Home Blog Page 2098

რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ – უკრაინის ომის 450-ე დღე

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის თქმით, კრივოი-როგში აფეთქებების ხმა ისმოდა.

„კრივოი-როგი“, აფეთქებები. არ გადაიღოთ არაფერი და არ განათავსოთ ინტერნეტში. იზრუნეთ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე, საჰაერო განგაში გრძელდება”, – განაცხადა ალექსანდრე ვილკულმა.

მანამდე, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევის ოლქში. გავრცელდა ინფორმაცია ჩერნიგოვისა და ჟიტომირის ოლქებში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა ვოლინშიც. ასევე, აფეთქების ხმები ისმოდა როვნოსა და ლვოვის ოლქებში.

რუსულმა ძალებმა კიევზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამჯერად კიევის მიმართულებით ირანული Shahed-ის „კამიკაძე-დრონებით“ დრონები გაუშვეს, თუმცა, უკრაინის საჰაერო ძალებმა, დედაქალაქთან მიახლოებისას ყველა მათგანი გაანადგურეს.

“ყველა საჰაერო სამიზნე, რომელიც კიევის მიმართულებით მოძრაობდა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს. მადლობა ცის დამცველებს შესანიშნავი მუშაობისთვის!” – ნათქვამია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა, მაისის დასაწყისიდან კიევზე მეათე თავდასხმა განახორციელეს.

რუსულმა ძალებმა უკრაინას ერთ დღეში 39 სარაკეტო და ამდენივე საჰაერო დარტყმა მიაყენეს და ქვეყნის თავდაცვის ძალების პოზიციები და მოსახლეობა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 50-ჯერ დაბომბეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ, გასული დღის განმავლობაში, სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით 10-ზე მეტი დასახლება და კუპიანსკის 10-ზე მეტი სოფელი და ქალაქი ნაღმმტყორცნებისა და არტილერიის გამოყენებით დაბომბა.

„ლიმანისა და ავდიივკას მიმართულებით ოკუპანტებმა საჰაერო და სარაკეტო დარტყმები განახორციელეს, ბახმუტის მიმართულებას კი ავიადარტყმები მიაყენეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების განმარტებით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ ძალიან მაღალია.

თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის 2 400 ბინის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის 2 400 ბინის მშენებლობა დაიწყო.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მშნებლობის დეტალებს ადგილზე გაეცნენ.

ჯამში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 11 კორპუსი აშენდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები 2025 წლის ბოლოს გადაეცემათ. მშენებლობის ბიუჯეტი 243 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროგრამა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო.

2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 7 000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6 000 ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი მიმდინარეობს

იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი გაიხსნა. შეხვედრის მონაწილეებმა სამიტი ჰიროშიმის მემორიალურ პარკში ვიზიტით დაიწყეს, სადაც 1945 წლის აგვისტოს ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი.

G7-ის ლიდერების შეხვედრისთვის ჰიროშიმის არჩევა სიმბოლურია და ხაზს უსვამს ამ სამიტის მშვიდობისმყოფელ თემას. ამასთანავე, ჰიროშიმა იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას მშობლიური ქალაქია.

„დიდი შვიდეულის“ წინა სამიტზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 თვის შემდეგ გერმანიაში გაიმართა, უკრაინაში მიმდინარე ომის თემა იყო დომინანტური. ახლაც, ერთი წლის შემდეგ, უკრაინის მხარდაჭერის თემა კვლავ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად რჩება.

სამიტში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. იაპონიის საგარეო უწყების ცნობით, ზელენსკი სამიტის მოანწილეებს კვირას შეუერთდება.

7 წელი გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი, 30 წლის გიგა ოთხოზორია, რომელიც ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლეს.

ის აფხაზეთში პროდუქტის გაგზავნას ცდილობდა, რა დროსაც საუბარი ე.წ. მესაზღვრეებთან შელაპარაკებაში და შემდეგ მკვლელობაში გადაიზარდა. მომხდარს არაერთი თვითმხილველი ჰყავდა, თუმცა დანაშაულზე პასუხი არავის უგია.

ზუგდიდში, ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელმწიფო მინისტრი იმყოფებოდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გიგა ოთხოზორიას საფლავზე ოჯახის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან შვიდი წელი შესრულდა. თეა ახვლედიანმა გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.

