Home Blog Page 2163

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

16 ოქტომბერს ქუთაისში +24 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღე უნალექოდ ჩაივლის. დღისით 23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +21 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით წვიმა და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი. ახალციხეში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +20, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ბაკურიანშიც, სადაც დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში წვიმიანი დღე და +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +14, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +20 იქნება გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმა იქნება. +18 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაცია, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ რისკჯგუფებს, რომელთაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამით, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაციაც მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

რისკის ჯგუფის მოქალაქეების ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელთა სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს. თუ მოსამართლეები დაადგენენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის უზენაესი კანონი დაარღვია, იმპიჩმენტის პროცედურა პარლამენტში გადაინაცვლებს.

პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3-5 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა. პროცესს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები – პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

სასამართლოს მსჯელობის საგანია დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა 14 ოქტომბრამდე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია

,,ქართული ოპოზიცია არის პოლიტიკური ფაროსანა,ცალსახად”- გოგა ხაინდრავა

ქართული ოპოზიცია არის პოლიტიკური ფაროსანა, ცალსახად, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მას მიაჩნია, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეიძლება ქვეყანაში დაეყრდნონ, „ქართული ოცნებაა“.

„ქართულ საზოგადოებაში ყველას ესმის – მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც, რომ ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოში, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს ეს ქვეყანა არის „ქართული ოცნება“. იმისდა მიუხედავად, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მისდამი ქართული საზოგადოების ნაწილს.

დღეს ამ პოლიტიკურ ძალაზე დგას ქვეყანა, ჩვენი მომავალი, სიმშვიდე ამ ქვეყანაში. გარშემო არის ცეცხლი, ცეცხლი უნთია ყველა ქვეყანას – სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პალესტინა, თურქეთს გამუდმებით პრობლემები აქვს ხან სირიასთან, ხან ქურთებთან. ერთადერთი ქვეყანა, სადაც არის სიმშვიდე, ეკონომიკური ზრდა [საქართველოა]. გაიხედეთ გარშემო და მერე შემოიხედეთ აქ და მიხვდებით, სად ვართ ჩვენ და სად არის დანარჩენი რეგიონი“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ისრაელმა ლაზერული სარაკეტო თავდაცვის სისტემა “რკინის სხივი” პირველად გამოიყენა

15 ოქტომბერს ისრაელმა ლაზერული სარაკეტო თავდაცვის სისტემა სახელწოდებით “რკინის სხივი” პირველად გამოიყენა.

სოციალურ ქსელებში ღაზას მიერ გასროლილი რაკეტების ლაზერით განადგურების ვიდეოები ვრცელდება.

მანამდე, 14 ოქტომბერს, მედია აღნიშნავდა, რომ ისრაელის არმია მზადაა, გამოიყენოს ლაზერული იარაღი.

როგორც უცხოური მედია წერს, ეს არის ახალი სისტემა, რომელიც 2022 წელს გამოსცადეს.

როგორც ცნობილია, აქამდე ისრაელის ძალები რკინის გუმბათის სისტემას იყენებდნენ, რათა ტერიტორია საჰაერო საფრთხეებისგან დაეცვათ.

“რკინის სხივი”, რომელიც დაფუძნებულია სისტემის ლაზერულ გამოყენებაზე ზუსტად ისეთივე ეფექტიანია როგორც უკვე არსებული სისტემა, თუმცა გაცილებით იაფი.

 

 

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოემზადეთ წარმატებული და საინტერესო დღისთვის. დაგეგმილ თუ დაუგეგმავ ამოცანებს სწრაფად და ეფექტურად მოაგვარებთ. ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. პროფესიული თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა, თუმცა სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ.

კურო

ეცადეთ. საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მეტი დრო დაუთმოთ. მათი საქმეებითა და პრობლემებით დაინტერესდით და სამომავლო გეგმებზე ერთად იმსჯელეთ. დროა, სამომავლოდ გადადებული საყოფაცხოვრებო საქმეების დასრულებაზეც იზრუნოთ. შესაძლოა, იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.

ტყუპები

ამ დღეს ნამდვილად არ მოიწყენთ. საინტერესო შეხვედრები და ღონისძიებები გელით. შესაძლოა, ვიღაც ძალიან მიმზიდველი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ბევრი ტყუპი სერიოზულად დაფიქრდება ოჯახის შექმნაზე. ხელსაყრელი დღეა რთული ოჯახური პრობლემებისა და ახლობლებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად.

