Home Blog Page 2091

ქართული კომერციული ავიაციაა 100 წლისაა

100 წლის წინ, 1923 წელს  საქართველოში პირველი კომერციული სამგზავრო ავიარეისი შესრულდა. თვითმფრინავმა Junkers F13-მა  რეისი თბილისი-მანგლისის მიმართულებით მხოლოდ ერთი მგზავრით შეასრულა, რომელსაც მეთაური შპილი და ბორტტექნიკოსი საღარაძე მართავდნენ.

Junkers F 13 ავიაციის ისტორიაში პირველი თვითმფრინავია, რომელიც თავდაპირველად დაპროექტებული იყო როგორც სამგზავრო, და მსგავსი დანიშნულების პირველი მანქანა, რომელსაც მთლიანად ლითონის კონსტრუქცია ჰქონდა. 1924 წლიდან კი, დაინიშნა რეისები თბილისი-ბაქოს მიმართულებითაც.

საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში თავისი საგრძნობი წვლილი შეიტანა და ეს სფერო დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და წამყვან სფეროდ რჩება ჩვენს ქვეყანაში.

პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი ბესარიონ ქებურიაა. 1908 წელს საკუთარი ხელით ააგო პლანერი და  საბურთალოს მთებიდან საცდელ ფრენებს ატარებდა. პარიზის საფრენოსნო სკოლაში ჩაბარების შემდეგ ბესარიონ ქებურია გახდა პირველი ლიცენზირებული მფრინავი საქართველოში.

ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით აშენდა პირველი აეროდრომები თბილისში, ბაქოში, სოხუმში, ბათუმში, დაიგეგმა საჰაერო ტრასები ბაქო-თბილისი-სოხუმი-სოჭი-მოსკოვი, ბაქო-თბილისი-ქუთაისი-სოხუმი.

აშშ-ს ავიაციის თვალსაჩინო მოღვაწეა ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი). ქართველიშვილმა რამდენიმე თვითმფრინავი შექმნა,  მეორე მსოფლიო ომის დროს კი თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი.

ქართული ავიაციის განვითარებაში მამაკაცების გვერდით, აქტიურად მონაწილეობდნენ და ჩართული იყვნენ ქალებიც. პირველ ქართველ მფრინავ ქალებზე ბევრი ისტორიული ცნობა არ მოგვეპოვება, თუმცა დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი მფრინავი ქალები იყვნენ ნინო ხუბულავა და რუსუდან ჟორდანია სამეგრელოდან და ფადიკო გოგიტიძე აჭარიდან.

ქართული კომერციული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 20-21 მაისს, დედა ენის პარკში ორდღიან ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებაზე მოწვეულები იქნებიან ვეტერანი ავიატორები და ბესარიონ ქებურიას შთამომავალი. ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს ბევრი სიურპრიზები ელოდება.

წარმოდგენილი იქნება: საინფორმაციო სტენდი ავიაციის მთავარი ფიგურანტებით, ფოტო-სტენდი, სადაც ,,გავაცოცხლებთ“ ქართველ და იტალიელ მფრინავებს „ანსალდოს“ თვითმფრინავის ფონზე, გვექნება პეტრე ოცხელის ნამუშევრების საგამოფენო სტენდი, ასევე, საბავშვო აქტივობები და ვორქშოფები, სადაც ბავშვები დაამზადებენ თვითმფრინავებს, გვეყოლება ანიმატორები და აშ. ასევე, იქნება ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი ბავშვებისთვის.

,,დღემდე, უდიდესი ფული იხარჯება ენჯეოებში, ნაც-ლიბერალურ მედიებში”- შაქარაშვილი

მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ რომის პაპისთვის გადაცემულ საჩუქარს ეხმიანება. კერძოდ, დედა ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ჩვილი იესოს ნაცვლად სიცარიელეა და ასევე ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე დახატული მარიამ ღვთისმშობელი.

შაქარიშვილის თქმით, ერთი გლობალური პროექტის შვილები არიან ჩვენი და უკრო-ნაცები.

