პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვოანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები „ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წევრმა ხატია დეკანოიძემ ჩაშალა.
ჩარკვიანი, ოპოზიციონერ დეპუტატს უტიფარს და მოღალატეს უწოდებს.
„არ მინდოდა მეპასუხა მაგრამ, არ მოისვენა და რა ვქნა, ეს ხატია დეკანოიძე, დღეს მერაბიშვილის მლანძღველი იმ წლებში კი მისი მაღალჩინოსანი და უპირობოდ ნებაყოფლობითი პაიკი ადეიშვილ-მერაბიშვილისა, ყველაფრის შემსრულებელი მუდამ მიშა სააკაშვილის ხმებით მოსიარულე, „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის ხელმძღვანელი, რომელსაც მანდატი ვერ გავაგდებინეთ ხელიდან დატოვება რომ გვინდოდა პარლამენტის( რადგან მოგეხსენებათ რომ ყველაზე მეტი მანდატი „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა და გადამწყვეტი ხმაც მისი იყო, ისე არანაირი აზრი არ ჰქონდა პარლამენტის დატოვებას ) ეს ფინანსებზე (საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია) ძლიერ დამოკიდებული დეკანოიძე, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, სიტყვა რომ არ დაუძრავს ყოფილი ხელისუფლების დროს რაიმე დარღვევასა თუ დანაშაულზე დღეს რომ თავს იკლავს „მაშინ ცუდი ამბები ხდებოდა და ჩემთვის წითელი ხაზიაო“ და ახლა რომ აღმოაჩინა წითელი ხაზები 2023 წელს, კი მაგრამ, მაშინ რატომ არ გაგვიგია ერთი სიტყვა მონაწილე რომ იყო როგორც პოლიციის მაღალჩინოსანი და თავზე დიდი ქუდი ეხურა პოლიციელის, ან დარბევაზე, ან რაიმე დანაშაულზე, ან,ან,ან.
ვახ ეს შუბლის ძარღვი „მაყუთთან“ ერთად წყდება თუ ისედაც გაწყვეტილი აქვთ და მერე იწყებენ ფიქრს როგორ იშოვონ ფული, ახლა უკვე სხვის ბეღელში ან ბანკში, ნუ მიშა ამ ჩურჩუტებს ციხეში გამომწყვდეული და დაუძლურებული ეგულებათ და ახალ „სადგომს ეძებს“, მე ვერ ვასწავლი ერთგულებას და მეგობრობას დაგვიანებულია მისთვის, მაგრამ ნაცრის შეყრა თვალებში უკვე მეტისმეტია. 2 წლის წინ მიშას გამო აქცია რომ დავგეგმეთ ჯერ კიდევ მაშინ გავოცდი მელიასთან ერთად დეკანოიძე რომ გაკიოდა: არ მიხვიდეთ რუსთაველზე ჩვენი პარტიის აქცია არ არისო, გეგონება ჩემთვის კეთდებოდა ის აქცია???? ჰოდა, ახლა ეს ბედავს, ეს უტიფარი „პოლიციელი“ დეკანოიძე თითის გაშვერას, იმ „თითის“ აწეული რომ ჰქონდა და მაღალჩინოსანი რომ იყო და შვილმკვდარ დედებს რომ უქნევდა უტიფრად.
მიშას ხმებით ფინანსებით შევარდნენ პარლამენტში და საერთოდ „შეიქმნენ“ ზოგიერთები, უღალატეს მიატოვეს კაცი, ჩამოიყვანეს მე მის მაგივრად ჩამოვიდოდიო გახსოვთ მელიას გამოსვლა „ტვ პირველზეც“, მესამე პრეზიდენტის ტელეფონს არ პასუხობდა „ზოგიერთი“ როცა საჭირო იყო, მარტო დატოვეს, ვინც რაიმე დავგეგმეთ – აქცია პირწმინდად ჩაგვიშალეს, რადგან მათ ხელში იყო ყველაფერი თავმჯდომარე მელიას და ფრაქციის ხელმძღვანელის დეკანოიძის, ბუნებრივია ამომრჩეველი მათ ემორჩილებოდა. თავად კი დიდ მრავალათასიან აქციებს შლიდნენ და ხალხი პიპინ-პიპინ წრეზე დაჰყავდათ სანამ ნიჰილიზმი არ დათესეს, არადა ერთადერთი გადარჩენა და რისიც ხელისუფლებას ეშინია და უკან იხევს, ხალხის პროტესტი და ბრძოლაა ეს ფაქტია.როგორც კი ვიტყოდი გზა რუსთაველზეა-თქო, გამოხტებოდა ხან მელია, ხან დეკანოიძე მათი ცნობილი ფრაზით დუეტში: „აქციამ აქტუალურობა დაკარგაო“…და აი ამის ჩამდენი, ელისაშვილთან მისული ინიციატივით და ლევან იოსელიანის უფლების დამცველად არჩევის ინიციატორი პარლამენტში და დღეს ბანკირებთან გარიგების დიდად მოსურნე, ბედავს საერთოდ ხმის ამოღებას…
ჩემი ბრალია გავუფრთხილდი მაშინ, პროცესი არ დაზიანდეს-თქო და წყალი ჩავიგუბე პირში სააკაშვილის მდგომარეობის და საერთოდ პროცესის გამო. ახლა უკვე ლუსტრაცია მოხდა ამაზე უარესს ვეღარ გააკეთებენ ლუსტრაცია მოხდა და კარგია, თორემ ამ ზოგიერთი ცუღლუტი ფეიკ ოპოს წყალობით და ამ ზოგიერთ უსინდისო „ნაჩინოვნიკარზე“ ხელის დაფარებით აღმოჩნდა პროცესი განადგურებული. როგორც ჩანს ასეა ბატონებო ბრონჯავშნოსანი ჯიპები, ისე ჯიპები (ამ გაგანია ბრძოლის დროს ,როცა აქციებს ბუნებრივია მოწყობას ფინანსები სჭირდებოდა და არ გვაქვსო წუწუნებდნენ), ციდან არ ცვივა ბონირწბული მანქანები საჩუქრებად , ჰოდა რის ფასად ხდებოდა ალბათ დღეს უკვე ყველასთვის ნათელია. არ მსურდა საუბარი, მაგრამ რა ვქნა ხედავთ რომ არ მოისვენეს. P.S ეჰ სათვალის ჩამოკოსება ან პოლიციელის დიდი ქუდი რომ ჭკუას და სინდისს მატებდეს ხატია გენაცვალე უთუოდ შეგეტყობოდა!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.