Home Blog Page 2109

თბილისში კლდის მასა ჩამოიშალა – დაზიანებულია 2 ავტომობილი

პოლიკარპე კაკაბაძის N25-ში კლდის მასა ჩამოიშალა, რის შედეგადაც მსუბუქად დაზიანდა ორი ავტომობილი.

ამ ეტაპზე, საავტომობილო გზა ჩახერგილი არ არის.

ტერიტორიაზე შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

გია ცაგარეიშვილი, ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების საკითხზე საუბრობს

ეს წესი, რასაც საზოგადოებას და პარლამენტს ვთავაზობთ, ევროკავშირის უამრავ წევრ ქვეყანაში არის აპრობირებული, ახალ ველოსიპედს ჩვენ არ ვიგონებთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების საკითხზე საუბრისას. „2024 წელს საქართველოში არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, რაც ყველანაირ გაყალბებას გამორიცხავს. პრეზიდენტის უფლებამოსილება რჩება ფაქტობრივად იგივე სახით და ფორმით; მას ექნება ამ კომისიაში ერთი წევრის წარმოდგენის საშუალება. ეს წესი, რასაც საზოგადოებას და პარლამენტს ვთავაზობთ, ევროკავშირის უამრავ წევრ ქვეყანაში არის აპრობირებული, ახალ ველოსიპედს ჩვენ არ ვიგონებთ“, – აცხადებს გია ცაგარეიშვილი. პარლამენტი ცესკოს ფორმირების წესში ცვლილებების განხილვას იწყებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „საარჩევნო კოდექსსა“ და პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტებს, 15 მაისის სხდომაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. დაგეგმილი ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ასევე იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა.

ერდოღანისა და ქილიჩდაროღლუს შორის მცირე სხვაობაა – არჩევნები თურქეთში

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებია – თურქეთის მოსახლეობა არჩევანს პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის აკეთებს. ესენი არიან: ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუა და სინან ოგანი. წინასწარი გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ერდორანსა და ქილიჩ დაროღლუ შორის მცირე სხვაობაა. საარჩევნო უბანს უკვე სტუმრობდნენ და საკუთარი არჩევანი გააკეთეს ერდოღანმა და ქილიჩდაროღლუმ. დღეს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა თურქეთის 64 მილიონზე მეტ მოქალაქეს ექნება. “ვლოცულობ, რომ საღამოს ხმების დათვლის შემდეგ უკეთესი მომავალი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის და თურქეთის დემოკრატიისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩვენმა ამომრჩეველმა ხმა მისცეს 17:00 საათამდე. საღამოს ყოველგვარი წუხილის გარეშე, თურქული დემოკრატიის სიძლიერის დემონსტრირებას ვიხილავთ”, – ამბობს ერდოღანი. ყველა თანამემამულეს მადლობას ვუხდი, ვინც საარჩევნო ყუთთან მივიდა და ხმა მისცა, მათაც მადლობას ვუხდი. ყველას დემოკრატია მოგვენატრა, ყველას ერთიანობა მოგვენატრა, ყველას ჩახუტება მომენატრა. ამის მერე ნახავთ ამ ქვეყანაში გაზაფხული მოვა და ყველაფერი კარგად იქნება. კარგად და მყარად იყავით, – ამბობს ქემალ ქილიჩდაროღლუ. ცნობისთვის, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა საღამოს 5 საათამდე გაგრძელდება. თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ახლა მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების აკვირდება, ვინაიდან შესაძლოა დაასრულოს თურქეთის მოქმედი პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა.

,,მართალია, თვით ზელენსკი ქურქუმალს ამაში არ ეთანხმება, მაგრამ მას რა ესმის…” – ქართველიშვილი