აქვე, გაიხსენა გიორგი გაბუნიას მიერ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ნაჩვენები „ხატი“, რომელზეც მარიამ ღვთისმშობელს რევოლვერი ეჭირა ხელში. მისივე თქმით, უდიდესი ფული იხარჯება, რომ მათ ყველა ბინძური მეთოდით გააგრძელონ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა.

„ზელენსკიმ რომის პაპს საჩუქრად გადასცა უკრაინელი “არტისტის” ოლექსი რევიკას ნამუშევრები – დედა ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ჩვილი იესოს ნაცვლად სიცარიელეა და ასევე ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე დახატული მარიამ ღვთისმშობელი… ერთი გლობალური პროექტის შვილები არიან ჩვენი და უკრო-ნაცები. გახსოვთ ალბათ, გიორგი გაბუნიამ რ2-ის ეთერში რომ აჩვენა “ხატი”, რომელზეც მარიამ ღვთისმშობელს რევოლვერი ეჭირა ხელში…

მადლობა ღმერთს, საქართველოში ვერ დააბრუნეს ხელისუფლებაში რომ დაწყებული საქმე სისრულეში მოეყვანათ, ეკლესია გაეხლიჩათ და ქართველ ხალხში რწმენა გაეტეხათ. დღემდე, უდიდესი ფული იხარჯება ენჯეოებში, ნაც-ლიბერალურ მედიებში, პოლიტიკოსებში, რომ მათ ყველა ბინძური მეთოდით გააგრძელონ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა.

მაგრამ მთავარი ავიწყდებათ შემსრულებლებსაც და დამკვეთებსაც – „ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“, – წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუკზე.

„ვის უწყობთ აქციებს, ვინც უკრაინაში ომს აპროტესტებს?”- ფოჩხუა

„ვის უწყობთ აქციებს, ვინც უკრაინაში ომს აპროტესტებს? დიახ, ეს ის ლავროვის სიძის ძმაა, ვისი ქორწილიც იყო, ვინც ერთ-ერთმა პირველმა გააპროტესტა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ყველაფერში ასეთი ერთუჯრედიანები როგორ უნდა იყოთ, ჯერ იქნებ გაარკვიოთ და მერე ჩაბეროთ სასტვენს,“ – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მაშინ სად იყვნენ როდესაც 2011 წელს მიხეილ სააკაშვილი ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში იმყოფებოდა.

„ვის უწყობთ აქციებს, ვინც უკრაინაში ომს აპროტესტებს? დიახ, ეს ის ლავროვის სიძის ძმაა ვისი ქორწილიც იყო, ვინც ერთ-ერთმა პირველმა გააპროტესტა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ყველაფერში ასეთი ერთუჯრედიანები როგორ უნდა იყოთ, ჯერ იქნებ გაარკვიოთ და მერე ჩაბეროთ სასტვენს. მაშინ, 2011 წელს სად იყავით, როცა თქვენი უთავმოყვარეო პრეზიდენტი დაუპატიჟებლად გამოცხადდა რუსი შოვინისტის, პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრის ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში თუ ვინც ახლა აპროტესტებთ, მიშასთან ერთად რიგში იდექით, მიხალკოვთან სელფის გადასაღებად? ეს ის მიხალკოვია, რომლის უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ყველასთვის არის ცნობილი. გაეშვით ამ არაფრისმომცემ პროტესტებს და უაზრო სირბილს აქეთ-იქით, ვერ მიაღწევთ მიზანს, იმიტომ რომ სიცრუეზე დგას ყველა თქვენი მცდელობა და მოქმედება,“ – წერს ნინო ფოჩხუა.

ცნობისთვის, აქცია „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისის 11:00 საათიდან მიმდინარეობს. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

ისინი აპროტესტებენ 19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სასტუმროში იმყოფებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი და მისი ქმარი, ხოლო სასტუმროში დაგეგმილია ლავროვის შვილის მაზლის საქორწილო წვეულება.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა 20-მდე ადამიანი დააკავეს.

გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაცია. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ ლავროვის გვარით სტუმარი არც ახლა და არც აქამდე არ დაფიქსირებულა.

