,,არ გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალინდელი დღე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტით დასრულდება”- კახიანი

111
spot_img

ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ხვალინდელი დღე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტით დასრულდება, რადგან არის სრული კოორდინაცია პრეზიდენტსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ფაქტია, სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ – ერთი მხრივ, პრეზიდენტის მხრიდან მოწოდებაა ოპოზიციის მიმართ, დარბაზში ნუ შემოხვალთ და ასეთი სურათი შევქმნათ, რომ მე შიგნით ვიქნები და თქვენ გარეთ იდექითო, მეორე მხრივ კი ოპოზიცია, მაგალითად, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თავისი ფრაქციის წევრებს ფაქტობრივად, უკრძალავენ სხდომაზე შემოსვლას. აკრძალვა ამას გულისხმობს, რომ ფაქტობრივად, არ ენდობიან თავისი ფრაქციის წარმომადგენლებს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ისინი კენჭისყრის დროს. აი, ასეთი ვითარება გვაქვს და ვნახოთ, საბოლოო ჯამში რა იქნება“, – განაცხადა კახიანმა.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტა არ მოხდება, ბუნებრივია, პრეზიდენტი გააგრძელებს თავის უფლებამოსილებას, მაგრამ ის იქნება ფორმალური პრეზიდენტი და კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, რაც უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით არის აღიარებული, პრეზიდენტისთვის იქნება პოლიტიკური, თუ მორალური ტვირთი