პუტინი შემაყვანინეთ ოლიგო-ფრენების კატეგორიაში, რომელსაც უკრაინაზე გამარჯვების მისაღწევად “შავი ფულისა და სანქცირებული ოქროს” სამოძრაოდ სჭირდებოდა პირდაპირი ავიარეისების გახსნა და ამ მიზნით “მოსკოვი-ერევანი-თბილისი”-ს აქამდე აპრობირებული სქემით ვერ სარგებლობდა”, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ნაცმოძრაობის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ომის საწარმოებლად და საქართველოს ოკუპაციისთვის პუტინს ყველა პირობას უქმნის. ქართველიშვილის თქმით, როდესაც მოზაიციზმით დაავადებული “პროფესორები” ჩვენს საამაყო მეფეებს, მებრძოლებსა და გმირებს – “დეგენერატებს” და “იდიოტებს” უწოდებენ, საინტერესოა მათი შთამომავლები, ლევან ხაბეიშვილს რა ეპითეტებს შემოუნახავენ. „მე არ ვიცი, გვაქვს თუ არა ცალკე მოქმედი “ანთროპოლოგიის” მუზეუმი, მაგრამ ქურქუმალის თავის ქალაზე მაძიებლობას უკვე დღეიდან დავიწყებდი. ბოლო-ბოლო ზეზვასა და მზიას გვერდით მივუჩენდი ამ საპატიო საექსპონატო ადგილს. რა თქმა უნდა, ასი წლის შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩემი საკუთარი უღიმღამოდ გატარებული სიცოცხლის დასრულების შემდეგ. მრავალჟამიერ, ქურქუმალ! როდესაც მოზაიციზმით დაავადებული “პროფესორები” ჩვენს საამაყო მეფეებს, მებრძოლეებსა და გმირებს – “დეგენერატებს” და “იდიოტებს” უწოდებენ, საინტერესოა მათი “სახელოვანი” დებილი “მეცნიერი” შთამომავლები, ქურქუმალს რა ეპითეტებს შემოუნახავენ. თუმცა, ერთი რამ მახარებს – მე ამ “საექსპერტო” დასკვნების დროს უკვე სხვა განზომილებაში ვიქნები. მანამდე კი, ნება მიბოძეთ და პუტინი შემაყვანინეთ ოლიგო-ფრენების კატეგორიაში, რომელსაც უკრაინაზე გამარჯვების მისაღწევად “შავი ფულისა და სანქცირებული ოქროს” სამოძრაოდ სჭირდებოდა პირდაპირი ავიარეისების გახსნა და ამ მიზნით “მოსკოვი-ერევანი-თბილისი”-ს აქამდე აპრობირებული სქემით ვერ სარგებლობდა. ალბათ ფაშინიანის მიმართ შიშისა და უნდობლობის გამო. დავაკვირდეთ 15 მაისის შემდეგ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ბატალიებს – ქურქუმალის ლოგიკით, პირველივე პირდაპირი ფრენით მიღწეული “ყველა ეკონომიკურ-ფინანსური პირობების” ხორცშესხმით, პუტინი დაიწყებს ზელენსკის განადგურებას. მართალია, თვით ზელენსკი ქურქუმალს ამაში არ ეთანხმება, მაგრამ მას რა ესმის. მის თავის ქალას – ქურქუმალისაგან განსხვავებით, UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის პერსპექტივა ნამდვილად არ ემუქრება”, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

,,უსამართლობას დავასრულებთ ქართველ ხალხთან ერთად“- ჩალაძე

„პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად გადარჩება, გათავისუფლდება, მთავარია ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე. ამ უსამართლობას დავასრულებთ ქართველ ხალხთან ერთად.“ – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ.

„სამწუხაროდ, არ არის ის, რაც ჩვენ გვინდოდა და რაც სასურველი იყო, თუმცა მთავარი ბრძოლა ჩვენ წინ არის, ყველამ კარგად იცის, რომ გასაჩივრებული არის გადაწყვეტილებები, რომელიც მიღებულია ქართული სანქცირებული სასამართლოს მიერ და დარწმუნებულები ვართ, რომ შედეგი მალე იქნება, ჩემთვის უბრალოდ გაუგებარი არის ეს აჟიტირებული ზეიმი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის ვარშავაში გადაყვანის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სასამართლომ. ვინც კი აჟიტირებული არის ყველამ უნდა დავუძახოთ რომ არიან რუსები, არიან პუტინის მონები და ზუსტად ის, რაც სიმონიანს გაუხარდებოდა ამათი პირით ვიღებთ ამ აჟიოტაჟს. ყველამ, მათ შორის შესაძლებელია იყოს ვითომ ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანებმა ან სხვადასხვა თანამდებობის პირებმა, ესენი არიან რუსები ჩვეულებრივი.