„გიგა ოთხოზორიას შემზარავი მკვლელობა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმმა შვიდი წლის წინ იმსხვერპლა, უდიდესი უსამართლობა, ჩვენი დიდი ტკივილი და ტრაგედიაა. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ მის ხსოვნას და ვუთანაგრძნობთ ოჯახს, თუმცა ძალიან რთულია, იპოვო შესაფერისი სიტყვები, რომლებიც ანუგეშებდა და ტკივილს შეუმსუბუქებდა მათ. ჩვენი ქვეყანა დღემდე განიცდის ომის სისასტიკის და ოკუპაციის უმძიმესს შედეგებს, რამაც, გიგა ოთხოზორიასთან ერთად, არაერთი ჩვენი ახალგაზრდის, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულის, ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლე შეიწირა. საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ოკუპაციას და მისი მშვიდობიანი გზით დასრულებისთვის, ისევე როგორც ჩვენი ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების გამთლიანებისთვის, ჩვენ ურყევად განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას ყველა სამართლებრივი და საერთაშორისო ინსტრუმენტის გამოყენებით, რათა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია საქართველოში და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავე ყველა პირმა კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

 

“მჯერა, თითოეული თქვენგანი გააკეთებს სწორ არჩევანს” – გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავს.

„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, დღეს სკოლებში ბოლო ზარი ირეკება და თქვენთვის ცხოვრების ახალი, ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ეტაპი იწყება.

მჯერა, თითოეული თქვენგანი გააკეთებს სწორ არჩევანს და სასურველი პროფესიის დაუფლებით მიღებულ ცოდნას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას მოახმარს.

ეს დღე ჩემთვისაც ემოციებით დატვირთულია და ამ დიდ სიხარულს მეც თქვენთან ერთად ვიზიარებ.

მინდა, რომ არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს, რადგან წარმატება სწორედ გამოწვევებთან ბრძოლით მიიღწევა. პირადად, მე როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიდგები თქვენს გვერდით და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეგიქმნათ უკეთესი გარემო თქვენი ინოვაციური იდეების განსახორციელებლად და შესაძლებლობებისა და ნიჭის მაქსიმალურად გამოსავლენად.

გილოცავთ სკოლის დასრულებას, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ცხოვრებას!“ – აცხადებს გიორგი ამილახვარი.

არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის ბრალებით მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

ვანში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ბრალებით ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული ტ.მ. დააკავეს. მას ბრალად არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულება ედება.

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სკოლის მიკროავტობუსის მძღოლმა ტ.მ.-მ, მგზავრობის დროს არასრულწლოვან გოგონას, სექსუალური ხასიათის მატარებელი საუბარი დაუწყო და მისი ნების საწინააღმდეგოდ სხეულზე შეეხო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოსწავლეებს სიტყვიერად და ფიზიკურად ავიწროებდა. ვიდეომასალა მოსწავლეებმა გაავრცელეს.

“ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას”

ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, თითოეული ახალგაზრდა იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში.

“ჩემს ახალგაზრდა მეგობრებს, ვისთვისაც დღეს სკოლის ბოლო ზარი დაირეკება, გულითადად გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს მოვლენას.

დღეიდან თქვენ წინაშე სრულიად ახალი ეტაპი იწყება – ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, პასუხისმგებლობით საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე, რაც მთავარია, – განვითარების ახალი პერსპექტივებით. წარმატებებს გისურვებთ ამ დიდ გზაზე.

დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი იპოვის ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში, რომ თქვენი სწავლა და შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლას.

მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თქვენ – ხვალინდელი საქართველოს უმთავრეს შემოქმედებს განათლების, თვითრეალიზებისა და ღირსეული ცხოვრების ყველა პირობა შეგიქმნათ.
თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით!”, – აღნიშნავს პრემიერი.

მიხეილ სააკაშვილი ოდესაში ბინას ყიდის?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,  მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნა­ში, ოდე­სა­ში ბი­ნას ყი­დის. ამის შე­სა­ხებ ინფორმაციას strana.news

გა­მო­ცე­მა strana წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით აღ­ნიშ­ნავს, რომ ორო­თა­ხი­ა­ნი ბინა არის ბოლო სარ­თულ­ზე, მან­სარ­დით და ხე­დით ზღვის­კენ.

