Home Blog Page 2127

,,საქართველოში ფრენების აღდგენასთან ერთად, სასანქციო რეჟიმი არ იქნება დარღვეული”- სარჯველაძე

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება რუსეთის მიერ მიღებული საქართველოსთან მიმართებით, ეს არ არის არსებითი გადაწყვეტილება, თუ ის არ უკავშირდება დეოკუპაციასა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე იმ შეთანხმების შესრულებას, რომელსაც 12 აგვისტოს მოეწერა ხელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა. „რაც შეეხება უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას, ის მიზნად ისახავს, რომ რუსეთმა დაანახოს მთელ მსოფლიოს, რომ მას ინტერესი რეგიონში კვლავ აქვს. ჩვენთვის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია, როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება ჩვენს მოქალაქეებზე, თუმცა ამის მიღმა, არ და ვერ შეიძლება ეს იყოს განხილული, როგორც პოლიტიკური დაახლოების ახალი შესაძლებლობა“, – განაცხადა ჩიქოვანმა. მისივე თქმით, საქართველოში ფრენების აღდგენასთან ერთად, სასანქციო რეჟიმი არ იქნება დარღვეული და არ იფრენენ ისეთი ბორტები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ.

“აზიმუტის” ბორტი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან თბილისში 16 მაისს გამოფრინდება” – რუსული მედია

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” და ქართული Georgian Airways მომავალ კვირაში რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას აპირებენ, – აღნიშნულ ინფორმაციას, რუსულ მედიას რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი უდასტურებს. გამოცემის ინფორმაციით, დარჩენილია მხოლოდ ფორმალური ნაწილის მოგვარება და ასეთ შემთხვევაში, “აზიმუტის” ბორტი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან თბილისში 16 მაისს გამოფრინდება, თბილისიდან ფრენა კი 18 მაისს შედგება. ” შეიძლება 18 მაისს არა… იმედია, უახლოეს ათ დღეში ფრენებს დავიწყებთ ჩვენ პატარა კომპანია ვართ და ზარალზე მუშაობა არ შეგვიძლია, ამიტომ ვიმუშავებთ, რომ ეს მიმართულება განვავითაროთ”- უთხრა რუსულ მედიას Georgian Airlines Group-ის პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ავიაკომპანიამ ამის შესახებ, საქართველოს აეროპორტი საქმის კურსში ჩააყენა. “აზიმუტი” თბილისში კვირაში 6 ფრენის განხორციელებას აპირებს, ხოლო Georgian Airways ბილეთების გაყიდვის დაწყებას მომავალი კვირიდან გეგმავს.

,,ეს პირველ რიგში, კლინიკის პრესტიჟია”- ჩხაიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

ჩვენი შეთავაზებული მკურნალობის სქემა, პროცედურები და ა.შ. ყველაფერი იქნა აღიარებული, – „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ჩვენთვის ძალიან ბევრი რამ თქვა, რადგან პირველ რიგში, ეს კლინიკის პრესტიჟია. ეს არის ის, რომ აღიარებული და ობიექტურად იქნა შეფასებული ის, რასაც აკეთებს კლინიკა. ჩვენთვის მთავარი ეს არის. ფაქტია, რომ ჩვენი შეთავაზებული მკურნალობის სქემა, პროცედურები და ა.შ. ყველაფერი იქნა აღიარებული, გათვალისწინებული და ჩაითვალა, რომ სააკაშვილს უტარდება ადეკვატური მკურნალობა კლინიკის პირობებში“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. გუშინ ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.

14 მაისს ზელენსკი გერმანიას ეწვევა – Bild

14 მაისს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ეწვევა – პირველად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, – ამის შესახებ RBC-Ukraine Bild-ზე დაყრდნობით იუწყება.

ბერლინის სამთავრობო წრეებმა დაადასტურეს, რომ ვიზიტი კვირას შედგება.

ვიზიტის დროს შესაძლო ზელენსკი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდეს.