პრეზიდენტი სააკაშვილი აუცილებლად გადარჩება, აუცილებლად გათავისუფლდება, მთავარია რომ ეს მოხდეს რაც შეიძლება მალე და მეტი დაგვიანება ამისი მეტი აღარ შეიძლება, მისული ვართ უკიდურეს ზღვრამდე… ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ ქართველებთან ერთად. ჩვენ არ შეიძლება რუსებმა ჩაგვიბაროს.“ – განაცხადა გიორგი ჩალაძემ

,,არჩევნები ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე ხმა სტამბოლში მდებარე უსკუდარის უბანში მისცა და მედიასთან კენჭისყრის პროცესის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, არჩევნები ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს „დილიდან ვადევნებ თვალს პროცესს, შინაგან საქმეთა მინისტრმა მაცნობა, რომ ამ დროისთვის კენჭისყრა უპრობლემოდ და ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს“, – განაცხადა ერდოღანმა. ცნობისთვის, საარჩევნო უბნები თურქეთში ადგილობრივი დროით 09:00 საათზე [თბილისის დროით 10:00 საათზე] გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი 17:00 საათამდე [თბილისის დროით 18:00 საათამდე] გაგრძელდება. არჩევნებში გამარჯვების უზრუნველსაყოფად, კანდიდატს ხმების 50%-ზე მეტი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეორე ტური დაინიშნება, რომელიც არჩევნებიდან ორ კვირაში გაიმართება. თურქეთის არჩევნებში 64 მილიონი ამომრჩეველი მონაწილეობს. თურქი მოსახლეობა პრეზიდენტსა და პარლამენტს 5 წლის ვადით აირჩევს.

საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

2023 წლის 14-15 მაისს, საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლიოკე რასმუსენი ეწვევა.

დანიელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის.

ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ლარს ლიოკე რასმუსენს თან ახლავს დანიის ბიზნეს დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და ბიზნეს დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.

ლარს ლიოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

გია ლორთქიფანიძეს უკრაინის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს

გია ლორთქიფანიძეს უკრაინის ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს. ამის შესახებ ინფორმაციას ანი წითლიძე ავრცელებს.

გია ლორთქიფანიძე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის უკრაინაში წავიდა და 2022 წელს უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ორი ვერტმფრენი და ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

რუსეთის ბრიანსკის ოლქში ორი ვერტმფრენი და ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. „სუ-34“-ის ჩამოვარდნის შესახებ იუწყება რუსული სახელმწიფო მედია „ტასის“. სააგენტოს მონაცემებით „სუ-34“-ის ჩამოვარდნის მიზეზი ძრავის აალება გახდა. სააგენტო „კომერსანტის“ ცნობით კი, ორი ვერტმფრენი და ავიაგამანადგურებელი უკრაინის საზღვართან ახლოს ჩამოადგეს. ვრცელდება ცნობები ასევე იმის შესახებაც, რომ ავიაგამანადგურებელი ჩერნიგოვის ოლქში სარაკეტო იერიშისთვის ემზადებოდა.

პრიგოჟინი პუტინის მკაცრი კრიტიკის შემდეგ თავის სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდეს – Politico

„ვაგნერის ჯგუფის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ფრთხილად უნდა იყოს ჩაის დალევისას, რადგან კრემლმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკაცრი კრიტიკისთვის იგი შესაძლოა, დასაჯოს, – ამის შესახებ Politico ირონიულ და ანალიტიკურ სტატიაში წერს.

„ვლადიმერ პუტინის გაღიზიანება ან გამოწვევა საშიში თამაშია, რომელიც ხშირად კრიტიკოსის მოულოდნელი გარდაცვალებით მთავრდება“, – აღნიშნულია გამოცემის სტატიაში.

Politico იხსენებს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისთანავე, ცნობილი რუსების იდუმალი სიკვდილის ტალღამ მთელი რუსეთი მოიცვა: სულ მცირე შვიდი რუსი ოლიგარქი დაიღუპა უცნაურ გარემოებებში და ასევე დაფიქსირდა მრავალი ცნობილი ჩინოვნიკის უეცარი სიკვდილი.

სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ პრიგოჟინი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პუტინს შეურაცხყოფა მიაყენა, შესაძლოა სხვა რუსი მაღალჩინოსნების მსგავსად „მოულოდნელად“ ფანჯრიდან გადავარდეს ან ჩაის დალევის შემდეგ მოიწამლოს.

