სამშაბათი, ივნისი 6, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეებითვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის 2 400 ბინის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის 2 400 ბინის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი

spot_img

თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის 2 400 ბინის მშენებლობა დაიწყო.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი მშნებლობის დეტალებს ადგილზე გაეცნენ.

ჯამში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 11 კორპუსი აშენდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები 2025 წლის ბოლოს გადაეცემათ. მშენებლობის ბიუჯეტი 243 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პროგრამა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო.

2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 7 000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6 000 ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები