16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

258
spot_img

ვერძი

მოემზადეთ წარმატებული და საინტერესო დღისთვის. დაგეგმილ თუ დაუგეგმავ ამოცანებს სწრაფად და ეფექტურად მოაგვარებთ. ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. პროფესიული თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა, თუმცა სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ.

კურო

ეცადეთ. საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მეტი დრო დაუთმოთ. მათი საქმეებითა და პრობლემებით დაინტერესდით და სამომავლო გეგმებზე ერთად იმსჯელეთ. დროა, სამომავლოდ გადადებული საყოფაცხოვრებო საქმეების დასრულებაზეც იზრუნოთ. შესაძლოა, იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.

ტყუპები

ამ დღეს ნამდვილად არ მოიწყენთ. საინტერესო შეხვედრები და ღონისძიებები გელით. შესაძლოა, ვიღაც ძალიან მიმზიდველი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ბევრი ტყუპი სერიოზულად დაფიქრდება ოჯახის შექმნაზე. ხელსაყრელი დღეა რთული ოჯახური პრობლემებისა და ახლობლებს შორის კონფლიქტების მოსაგვარებლად.

კირჩხიბი

რთული და დაძაბული დღე გელით. დამატებითი პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ – ვარსკვლავები ამბობენ, რომ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. შოპინგი წარმატებული იქნება – შეიძინეთ ლამაზი ნივთები სახლის ინტერიერისთვის, რომლებიც გულს გაგიხარებთ.

ლომი

დღის პირველი ნახევარი წარმატებული იქნება და სასიამოვნო სიურპრიზებს მოგიტანთ. ახლა თავმდაბლობის დრო არაა, ამიტომ მეტი ესაუბრეთ ადამიანებს საკუთარ უნარებზე და წარმატებებზე – თვითრეკლამა ხელსაყრელი წინადადების მიღებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, საკუთარი ქმედებები თავად აკონტროლოთ და არავის მისცეთ თქვენით მანიპულირების უფლება.

ქალწული

ეს დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი ექსპერიმენტებისთვის. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ამ დღეს ფანტაზია „ჩართეთ“ და მიზნის მისაღწევად უჩვეულო მეთოდები გამოიყენეთ. დღის მეორე ნახევარში იძულებული იქნებით, მოსაწყენ ადამიანებს შეხვდეთ, რომლებსაც საკუთარი აზრი არ აქვთ და ცდილობენ, თქვენით ისარგებლონ.

სასწორი

სასიამოვნო და პოზიტიური დღეა. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და ახალი იდეები ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში ყველაფერი კარგადაა, პარტნიორისგან შეიძლება მხარდაჭერა და ფინანსური დახმარება მიიღოთ.

მორიელი

სირთულეების დაძლევისა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის დროს უფრო მტკიცე და პრინციპული უნდა იყოთ. არ დანებდეთ, თუნდაც პრობლემა ძალიან სერიოზული ჩანდეს. ყველა შეთავაზება, რომელსაც მიიღებთ, ფრთხილად განხილვას მოითხოვს.

მშვილდოსანი

თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს ურთულესი პრობლემის გადაჭრას შეძლებთ, რომლებსაც თქვენი კოლეგები ვერ გაუმკლავდნენ. ეს შესაძლებლობების დღეა და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, მათ გამოიყენებთ თუ ვერა. შესაძლოა, მატერიალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვაროთ.

თხის რქა

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. ეცადეთ, თქვენი ენერგია რაციონალურად გამოიყენოთ და უპირატესობა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს მიანიჭოთ. მეორეხარისხოვანი ამოცანები დღის მეორე ნახევრისთვის დატოვეთ.

მერწყული

კარგად გააზრებული გეგმა საშუალებას მოგცემთ, შეცდომები თავიდან აიცილოთ და ძალები სწორად გადაანაწილოთ. ურთიერთობისას ეცადეთ, მეტი ტაქტი და ზრდილობა გამოიჩინოთ. თავს უფლება არ მისცეთ, რომ თანამოსაუბრეზე ზეწოლა მოახდინოთ. ძველი მეგობრისგან კარგ რჩევას, მორალურ მხარდაჭერას ან ფინანსურ დახმარებას მიიღებთ.

თევზები

ახალი, საინტერესო საქმე იმდენად გაგიტაცებთ, რომ გარშემო სხვას ვეღარაფერს ამჩნევთ. იმის გამო, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას ცდილობთ, შესაძლოა კონფლიქტური სიტუაციები წარმოიშვას, ამიტომ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.