,,საქართველო არ აპირებს სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობას” – სარჯველაძე

საქართველო არ აპირებს სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობას რაიმე ფორმით, შესაბამისად, ეს მხედველობაში იქნება მიღებული, რომელი კომპანია, რომელი ავია-ბორტია დასანქცირებული – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, არაფერი განსხვავებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არ თქმულა. „სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ითქვა, რომ სანქცირებული ბორტი, მაგალითად, არ უნდა შემოფრინდეს საქართველოში. ეს გასაგებია, ასეთივეა განწყობა, ვიდრე ეს განცხადება გაკეთდებოდა სახელმწიფო დეპარტამენტში, მანამდე გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ის რასაც ვამბობთ, სრულდება. შესაბამისად, არ მგონია, აქ რაიმე მოსალოდნელი სცენარის მიღმა სასაუბრო რჩებოდეს ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ამასთან, მისი თქმით, არ ჰგონია, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენას პოლიტიკური გავლენა ჰქონდეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე. „არ მგონია, რომ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გავლენა და სიმართლე გითხრათ ეს არც იქნება სამართლიანი არც ერთ შემთხვევაში, თუ ვინმე ეცდება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია ან მისი გულშემატკივარი პოლიტიკოსები საზღვარს გარეთ, თუ ეცდებიან, ეს ფაქტორი გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ეს არ იქნება სამართლიანი, ეს არ იქნება კეთილსინდისიერი, იმიტომ რომ ყველას კარგად ესმის, რომ ეს იყო გადაწყვეტილება ჯერ 2019 წელს, შემდეგ 2023 წელს, რომელიც აბსოლუტურად დამოუკიდებლად, თავისით მიიღო რუსეთის ფედერაციამ, ამის გულისთვის პასუხისმგებლობა საქართველოსთვის, რასაკვირველია, არ იქნებოდა არცერთი თვალსაზრისით გამართლებული“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ. ამასთან, მიხეილ სარჯველაძის თქმით, საქართველოს დამოკიდებულება ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებით უცვლელია. „რაც შეეხება ევროინტეგრაციის მიმართულებას, გასაგებია რომ გვაქვს მოცემულობა, კონკრეტული წინაპირობები განსაზღვრული, კონკრეტული პერსპექტივა, ასოცირების შეთანხმება, ამაზეა წესით დამოკიდებული ყველა შემდგომი ნაბიჯი და გადაწყვეტილება ევროპული მხრიდან. თუ რამდენად აკმაყოფილებს ქვეყანა შესაბამის სტანდარტებს და შესაბამისად რამდენად არსებობს საფუძველი უკვე შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რაც გულისხმობს თავისთავად კანდიდატის სტატუსის მიღებას. არ მგონია, რომ თუნდაც ეს პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც შეიძლება ვინმეს შეთხზულ ვარაუდებზე იყოს დაფუძნებული, რომ იმსახურებდეს ევროპელი კოლეგების მხრიდან ყურადღებას. შესაბამისად ალბათ უმჯობესია, კონცენტრირებული ვიყოთ მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, რაც საგანგებოდ აღნიშვნას მოითხოვს, ეს გახლავთ საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოს დამოკიდებულება ევროკავშირში ინტეგრაციასთან მიმართებით არის უცვლელი, ეს არის კონსტანტა პრაქტიკული, რომელიც გულისხმობს საქართველოს ქცევას ჭეშმარიტ ევროპულ დემოკრატიად, ევროპულ სახელმწიფოდ. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ყველა ის გაუმჯობესება, რომელიც საქართველოს ბოლო წლებში აქვს, არ დარჩება ევროპელი კოლეგების მხედველობის მიღმა და იმავდროულად, მათი გადაწყვეტილებაც დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, ხელმეორედ დაშვებული არ იქნება იგივე შეცდომა, რომელიც გასული წლის ზაფხულში იქნა დაშვებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა, რომელშიც სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალურ დაპირისპირებაში ბაზაძემ იტალიელი რიკარდო ნუჩიო 15:6 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

ფინალამდე ქართველმა მოფარიკავემ სამხრეთ კორეელები ჰანსოლ ჰა და სანგვონ პარკი, აშშ-ის წარმომადგენელი მიტჩელ სარონი და ფრანგები, ბოლად აპიტი და მაქსიმ პიანფეტი დაამარცხა.

სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ლიდერია. ქართველმა მოფარიკავემ ზედიზედ მეთერთმეტედ შეძლო პოდიუმზე ასვლა.

,,კარგით, მე არ ვვარგივარ და ვერ გავაკეთე, შენ რას აკეთებ, სად არის უწყვეტი აქციები?!”- მელია

“ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის, ინსტრუმენტალიზაციას ახდენდნენ, დღეს ჩამი-ჩუმი არ ისმის”- მელია “ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის, პატიმრის (მიხეილ სააკაშვილი) ინსტრუმენტალიზაციას ახდენდნენ, 65 კილოგრამიანი ადამიანის ინსტრუმენტალიზაციას ახდენდნენ. და დღეს ჩამი-ჩუმი არ ისმის. 50 კაციანი და 100 კაციანი აქციები თუ იყო ამოცანა ამ ადამიანების, ეს უნდა გაეკეთებინათ?!” – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. “იყვნენ ადამიანები, რამდენიმე კანდიდატი ხომ იყო, ყოველ დღე ატარებდა აქციას… გიორგი მუმლაძე ხომ გახსოვთ, ყოველ დღე 31 დეკემბერს, მიშა კვდება, მიშა ხვალამდე ვერ გაძლებს, მელია რას აკეთებს, სად ხარ, ყოველ დღე, დღეში სამჯერ კლავდნენ კაცს. დილით, დღისით და საღამო, ღამითაც. 4-ჯერ. დღეს ეს ადამიანი არ ჩანს საერთოდ, უკეთ არის?! კარგით, მე არ ვვარგივარ და ვერ გავაკეთე, შენ რას აკეთებ, სად არის უწყვეტი აქციები?! – თავისივე დაპირების ტყვეობაში აღმოჩნდნენ, რადგან მათ ძალიან კარგად იცოდნენ რაზედაც მე ვსაუბრობდი. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზა ვერ იქნებოდა მოკლე და ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე გადიოდა. სამწუხაროდ, რაციონალური აზრი დამარცხდა ემოციის პირისპირ. შედეგად მივიღეთ ის, რომ პარტია დაიცალა ემოციისგან, რაციონალისზმისგან და არ იციან რას აკეთებენ.” – განაცხადა ნიკა მელიამ

რა დაავადებას იწვევს ტელეფონზე ხანგრძლივი საუბრები

ტელეფონზე ხანგრძლივმა საუბრებმა შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა (ჰიპერტენზია). ეს დასკვნა  ჩინეთის სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნით. მათი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალში European Heart Journal – Digital Health (EHJDH).

ექსპერტებმა გააანალიზეს 37-დან 73 წლამდე ასაკის 212,046 ადამიანის მონაცემები, რომლებსაც არ ჰქონდათ დიაგნოზი ჰიპერტენზია. სუბიექტების საშუალო ასაკი იყო 54 წელი, მათგან 88% იყენებდა მობილურ ტელეფონს. მეთვალყურეობის 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, თითქმის 14 000 ადამიანს (7%) განუვითარდა ჰიპერტენზია. შედეგად, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ კვირაში 30 წუთზე მეტი სატელეფონო საუბრები ზრდის ჰიპერტენზიის განვითარების რისკს 12%-ით.

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 11 მაისს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული გიორგი ტერაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გიორგი ტერაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ უწყებაში.

„ნაციონალური მოძრაობა” არ არის პოლიტიკური პარტია…”- იონათამიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა” არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის ძალიან დაბალი დონის კრიმინალური სინდიკატი და მის წევრებს სინამდვილეში, ძალაუფლების იქით არანაირი ინტერესი არ აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული დაპირისპირების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მელიასა და ხაბეიშვილს შორის დაპირისპირება ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ნათელი მაგალითია. „ნაციონალური მოძრაობა” არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის ძალიან დაბალი დონის კრიმინალური სინდიკატი და მის წევრებს სინამდვილეში, ძალაუფლების იქით არანაირი ინტერესი არ აქვთ. დღეს ამ ძალაუფლებას, მხოლოდ ერთმანეთზე თუ განახორციელებენ – აი ეს დღის წესრიგი უდგათ და მოქმედებენ შესაბამისად” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი. როგორც მელიამ აღნიშნა, პარტია იმართება არაფორმალურად და ეს არის ძირეული პრობლემა.