კობა კობალაძე ბარბარა ვან დელანს და რენდი ფელპსს შეხვდა

კობა კობალაძე ბარბარა ვან დელანს და რენდი ფელპსს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა გამართა საქველმოქმედო ორგანიზაციების „Give an Hour” და “Webe life” -ის პრეზიდენტთან, ბარბარა ვან დელანთან და “Webe life”-ის უფროს მრჩეველთან, დოქტორ რენდი ფელპსთან.

შეხვედრის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციამ ბარბარა ვან დელანს და რენდი ფელპსს წარუდგინეს პრეზენტაცია სამსახურის განვითარების დინამიკის, სტრუქტურული მოწყობის, შესრულებული სამუშაოების, განხორციელებული სოციალური და ეკონომიკური პროექტების, საერთაშორისო თანამშრომლობის, საკანონმდებლო ინიციატივებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ვეტერანების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის საკითხებს. კობა კობალაძემ დეტალურად ისაუბრა ამ მიმართულებით ქართველი ვეტერანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ასევე, საუბარი შეეხო იმ სოციალურ-ფსიქოლოგიურ და სოფლის მეურნეობის პროექტებს, რომლის განხორციელების გეგმაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს აქვს. როგორც კობა კობალაძემ აღნიშნა, ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. ბარბარა ვან დელანი დახმარებას დაჰპირდა სამსახურის დირექტორს აღნიშნული პროექტების განხორციელებაში.

ბარბარა ვან დელანის განცხადებით, ფსიქო-რეაბილიტაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია ბენეფიციარის ოჯახის ჩართულობა, რადგან ამას აქვს ეფექტური და ხანგრძლივი გავლენა ბენეფიციარის ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაზე. აღსანიშნავია, დოქტორ ბარბარა ვან დელანი და დოქტორ რენდი ფელპსი 2018 წელს საქართველოში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს სტუმრობდნენ. მათი განცხადებით ისინი უახლოეს მომავალში კვლავ გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას და ზემოაღნიშნულ პროგრამებზე აქტიური მუშაობის დაწყებას.

დოქტორი ბარბარა ვან დელანი არის ექსპერტი ომის ფსიქოლოგიური ზეგავლენისგან რეაბილიტაციის მიმართულებით. იგი დახმარებას უწევს ამერიკელ ვეტერანებს და მათ ოჯახებს. აღსანიშნავია, რომ დოქტორი ბარბარა “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მრჩეველთა საბჭოს თანათავმჯდომარეა. რაც შეეხება, რენდი ფლეპსს, ის გახლავთ კლინიკური ფსიქოლოგი და აქვს 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიმართულებით.

შეხვედრას, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ატაშე აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან აშშ-ში შეხვედრებს განაგრძობს.

საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების დახვრეტიდან 100 წელი გავიდა

 

დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ, დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის თანამშრომლებმა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებმა, ვაკის პარკში, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრების დახვრეტის ადგილზე აღმართული მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეწირული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის მიუხედავად, როგორც ქვეყნის შიგნით დარჩენილი, ასევე, საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი პატრიოტები განაგრძობდნენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ოკუპაციის შემდგომ წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, შეიარაღებული პარტიზანული რაზმები ბოლშევიკურ მთავრობას წინააღმდეგობას უწევდნენ.

„სამხედრო ცენტრს,” რომელსაც უშუალო ხელმძღვანელობა უნდა გაეწია შეიარაღებული გამოსვლებისათვის, ხელმძღვანელობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, გენერალი კონსტანტინე აფხაზი (ილია ჭავჭავაძის დისშვილი). 1923 წლის თებრვალში, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სტუდენტთა კომიტეტის წევრმა კ. მისაბიშვილმა გასცა ”სამხედრო ცენტრი.”

