქვს მოლოდინი ამ ცდუნებაში შესვლის, რასაც შეიძლება “ქართული ოცნებიდან” სთავაზობდნენ. შემიძლია პასუხისმგებლობა ავიღო ჩვენს გუნდზე”, – განაცხადა ლილუაშვილმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ თითოეული იმ დეპუტატის პასუხისმგებლობა, როგორც ქართული ოცნებიდან, ისე ოპოზიციიდან, რომელიც მხარს დაუჭერს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, იქნება პერსონიფიცირებული.

“ყოფილო კოლეგებო “ქართული ოცნებიდან”, ნუ დაიმძიმებთ თქვენს პოლიტიკურ ნეკროლოგს ამ პროცესში მონაწილეობის მიღებით და იმპიჩმენტისთვის მხარის დაჭერით”, – დასძინა ლილუაშვილმა.

“ვაპროტესტებთ, რომ პარლამენტი საიმპიჩმენტო სხდომას წარმართავს როგორც ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას რიგით ფორმატში წარმართავს და მოთხოვნის მიუხედავად პარლამენტმა უარი განაცხადა, მიეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები.

„პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის საიმპიჩმენტო სხდომას და ასეთ მნიშვნელოვან პროცესს განიხილავს და წარმართავს როგორც „ჩვეულებრივ, რიგით სამუშაო ფორმატს“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტმა უარი განაცხადა, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომაზე მოეწვია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამიზნებას, საფრანგეთი გმობს ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმას”

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ღაზის ცენტრში საავადმყოფოზე თავდასხმას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვერაფერი გაამართლებს საავადმყოფოზე თავდასხმას.

„ვერაფერი გაამართლებს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამიზნებას. საფრანგეთი გმობს ღაზაში ალ აჰლის საავადმყოფოზე თავდასხმას, რომელსაც ამდენი პალესტინელი ემსხვერპლა. ჩვენი ფიქრები ახლა მათთანაა. გარემოებებს შუქი უნდა მოეფინოს“, – წერს მაკრონი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი აპლიკაცია hi app შექმნა

ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობა და მათზე მორგებული პროდუქტების შექმნა თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

ამ მიზნით შეიქმნა ახალი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის – hi app, რომლის საშუალებით მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები. აპლიკაციის გადმოწერა და მოხმარება სრულიად უფასოდ შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ თიბისის მოსწავლის ბარათს.

https://www.facebook.com/tbcforyouth/posts/pfbid02XtcR2CgVWKsNdA7JiGXN5o5PBT7MVxuqkUovmg19sZk1cY6aYhpg3AY5SdQpJLgUl

აპლიკაცია მოსახერხებელია მშობლებისთვისაც, რადგან hi app მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, აკონტროლონ თავიანთი შვილის ფინანსები და ნახონ მისი ტრანზაქციები.

hi app-ით მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ ისეთი ოპერაციების განხორციელებას, როგორიცაა:

• ანგარიშზე თანხის გადარიცხვა
• მობილური ბალანსის შევსება
• მათზე მორგებული შეთავაზებების ნახვა და გამოყენება
• ბალანსის შემოწმება
• გადახდის დღიური ლიმიტის კონტროლი

აპის გასააქტიურებლად რამდენიმე გზა არსებობს:

• მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი, მაგრამ არ არიან ციფრული ბანკის მომხმარებელი, შეუძლიათ გადმოწერონ hi app და გაიარონ რეგისტრაცია პირადი ნომრით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კანონიერ წარმომადგენელს თიბისისგან გაეგზავნება თანხმობის ფორმა SMS-ის სახით, კანონიერი წარმომადგენლის დასტურის შემდეგ, მოსწავლე მიიღებს hi app-ში შესასვლელ მონაცემებს.
• თუ მოსწავლე არ არის თიბისის მომხმარებელი, მოსწავლის ბარათის შეკვეთის დროს, კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიუთითოს რომ სურს hi app-ის გააქტიურება და ფილიალში ბარათის აღების დროს მოითხოვოს აპლიკაციაზე წვდომის ჩართვა.
• იმ შემთხვევაში კი, თუ მოსწავლეს აქვს თიბისის მოსწავლის ბარათი და არის ციფრული ბანკის მომხმარებელი, მაშინ უბრალოდ უნდა გადმოწეროს hi app და შევიდეს აპლიკაციაში საკუთარი მონაცემებით.

hi app-ის გასააქტიურებლად მიჰყევი ბმულს: https://onelink.to/pa36an

 

R

შეხვედრა 30 წლის შემდეგ

30 წლის წინ, ქალაქ რუსთავის მე-17 მიკრო რაიონში მცხოვრებმა სკოლის მოსწავლეებმა წერილი მისწერეს, აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ჯარისკაცებს. წერილთან ერთად, მებრძოლებს, ბავშვებმა შეგროვილი ფულით ნაყიდი მცირე ძღვენი გაუგზავნეს. წერილი ადრესატამდე მივიდა და წლების განმავლობაში, მათთან ინახებოდა.

