„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს 2009 წლის აღლუმიდან, სადაც მისი თქმით, ეს არის დასტური იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ წითელ მოედანზე უკრაინელები უკრაინული დროშით დააბიჯებდნენ.
მეგრელიშვილი რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს როლს აფასებს და აღნიშნავს, რომ გაღებული ჰუმანიტარული დახმარების წილით საქართველო პირველ ადგილზეა, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება მაინც უკმაყოფილოა, გვსაყვედურობენ, თანაც დაუფარავად – რატომ არ გაიხსნა საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი!
მისი თქმით, ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც დანახვა უნდა!
„ეს კადრი 2009 წლის აღლუმიდანაა. ეს არის დასტური იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ წითელ მოედანზე უკრაინელები უკრაინული დროშით დააბიჯებდნენ. ვის რაში ენაღვლებოდა ქართული სახელმწიფო, ქართველების დაღვრილი სისხლი, 130 000 ლტოლვილი (მათ შორის დაობლებული ბავშვები). რუსეთ-უკრაინის ომში გაღებული ჰუმანიტარული დახმარების წილით საქართველო პირველ ადგილზეა, ქართულმა სახელმწიფომ ყველა აქ შემომსვლელ უკრაინელს სათანადო პირობები შეუქმნა – უფასო მშობიარობა, უფასო მკურნალობა, თავშესაფარი… უკრაინის ხელისუფლება მაინც უკმაყოფილოა, გვსაყვედურობენ, თანაც დაუფარავად – რატომ არ გაიხსნა საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი! ყველაფერს, ცუდსაც და კარგსაც დანახვა უნდა! სიკეთესაც გააჩნია საზღვრები და მაინც,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.