კირჩხიბი

რთული და დაძაბული დღე გელით. დამატებითი პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ – ვარსკვლავები ამბობენ, რომ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. შოპინგი წარმატებული იქნება – შეიძინეთ ლამაზი ნივთები სახლის ინტერიერისთვის, რომლებიც გულს გაგიხარებთ.

ლომი

დღის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება და სასიამოვნო სიურპრიზებს მოგიტანთ. ახლა თავმდაბლობის დრო არაა, ამიტომ მეტი ესაუბრეთ ადამიანებს საკუთარ უნარებზე და წარმატებებზე – თვითრეკლამა ხელსაყრელი წინადადების მიღებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საკუთარი ქმედებები თავად აკონტროლოთ და არავის მისცეთ თქვენით მანიპულირების უფლება.

ქალწული

ეს დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ამ დღეს ფანტაზია „ჩართეთ“ და მიზნის მისაღწევად უჩვეულო მეთოდები გამოიყენეთ. დღის მეორე ნახევარში იძულებული იქნებით, მოსაწყენ ადამიანებს შეხვდეთ, რომლებსაც საკუთარი აზრი არ აქვთ და ცდილობენ, თქვენით ისარგებლონ.

სასწორი

სასიამოვნო და პოზიტიური დღეა. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და ახალი იდეები ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგადაა, პარტნიორისგან შეიძლება მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება მიიღოთ.

მორიელი

სირთულეების დაძლევისა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის დროს უფრო მტკიცე და პრინციპული უნდა იყოთ. არ დანებდეთ, თუნდაც პრობლემა ძალიან სერიოზული ჩანდეს. ყველა შეთავაზება, რომელსაც მიიღებთ, ფრთხილად განხილვას მოითხოვს.

მშვილდოსანი

თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს ურთულესი პრობლემის გადაჭრას შეძლებთ, რომლებსაც თქვენი კოლეგები ვერ გაუმკლავდნენ. ეს შესაძლებლობების დღეა და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, მათ გამოიყენებთ თუ ვერა. შესაძლოა, მატერიალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვაროთ.

თხის რქა

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, თქვენი ენერგია რაციონალურად გამოიყენოთ და უპირატესობა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს მიანიჭოთ. მეორეხარისხოვანი ამოცანები დღის მეორე ნახევრისთვის დატოვეთ.

მერწყული

კარგად გააზრებული გეგმა საშუალებას მოგცემთ, შეცდომები თავიდან აიცილოთ და ძალები სწორად გადაანაწილოთ. ურთიერთობისას ეცადეთ, მეტი ტაქტი და ზრდილობა გამოიჩინოთ. თავს უფლება არ მისცეთ, რომ თანამოსაუბრეზე ზეწოლა მოახდინოთ. ძველი მეგობრისგან კარგ რჩევას, მორალურ მხარდაჭერას ან ფინანსურ დახმარებას მიიღებთ.

თევზები

ახალი, საინტერესო საქმე იმდენად გაგიტაცებთ, რომ გარშემო სხვას ვეღარაფერს ამჩნევთ. იმის გამო, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას ცდილობთ, შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვას, ამიტომ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

,,ავამოქმედებთ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც ხალხი დახმარებას მიიღებს”- ბლინკენი

ეგვიპტეს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკემა განაცხადა, რომ ღაზის და ეგვიპტეს საზღვარზე მდებარე რაფას გამშვები პუნქტი გაიხსნება. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

„რაფა გახსნილი იქნება. გაეროსთან, ეგვიპტესთან, ისრაელთან და სხვებთან ერთად ავამოქმედებთ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც ხალხი დახმარებას მიიღებს“, – განმარტა ბლინკენმა.

მისივე თქმით, ორშაბათს ისრაელში თურქეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, დევიდ სატერფილდი ჩავა, რომელიც მხარეებს ამ პროცესის კოორდინირებაში დაეხმარება.

ბლინკენმა ასევე დადებითად შეაფასა ეგვიპტეს გეგმა საერთაშორისო რეგიონული სამიტის ჩატარების შესახებ, რომელზეც არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. დიპლომატის თქმით, ეს პოზიტიური ნაბიჯია.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ადამიანის სიცოცხლისა და პატივისცემის ღირებულებების დაცვით უნდა მოხდეს.