” გამარჯობათ ძიებო!

გამარჯობა კეთილო მეომრებო, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო გაიმარჯვებს და თქვენ მალე დაბრუნდებით. გვჯერა, რომ თქვენ აუცილებლად დაბრუნდებით. ჩვენ გვინდა, რომ ნაყინი ისევ 20 კაპიკი ღირდეს. ჩვენ არ გვინდა, რომ ომი იყოს და ქართველი ქართველს კლავდეს. ჩვენ არ მოგატყუილებთ. გვინდოდა, კონცერტი ჩაგვეტარებია და აღბული ფულით გვეყიდა თქვენთვის რამე, მაგრამ გავიგეთ, რომ ხვალ, თქვენთვის გამოიგზავნება საკვები და სხვა, სასწრაფოდ შევაგროვეთ ფული და გიგზავნით სიგარეტებს.

ტატა კოტრიკაძე (9 წლის) _ 100 კუპ.

ლია ბუაჩიძე (8 წლის) _ 400 კუპ.

ელენე ზურაბიშვილი (8 წლის) _ 1000 კუპ.

ნინო გაბეშია (8 წლის) _ 300 კუპ.

ნინო მესტიაშვილი (9 წლის_ 1000 კუპ.

ანა გაგნიძე (5 წლის) _200 კუპ.

როინ რეხვიაშვილი (4 წლის) _ 100 კუპ.

ლაშა მაჩიტიძე (8 წლის) _ 100 კუპ.

ვასიკო ღლონტი (4 წლის) _ 100 კუპ.

ბადრი თიგიშვილი (12 წლის) _ 250 კუპ.

გია მჭედლიშვილი (6 წლის) _ 200 კუპ.

გიორგი პაპუნაშვილი ( 6 წლის) _ 100 კუპ.”

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ამირიძემ და ქვემო ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმა მოძებნეს ამ წერილის ავტორები და ისინი დღეს, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოიწვიეს.

მათთვის, ვეტერანებთან შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საპატიო სტუმრებს, მებრძოლთა მიმართ გამოხატული გულწრფელი სიყვარულისა და თანადგომისთვის, მადლობა გადაუხადა და სამსახურის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

კობა კობალაძემ მხატვარი ბავშვები და პროექტის – “მადლობა თავდადებისთვის” მონაწილე სტუდენტები დააჯილდოვა

ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საზეიმო მიღებაზე, ვეტერანების შვილების და შვილიშვილების ნახატების გამოფენა, გაიმართა. ნახატების ავტორებს, პრემიერ-მინისტრი შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა. მთავრობის მეთაურს, აფხაზეთისა და 2008 წლის ომის ვეტერანის – ზურაბ ჟღენტის შვილებმა – მხატვრებმა ანა და მარიამ ჟღენტებმა, საჩუქრად თავიანთი ნახატი გადასცეს.

ღონისძიებაზე, ასევე, მოწვეულნი იყვნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტის – “მადლობა თავდადებისთვის” მონაწილე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების – ი.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ა.წერეთლის სახელობის, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები. სტუდენტებმა პროექტის ფარგლებში, მოამზადეს ვიდეო-სიუჟეტები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ვეტერანებზე.

ღონისძიების დასასრულს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მხატვარ ბავშვებს, პროექტის, – “მადლობა თავდადებისთვის” მონაწილე სტუდენტებს, მათ ხელმძღვანელებს გულითადი მადლობა გადაუხადა, სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

3 თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებული 1436 ადამიანიდან, 1030 პირს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1436 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 1030-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, აღნიშნულ სამ თვეში, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე შემოწმებულ პირთაგან 6 არასრულწლოვანი იყო, რომელთაგან 3-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, უწყების თანამშრომლებმა, მესამე კვარტალში, ყველაზე მეტი – 800 მამაკაცი 25-44 ასაკობრივი კატეგორიიდან შეამოწმა, საიდანაც დადებითი ნარკოლოგიური შედეგი 584-ს ჰქონდა.

