Home Blog Page 2113

„რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ!“ – პარლამენტის უკან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობის უკან საპროტესტო აქცია – „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ!“ მიმდინარეობს.

შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ გარდამტეხ მომენტში, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია, რუსეთთან ფრენების აღდგენა გაუმართლებელი ნაბიჯია.

უკრაინას სრული აღდგენისთვის შესაძლოა, 250 მილიარდი დოლარი დასჭირდეს – EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ვარაუდობს, რომ უკრაინას ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის სრული აღდგენისთვის 250 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

EBDRD-ის განცხადებით უკრაინას 5 წლიანი გეგმა სჭირდება, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს ქვეყანაში 50 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

„ხუთწლიანი აღდგენის პერიოდი მოითხოვს ყოველ წელს 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციას უცხოური კაპიტალის შემოდინების გზით. პოსტკონფლიქტური ეკონომიკის უმეტესობა მშვიდობის დროინდელი პერიოდის მაჩვენებელს სულ მცირე 25 წლის განმავლობაში ვერ უბრუნდება, თუმცა ეკონომიკების 29% რეალურად აღწევს ომამდელ მშპ-ის დონეს ერთ სულ მოსახლეზე კონფლიქტიდან 5 წლის შემდეგ. ეს კვლევა აერთიანებს წარმატებული რეკონსტრუქციის საერთო მახასიათებლებს, რომლებსაც შესაძლოა, უკრაინა მიჰყვეს.

იმისთვის, რომ უკრაინა ხუთ წელიწადში აღდგეს, ამ პერიოდის განმავლობაში მისი ეკონომიკა წელიწადში 14%-ით უნდა გაიზარდოს. ძირითადი მახასიათებელი, რომელიც საერთოა მდგრადი უკიდურესად მაღალი ეკონომიკური ზრდის პერიოდებისთვის არის ინვესტიციების მაღალი თანაფარდობა მშპ-სთან“, – აღნიშნულია EBRD-ის ანგარიშში.

საფრანგეთი, კანის 76-ე კინოფესტივალისთვის ემზადება (ფოტოები)

. ფრანგული რივიერა ლეონარდო დიკაპრიოს, ნატალი პორტმანს, ჰარისონ ფორდსა და სხვა მეგავარსკვლავებს ელოდება.

კინოფესტივალი 16 მაისს გაიხსნება, 27 მაისს კი ღონისძიების მთავარი ჯილდოს – ოქროს პალმის რტოს წლევანდელი მფლობელი გამოცხადდება. მთავარი პრიზისთვის 21 ფილმი იბრძოლებს.

 

დუმის დეპუტატი ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ამოღების გამო „აზიმუტის“ დასჯას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი ზურაბ მაკიევი საავიაციო კომპანია Azimuth Airlines-ის დასჯას და კომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს, ქვეყანათა ჩამონათვალის სიიდან, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთისა“ და ოკუპირებული აფხაზეთის ამოღების გამო.

„რუსულმა ავიაკომპანია Azimuth-მა წაშალა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან, რომელიც იქ დატანილი იყო ვებსაიტის დარეგისტრირებიდანვე.

აირლაინის ტექნიკური მხარდაჭერა სთავაზობს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომ მიუთითონ საკუთარი ეროვნული პასპორტი როგორც საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი. მე ვითხოვ, რომ შეამოწმოთ Azimuth Airlines რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა.

დიდი ალბათობით, შემოსავლების გაზრდის მიზნით, რუსული გადამზიდი საბოტაჟირებს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის საფუძვლებს. ამ სიტუაციას შეიძლება ექსტრემალურად ნეგატიური შედეგები ჰქონდეს, რადგან, მსგავსი პრეცედენტით, ხვალ, კომერციული ბენეფიტების მიღების მიზნით, ისინი გამოყოფენ ყირიმის რესპუბლიკას, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს რუსეთის ფედერაციისგან.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, მე მოვითხოვ რომ დაუყოვნებლივ შეუჩეროთ Azimuth Airlines ტრანსპორტირების ლიცენზია“, – ნათქვამია მიმართვაშ

ქუთაისში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მემორიალური დაფა გაიხსნა

ქუთაისში საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ დამსახურებული მწვრთნელის კარლო ხურციძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.

ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მწვრთნელის ოჯახის წევრები და ქუთაისელი სპორტსმენები დაესწრნენ.

მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ, ქუთაისის სპორტის მუზეუმში, კარლო ხურციძის სპორტული მოღვაწეობის შესახებ,   ირაკლი ჯაოშვილის  მიერ გადაღებული ფილმის „პავლოვიჩის“ ჩვენება გაიმართა.

ფილმი დამსახურებული მწვრთნელის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

https://www.facebook.com/100000542397176/videos/pcb.6928942443800433/1429037164304993

,,ოპოზიცია ისე დაეცა, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსვლას აპროტესტებს” – ჩიხელიძე

„ოპოზიცია ისე დაეცა, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსვლას აპროტესტებს! რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ოპოზიციის არაჯანსაღი და არაგულწრფელი პროტესტი მოყვა“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსეთიდან ფინანსდება, რუბლი უყვარს, მაგრამ პუტინი არა.

როგორც ჩიხელიძე წერს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეს ფართი რუსეთის მოქალაქეზე აქვს მიქირავებული.

მისივე თქმით, ზოგს რუსული პასპორტი აქვს, ზოგი კი თვლის, რომ ფულს სუნი არ აქვს:

„მივყვეთ ქრონოლოგიურად, 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ, სააკაშვილის გადაწყვეტილებით რუსეთთან ფრენები და უვიზო მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგა, 2012 წელს სააკაშვილმა სრულად აღადგინა უვიზო მიმოსვლა. აღნიშნულ მონაკვეთში სააკაშვილმა რუსებს მიყიდა სტრატეგიული ობიექტები, რუს ტურისტებს კი ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად ხვდებოდა. დღევანდელი ოპოზიცია სააკაშვილს აღტყინებული თვალებით უყურებდა და მოწონების ნიშნად, მის თითოეულ სიტყვას ტაშს უკრავდა. დღეს კი ანალოგიური პოზიციის გამო მთავრობად აკრიტიკებენ, კრიტიკოსსაც ხომ გააჩნია, ხოშტარია რუსეთიდან ფინანსდება, რუბლი უყვარს, მაგრამ პუტინი არა, ვაშაძე ჯუნიორს ფართი რუსეთის მოქალაქეზე აქვს მიქირავებული, ზოგს რუსული პასპორტი აქვს, ზოგი კი თვლის, რომ ფულს სუნი არ აქვს. ეს ადამიანები საკუთარი მოქალაქეების ყოველდღიურობის შემსუბუქებას აპროტესტებენ. ზოგიერთი აეროპორტთან აქციას აანონსებს, მე უფრო მეტს გეტყვით, საქართველოში ჩამოსულ ჩვენს მოქალაქეებს სირცხვილის დერეფანი ხომ არ მოვუწყოთ? თქვენთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, სირცხვილის კორიდორი (коридор)“, – წერს დავით ჩიხელიძე.

,, რა გამოდის, ოჯახზე და ტრადიციებზე საუბარი ხელს უშლის ევროინტეგრაციას?”- გვიდინი „ევროპელ სოციალისტებზე

„ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება თავისი თავმოყვარეობის სასარგებლოდ და დატოვა ის ორგანიზაცია, საიდან ემუქრებოდნენ გარიცხვით იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი იყო წასული ღონისძიებაზე, სადაც ღმერთზე, ოჯახსა და ტრადიციებზე იყო საუბარი, – ამის შესახებ მედიასთან ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა. „ორი მნიშვნელოვანი საკითხია. პირველი არის ის, რომ „ქართული ოცნების“ დარჩენა ამ გაერთიანებაში თავმოყვარეობის საკითხი უფრო იყო, ვიდრე რაღაც პოლიტიკური საკითხი. „ევროპელი სოციალისტების“ მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკვეთრი განცხადებები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ბუდაპეშტში, სადაც საუბარი შეეხებოდა ოჯახს, ღმერთს, ტრადიციებს და ისეთ ფასეულობებს, რომელზეც დგას საქართველო. „ევროპელი სოციალისტების“ მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ, რომ თუ ღარიბაშვილი გაემგზავრებოდა ამ ფორუმზე, მაშინ საქართველოს გარიცხავდნენ ამ პარტიიდან. შესაბამისად, მხოლოდ ეს მოცემულობა კმარა იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციაში დარჩენა გახდეს თავმოყვარეობის საკითხი. „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება თავისი თავმოყვარეობის სასარგებლოდ და დატოვა ის ორგანიზაცია, საიდან ემუქრებოდნენ გარიცხვით იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი იყო წასული ღონისძიებაზე, სადაც ღმერთზე, ოჯახსა და ტრადიციებზე იყო საუბარი. მეორე საკითხია ის, ხომ არ შეუშლის ეს ევროპულ ინტეგრაციას. რა გამოდის, ოჯახზე და ტრადიციებზე საუბარი ხელს უშლის ევროინტეგრაციას? „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი გვეუბნება, რომ თუ ტრადიციებზე და ღმერთზე ლაპარაკობ, მაშინ არაფერი გესაქმება ევროპაში. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ, მათივე ლოგიკით, ევროპელობა და ევროპაში ინტეგრაცია გამორიცხავს ოჯახის სიყვარულსა და ტრადიციების პატივისცემას. ეს არის აბსურდი“, – აცხადებს ანდრია გვიდიანი. „ქართული ოცნება“ ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსს, ასევე ამ პარტიასთან დაკავშირებულ სხვა გაერთიანებებს ტოვებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

“იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი ნამდვილად არასწორი მიმართულებით მიდის. არიქა, კაჩინსკი პუტინისტია!”-ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„პოლონეთის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს რომ ევროკავშირი ნამდვილად არასწორი მიმართულებით მიდის, ფასეულობების და პრინციპების ეროზია ხდებაო. კი-კუს-კლანებო! არიქა, კაჩინსკი პუტინისტია! ქართულ კოშმარს პოლონური დაამატა! ევროპა ქრისტიანული ტრადიციიდან იზრდებაო!“, – წერს გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“.

პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერი, იაროსლავ კაჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი არასწორი მიმართულებით მიდის. ამის შესახებ მან სილეზიის ორდენის კონფერენციის მონაწილეებისთვის გაგზავნილ წერილში ისაუბრა.

“არაუშავს, რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება”- სააკაშვილი

წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა – წინა კვირასვე, კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია , – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ალტერნატიული ანალიზების გაკეთების შესაძლებლობა არ მიეცათ.

„წინა კვირას, სისხლის ყველაზე ცუდი ანალიზები მქონდა, მას შემდეგ, რაც „ვივამედში” გადმოვედი. დღეს, მკურნალი ექიმები ერთხმად, ძალიან შეშფოთებული მიყვებოდნენ ამას.

წინა კვირასვე, კლინიკის ხელმძღვანელობამ სტრასბურგში გააგზავნა ცნობა, რომ ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია. ჩვენ ალტერნატიული ანალიზების გაკეთების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არ გვქონია.

არაუშავს, რუსეთის ჩამოშლასთან ერთად, ეს სიცრუის მანქანაც, რომლის მსხვერპლიც მე ვარ, აუცილებლად, ბოლომდე ჩამოიშლება. შევეცდები, იმ დღემდე როგორმე ვიცოცხლო”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“ვაშაძესაც და დანარჩენ ოპოზიციასაც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ გამოუვათ” – ისკო დასენი

ადამიანი იმდენად არის პანიკაში, რომ აღნიშნული სიყალბის შელამაზებაც კი არ სცადა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე ფარატინა ფურცლით წარსდგა, რათა, პროპაგანდის მანქანამ მისი ცრუ ნარატივი აიტაცოს, სიყალბე გაავრცელოს და ქართველი ხალხის მოტყუებას კიდევ ერთხელ ეცადოს.

