Home Blog Page 2129

ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც დანახვა უნდა! – თამთა მეგრელიშვილი (ფოტო)

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს 2009 წლის აღლუმიდან, სადაც მისი თქმით, ეს არის დასტური იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ წითელ მოედანზე უკრაინელები უკრაინული დროშით დააბიჯებდნენ.

მეგრელიშვილი რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს როლს აფასებს და აღნიშნავს, რომ გაღებული ჰუმანიტარული დახმარების წილით საქართველო პირველ ადგილზეა, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება მაინც უკმაყოფილოა, გვსაყვედურობენ, თანაც დაუფარავად – რატომ არ გაიხსნა საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი!

მისი თქმით, ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც დანახვა უნდა!

„ეს კადრი 2009 წლის აღლუმიდანაა. ეს არის დასტური იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ წითელ მოედანზე უკრაინელები უკრაინული დროშით დააბიჯებდნენ. ვის რაში ენაღვლებოდა ქართული სახელმწიფო, ქართველების დაღვრილი სისხლი, 130 000 ლტოლვილი (მათ შორის დაობლებული ბავშვები). რუსეთ-უკრაინის ომში გაღებული ჰუმანიტარული დახმარების წილით საქართველო პირველ ადგილზეა, ქართულმა სახელმწიფომ ყველა აქ შემომსვლელ უკრაინელს სათანადო პირობები შეუქმნა – უფასო მშობიარობა, უფასო მკურნალობა, თავშესაფარი… უკრაინის ხელისუფლება მაინც უკმაყოფილოა, გვსაყვედურობენ, თანაც დაუფარავად – რატომ არ გაიხსნა საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი! ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც დანახვა უნდა! სიკეთესაც გააჩნია საზღვრები და მაინც,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

 

ბერლინში, EU-ს წევრ სახელმწიფოებში საქართველოს ელჩების სამუშაო შეხვედრა – ამბასადორიალი გაიმართება

2023 წლის 10 მაისს, ქალაქ ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო შეხვედრა – ამბასადორიალი გაიმართება. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გახსნის.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა, მათ შორის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესი, ევროინტეგრაციის გზაზე წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა და ასევე გაფართოების პაკეტის ფარგლებში ქვეყნისთვის წარმოქმნილი ახალი შესაძლებლობები.

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელთა შეხვედრას საქართველოს ელჩები, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის წარმომადგენლები ესწრებიან.

,,დღევანდელ ხელისუფლებას ეროვნული ფასეულობების მიმართ გააჩნია გარკვეული პრინციპები, რაც არ შეიცვლება” – ვოლსკი

ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობის მხარდაჭერამ და მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერები არიან იმ პოზიციაზე, რაზეც პრემიერმა უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკასთან“ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას, დღევანდელ ხელისუფლებას ეროვნული ფასეულობების მიმართ გააჩნია გარკვეული პრინციპები, რასაც ცვლილება არ ემუქრება. „პრემიერის ჩასვლა, მისი სიტყვით გამოსვლა, პათოსი, ის პრინციპები, რომელზეც მან ისაუბრა ჩვენთვის ახალი არ არის. პრემიერმა რაზეც ისაუბრა – ეროვნული ფასეულობები, კულტურული მემკვიდრეობა, ეროვნული მემკვიდრეობა, თვითშეგნება – არაფერი უთქვამს ისეთი, რაც არ ახასიათებს საქართველოს დღევანდელობას. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა განაპირობა ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობის მხარდაჭერამ და მე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერები არიან იმ პოზიციაზე, რაზეც ისაუბრა პრემიერმა. საქართველოს მოსახლეობას, დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია გარკვეული პრინციპები, დამოკიდებულება თავის ეროვნულ ფასეულობების მიმართ და ამ ფასეულობებს რასაკვირველია არანაირი ცვლილება არ ემუქრება. ჩვენი კონსერვატიზმი არ თრგუნავს ჩვენს დამოკიდებულებას ნებისმიერი უმცირესობის მიმართ – თუკი კონსერვატიზმი არსებობს ჩვენს დამოკიდებულებაში ეროვნული ფასეულობების მიმართ, ეს არანაირად არ თრგუნავს ჩვენს ლიბერალურ დამოკიდებულებას, ტოლერანტობას რაც ისტორიული მემკვიდრეობით ერგო საქართველოს. გადავიდეთ პოლიტიკურ ვითარებაზე ზოგადად და უსაფრთხოების საკითხებზე რაც მსოფლიოშია შექმნილი. ხომ არ არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოქმედებს გარკვეული პოლიტიკური რესურსი, რომელსაც კატეგორიულად არ უნდა, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსი? კანდიდატობის თემა გახდა ის საჯილდაო ქვა, რომელიც შემოგორდა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში და პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს პოზიციებთან – სტაბილურობასთან, უსაფრთხოებასთან, ამ საომარ მოქმედებებში ჩართულობასთან, რაზედაც ესოდენ მძიმე და გააფთრებული მოწოლა გამოვიარეთ. ახლა შეიცვალა რიტორიკა, სხვა მხრიდან მოგვიარეს – თითქოსდა კონსერვატიზმის გარკვეული ფორმა წინააღმდეგობაშია იმ პრინციპებთან, რომელიც ევროპულ დემოკრატიას გააჩნია, რაც აბსოლუტურად არ არის სწორი. ჩვენთან ყველას უფლება დაცულია და იქნება უზრუნველყოფილი ყოველთვის, სანამ ხელისუფლებაში ვართ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ყველაზე ხანმოკლე აღლუმი რუსეთის ისტორიაში (ფოტოები)

2023 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ აღლუმში მონაწილეობა მიიღო მნიშვნელოვნად ნაკლებმა სამხედრო ტექნიკამ, ვიდრე წინა წლებში. გამოთვლები ანალიტიკოსმა ოლივერ ალექსანდერმა ჩაატარა ტრანსლაციაზე დაყრდნობით.

მისი მონაცემებით, მთლიანობაში წითელ მოედანზე ტექნიკის მხოლოდ 51-მა ერთეულმა გაიარა. ჯერ კიდევ გასულ წელს – როცა აღლუმი უკვე შემცირებული იყო უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის წინა პერიოდებთან შედარებით – აღლუმში მონაწილეობა მიიღო 131-მა საბრძოლო მანქანამ. 2021 წელს მათი რაოდენობა 197 იყო. ანუ უკანასკნელ ომამდელ წელთან შედარებით ტექნიკის რაოდენობა თითქმის ოთხჯერ შემცირდა.

თავად აღლუმი დაახლოებით 45 წუთს გაგრძელდა ჯარების შემოვლისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლის ჩათვლით.

 

 

„დაუყოვნებლივ წაშალეთ!“ – გამოვლინდა რამდენიმე სახიფათო აპლიკაცია

Kaspersky-ის მკვლევრებმა ახალი საზიანო Android პროგრამა აღმოაჩინეს, სახელად Fleckpe. მას ჩვეულებრივ აპლიკაციებში ამატებენ და მომხმარებლებს ასე ატყუებენ. საერთო ჯამში, პროგრამა დაახლოებით 620 ათასჯერ გადმოწერეს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. განსხვავებით სხვა საზიანო პროგრამებისგან, Fleckpe მომხმარებლებს პრემიუმ სერვისების გამოწერას აიძულებს — ისე, რომ მათ ეს არც კი იციან — და ამ გზით თაღლითებისათვის სარგებელი მოაქვს. Fleckpe გასული წლიდანაა აქტიური და არაერთ ქვეყანაში გვხვდება. რომელი აპლიკაციები წავშალოთ? საბედნიეროდ, ქვემოთ ჩამოთვლილი არცერთი აპლიკაცია აღარაა Google-ის Play Store-ზე ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, თუკი რომელიმე მათგანი უკვე გადმოწერილი გაქვთ, ისინი დაუყოვნებლივ უნდა წაშალოთ:

Beauty Camera Plus
Beauty Photo Camera
Beauty Slimming Photo Editor
Fingertip Graffiti
GIF Camera Editor
HD 4K Wallpaper
Impressionism Pro Camera
Microclip Video Editor
Night Mode Camera Pro
Photo Camera Editor
Photo Effect Editor

გაითვალისწინეთ ისიც, რომ, შესაძლოა, Fleckpe პროგრამას სხვა აპლიკაციებიც შეიცავდეს. ამას გარდა, არსებობს უამრავი სხვა საზიანო პროგრამაც. სწორედ ამიტომ, უმჯობესია, პრევენციას მიმართოთ, ციფრულ სამყაროში სიფრთხილე გამოიჩინოთ და კიბერჰიგიენა კარგად დაიცვათ. მაგალითად, აპლიკაციები მხოლოდ სანდო წყაროებიდან გადმოიწერეთ, მანამდე კი მისი წარმომავლობა კარგად გამოიკვლიეთ.

 

“ლიბერალური ფაშიზმის მედროშეებს თანაგიგრძნობთ” – ბაჩო ოდიშარია

კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ამ მოვლენას საქართველოდან 300 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა და სწორედ მათ თავდადებაზე დგას მთელი მსოფლიოს მთავარი ტრიუმფი უახლეს ისტორიაში.

„დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეოცე საუკუნის ამ უდიდეს მოვლენას, ჩვენი ქვეყნიდან, 300 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა (იმ დროისათვის, საქართველოს მოსახლეობის 1/5). სწორედ ამ თაობის თავდადებაზე დგას არამხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს მთავარი ტრიუმფი უახლეს ისტორიაში. დღეს დიდი სამამულო ომის 114 ვეტერანი გვყავს საქართველოში, გმირობის და შეუპოვრობის ცოცხალი სიმბოლოები და პირველ რიგში უდიდესი პატივისცემა და დღეგრძელობა მათ. ჩვენი წინაპრების გაწეული ღვაწლი ცალსახად ეროვნული სიამაყის საფუძველია. გილოცავთ ყველას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ლიბერალური ფაშიზმის მედროშეებს კი, თანაგიგრძნობთ”,- წერს ბაჩო ოდიშარია.

ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე ქართველ ხალხს სალომე ზურაბიშვილი და შარლ მიშელი მიმართავენ

ევროპის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე ქართველ ხალხს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართავს და ევროპის დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთად მიულოცავს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიმართვების შემდეგ, ათონელის ქუჩაზე სუხიშვილების, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტისა და და ქართველი ახალგაზრდა შემსრულებლების კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი, დათა მუნჯიშვილი.

“ან სრულად დაემორჩილები „ახალ მსოფლიო წესრიგს“, ან არა და ჩაირეცხები” – ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება იმის შესახებ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, „მაგრამ „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“.

ქადაგიძის თქმით, 100 წლის წინ მილიონობით ადამიანი დაიხვრიტა, “პროლეტარიატის დიქტატის” სახელით, ახლა კი ან სრულად დაემორჩილები „ახალ მსოფლიო წესრიგს“, ან არა და ჩაირეცხები, განეიტრალდები ლიბერალური პროგრესის სახელით.

