Home Blog Page 2125

,,თაკო ჩარკვიანი ვანო მერაბიშვილის და კეზერაშვილის ხმად გადაიქცა” – მელია

თაკო ჩარკვიანი ბოლო ერთი წელიწადია, გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში, ერთ-ერთი „დამოუკიდებელი“ არხის „ექსკლუზიური“ ინფორმაციის წყაროდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, მხოლოდ სწორი ადამიანების მართალი ბრძოლით აუცილებლად დამარცხდება ოლიგარქი და ყველა ჩრდილოვანი მმართველი, მათი „რუპორეპისათვის“ კი პოლიტიკურ სივრცეში ადგილი არ დარჩება.

„ადამიანი, რომელიც არის პარლამენტში და არავის წარმოადგენს, გარდა კონკრეტული ადამიანების რუპორისა და ჩვენამდე მოაქვს ხმა ჩრდილისა და წარსულის სიღრმიდან.

თაკო ჩარკვიანი, რომელზეც არასდროს დავწერდი სტატუსს, საკუთარ თავს მაინც რომ წარმოადგენდეს პოლიტიკურ, თუ საჯარო სივრცეში. ის ბოლო ერთი წელიწადია, გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში და ერთ-ერთი „დამოუკიდებელი“ არხის „ექსკლუზიური“ ინფორმაციის წყაროდ… „ექსკლუზიურად“ თითო სიუჟეტში ორჯერ მოხვედრის უფლებით…

პოლიტიკა საჯარო საქმეა, პასუხისმგებლობა სიმართლე და ღირსება აქ ბრძოლის მთავარი იარაღია….თანმიმდევრულობა კი მიზნის მიღწევისკენ მიმავალი სწორი, მაგრამ რთული გზა…

მხოლოდ სწორი ადამიანების მართალი ბრძოლით აუცილებლად დამარცხდება ოლიგარქი და ყველა ჩრდილოვანი მმართველი, მათი „რუპორეპისათვის“ კი პოლიტიკურ სივრცეში არც ადგილი დარჩება და არც დეპუტატის მანდატი“, – წერს ნიკა მელია.

დატბორილია მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები – სტიქია გორსა და იმერეთში

გორის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძევერასა და შერთულში მდინარე ლიახვი კალაპოტიდან გადავიდა. დატბორილია მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. რამდენიმე სოფელში სპეცტექნიკა შეიყვანეს. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, სტიქიამ ნათესები გაუნადგურა.

სიმინდებშია წყალი შესული, ვინ ამინაზრაურებს, მითხარით?, – ამბობს ადგილობრივი.

უამინდობაა დასავლეთ საქართველოშიც. რიონის ადიდების და სავალ ნაწილზე გადასვლის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით აიკრძალა.

სტიქიაა იმერეთშიც. ქუთაისი-ალპანას დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ამ დროისთვის აკრძალულია. მიზეზი მდინარე რიონის კალაპოტიდან გადმოსვლა გახდა. დატბორილია საავტომობილო გზა.

მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი მათ საცხოვრებელ სახლებშიც შევარდა – მიყენებული ზარალი ჯერჯერობით უცნობია

თბილისში, მთის გამაგრების სამუშაოების დროს, 2 მუშა დაიღუპა

ტრაგედია თბილისში. სვანეთის უბნის დასახლებაში მთის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა. დასახლებულ პუნქტში, უხვი ნალექის გამო საჭირო გახდა მთის ნაწილის ბეტონის კონსტრუქციით გამაგრება. სამშაოების დროს მთა ჩამოიშალა და მუშები ჩამოშლილმა მიწის საფარმა იმსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გამაგრების სამუშაოები დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით ხორციელდებოდა. შემთხვევა ართვინის ქუჩაზე დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. დაღუპულების ცხედრები ექპერტიზაზე უკვე გადაასვეენეს. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

“ეზოში ვტირიალებდი, დიდმა ხმაურმა მომიყვანა აქამდე… მიწა ჩამოწოლილა და მოყვა 2 მუშა. ტექნიკა მოვიდა, თხარეს, თხარეს და ამოიყვანეს 2 მიცვალებული” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

,,როდესაც სააკაშვილი რუსეთის მოქალაქეებს უხსნიდა სანქციებს, თქვენ მაშინ მას პროდასავლელს ეძახდით” – მდინარაძე