 

,,თურმე, ორბანი პუტინისტია, უნგრეთი პრორუსული სახელმწიფოა, რუსეთის კოლონიაა”- გია ცაგარეიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „იმედის კვირას“ ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განუცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის ნარატივი ორბანზე აბსოლუტურად ყალბი, გაუგებარი და ღიმილის მომგვრელია.

„ის ნარატივი, რომელსაც ოპონენტები ამკვიდრებენ, აბსოლუტურად ყალბი, გაუგებარი და ღიმილის მომგვრელია, რომ თურმე, ორბანი პუტინისტია, უნგრეთი პრორუსული სახელმწიფოა, რუსეთის კოლონიაა. ადამიანი ჩამობრძანდა ჩვენთან, საქართველოში და გვითხრა, რომ მე მსურს, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირში; მე მსურს, რომ თქვენ იყოთ ნატოში, უნგრეთისა და სხვა სახელმწიფოების გვერდით. ოპოზიციის განცხადებები ხომ აბსურდის თეატრია“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 10 ოქტომბერს ეწვია. ვიქტორ ორბანი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შედგა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც უნგრულმა და ქართულმა მხარეებმა ხელი მემორანდუმებს მოაწერეს.

ბერლინში ებრაელების სახლებზე დავითის ვარსკვლავის დახატვა დაიწყეს – მედია

ბერლინში ებრაელების სახლებზე დავითის ვარსკვლავი გახატეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ გაზეთი Times of Israel წერს.

გამოცემის ცნობით, ბერლინში მცხოვრებმა რამდენიმე ებრაელმა განაცხადა, რომ დაუდგენელმა პირებმა მათ სახლებსა და შენობებზე,  დავითის ვარსკვლავი მიახატეს. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ებრაული თემის კუთვნილი ქონების ირგვლივ უსაფრთხოება გაიზარდა.

ჰოლოკოსტის დროს ნაცისტები ებრაელებს აიძულებდნენ ეტარებინათ ტანსაცმელი, რომელსაც მკერდზე ან მკლავზე დავითის ვარსკვლავი ჰქონდა მიკერებული.

,,ვაშინგტონს შეუძლია დაეხმაროს როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას” – ბაიდენი

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ს შეუძლია დაეხმაროს როგორც ისრაელს, ასევე უკრაინას. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა და ვალდებულება. ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები ვართ – ყველაზე მძლავრი ქვეყანა ისტორიაში – არა მსოფლიოში, არამედ მსოფლიოს ისტორიაში. შეგვიძლია ორივეს დავეხმაროთ და შევინარჩუნოთ ჩვენი საერთაშორისო თავდაცვისუნარიანობა. ჩვენ რომ არა ვინ იზამს ამას“, – განაცხადა ბაიდენმა.

ევროპული საბჭო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს

ევროპული საბჭო ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ სიტუაციასთან დაკავშირებით მიიღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. განცხადების ავტორები „ჰამასს“ მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას უსვამენ ხაზს.

„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს „ჰამასს“ და მის სასტიკ და განურჩეველ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელზე და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ადამიანების სიცოცხლის დაკარგვის გამო. ტერორს გამართლება არ აქვს. ჩვენ მტკიცედ ვუსვამთ ხაზს ისრაელის უფლებას დაიცვას თავი ჰუმანიტარული და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ასეთი ძალადობრივი და განურჩეველი თავდასხმების ფონზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ყველა სამოქალაქო პირი ნებისმიერ დროს დაცული უნდა იყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად.

მოვუწოდებთ „ჰამასს“ დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მძევალი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ჩვენ ვიმეორებთ გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მნიშვნელობას და მზად ვართ გავაგრძელოთ ღაზაში ყველაზე მეტად გაჭირვებული მშვიდობიანი მოსახლეობის მხარდაჭერა პარტნიორებთან კოორდინაციით, რათა არ მოხდეს ასეთი დახმარების ბოროტად გამოყენება ტერორისტული ორგანიზაციების მიერ. მნიშვნელოვანია რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ისრაელსა და ღაზაში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა – BBC

ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1400-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

რაც შეეხება ღაზას, პალესტინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ღაზას სექტორის წინააღმდეგ ისრაელის მიერ განხორციელებული დაბომბვისას 2300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზაზე საპასუხო შეტევა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ დაიწყო.