100 წლის წინ, 1923 წლის 20 მაისს, კავკასიის საგანგებო კომიტეტის (”კავჩეკას”) ბრძანებით, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის, სწორედ, აქ, ამ ადგილზე დახვრიტეს თხუთმეტი თავდადებული ქართველი_ საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრები_ გენერალი კონსტანტინე აფხაზი (შერვაშიძე), გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, გენერალ-მაიორი ვარდენ წულუკიძე, პოლკოვნიკი ალექსანდრე მაჭავარიანი, პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი, პოლკოვნიკი როსტომ მუსხელიშვილი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის (ედპ) წევრები, პოლკოვნიკი ელიზბარ გულისაშვილი, პოლკოვნიკი დიმიტრი ჩრდილელი,ოფიცერი ივანე ქუთათელაძე, კაპიტანი ლევან კლიმიაშვილი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი,ასევე, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, როტმისტრი სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, როტმისტრი ნიკოლოზ ზანდუკელი.

თბილისის მერიის ძალისხმევით, ტრაგედიიდან 100 წლის თავზე, ვაკის პარკში, ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის დახვრეტილი გმირების შესახებ საინფორმაციო მემორიალი განთავსდა

შსს განცხადებას ავრცელებს

სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა 16 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ დილიდან ხმაურია. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის შედეგადაც სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეები დააკავეს. ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაზე“ იმყოფება. მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებუ

“თქვენ ხომ არ იგულისხმებით ამ ანდაზაში, აშშ-ს ელჩო დეგნან?! – “ღმერთო, დამიცავი მეგობრებისაგან, მტრებს თავად გავუმკლავდები”- გოგა ხაინდრავა

საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რუსეთთთან ავიამიმოსვლის აღდგენის თაობაზე, კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით ეხმიანება:

“1tv.ge/video/keli-deg…  გვემუქრება კელი! განიხიბლა ელჩი დიპლომატიით. აშშ-ს სამარცხვინო
მაკკარტიზმის დროინდელ “ალქაჯებზე ნადირობის” ეპოქას დაუბრუნდა.
“ღმერთო, დამიცავი მეგობრებისაგან, მტრებს თავად გავუმკლავდები”, –
დღეისათვის თქვენ ხომ არ იგულისხმებით ამ ანდაზაში აშშ-ს ელჩო დეგნან?!”

 

 

„რადიკალი ნაცების, ქართველთმოძულე უსამშობლოების გასაგებად ვწერ” – ნიკოლეიშვილი (ფოტო)

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მომხდარ აქციას ეხმიანება. ნიკოლეიშვილი რადიკალი ნაცების, ქართველთმოძულე უსამშობლოების გასაგებად წერს და აქვეყნებს მიკა ვინოკუროვის მიერ უკრაინის მხარდასაჭერ ე.წ. სქრინებს, რომელიც აპროტესტებს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრის ფაქტს. ნიკოლეიშვილი იმ ხალხს მიმართავს, ვინც პოლიტიკოსების ზოგიერთი წარმომადგენლის ნათქვამზე გადიან, რომ თავდაპირველად ის მაინც გაარკვიონ ვის ლანძღავენ. „რადიკალი ნაცების, ქართველთმოძულე უსამშობლოების გასაგებად ვწერ და ვაქვეყნებ ფოტოებს – ის მაინც გაგერკვიათ, რა პოზიცია აქვს ადამიანს, სანამ მიუვარდებოდით და სამარცხვინო წიოკს მოაწყობდით სასტუმროსთან?! მე არ ვიცი, ვინ სად იმყოფება და რა ქორწილს იხდის, მაგრამ ეს მართლა აგენტები რომ “სანქცირებულ რუსს” ეძახიან, პირდაპირ და ღიად გმობს რუსეთის ომს და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას. ახლა კი იმ ბრბოს მივმართავ, ხოშტარიას და მელიას დაძახებულზე ცხვრებივით რომ გაერივნენ კახეთში, ის მაინც გაარკვიეთ ვის ლანძღავთ თქვე დოქსოპულოებო!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