„კლასობრივი ბრძოლა“ 21-ე საუკუნეში… „ბოლშევიკი“ მარქსისტები ზუსტად იმავე დამოკიდებულებითა და საკუთარი უნიკალურობის ფეტიშით ახდენდნენ კლასობრივ ბრძოლას სამღვდელოების, ინტელიგენციის, ტრადიციული ღირებულებების მიმართ. პროლეტარიატის წინაშე, ყველა მდაბიო და ჩამორჩენილი იყო. მარქსი იყო ღმერთი და დარვინი მისი მოციქული. ახლაც ასეა, პროგრესი და მომავალი ლიბერალ ფაშისტებს ეკუთვნით, დანარჩენი სიბნელეა, უკუნი და რეტროგრადობა. “ახალი მსოფლიო წესრიგია” სახარება, ხოლო კუბილიუსი, კრამონი, ფოტიგა და დეგნანი განმანათლებლები. 100 წლის წინ, მილიონობით ადამიანი დაიხვრიტა, “პროლეტარიატის დიქტატის” სახელით, ახლა კი ან სრულად დაემორჩილები “ახალ მსოფლიო წესრიგს”, ან არა და განიდევნები, ჩაირეცხები, განეიტრალდები ლიბერალური პროგრესის სახელით.“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

“ევროკავშირი მზადაა უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროკავშირი მზადაა მიაწოდოს უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი, რომელიც დამცველებს უკვე სჭირდებათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, ამ საბრძოლო მასალის სწრაფად შეძენისა და მიწოდების საკითხი განიხილეს, რადგან, მისი მტკიცებით, ბრძოლის ველზე უკვე არსებობს მათი საჭიროება.

“უკრაინა ყოველდღიურად აჩვენებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის ეფექტურობას. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტების რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს აგრესორი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

“როდის მერე აღარ არის პროგრესულ ევროპაში ღმერთის, სამშობლოს და ოჯახის ადგილი?” – ვლადიმერ ბოჟაძე

ევროკავშირის მთავარი ხიბლი სწორედ ამ მრავალფეროვნებაში საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაშია და ახლა ევროპის სოციალისტური პარტიიდან (PES ) გარიცხვას თურმე იმიტომ გვიპირებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატორების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, პატრიარქი ილია მეორეს სიტყვები ღმერთი, სამშობლო, ადამიანი ახსენა, ქართულ იდენტობასა და ღირებულებებზე ისაუბრა, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროატლანტიკურ არჩევანს უჭერს მხარს, თუმცა, ევროპაში ინტეგრაცია რწმენის, უნიკალური კულტურის და ტრადიციების შენარჩუნებით უნდა მოხდეს.

„როდის მერე გახდა კონსერვატიზმი რეგრესი, როდის მერე აღარ არის პროგრესულ ევროპაში ღმერთის, სამშობლოს და ოჯახის ადგილი? ევროპული ღირებულებები ყოველთვის იყო ქრისტიანული ღირებულებები, ევროკავშირის დროშის 12 ვარსკვლავიც სწორედ ქრისტიანული სიმბოლოებიდან მომდინარეობს.

საქართველომ ევროპული არჩევანი დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე გააკეთა, ევროატლანტიკური არჩევანი რომლის გამოც რუსეთმა ომი გამოგვიცხადა, დროებით დაიპყრო ჩვენი ტერიტორიები, არჩევანი რომელსაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს, თურმე ნიშნავს უარს საკუთარ იდენტობაზე, რწმენაზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, თურმე უარი უნდა ვთქვათ მამულზე, ენაზე, სარწმუნოებაზე. არადა ევროკავშირის მთავარი ხიბლი სწორედ ამ მრავალფეროვნებაში საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაშია და ახლა ევროპის სოციალისტური პარტიიდან (PES ) გარიცხვას თურმე იმიტომ გვიპირებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კონსერვატორების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა, პატრიარქი ილია მეორეს სიტყვები ღმერთი, სამშობლო, ადამიანი ახსენა, ქართულ იდენტობასა და ღირებულებებზე ისაუბრა.

საქართველო აუცილებლად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, ოღონდ ღირსეულად, ჩვენი რწმენის, უნიკალურის კულტურის და ტრადიციების შენარჩუნებით, გავხდებით იმ ოჯახის წევრები რომელიც 1950 წელს 9 მაისს რობერ შუმანის იდეით, ევროპაში ფაშიზმის და ნაციზმის დამარცხების შემდეგ, სწორედ ქრისტიანულ იდეებს და ღირებულებებს ეფუძნებოდა.

