“ევროკავშირი მზადაა უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდოს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

63
spot_img

ევროკავშირი მზადაა მიაწოდოს უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი, რომელიც დამცველებს უკვე სჭირდებათ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, ამ საბრძოლო მასალის სწრაფად შეძენისა და მიწოდების საკითხი განიხილეს, რადგან, მისი მტკიცებით, ბრძოლის ველზე უკვე არსებობს მათი საჭიროება.

“უკრაინა ყოველდღიურად აჩვენებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენი თავდაცვის ეფექტურობას. ყოველი ჩამოგდებული ტერორისტების რაკეტა, ჩვენი ჯარისკაცების ყოველი წარმატება რუსული თავდასხმების მოგერიებაში არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ეს აგრესორი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.