,,ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის” – კობახიძე

,,ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა” – კობახიძე ჩვენ წინასწარ ვაკეთებდით პროგნოზს, რომ ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, აუცილებლად დაიწყებოდა ქსენოფობიური კამპანიის ახალი ტალღა და რაც გვქონდა პროგნოზი, ზუსტად ის ახდა, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის. “რეალურად არის ქსენოფობიური კამპანია – მეოთხე ტალღა. შეგახსენებთ, შარშან მათ ჰქონდათ სამი მცდელობა, რომ აეგორებინათ ასეთი კამპანიები. ეს იყო თავიდან, როცა დაიწყო ომი და როცა შემოვიდა გარკვეული ნაკადი ადამიანებისა რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. შემდეგ ეს უკავშირდებოდა ტურისტულ სეზონს და შემდეგ უკავშირდებოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზაციის გამოცხადებას. ეს იყო სამი სხვადასხვა მცდელობა, რომ გამოეწვიათ ემოციები, ქსენოფობიური კამპანია გააღვივეს, თუმცა მაშინ ისინი იყვნენ წარუმატებლები და მე მგონია, მომავალშიც წარუმატებელი იქნება ეს კამპანია გამომდინარე იქიდან, რომ ქსენოფობია არ ზის ქართული საზოგადოების ბუნებაში. ეს არის ლიბერალურ-ფაშისტური კამპანიის ერთ-ერთი განშტოება ასე ვიტყოდი. ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ასეთი ტიპის კამპანიებისგან. ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის,” – განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, იმყოფება თუ არა ლავროვის შვილი ან ვინმე სანქცირებული პირი დღეს საქართველოში, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს და ეყრდნობა სასტუმროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. “მე ვერ გეტყვით ამას, ვეყრდნობი ამ შემთხვევაში სასტუმროს ინფორმაციას. მე არ მაქვს ამაზე დაზუსტებული მონაცემები. მთავარი რა არის ჩემთვის, რომ აქ არის კონკრეტული მიდგომა, რაც იკვეთება, კონკრეტული ადამიანების ქმედებებში და ასევე, ორმაგი სტანდარტი. თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ. იგივე, როდესაც მიხალკოვის ქორწილი შედგა საქართველოში. მაშინ პირადა ესტუმრა მას მიხეილ სააკაშვილი, მაშინდელი პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წელი, სამი წელი იყო გასული რუსეთ-საქართველოს ომიდან. მაშინ, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიების 20 პროცენტი, 30 000 ადამიანი იქცა დევნილად,” – განაცხადა კობახიძემ.

,, პირველი ინფორმაცია ყოველთვის ხოშტარიას აქვს, საინტერესოა, ასეთი რა კავშირები აქვს” – კობახიძე

საუბარი როდესაც არის კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, თუ დააკვირდებით, პირველი ინფორმაცია ყოველთვის ხოშტარიას აქვს, საინტერესოა, ასეთი რა კავშირები აქვს მას,-ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, დღევანდელი ლიბერალ-ფაშისტების პოლიტიკური მიზანია ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა და მთავარი პროვოკატორები, ხოშტარია, მელია და სხვები დღეს სცენაზე არიან. “თქვენ გახსოვთ მათი დამოკიდებულება 2008 წლის შემდეგ, როდესაც იგივე სააკაშვილი პირადად ესტუმრა მიხალკოვს, როდესაც ქორწილი გაიმართა და ასევე გვახსოვს დღევანდელი ლიბერალ-ფაშისტების აღელვებული პოსტები. იგივე ლაშა ბუღაძე, როგორ ცრემლნარევი პოსტით გამოეხმაურა ამ ქორწილს, სააკაშვილის იქ სტუმრობას და ასე შემდეგ. დღეს ზუსტად იგივე ადამიანები გამოდიან ამ ქსენოფობიური კამპანიით. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რაც მიანიშნებს, რომ ამ ყველაფერს აქვს მხოლოდ პოლიტიკური მიზანი. ეს პოლიტიკური მიზანი არის ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა და მთავარი პროვოკატორები არიან დღეს სცენაზე. ესენი არიან ხოშტარია, მელია და ასე შემდეგ. ერთი საინტერესო დეტალია კიდევ. როდესაც საუბარია კონკრეტული რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლაზე, პირველი სახელობითი ინფორმაცია აქვს ხოლმე ყოველთვის ხოშტარიას, თუ დააკვირდებით. პოზნერის შემთხვევაშიც ასე იყო. ახლაც ამტკიცებს, რომ ზუსტად იცის, საქართველოში კონკრეტული ადამიანია ჩამოსული. საინტერესოა, რა კავშირები აქვს ასეთი ელენე ხოშტარიას, რომ პირველი იგებს რუსი ვიზიტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას მოვემსახურებით…” – ირაკლი ქარქაშაძე