(კონსერვატიზმი (ფრანგ. conservatisme, ლათ. conservo — ვინახავ) — კულტურული, სოციალური, ესთეტიკური და პოლიტიკური ფილოსოფია, რომელიც მიზნად ისახავს ტრადიციული ფასეულობებისა და ინსტიტუტების შენარჩუნებას. დასავლურ კულტურაში, კონსერვატიზმი მიზნად ისახავს შეინარჩუნოს ეკლესია, ოჯახი, კონსტიტუციონალიზმი, შეზღუდული მთავრობა, საკუთრების უფლებები)

#წინევროპისკენ
#EuropeanUnion
#მშვიდობადაწარმატებებისაქართველოს” – წერს ბოჟაძე.

“რუსეთი ცდილობს გაანადგუროს ღირებულებები, რადგან მას ეშინია უკრაინის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის”

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ცდილობს გაანადგუროს თავისუფლების ღირებულებები უკრაინაში, რადგან მას ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის ეშინია.

„ჩვენ, ევროპელები ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას, დემოკრატიას, აზროვნებისა და სიტყვის თავისუფლებას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„უკრაინა იბრძვის ევროპის იდეალებისთვის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვზეიმობთ. რუსეთში, პუტინმა და მისმა რეჟიმმა გაანადგურეს ეს ღირებულებები. მათ ეშინიათ თქვენი წარმატებისა და მაგალითის, რომელსაც თქვენ აჩვენებთ და ეშინიათ ევროკავშირისკენ მიმავალი თქვენი გზის“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, რუსეთი დრამატულ მარცხს განიცდის, უკრაინა კი წარმატებით უწევს მას წინააღმდეგობას.

შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში დღეს, „ევროპის დღის“ აღსანიშნავად ჩავიდა.

Victory Over Fascism Day is Celebrated

Major General Koba Kobaladze, Director of the State Service of Veteran Affairs, together with the Prime Minister Irakli Gharibashvili and members of the government laid a wreath at the bust of Meliton Kantaria, a participant of World War II, hero of the Soviet Union in the Park of Veteran Culture and Recreation in connection with the 78th anniversary of the victory over fascism. He congratulated the veterans of the Second World War on the 78th anniversary of the victory over fascism.

According to the latest data, 114 participants of the Second World War are currently censused in Georgia, most of whom are 100 years old or more. The eldest of all is Aleksandre Buskivadze, a 104-year-old resident of Zestafoni Municipality.

According to the decision of the Government of Georgia, the participants of the Second World War will receive 1000 GEL in the form of cash and social assistance, and the family members of those who died in the Second World War (the spouse of the deceased in the Second World War and a child with a disability from childhood) who are members of the State Service of Veterans Affairs 500 GEL are registered in the database in connection with the 78th anniversary of the victory over fascism.

The Deputy Director of the State Service of Veteran Affairs – Nikoloz Kvezereli, Miron Chigogidze, Director’s Advisor, Vladimir Imnadze, service employees and veterans were also present in the Veterans Culture and Recreation Park.

The Second World War between Fascist Germany and its allies and the rest of the world lasted from 1939 to 1945 and claimed the lives of approximately 60 million people, 20 million of whom were civilians. 72 states (80% of the earth’s population) took part in the war, and the battles took place on the territory of 40 states. The Second World War was recorded in history as the largest and bloodiest conflict.

The war between fascist Germany and the Soviet Union began on June 21, 1941. There were up to 700,000 soldiers and volunteers from Georgia in this war, and more than 300,000 did not return alive from the front. Among them, many went missing. Georgia made the biggest sacrifice to defeat fascism among the republics of the former Soviet Union. 120 thousand Georgians died in the battles of Kerch. The Second World War ended on May 8, 1945. The Allies defeated fascist Germany. The state of war ended in Europe on May 8, 1945 (May 9 Moscow time) with the capitulation of the Wehrmacht, and in Asia on September 2, 1945, with the capitulation of Japan.