,,ეს ბედავს, ეს უტიფარი „პოლიციელი“ დეკანოიძე თითის გაშვერას”- ჩარკვიანი

პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერი  თაკო ჩარკვოანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები „ნაცმოძრაობის“  ყოფილმა წევრმა ხატია დეკანოიძემ ჩაშალა.

ჩარკვიანი, ოპოზიციონერ დეპუტატს უტიფარს და მოღალატეს უწოდებს.

„არ მინდოდა მეპასუხა მაგრამ, არ მოისვენა და რა ვქნა, ეს ხატია დეკანოიძე, დღეს მერაბიშვილის მლანძღველი იმ წლებში კი მისი მაღალჩინოსანი და უპირობოდ ნებაყოფლობითი პაიკი ადეიშვილ-მერაბიშვილისა, ყველაფრის შემსრულებელი მუდამ მიშა სააკაშვილის ხმებით მოსიარულე, „ნაცმოძრაობის“ ფრაქციის ხელმძღვანელი, რომელსაც მანდატი ვერ გავაგდებინეთ ხელიდან დატოვება რომ გვინდოდა პარლამენტის( რადგან მოგეხსენებათ რომ ყველაზე მეტი მანდატი „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა და გადამწყვეტი ხმაც მისი იყო, ისე არანაირი აზრი არ ჰქონდა პარლამენტის დატოვებას ) ეს ფინანსებზე (საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია) ძლიერ დამოკიდებული დეკანოიძე, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, სიტყვა რომ არ დაუძრავს ყოფილი ხელისუფლების დროს რაიმე დარღვევასა თუ დანაშაულზე დღეს რომ თავს იკლავს „მაშინ ცუდი ამბები ხდებოდა და ჩემთვის წითელი ხაზიაო“ და ახლა რომ აღმოაჩინა წითელი ხაზები 2023 წელს, კი მაგრამ, მაშინ რატომ არ გაგვიგია ერთი სიტყვა მონაწილე რომ იყო როგორც პოლიციის მაღალჩინოსანი და თავზე დიდი ქუდი ეხურა პოლიციელის, ან დარბევაზე, ან რაიმე დანაშაულზე, ან,ან,ან.

ვახ ეს შუბლის ძარღვი „მაყუთთან“ ერთად წყდება თუ ისედაც გაწყვეტილი აქვთ და მერე იწყებენ ფიქრს როგორ იშოვონ ფული, ახლა უკვე სხვის ბეღელში ან ბანკში, ნუ მიშა ამ ჩურჩუტებს ციხეში გამომწყვდეული და დაუძლურებული ეგულებათ და ახალ „სადგომს ეძებს“, მე ვერ ვასწავლი ერთგულებას და მეგობრობას დაგვიანებულია მისთვის, მაგრამ ნაცრის შეყრა თვალებში უკვე მეტისმეტია. 2 წლის წინ მიშას გამო აქცია რომ დავგეგმეთ ჯერ კიდევ მაშინ გავოცდი მელიასთან ერთად დეკანოიძე რომ გაკიოდა: არ მიხვიდეთ რუსთაველზე ჩვენი პარტიის აქცია არ არისო, გეგონება ჩემთვის კეთდებოდა ის აქცია???? ჰოდა, ახლა ეს ბედავს, ეს უტიფარი „პოლიციელი“ დეკანოიძე თითის გაშვერას, იმ „თითის“ აწეული რომ ჰქონდა და მაღალჩინოსანი რომ იყო და შვილმკვდარ დედებს რომ უქნევდა უტიფრად.

მიშას ხმებით ფინანსებით შევარდნენ პარლამენტში და საერთოდ „შეიქმნენ“ ზოგიერთები, უღალატეს მიატოვეს კაცი, ჩამოიყვანეს მე მის მაგივრად ჩამოვიდოდიო გახსოვთ მელიას გამოსვლა „ტვ პირველზეც“, მესამე პრეზიდენტის ტელეფონს არ პასუხობდა „ზოგიერთი“ როცა საჭირო იყო, მარტო დატოვეს, ვინც რაიმე დავგეგმეთ – აქცია პირწმინდად ჩაგვიშალეს, რადგან მათ ხელში იყო ყველაფერი თავმჯდომარე მელიას და ფრაქციის ხელმძღვანელის დეკანოიძის, ბუნებრივია ამომრჩეველი მათ ემორჩილებოდა. თავად კი დიდ მრავალათასიან აქციებს შლიდნენ და ხალხი პიპინ-პიპინ წრეზე დაჰყავდათ სანამ ნიჰილიზმი არ დათესეს, არადა ერთადერთი გადარჩენა და რისიც ხელისუფლებას ეშინია და უკან იხევს, ხალხის პროტესტი და ბრძოლაა ეს ფაქტია.როგორც კი ვიტყოდი გზა რუსთაველზეა-თქო, გამოხტებოდა ხან მელია, ხან დეკანოიძე მათი ცნობილი ფრაზით დუეტში: „აქციამ აქტუალურობა დაკარგაო“…და აი ამის ჩამდენი, ელისაშვილთან მისული ინიციატივით და ლევან იოსელიანის უფლების დამცველად არჩევის ინიციატორი პარლამენტში და დღეს ბანკირებთან გარიგების დიდად მოსურნე, ბედავს საერთოდ ხმის ამოღებას…

