,,არჩევნები ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს” – ერდოღანი

83
spot_img

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ხმა სტამბოლში მდებარე უსკუდარის უბანში მისცა და მედიასთან კენჭისყრის პროცესის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არჩევნები ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს „დილიდან ვადევნებ თვალს პროცესს, შინაგან საქმეთა მინისტრმა მაცნობა, რომ ამ დროისთვის კენჭისყრა უპრობლემოდ და ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს“, – განაცხადა ერდოღანმა. ცნობისთვის, საარჩევნო უბნები თურქეთში ადგილობრივი დროით 09:00 საათზე [თბილისის დროით 10:00 საათზე] გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი 17:00 საათამდე [თბილისის დროით 18:00 საათამდე] გაგრძელდება. არჩევნებში გამარჯვების უზრუნველსაყოფად, კანდიდატს ხმების 50%-ზე მეტი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური დაინიშნება, რომელიც არჩევნებიდან ორ კვირაში გაიმართება. თურქეთის არჩევნებში 64 მილიონი ამომრჩეველი მონაწილეობს. თურქი მოსახლეობა პრეზიდენტსა და პარლამენტს 5 წლის ვადით აირჩევს.