დატბორილია მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები – სტიქია გორსა და იმერეთში

187
spot_img

გორის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძევერასა და შერთულში მდინარე ლიახვი კალაპოტიდან გადავიდა. დატბორილია მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. რამდენიმე სოფელში სპეცტექნიკა შეიყვანეს. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, სტიქიამ ნათესები გაუნადგურა.

სიმინდებშია წყალი შესული, ვინ ამინაზრაურებს, მითხარით?, – ამბობს ადგილობრივი.

უამინდობაა დასავლეთ საქართველოშიც. რიონის ადიდების და სავალ ნაწილზე გადასვლის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით აიკრძალა.

სტიქიაა იმერეთშიც. ქუთაისი-ალპანას დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ამ დროისთვის აკრძალულია. მიზეზი მდინარე რიონის კალაპოტიდან გადმოსვლა გახდა. დატბორილია საავტომობილო გზა.

მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი მათ საცხოვრებელ სახლებშიც შევარდა – მიყენებული ზარალი ჯერჯერობით უცნობია