რუსეთის დუმის დეპუტატი ზურაბ მაკიევი საავიაციო კომპანია Azimuth Airlines-ის დასჯას და კომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს, ქვეყანათა ჩამონათვალის სიიდან, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთისა“ და ოკუპირებული აფხაზეთის ამოღების გამო.
„რუსულმა ავიაკომპანია Azimuth-მა წაშალა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან, რომელიც იქ დატანილი იყო ვებსაიტის დარეგისტრირებიდანვე.
აირლაინის ტექნიკური მხარდაჭერა სთავაზობს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომ მიუთითონ საკუთარი ეროვნული პასპორტი როგორც საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი. მე ვითხოვ, რომ შეამოწმოთ Azimuth Airlines რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა.
დიდი ალბათობით, შემოსავლების გაზრდის მიზნით, რუსული გადამზიდი საბოტაჟირებს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის საფუძვლებს. ამ სიტუაციას შეიძლება ექსტრემალურად ნეგატიური შედეგები ჰქონდეს, რადგან, მსგავსი პრეცედენტით, ხვალ, კომერციული ბენეფიტების მიღების მიზნით, ისინი გამოყოფენ ყირიმის რესპუბლიკას, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს რუსეთის ფედერაციისგან.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, მე მოვითხოვ რომ დაუყოვნებლივ შეუჩეროთ Azimuth Airlines ტრანსპორტირების ლიცენზია“, – ნათქვამია მიმართვაშ