„ვინც საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების არ დაწესების საკითხს პრორუსულად ცნობენ, იმ ადამიანებს მივმართავ: როდესაც მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მოქალაქეებს უხსნიდა სანქციებს, თქვენ მაშინ მას მაინც პროდასავლელს ეძახდით. ხოლო, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს არ უწესებს სანქციებს, ამას ცდილობთ, რომ პრორუსულობა დაარქვათ და იქნებ დაფიქრდეთ, ხომ გაქვთ მშვიდობა აზროვნებაში და ლოგიკაში. რა წარმოდგენა გაქვთ ქართულ საზოგადოებაზე, რომელიც ამას თითქოს ვერ მიხვდება. ამაზე უნდა დაფიქრდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი პატრონები, რას რის გასაღებად ცდილობენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკამ მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა მდინარაძემ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ ეს შეეხებოდა სანქცირებულ ბორტებს და უდიდესი სპეკულაციაა, როდესაც უნდათ ეს განცხადება წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს ეს ზოგადი იყო. მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ სანქციები დააწესებინონ, რაც არის მავნებლობა და საკუთარი მოქალაქეების დაზიანების მცდელობა მათი დასანქცირებით. „პირველი: უდიდესი სპეკულაციაა ის რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება უნდათ გაასაღონ ისე, რომ თითქოს ეს ზოგადი იყო. არა, სინამდვილეში ეს შეეხებოდა სანქცირებულ ბორტებს და ეს იყო ხაზგასმით ნათქვამი. ეს ერთი. მეორე-საქართველო არ აპირებს და ქართული ხელისუფლება არ აპირებს საკუთარი მოქალაქეების დასანქცირებას და მესამე-სანქცირებული ბორტები საქართველოში არ და ვერ იფრენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, ხელისუფლების მხრიდან ამის შესახებ განცხადება გაკეთდა. დანარჩენი ყველაფერი ამასთან დაკავშირებით არის ცალსახა სპეკულაცია. საქართველოს ხელისუფლება იქნება პრინციპული თავის გადაწყვეტილებებში და არ დაექვემდებარება მარტივ, პრიმიტიულ ბულინგს, რომ თითქოს ახლა ტექნიკური საკითხების დაბლოკვით უნდა დასანქცირდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ბოლოს სად მივლენ იცით? ლამის შეიძლება თქვან ბარგის გადმოყრაზე თქვას საქართველომ უარი და მუშებს დაავალონ რომ პატივცემულებო არ გადმოყაროთ ბარგი და იქნება ამით შეფერხდეს ეს ფრენები. ამ ტექნიკურ საკითხებს გაყიდიან პრორუსულ მოძრაობად. არ შეიძლება ამას ჩვენ წამოვეგოთ. ტექნიკური საკითხები, თუ ასე დადგება ნიშნავს ერთი ერთში დასანქცირებას, ოღონდ ტექნიკური კუთხით ამ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების, რასაც რა თქმა უნდა არ ვაპირებთ. ეს გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციის მხრიდან რა მოტივით არის ნაკარნახევი, ეს მეორე საკითხია, ამაზე შეიძლება ბევრი ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ, მაგრამ შედეგი ის რაც არის, მათივე დაწესებული სანქციები, რომლის მოხსნასაც ითხოვდა აშშ, ითხოვდა ევროკავშირი თავის დროზე და დღეს მოიხსნა საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ახლა ჩვენი ოპონენტები ცდილობენ რომ სანქციები რამენაირად დაგვაწესებინონ, ეს არის პირველი- მავნებლობა, მეორე- უსუსური მცდელობა ეს პოზიცია, სახელმწიფოს დაზიანების მცდელობა პრორუსულად გაყიდონ და რაც მთავარია, საკუთარი მოქალაქეების დაზიანების მცდელობა მათი დასანქცირებით.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,ლევან ხაბიშვილს პარტიას კი არა, ორ ბატს არ მიაბარებ სამწყემსად” – თეა წულუკიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ ხელმძღვანელს, პარტიას კი არა, ორ ბატს არ მიაბარებ სამწყემსად”- განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას.

“შესაბამისად, ძნელია, ვინმემ დაიჯეროს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მართავს ის ხუმარა კაცი, რომელზეც გვეუბნებიან, რომ ეს არის ჩვენი ლიდერიო. რა თქმა უნდა, ლიდერები არიან სხვები. გასაგებია, რომ ახლა, ამდენი წლის მერე,  ნიკა მელიას ეყო ვაჟკაცობა და სიმართლე თქვა“, – განაცხადა წულუკიანმა.