ჩემი ბრალია გავუფრთხილდი მაშინ, პროცესი არ დაზიანდეს-თქო და წყალი ჩავიგუბე პირში სააკაშვილის მდგომარეობის და საერთოდ პროცესის გამო. ახლა უკვე ლუსტრაცია მოხდა ამაზე უარესს ვეღარ გააკეთებენ ლუსტრაცია მოხდა და კარგია, თორემ ამ ზოგიერთი ცუღლუტი ფეიკ ოპოს წყალობით და ამ ზოგიერთ უსინდისო „ნაჩინოვნიკარზე“ ხელის დაფარებით აღმოჩნდა პროცესი განადგურებული. როგორც ჩანს ასეა ბატონებო ბრონჯავშნოსანი ჯიპები, ისე ჯიპები (ამ გაგანია ბრძოლის დროს ,როცა აქციებს ბუნებრივია მოწყობას ფინანსები სჭირდებოდა და არ გვაქვსო წუწუნებდნენ), ციდან არ ცვივა ბონირწბული მანქანები საჩუქრებად , ჰოდა რის ფასად ხდებოდა ალბათ დღეს უკვე ყველასთვის ნათელია. არ მსურდა საუბარი, მაგრამ რა ვქნა ხედავთ რომ არ მოისვენეს. P.S ეჰ სათვალის ჩამოკოსება ან პოლიციელის დიდი ქუდი რომ ჭკუას და სინდისს მატებდეს ხატია გენაცვალე უთუოდ შეგეტყობოდა!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.

1796 წლის 14 მაისს, ინგლისელმა ქირურგმა ედვარდ ჯენერმა გამოიყენა ყვავილის პირველი ვაქცინა

კაცობრიობა ყვავილს, სულ ცოტა, სამი ათასი წელია იცნობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით , მხოლოდ მე -20 საუკუნეში ამ დაავადებამ 300 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ითვლება, რომ ყვავილთან გამკლავების პირველი მცდელობა იყო ჩინეთში, ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში, ვაქცინის ოფიციალურ გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე. სწორედ ამ ცდების ფარგლებში, იმდროინდელი სპეციალისტები შეგნებულად ცდილობდნენ ვირუსის მცირე დოზით ადამიანების ინფიცირებას, რათა პაციენტი დაავადებას უფრო ადვილად გამკლავებოდა. ამისათვის ისინი ყვავილის გამონაყარის ბუშტუკიდან ჩირქს იღებდნენ და ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში შეჰყავდათ. ზოგიერთ ქვეყანაში ამას ცხვირის ღრუს მეშვეობით აკეთებდნენ, სხვაგან კი – ნემსის დახმარებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კანი სხვადასხვა ადგილას იჭრებოდა, შემდეგ კი ჩირქში ამოვლებულ ძაფს კანქვეშ ატარებდნენ. 

ამ მეთოდს ვარიოლაცია ერქვა და ის მე-18 საუკუნის ევროპაში ძალიან პოპულარული გახდა. ვარიოლაციის გამოყენების შემთხვევაში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ს შეადგენდა. თუმცა ყვავილით ადამიანები ბევრად ხშირად იღუპებოდნენ, ამიტომაც ეს მეთოდი აქტუალობას მაინც არ კარგავდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საფრანგეთში ვარიოლაცია აკრძალული იყო. ამ მეთოდს აქ შიშით უყურებდნენ, იმის მიუხედავად, რომ 1774 წელს მეფე ლუდოვიკო XV ყვავილით გარდაიცვალა.