რაც შეეხება ქალებს – ყველა ასაკობრივი კატეგორიიდან შემოწმებულ 37 ქალს შორის, ნარკოტიკული თრობა 10-ს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 6 თვეში, იანვრიდან ივნისის პერიოდის ჩათვლით, უწყებამ ქვეყნის მასშტაბით, ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 2580 ადამიანი შეამოწმა, საიდანაც 1896-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.

,,არ გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალინდელი დღე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტით დასრულდება”- კახიანი

ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალინდელი დღე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტით დასრულდება, რადგან არის სრული კოორდინაცია პრეზიდენტსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ფაქტია, სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ – ერთი მხრივ, პრეზიდენტის მხრიდან მოწოდებაა ოპოზიციის მიმართ, დარბაზში ნუ შემოხვალთ და ასეთი სურათი შევქმნათ, რომ მე შიგნით ვიქნები და თქვენ გარეთ იდექითო, მეორე მხრივ კი ოპოზიცია, მაგალითად, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თავისი ფრაქციის წევრებს ფაქტობრივად, უკრძალავენ სხდომაზე შემოსვლას. აკრძალვა ამას გულისხმობს, რომ ფაქტობრივად, არ ენდობიან თავისი ფრაქციის წარმომადგენლებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი კენჭისყრის დროს. აი, ასეთი ვითარება გვაქვს და ვნახოთ, საბოლოო ჯამში რა იქნება“, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტა არ მოხდება, ბუნებრივია, პრეზიდენტი გააგრძელებს თავის უფლებამოსილებას, მაგრამ ის იქნება ფორმალური პრეზიდენტი და კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, რაც უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით არის აღიარებული, პრეზიდენტისთვის იქნება პოლიტიკური, თუ მორალური ტვირთი

,,ჰამასი” ისრაელთან მოლაპარაკების პირობებს ასახელებს

ტელეკომპანია NBC-ს ცნობით, „ჰამასის“ წარმომადგენელმა კომპანიის ჟურნალისტს რიჩარდ ენგელს აცნობა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია მზად არის მძევლად აყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეები ერთი საათის განმავლობაში გაათავისუფლოს, თუ ისრაელი ღაზის დაბომბვას შეწყვეტს.

ტელეკომპანიის ცნობით, „ჰამასის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ახლა სექტორში მძევლების გათავისუფლებისთვის უსაფრთხო ადგილი არ არის. ის ასევე ამბობს, რომ სანაცვლოდ ისრაელმა თავის ციხეებში მყოფი ყველა პალესტინელი უნდა გაათავისუფლოს. მისივე თქმით, აშშ და ისრაელი მათი წინაპირობის შესახებ ინფორმირებულები არიან.

„ჰამასი“ მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად იყენებს”- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასი“ მშვიდობიანი მოსახლეობის ფარად გამოყენებაში დაადანაშაულა.

„ისინი ჩადიან ორმაგ სამხედრო დანაშაულს: თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას, იმალებიან მშვიდობიანი მოსახლეობის უკან. მთელმა მსოფლიომ უნდა დაგმოს ეს და მხარი დაუჭიროს ისრაელს მის სამართლიან ომში“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, „ჰამასის“ მიზანია ისრაელის სახელმწიფოს მოსპობა.

„ეს არის ირანის, „ჰეზბოლას“ და „ჰამასის“ ბოროტების ღერძის ნაწილი. მათი ღია მიზანია ისრაელის სახელმწიფოს მოსპობა. „ჰამასის“ მიზანია რაც შეიძლება მეტი ებრაელის მოკვლა და ერთადერთი განსხვავება ჰოლოკოსტისგან ის არის, რომ, რომ შეეძლოთ, ისინი მოკლავდნენ ყველა ჩვენგანს. მათ მოკლეს 1 300 მშვიდობიანი მოქალაქე, რაც ჰგავს 11 სექტემბერს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ისრაელი თავის მოქალაქეებს თურქეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს

ისრაელი თავის მოქალაქეებს გაზრდილი საფრთხის გამო მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ თურქეთის ტერიტორია.

ასევე, ისრაელის მოქალაქეებისთვის საფრთხე იზრდება მაროკოშიც.

ქვეყანა მაროკოში მოგზაურ ისრაელელ ტურისტებს მოუწოდებს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ეგვიპტის პოლიციამ ორი ისრაელელი ტურისტი მოკლა.

