“ვაშაძესაც და დანარჩენ ოპოზიციასაც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ გამოუვათ” – ისკო დასენი

222
spot_img

ადამიანი იმდენად არის პანიკაში, რომ აღნიშნული სიყალბის შელამაზებაც კი არ სცადა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე ფარატინა ფურცლით წარსდგა, რათა, პროპაგანდის მანქანამ მისი ცრუ ნარატივი აიტაცოს, სიყალბე გაავრცელოს და ქართველი ხალხის მოტყუებას კიდევ ერთხელ ეცადოს.

მიუხედავად მისი მცდელობებისა, ვაშაძესაც და დანარჩენ ოპოზიციასაც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ გამოუვათ, რადგანაც სიმართლე, ფაქტები და მტკიცებულებები მათ საწინააღმდეგოდ მეტყველებს! შესაბამისად, მინდა დავამატო, რომ ბატონი ვაშაძის მიერ ნახსენები კომპანია ,,ვიპ ტრეიდის“ შესახებ ჩემს ადრინდელ განცხადებებში ამომწურავად მაქვს განმარტებული და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს მათ, ხოლო, რაც შეეხება კომპანია ,,ბლექ სი როქს“, რომელზეც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი სატელიტი მედია საშუალებები ადრეც მიუთითებდნენ, ამ საკითხზე შესაბამისი წესით გვაქვს წარდგენილი სარჩელი სასამართლოში და ვითხოვთ ცრუ ფაქტების უარყოფას და მორალური ზიანის კომპენსირებას.

ბოლოს კი, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვარ ჩემი ყოველი სიტყვა დოკუმენტალურად დავადასტურო და ვიმედოვნებ, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში ყველაფერს ნათელი მოეფინება და ყველა დამნაშავე შესაბამის სასჯელს მიიღებს”, – წერს ისკო დასენი.