ბერლინში ებრაელების სახლებზე დავითის ვარსკვლავი გახატეს. პოლიციამ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ გაზეთი Times of Israel წერს.
გამოცემის ცნობით, ბერლინში მცხოვრებმა რამდენიმე ებრაელმა განაცხადა, რომ დაუდგენელმა პირებმა მათ სახლებსა და შენობებზე, დავითის ვარსკვლავი მიახატეს. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ებრაული თემის კუთვნილი ქონების ირგვლივ უსაფრთხოება გაიზარდა.
ჰოლოკოსტის დროს ნაცისტები ებრაელებს აიძულებდნენ ეტარებინათ ტანსაცმელი, რომელსაც მკერდზე ან მკლავზე დავითის ვარსკვლავი ჰქონდა მიკერებული.