18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს შეიძლება ვინმესთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების სურვილი გაგიჩნდეთ. მზად ხართ, ჩაგრულების მხარდასაჭერად უსამართლობასთან ბროლაშიც კი ჩაერთოთ. სამართლიანობის დაცვა კარგია, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ „ჩაგრული“ ადამიანები მალე თქვენს მჩაგვრელებად არ იქცნენ.

კურო

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება და გარემოებები სამსახურში წარმატებას და აღიარებას გპირდებათ. შესანიშნავი დღეა ნებისმიერი, ადრე დაწყებული ამოცანის შესასრულებლად და რაც უფრო მასშტაბურია ეს ამოცანები, მით უკეთესი. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ. მოსალოდნელია შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან.

ტყუპები

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს თქვენს სიტყვებზე, ქმედებებზე, ემოციებზე და, განსაკუთრებით, გადაწყვეტილებებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ამიტომ კარგად გაიაზრეთ, რას ამბობთ და აკეთებთ – დადებითი აზრები და კეთილი საქმეები აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეს ან ღირებულ ინფორმაციას შეიტყობთ, რაც ფინანსური შემოსავლის მიღებაში ან პროფესიული საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ.

საღამოს საშუალება გექნებათ, საყვარელ ადამიანებთან დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. თუმცა, ეცადეთ დაუგეგმავ ფულის ხარჯვას მოერიდოთ.

ლომი

მშვენიერი დღეა, რომელიც ენერგიას, შესანიშნავ განწყობას და სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დასრულდება და აღიარებას მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ წარმატება მიდის არა მასთან, ვინც ადრე იღვიძებს, არამედ მასთან, ვინც კარგ ხასიათზე იღვიძებს.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე ოჯახს და მეგობრებს მიუძღვნათ. თქვენს საქმეებში სხვა ადამიანები ხშირად ერევიან, თანაც – არა მარტო ახლობლები, არამედ უცნობებიც. ეს დიდხანს გაგაღიზიანებთ, სანამ, ბოლოს და ბოლოს, არ შეეგუებით. თუ მარტოხელა ხართ, ამ დღეს შეიძლება მონათესავე სულს შეხვდეთ.

სასწორი

დილიდან ცდილობთ, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ და გარშემო ყველაფერი აკონტროლოთ. მზად ხართ, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ თემაზე ესაუბროთ – სამუშაოზე, ცხოვრებაზე, სიყვარულზე. მთავარია, კამათს მოერიდოთ – ამ დღეს უმნიშვნელო წინააღმდეგობასაც ზედმეტად სერიოზულ პრობლემად მიიღებთ.

მორიელი

ამ დღეს თქვენი შეჩერება ან გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია, თუმცა ამას თავისი უპირატესობებიც აქვს – ამ თვისების სწორად გამოყენებით მთების გადაადგილებას შეძლებთ. ეცადეთ, ეს ძალა დაუფიქრებლად არ დახარჯოთ. თქვენი იმპულსური მოქმედებების შედეგები შეიძლება ცუნამზე უფრო დამანგრეველი იყოს.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა რთული პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად. შანსი გაქვთ, რომ ოპონენტებთან საერთო ენა იპოვოთ და ისინი მხარდამჭერებად აქციოთ.

ეს დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. კარგად იცით, რა გსურთ და სასურველი როგორ მიიღოთ. დაუგეგმავი მოგზაურობა სასიამოვნო იქნება და დიდხანს გემახსოვრებათ.

თხის რქა

იმისთვის, რომ დღე მშვიდი და წარმატებული გამოვიდეს, დიპლომატიურ მოქნილობა უნდა გამოიჩინოთ და კამათს მოერიდოთ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი მოლოდინი არ გაამართლოს, ან მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც ისურვებდით. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში არ გარისკოთ, ახლა ამის გაკეთება არ შეიძლება.

მერწყული

ამ დღეს გაგიმართლებთ ყველაფერში, რაც ურთიერთობებს ეხება. იღბალი იმ საქმეში გელით, სადაც ვინმეზე დაყრდნობა შეგიძლიათ და, სულ ერთია, ეს მეგობარი იქნება, ოჯახის წევრი, ბიზნესპარტნიორი თუ საყვარელი ადამიანი. გარდა ამისა, წარმატებული იქნება მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების გაფორმება, პროფესიული და პირადი ნაცნობობა. მარტოხელა მერწყული შეიძლება ცხოვრების სიყვარულს შეხვდეს.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. შეიძლება ისეთი თამამი ნაბიჯი გადადგათ, რომელსაც დიდი ხანი ვერ ბედავდით. დროთა განმავლობაში თქვენი მცდელობა სასურველ შედეგს გამოიღებს.