გა­მო­ცე­მა ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ნის ფო­ტო­ებს ექ­სკლუ­ზი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც strana წერს, ბი­ნის სა­ბაზ­რო ფასი, და­ახ­ლო­ე­ბით, 200 ათა­სი დო­ლა­რია, თუმ­ცა სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად გა­ი­ყი­დე­ბა ის ახლა, რად­გან ომის პე­რი­ოდ­ში ბი­ნე­ბის ფასი უკ­რა­ი­ნა­ში მკვეთ­რად გა­ი­ა­ფე­ბუ­ლია.

19 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 19 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის (ნაწილობრივ), სულხან ცინცაძის,  საირმის,  ბურძგლას,  შმიდტის, ცაგარელის, დოლიძის, ჩიქოვანის, 26 მაისის, საბურთალოს, იოსელიანის, ბალანჩივაძს, ახალშენის, ქარელის, ბაკურიანის,  ლიხაურის, ჭიათურის და ნასიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III, V, VI, VII  კვარტლების, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების,  ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, პეტრე სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ჩხიკვაძის, ძოწენიძის, ზემო ვეძისის,  მაჭავარიანის, ცაცხვების, გოძიაშვილის, კვანტალიანის, პეტრიწის, თავდადებულის,    შავგულიძის, შარტავას, ცაგერის, იშხნელების, იოსებიძის, საბურთალოს, ცინცაძის, ბაგრატიონის, მიცკევიჩის, ქავთარაძის, ანჯაფარიძის, ფხაკაძის, დანელიას, იოსელიანის,  უნივერსიტეტის, შავიშვილის, ნადირაძის, თოფურიას, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის,  გოთუას, ნინო აბაშიძე-ორბელიანის, დავარის, თინათინის, ავთანდილის, ერედვის, ფატმანის, ვეფხისტყაოსნის, ჭელიძის, ასმათის, ტარიელის,  რამაზის, დანიბეგაშვილის,  ნიკო ბურის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნესტან დარეჯანის, ხატაეთის, მინდელის, გაგარინის და ჯიქიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), მუხიანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მარატ ნოზაძის, ილორის, გობრონიძის (ნაწილობრივ), ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვას და რომან ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ხვინგიას,  ზესტაფონის, ცისარტყელის, ბენდელიანის, ტრაქტორის, ნინუას, ვანის, ქავთარაძის, რომელაშვილის, მანჯგალაძის და ჩაქვის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოტანიკური ინსტიტუტის მიმდებარე ტერიტორიის, სამღერეთის, საადის, აბანოს, ირგვლივის,  ბოტანიკურის, გორგასლის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ),  აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, ილია ჭავჭავაძის  გამზირის (ნაწილობრივ), მზიურის პარკის ტერიტორიის,   დარიალის, ტიციან ტაბიძის, კავსაძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის, აბაშიძის, მუხაძის, ჭაბუ ამირეჯიბის და ნინო რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მთაწმინდის, ასათიანის და ჩიტაძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტეხის, ისნის, ჩეხოვის, მეფე სოლომონ ბრძენის, ფერიცვალების, მაჭარის, რუისის, მუკუზანის და იორის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, სამგორის დასახლების, რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების,   ვარკეთილის   ზემო პლატოს II მიკრორაიონის, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ),   ვიქტორ კუპრაძის, კოტეტიშვილის, აკაკი ჩხენკელის, ოჯალეშის, ჯავახეთის, რაფიელ დვალის, სესილია თაყაიშვილის, თრიალეთის, ხომლელის, გახოკიძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, მაისურაძის, სუხიშვილის, ალექსიძის, შამანაურის, ზაჰესის, ნიკოლოზ ლანდიას და ლეო კვაჭაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ხეხილ-სანერგე მეურნეობის, სამგორის დასახლების, რადიოსადგურების მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების,   ვარკეთილის   ზემო პლატოს II მიკრორაიონის, სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, ვიქტორ კუპრაძის, კოტეტიშვილის, აკაკი ჩხენკელის, ოჯალეშის, ჯავახეთის, რაფიელ დვალის, სესილია თაყაიშვილის, თრიალეთის, ხომლელის, გახოკიძის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, მაისურაძის, სუხიშვილის, ალექსიძის, შამანაურის, ზაჰესის, ნიკოლოზ ლანდიას, ლეო კვაჭაძის, ჩანტლაძის, ჩიკვაიძის და დევდარიანის ქუჩების მოსახლეობას.