,,ენმ -ს სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, რომ მე ფრაქციას აღარ ვმართავ” – დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, რომ მე ფრაქციას აღარ ვმართავ, პარტიაშიც აღარ ვარ რამდენიმე თვე, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. ხატია დეკანოიძე „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის გუშინდელ განცხადებას პასუხობს. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, რომ მე ფრაქციას აღარ ვმართავ, პარტიაშიც აღარ ვარ რამდენიმე თვე. ამიტომ მისმა რჩეულმა პარტიამ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, შეუძლია დატოვოს პარლამენტი. ჩემი წინააღმდეგობა ნამდვილად არ იქნება. რაც შეეხება სხვა შეკვეთილ სიბინძურეს, მსგავსი წულუკიანი/ხაინდრავასგან უკვე მოსმენილი მაქვს (ქუთაისს მიმართავდნენ ადგილობრივი არჩევნების წინ), ამიტომ უხარისხო, მდარე სისულელე არ მაინტერესებს“, – წერს დეკანოიძე. თაკო ჩარკვიანმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „ხატია დეკანოიძე, უპირობოდ ნებაყოფლობითი პაიკი ადეიშვილ-მერაბიშვილისა, ფინანსებზე ძლიერ დამოკიდებული, დღეს რომ თავს იკლავს, ადრე რატომ არ გაგვიგია ერთი სიტყვა რაიმე დანაშაულზე“.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე ინტენსიური ნალექების შედეგად, მდინარე რიონის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

,,რეალურად წერტილი დაესვა იმ წელიწად-ნახევრიან ფეიკ კამპანიას,,- მდინარაძე

„ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მთავარმა ორგანომ, უფლებების ნაწილში, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი რაც ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ცალსახა ტყუილი და ფეიკ კამპანიის ნაწილი“- ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ. „წელიწად-ნახევრის განმავლობაში რამდენი ფული დახარჯეს თქვენ იცით, მხოლოდ ოფიციალური ნაწილი ამ ფულის ხარჯვის მილიონ დოლარს შეადგენდა. ამის იქით შეკვეთილი სტატიებიც ვნახეთ, ისტერიაც ვნახეთ მათ შორის, სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში იყო კამპანია დალაგებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სამწუხაროდ ქვეყნის გარეთაც, რომ პრეზიდენტს კლავენ, ყოფილი პრეზიდენტი ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროს თვითდაზიანების რეჟიმში იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო ჯამში მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ, რაც არ არის რეალობა და რაც არ გამომდინარეობდა სიმართლისგან და სინამდვილისგან, თუმცა, ეს მათ ვერ მიიღეს. როგორც ჩანს გარკვეულ ძალებს, ჩვენს შემთხვევაში მათ მოვიხსენიებთ ხოლმე, როგორც გლობალური ომის პარტიას და ა.შ. გავლენები სტრასბურგში არ აქვთ, თორემ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ეს ძალიან კარგია და რეალურად წერტილი დაესვა იმ წელიწად-ნახევრიან ფეიკ კამპანიას, რომელიც სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა ამ ამბავში დაატეხეს ჩვენ ქვეყანას და ყველაზე სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის იმიჯს აზიანებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ტყუილები დააჯერო როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ საზოგადოებას – ეს არის სამწუხარო, ეს არის ცუდი, რის შედეგებსაც ალბათ ბოლომდე ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ზედმეტ-ნაკლებად ამის გაკეთება შეიძლება იმიტომ, რომ სტრასბურგმა თავისი სიტყვა თქვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,19 აპრილის შეთანხმება დღეისათვის არის ანულირებული” – კობახიძე

მოგეხსენებათ, 19 აპრილის შეთანხმება დღეისათვის არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარის და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება

მისი თქმით, არსებული წესი იყო ირაციონალური, რომელიც ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შედეგად შევიდა საარჩევნო კოდექსში.

„არსებული წესი იყო აბსოლუტურად ირაციონალური და უპრეცედენტო. მსოფლიოში ვერ მეტყვით ვერცერთ ქვეყანას, სადაც ანალოგიური წესი შეიძლება იყოს დადგენილი, არ არსებობს უბრალოდ ასეთი ქვეყანა. ეს წესი დადგინდა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ეს იყო ოპოზიციის, „ენჯეოების“ მოთხოვნა და ეს იყო უპრეცედენტო, ირაციონალური წესი, რომელიც საარჩევნო კოდექსში სწორედ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე შევიტანეთ. თუმცა, დღეისათვის მოგეხსენებათ, 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, დადგინდება რაციონალური, სწორი რეგულაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ეს არის ამ ცვლილების ერთადერთი მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე შეაფასა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ცესკო-სთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს უფლებით ისარგებლებს.

„სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის ნარატივზეა გადასული, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს მისი ასეთი განცხადება. თუ დაადებს ვეტოს, ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

,,ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწადნახევრიან კამპანიას ”- კობახიძე

ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ სტრასბურგში ამ სარჩელს არ ჰქონდა არანაირი პერსპექტივა, რასაც ერთი მარტივი მიზეზი აქვს: ხელისუფლება, შესაბამისი უწყებები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თითოეული პატიმრის, მათ შორის, პატიმარ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის თანახმად, სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი ეთქვა და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. მისი თქმით, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება პროგნოზირებადი იყო და მან წერტილი დაუსვა კამპანიას, რომელიც მიხედვითაც, მსჯავრდადებული მესამე პრეზიდენტი სიკვდილის პირას იყო. „ ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგმა წერტილი დაუსვა წელიწადნახევრიან კამპანიას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილი ყოველდღიურად კვდებოდა საპატიმრო დაწესებულებაში. ეს იყო აბსოლუტურად სიცრუეზე, სიყალბეზე აგებული კამპანია, რომელსაც სტრასბურგის გადაწყვეტილებით წერტილი დაესვა. ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად პროგნოზირებადი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება მოქმედებს სტანდარტების შესაბამისად, ეს არის ადამიანის უფლებების და ჰუმანური მიდგომის სტანდარტები, რაც 2012 წლიდანაა დანერგილი ჩვენს ქვეყანაში.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ტერორისტ პუტინს შავი ფულის, სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ სჭირდება ეს ფრენები“- ხაბეიშვილი

ტერორისტ პუტინს შავი ფულის, სანქცირებული ოქროს, სამხედრო ჩიპების სამოძრაოდ სჭირდება ეს ფრენები“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისი-მოსკოვს შორის ფრენების აღდგენა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ეკონომიკურ ინტერესებს ემსახურება.

„ყველამ კარგად იცის, რომ მაგალითად თბილისი მოსკოვამდე თითქმის კვირა შეიძლება დაჭირდეს, ერთი კვირა შეიძლება დაჭირდეს ავტომობილს გადაადგილებისთვის და ცხადია სახიფათოა ხომ? როცა სანქცირებული ოქრო მიგაქვს ან მილიონობით დოლარი გადაგაქვს ან თუნდაც სამხედრო ჩიპებისთვის სახიფათოა ამიტომ, ფაქტობრივად ამ ფრენებით გაიოლა საქმე პუტინმა და ამ საქმეში ცხადია ჩართული იქნება ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ბატონი ლილუაშვილი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ტვირთების გადამოწმების გარეშე შეტანა, გამოტანა და ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინს ომის პირობებში ,როცა უკრაინას თავს ესხმის, როცა აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას, საკუთარი ეკონომიკური ინტერესებისთვის სჭირდება თბილისი-მოსკოვის ფრენები და არა პირობითად ადამიანებზე და თურმე ხალხზე ზრუნვის გამო ან თუნდაც ეთნიკურად ქართველებისთვის თურმე რა კარგი იქნება ეს ფრენები.

ეს ფრენები იქნება კარგი მხოლოდ და მხოლოდ პუტინისთვის მისი ტერორისტული ზრახვებისთვის ამაში ბევრ მილიონს იშოვის ბიძინა ივანიშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი და საბოლოო ჯამში „რუსული პარტია“ საქართველოში ეხმარება პუტინს ომის განხორციელებაში უკრაინაში და საქართველოს ოკუპაციისთვის ფაქტობრივად ეკონომიკურ მილიონობით დოლარს ასხამენ თავად ჩვენი ქვეყნის მეშვეობით. შესაბამისად ეს არის ის ფრენები,რომელიც უტოლდება სახელმწიფოს ღალატს, საუბარია შავი ფულის ქეშის ტარებაზე თბილისი-მოსკოვის მიმართულებით სანქცირებული ოქროს ტარებაზე და ასევე ცხადია ეს უკავშირდება ე.წ სამხედრო ჩიპებს, რომელიც შესაძლოა ასე ვთქვათ ამ ფრენებით გადაადგილდეს და მარტივად რამდენიმე საათში მიიღოს პუტინმა ის რაც მისთვის ასე მნიშვნელოვანია ომის პირობებში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისში კლდის მასა ჩამოიშალა – დაზიანებულია 2 ავტომობილი

პოლიკარპე კაკაბაძის N25-ში კლდის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მსუბუქად დაზიანდა ორი ავტომობილი.

ამ ეტაპზე, საავტომობილო გზა ჩახერგილი არ არის.

ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.