იმის დაშვება, რომ შეიძლება სანქცირებული თვითმფრინავი ჩამოფრინდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას მოვემსახურებით – საქართველოს არც ერთი აეროპორტი, არ მოემსახურება არც ერთ სანქცირებულ საავიაციო ხომალდს ან ავიაკომპანიას, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ხდება სანქცირებული ავია – ხომალდების მიღება, არის უსაფრთხოება, რადგან მათ მწარმოებელ კომპანიას სანქციების გამო შეზღუდული აქვთ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება. „საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია თუ ავია -ხომალდი არ შემოვა საქართველოს აეროპორტებში. მეორე, რაც მინდა ხაზგასმით აღნიშნოს, ავიაცია არის მკაცრად კონტროლირებადი ინდუსტრია და იმის დაშვება, რომ შეიძლება სანქცირებული თვითმფრინავი ჩამოფრინდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას მოვემსახურებით. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, საქართველოს არც ერთი აეროპორტი, არც თბილისის, არც ქუთაისის და არც ბათუმის აეროპორტები, არ მოემსახურება არც ერთ სანქცირებულ საავიაციო ხომალდს ან ავიაკომპანიას. ის კომპანიები, რომლებზეც ნებართვა გასცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ავიაციის სააგენტოს პრეროგატივა, არ არიან სანქცირებული არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროკავშირის მიერ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ხელმძღვანელობს საერთაშორისო პრინციპებით და სტანდარტებით, რის საფუძველზეც გასცემს ნებართვებს, შესაბამისად, თუ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გასცა ნებართვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი, რაც არსებობს, დაკმაყოფილებულია. კიდევ ერთხელ, სწორედ ეს არის ის მიზეზი, რის გამოც არ ვემსახურებით საქართველოში სანქცირებულ საავიაციო ხომალდებს, რომელთაც შეზღუდული აქვთ მწარმოებლის მიერ კონკრეტული სერვისების მიწოდება“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

,,მათი მთავარი მიზანი სკამი და პირადი კეთილდღეობაა”- ჩიხლაძე

„პარტნიორობა ორმხრივი არსებობს, საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, მეორე მხარე კი შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე წერს.

მისივე თქმით, შემოდგომაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება ერთადერთი სწორი, შედეგზე ორიენტირებული, ობიექტური გადაწყვეტილება იქნება.

„ოპოზიცია ჩამოყალიბდეს, მათი მიზანი ქვეყნის წინსვლის შეფერხებაა თუ მთავრობის კონსტრუქციული კრიტიკა. ოპოზიციის ყოველი ქმედება ადასტურებს, რომ მათ მთავარ მიზანს სკამი და პირადი კეთილდღეობა წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებაში ჩაერთვებოდნენ.

საპირისპიროს ვხედავთ სამთავრობო გუნდში, რომელიც პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაციისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, პრემიერი ყველა ტრიბუნას იყენებს, რომ ცივილურ სამყაროს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული საქართველოს პროგრესი აჩვენოს.

ადრეც დავწერე და განვმეორდები, პარტნიორობა ორმხრივი არსებობს, საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, მეორე მხარე კი შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამს. აღნიშნული საზოგადოებაში ნიჰილიზმს იწვევს რაც დასავლური სამყაროს ქმედების დამსახურებაა და არა საქართველოს ხელისუფლების.

შემოდგომაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება ერთადერთი სწორი, შედეგზე ორიენტირებული, ობიექტური გადაწყვეტილება იქნება. მაქვს მოლოდინი, რომ ევროპული ქვეყნები კიდევ ერთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და საქართველოს პროგრესს დადებით შეფასებას მიცემენ!