,,ენმ -ს სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, რომ მე ფრაქციას აღარ ვმართავ” – დეკანოიძე

116
spot_img

ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, რომ მე ფრაქციას აღარ ვმართავ, პარტიაშიც აღარ ვარ რამდენიმე თვე, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. ხატია დეკანოიძე „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის გუშინდელ განცხადებას პასუხობს. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, რომ მე ფრაქციას აღარ ვმართავ, პარტიაშიც აღარ ვარ რამდენიმე თვე. ამიტომ მისმა რჩეულმა პარტიამ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, შეუძლია დატოვოს პარლამენტი. ჩემი წინააღმდეგობა ნამდვილად არ იქნება. რაც შეეხება სხვა შეკვეთილ სიბინძურეს, მსგავსი წულუკიანი/ხაინდრავასგან უკვე მოსმენილი მაქვს (ქუთაისს მიმართავდნენ ადგილობრივი არჩევნების წინ), ამიტომ უხარისხო, მდარე სისულელე არ მაინტერესებს“, – წერს დეკანოიძე. თაკო ჩარკვიანმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „ხატია დეკანოიძე, უპირობოდ ნებაყოფლობითი პაიკი ადეიშვილ-მერაბიშვილისა, ფინანსებზე ძლიერ დამოკიდებული, დღეს რომ თავს იკლავს, ადრე რატომ არ გაგვიგია ერთი სიტყვა რაიმე დანაშაულზე“.