მიუხედავად მისი მცდელობებისა, ვაშაძესაც და დანარჩენ ოპოზიციასაც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ გამოუვათ, რადგანაც სიმართლე, ფაქტები და მტკიცებულებები მათ საწინააღმდეგოდ მეტყველებს! შესაბამისად, მინდა დავამატო, რომ ბატონი ვაშაძის მიერ ნახსენები კომპანია ,,ვიპ ტრეიდის“ შესახებ ჩემს ადრინდელ განცხადებებში ამომწურავად მაქვს განმარტებული და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს მათ, ხოლო, რაც შეეხება კომპანია ,,ბლექ სი როქს“, რომელზეც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი სატელიტი მედია საშუალებები ადრეც მიუთითებდნენ, ამ საკითხზე შესაბამისი წესით გვაქვს წარდგენილი სარჩელი სასამართლოში და ვითხოვთ ცრუ ფაქტების უარყოფას და მორალური ზიანის კომპენსირებას.

ბოლოს კი, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვარ ჩემი ყოველი სიტყვა დოკუმენტალურად დავადასტურო და ვიმედოვნებ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში ყველაფერს ნათელი მოეფინება და ყველა დამნაშავე შესაბამის სასჯელს მიიღებს”, – წერს ისკო დასენი.

 

მოლდოვა და აშშ ხელს მოაწერენ შეთანხმებას „ღია ცის“ შესახებ, რომელიც შექმნის პირობებს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის

მოლდოვური მხარის ინფორმაციით, მოლდოვა და აშშ „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის პირობებს შექმნის.

როგორც მოლდოვური მედია წერს, შეთანხმებას ხელს 18 მაისს მოაწერენ მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ ვერმა და მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი ლილია დაბიჟა.

მოლდოვური მხარის ცნობით, შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს ქვეყანაში საჰაერო მომსახურების ბაზრის გახსნას და კიშინოვის საერთაშორისო აეროპორტიდან მიმართულებების დივერსიფიკაციას, დადებითად აისახება დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებაზე, ასევე – ქვეყნებს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის ხელშეწყობაზე.

„ღია ცის“ შეთანხმება პირველი ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის საჰაერო ტრანსპორტის ლიბერალიზაციისათვის. ერთად ჩვენ გავაძლიერებთ ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს.

ეს არის ძლიერი სიგნალი ჩვენი მხარდაჭერისა მოლდოვის მიმართ უწყვეტ გზაზე უფრო ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შესაქმნელეად“, – განაცხადეს ამერიკის საელჩოში.

“საქართველო სრულად უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას”- შალვა პაპუაშვილი

ფრენების შეზღუდვა იყო სანქცია, რომელიც დაწესებული ჰქონდა რუსეთს, მისასალმებელია, როდესაც საქართველოს მიმართ არსებული სანქციები მოხსნილია, ასევე, სხვა უსამართლობები, რომელიც არის საქართველოს მიმართ, მათ შორის ოკუპაციის სახით, უნდა დასრულდეს, აქეთ უნდა წავიდეს საბოლოო ჯამში რუსეთის გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში არცერთი სანქცირებული კომპანია არ იქნება დაშვებული.

„ჩვენს მიდგომას, ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ საქართველო უზრუნველყოფს სრულად საერთაშორისო სანქციების დაცვას და იმას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ითქვა მკაფიოდ, რომ არცერთი ავიაკომპანია, არცერთი ბორტი, რომელიც არის სანქციების ქვეშ, საქართველოს აეროპორტში არ დაეშვება. საქართველო არ აპირებს, დაუწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთს და არ აპირებს, დაუწესოს სანქციები საკუთარ მოქალაქეებს, ესეც ითქვა ცალსახად. ამ ორ საკითხს საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება კეთილსინდისიერად, რომ ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საერთაშორისო სანქციების დაცვას და მეორე მხრივ, არ აწესებს ორმხრივ სანქციებს და არ უწესებს სანქციებს საკუთარ მოქალაქეებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.