18 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

179
spot_img

ვერძი

ამ დღეს შეიძლება ვინმესთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარების სურვილი გაგიჩნდეთ. მზად ხართ, ჩაგრულების მხარდასაჭერად უსამართლობასთან ბროლაშიც კი ჩაერთოთ. სამართლიანობის დაცვა კარგია, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ „ჩაგრული“ ადამიანები მალე თქვენს მჩაგვრელებად არ იქცნენ.

კურო

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება და გარემოებები სამსახურში წარმატებას და აღიარებას გპირდებათ. შესანიშნავი დღეა ნებისმიერი, ადრე დაწყებული ამოცანის შესასრულებლად და რაც უფრო მასშტაბურია ეს ამოცანები, მით უკეთესი. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ და დაისვენოთ. მოსალოდნელია შეხვედრა ბავშვობის მეგობრებთან.

ტყუპები

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ დღეს თქვენს სიტყვებზე, ქმედებებზე, ემოციებზე და, განსაკუთრებით, გადაწყვეტილებებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ამიტომ კარგად გაიაზრეთ, რას ამბობთ და აკეთებთ – დადებითი აზრები და კეთილი საქმეები აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეს ან ღირებულ ინფორმაციას შეიტყობთ, რაც ფინანსური შემოსავლის მიღებაში ან პროფესიული საკითხების სწრაფად მოგვარებაში დაგეხმარებათ.

საღამოს საშუალება გექნებათ, საყვარელ ადამიანებთან დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. თუმცა, ეცადეთ დაუგეგმავ ფულის ხარჯვას მოერიდოთ.

ლომი

მშვენიერი დღეა, რომელიც ენერგიას, შესანიშნავ განწყობას და სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ, წარმატებით დასრულდება და აღიარებას მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ წარმატება მიდის არა მასთან, ვინც ადრე იღვიძებს, არამედ მასთან, ვინც კარგ ხასიათზე იღვიძებს.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე ოჯახს და მეგობრებს მიუძღვნათ. თქვენს საქმეებში სხვა ადამიანები ხშირად ერევიან, თანაც – არა მარტო ახლობლები, არამედ უცნობებიც. ეს დიდხანს გაგაღიზიანებთ, სანამ, ბოლოს და ბოლოს, არ შეეგუებით. თუ მარტოხელა ხართ, ამ დღეს შეიძლება მონათესავე სულს შეხვდეთ.

სასწორი

დილიდან ცდილობთ, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ და გარშემო ყველაფერი აკონტროლოთ. მზად ხართ, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ თემაზე ესაუბროთ – სამუშაოზე, ცხოვრებაზე, სიყვარულზე. მთავარია, კამათს მოერიდოთ – ამ დღეს უმნიშვნელო წინააღმდეგობასაც ზედმეტად სერიოზულ პრობლემად მიიღებთ.

მორიელი

ამ დღეს თქვენი შეჩერება ან გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია, თუმცა ამას თავისი უპირატესობებიც აქვს – ამ თვისების სწორად გამოყენებით მთების გადაადგილებას შეძლებთ. ეცადეთ, ეს ძალა დაუფიქრებლად არ დახარჯოთ. თქვენი იმპულსური მოქმედებების შედეგები შეიძლება ცუნამზე უფრო დამანგრეველი იყოს.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა რთული პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად. შანსი გაქვთ, რომ ოპონენტებთან საერთო ენა იპოვოთ და ისინი მხარდამჭერებად აქციოთ.

ეს დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. კარგად იცით, რა გსურთ და სასურველი როგორ მიიღოთ. დაუგეგმავი მოგზაურობა სასიამოვნო იქნება და დიდხანს გემახსოვრებათ.

თხის რქა

იმისთვის, რომ დღე მშვიდი და წარმატებული გამოვიდეს, დიპლომატიურ მოქნილობა უნდა გამოიჩინოთ და კამათს მოერიდოთ. შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი მოლოდინი არ გაამართლოს, ან მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც ისურვებდით. ეცადეთ, ფინანსურ საკითხებში არ გარისკოთ, ახლა ამის გაკეთება არ შეიძლება.

მერწყული

ამ დღეს გაგიმართლებთ ყველაფერში, რაც ურთიერთობებს ეხება. იღბალი იმ საქმეში გელით, სადაც ვინმეზე დაყრდნობა შეგიძლიათ და, სულ ერთია, ეს მეგობარი იქნება, ოჯახის წევრი, ბიზნესპარტნიორი თუ საყვარელი ადამიანი. გარდა ამისა, წარმატებული იქნება მოლაპარაკებები, ხელშეკრულებების გაფორმება, პროფესიული და პირადი ნაცნობობა. მარტოხელა მერწყული შეიძლება ცხოვრების სიყვარულს შეხვდეს.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. შეიძლება ისეთი თამამი ნაბიჯი გადადგათ, რომელსაც დიდი ხანი ვერ ბედავდით. დროთა განმავლობაში თქვენი მცდელობა სასურველ შედეგს გამოიღებს.