,,შეჰყურებ ამ ყველაფერს და ხვდები აქ შემთხვევით არ ხარ მოხვედრილი, რომ რაღაც მისია გაკისრია”- ხაბაზი

ვალდებული ხარ დაუბრუნო კაცთა მოდგმას ღირებულებები, ადამიანი დაუბრუნო მიტოვებულ კერას, ცხოველებს დაუბრუნო ადამიანის ნდობა, ყვავილებს სიკაშკაშე და ცას ნათელი.თუ გინდ სისხლის ფასად დაგიჯდეს, თუ გინდ სიცოცხლის ფასად, ეს უნდა შეძლო! ეს შენი მისიაა!#თავისუფლებამიშას!#თავისუფლებანიკას!“ – წერს უკრაინაში მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში.

„გადადიხარ ეზოდან ეზოში, სახლიდან სახლში, ნანგრევებიდან ნანგრევებზე, ირგვლივ მიტოვებული შინაური ცხოველები, ძაღლები აღარც კი ყეფენ, არც კუდს გიქიცინებენ, უნდოდ და შიშით გიყურებენ, ადამიანის მიმართ ნდობადაკარგული თვალებით, კაცთა მოდგმა მათში უკვე მხოლოდ აფეთქებასთან, საზარელ გრუხუნთან და ნგრევასთან ასოცირდება.სოფლების ირგვლივ უკიდეგანო მინდვრები, ოდეს ხორბლითა და მზესუმზირით, ახლა კი ნაღმებით ნათესი.

ფრთხილად მიაბიჯებ, იცი შეცდომა ძალიან ძვირად დაგიჯდება, აქ ყველაფერი ომითაა გაჯერებული, ჰაერი დენთის სუნით, ეთერი ჭურვების აფეთქების ხმით. აქვე ასიოდე მეტრში შავი ბოლი მოსჩანს, ახალმოფრენილი ჭურვის აფეთქების შედეგი, აქვეა ცადაღმართული ცეცხლოვანი ან თეთრი სვეტები ნიშნად საპასუხო ცეცხლისა. სარეველებში ყვავილებსაც ხედავ, საოცრად ლამაზებს, ხედავ ნაღმისგან ნახევრადგადამტვრეულ, მაგრამ მაინც ახლადგაფურჩქნული კვირტებისგან აფეთქებულ ხეს, თითქოს ირეალურ სამყაროში ხარ, თითქოს აქ არის ყველაფერი თავმოყრილი, ადამის დღიდან მოხეტიალე კაცთა მოდგმის ბნელიც და ნათელიც, აქ შესჭიდებიან ერთმანეთს, აქ უნდა გადაწყდეს ბოროტი დაჯაბნის ნათელს თუ ნათელი იზეიმებს ბნელეთზე.

შეჰყურებ ამ ყველაფერს და ხვდები აქ შემთხვევით არ ხარ მოხვედრილი, რომ რაღაც მისია გაკისრია, რომ ვალდებული ხარ მოაშთო ბოროტი, ვალდებული ხარ დაუბრუნო კაცთა მოდგმას ღირებულებები, ადამიანი დაუბრუნო მიტოვებულ კერას, ცხოველებს დაუბრუნო ადამიანის ნდობა, ყვავილებს სიკაშკაშე და ცას ნათელი. თუ გინდ სისხლის ფასად დაგიჯდეს, თუ გინდ სიცოცხლის ფასად, ეს უნდა შეძლო! ეს შენი მისიაა!#თავისუფლებამიშას!#თავისუფლებანიკას!“

,,ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უკვე ყველანაირი რესურსი გახარჯა”- ქადაგიძე

მიმდინარეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ დემონტაჟი, უბრალოდ ხაბეიშვილმა ეს ყველაფერი დააჩქარა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან განაცხადა. „ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ უკვე ყველანაირი რესურსი გახარჯა. მას არანაირი არც მორალური, არც საზოგადოებრივი და ფიზიკური რესურსიც კი აღარ აქვს“, – განაცხადა ქადაგიძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიის მართვის ბერკეტებს სრულად ფლობენ დავით კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.