როგორი ამინდი იქნება 19 მაისის საქართველოში

19 მაისის მეტეოროლოგიური პროგნოზი საქართველოს ქალაქებში:

თბილისი – ღამით +12°, დღისით +25°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

სოხუმი – ღამით +11°, დღისით +20°, უმეტესად უნალექოდ.

ბათუმი – ღამით +13°, დღისით +19°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ფოთი – ღამით +13°, დღისით +21°, უმეტესად უნალექოდ.

ზუგდიდი – ღამით +14°, დღისით კი +22°, უნალექოდ.

ქუთაისი – ღამით +17°, დღისით +23°, უნალექოდ.

მესტია – ღამით  +7°, დღისით +20°, უნალექოდ.

გორი – ღამით  +13°, დღისით +24°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით

ბორჯომი – ღამით +10°, დღისით კი +25°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით

ახალციხე – ღამით +10°, დღისით კი +26°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით

ცხინვალი – ღამით +12°, დღისით +23°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით

რუსთავი – ღამით +13°, დღისით +25°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით

თელავი – ღამით +12°, დღისით კი +25°, უნალექოდ.

ლაგოდეხი – ღამით +13°, დღისით +25°, უნალექოდ.

სიღნაღი – ღამით +10°, დღისით კი +24°, უნალექოდ.

ცაგერი – ღამით +13°, დღისით კი +24°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ბახმარო – ღამით +6°, დღისით +15°, ხანმოკლე წვიმა ელჭექით

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს სურს ნატო-ს გენერალური მდივანი გახდეს

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა სურვილი გამოთქვა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდეგი გენერალური მდივანი გახდეს მას შემდეგ, რაც იენს სტოლტენბერგი მიმდინარე წლის ბოლოს თანამდებობას დატოვებს.

ბრიტანელი მინისტრის თქმით, ნატოს გენერალური მდივნის პოსტი არის სამსახური, რომლის მიღებაც მას სურს.

„ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობა იქნება ფანტასტიკური სამუშაო და ნატო ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის. მოხარული ვიქნები ჩემი წვლილი შევიტანო იმისთვის, რომ თქვენ მშვიდად დაიძინოთ“, – აღნიშნა ბენ უოლესმა.

“კელი დეგნანის განცხადებები ხშირად რეალობას აცდენილია და ვითარებას ადეკვატურად ვერ პასუხობს”-ეკა სეფაშვილი

კელი დეგნანის განცხადებები ხშირად რეალობას აცდენილია და ვითარებას ადეკვატურად ვერ პასუხობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის ელჩისგან არც ისე პროფესიონალური და არადიპლომატიური განცხადებები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება.

„იგივე ანსამბლ „მართვეს“ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხებოდა 50 არასრულწლოვანისთვის ვიზების გაცემას, კელი დეგნანი ზოგადი პასუხით შემოიფარგლა, მაშინ როდესაც უფრო კომპეტენტური პასუხის გაცემა შეეძლო. სულ მცირე, ის მაინც შეეძლო ეთქვა, რომ ამ საკითხს მოიძიებდა და შეისწავლიდა, მაგრამ მსგავსი ტიპის განცხადებებს კელი დეგნანისგან ხშირად ვისმენთ.

მაგალითად, მაშინ, როდესაც გვაფრთხილებს, საქართველომ სანქციები არ დაარღვიოს რუსეთთან პირდაპირი ფრენების გამო, რაზეც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ფრენები მხოლოდ არასანქცირებული თვითმფრინავებითა და კომპანიებით შესრულდება.

იგივე, როცა რუსეთმა სავიზო რეჟიმი მოხსნა საქართველოსთან, კელი დეგნანი გამოვიდა და დაგვმოძღვრა, თურმე ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა დეოკუპაცია უნდა იყოს. მის გარეშეც ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ნომერ პირველი ამოცანაა, მაგრამ ჩვენი ძალებით რაც შეგვიძლია, არის ის, რომ მშვიდობიანი, ნდობის პოლიტიკის განხორციელებით აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. რამე თუ შეუძლია აშშ-ს, დაგვეხმაროს, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვართ. ან როდესაც „გვასწავლის“, ეს ფრენები ტექნიკური უსაფრთხოების დაცვით უნდა შესრულდესო, ეს ხომ ისედაც ყველამ ვიცით? ასე რომ, ცოტა არ იყოს, კელი დეგნანისგან მთლად პროფესიონალური და დიპლომატიური პასუხები არ ისმის ხოლმე. ამას ყველა შეჩვეული ვართ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.