Home Blog Page 2091

,,ვიღაცას აწყობდა ეს ჩანაწერი იმისთვის, რომ სივრცე გაეხსნა სპეკულაციებისთვის”- კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკომისიისგან საჭიროა მეტი კონკრეტიკა რას გულისხმობენ ისინი დეოლიგარქიზაციაში.

„სიტყვა დეოლიგარქიზაცია უკვე ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. როდესაც საუბარია ე.წ. სისტემურ მიდგომაზე, ეს არ არის დეოლიგარქიზაცია, აქ საუბარია სხვადასხვა სფეროში რეფორმების გატარებაზე იმისათვის, რომ არა მარტო მდიდარ ადამიანს, არამედ არავის ჰქონდეს ჭარბი გავლენის მოპოვების საშუალება სხვადასხვა სფეროში, ან ჭარბი სარგებლის მიღების საშუალება. ეს არაფერ კავშირშია დეოლიგარქიზაციასთან. სიტყვა დეოლიგარქიზაცია ნიშნავს სწორედ პერსონალიზებულ მიდგომას. ჩვენ შეიძლება გავატაროთ სხვადასხვა რეფორმა, ტარდება კიდეც იგივე: სასამართლო რეფორმა, ანტიკორუფციული, კონკურენციის სფეროში კანონმდებლობა შეიძლება დაიხვეწოს, მაგრამ ეს მაგალითად, კეზერაშვილის პრობლემას ხომ არ გადაჭრის?! ამიტომ, ჩვენ გვჭირდება კონკრეტიკა ევროკომისიისგან, რას გულისხმობენ ისინი დეოლიგარქიზაციაში, ვინ არის ოლიგარქი და რა ზომები უნდა დავუპირისპიროთ ჩვენ კონკრეტულ ოლიგარქებს“.-აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ვიღაცას აწყობდა ეს ჩანაწერი იმისთვის, რომ სივრცე გაეხსნა სპეკულაციებისთვის. მისივე თქმით, გლობალურმა ომის პარტიამ ვერ გათვალა და მათ 12 პუნქტში შეიტანეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც სინამდვილეში ოპოზიციის ინტერესებს უპირისპირდებოდა იმიტომ, რომ მათ მხარეს არიან ოლიგარქები. პარტიის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ თუ ამოიღებენ ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის თაობაზე, კანონი აღარ ამოქმედდება. „ფაქტია, რომ ეს ჩანაწერი ვიღაცას აწყობდა იმისთვის, რომ სივრცე გაეხსნა სპეკულაციებისთვის და ეს მოხდა კიდეც. გამოდიოდნენ რასა, კუბილიუსი და სხვები და საჯაროდ საუბრობენ იმაზე, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ რაღაც ზომების გატარებას.

როგორც ჩანს, იმ ადამიანების მიზანი, რომლებმაც ჩაადებინეს ევროპულ საბჭოს ეს ჩანაწერი იყო სწორედ დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილთან და ამ სპეკულაციებისთვის სივრცის გახსნა, მაგრამ საბოლოო ჯამში მიიღეს რა: რომ ჩვენ დავაკოპირეთ უკრაინული კანონი და აღმოჩნდა, სინამდვილეში, თურმე ოლიგარქები საქართველოში ყოფილან კეზერაშვილი, ხაზარაძე, ჭუტა და არა ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, რაღაც დონეზე ვერ გათვლაზე შეიძლება ვისაუბროთ. ანუ, გლობალურმა ომის პარტიამ ვერ გათვალა. აქედან გამომდინარე, მათ 12 პუნქტში შეიტანეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც სინამდვილეში ოპოზიციის ინტერესებს უპირისპირდებოდა იმიტომ, რომ მათ მხარეს არიან ოლიგარქები. ჩვენ არ გვჭირდება ეს კანონი, ეს არ არის ჩვენი არც თვითმიზანი, არც ინტერესი და არაფერი, თუ ამოიღებენ ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის თაობაზე, თუ ამ მიზანს მოხსნიან 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში ეს კანონი აღარ ამოქმედდება“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თუ ამ ხოჭოს სახლში შეამჩნევთ აუცილებლად გამოიძახეთ შესაბამისი სამსახური

შეხედეთ ამ ფოტოს და დაიმახსოვრეთ მთლი ცხოვრების განმავლობაში: ეს “ხოჭო-მკვლელი” – ყველაზე სახიფათო ხოჭოა ჩვენს პლანეტაზე.
პირველ რიგში რაც უნდა ვიცოდეთ ეს ხოჭო არის ყველაზე საშიში დაავადების მატარებელი სახელად “American Tripanosamiasis”. ეს დაავადება სასიკვდილოა არა მხოლოდ ადამიანებისთვის არამედ შინაური ცხოველებისთვისაც!
ზოგიერთ ქვეყანაში ეს ხოჭო ცნობილია “შაგასის სახელით”. ტეხასელები მთელი ძალებით ცდილობენ ამ ხოჭოს მოსპობას. კბენის დროს, ხოჭო ტოვებს საკუთარი სხეულის ნაწილს ადამიანის სხეულში, ეს კი ფატალურად ასრულებს მსხვერპლის სიცოცხლეს.
კიდევ ერთი შოკისმომგვრელი ფაქტი ისაა, რომ შაგასი მდუმარე მკვლელია: ადრეულ ეტაპზე ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ინფიცირებულნი არიან.

ძირითადი სიმპტომებია ანაფილაქსიური შოკი. ზოგიერთ შემთხვევაში ასთმის შეტევები შეიძლება მოხდეს. საწყისი სიმპტომები არის გრიპი და გაციება.
ასე რომ, თუ ამ ხოჭოს თქვენს სახლში შეამჩნევთ, მაშინვე გამოიძახეთ შესაბამისი სამსახური, და სასწრაფოდ ჩაიტარეთ გამოკვლევები! მთავარი ის არის, რომ არ დაკარგოთ დრო!

შენიშვნა: ეს ხოჭოები გვხვდებიან ქვების ქვეშ, კედლებზე, დერეფნებში, კიბეებზე, ტყეში და ყველგან ბუნებაში!

ცურვა, ჯომარდობა, ლაშქრობები უფასოდ – როგორ უნდა დარეგისტრირდეთ მერიის საზაფხულო პროგრამებზე

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური მხარდაჭერით, საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება.

თემატურ საზაფხულო სკოლებში, ბანაკებში და სალაშქრო ტურებში მონაწილეობა სტუდენტებს და 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ.

თემატური საზაფხულო სკოლები და ბანაკები ტექნოლოგიების, მეწარმეობის, ინჟინერიის, არქიტექტურის, დიზაინის, მოხალისეობისა და სახელოვნებო მიმართულებით იგეგმება, სალაშქრო ტურები კი თბილისის გარშემო არსებულ სალაშქრო მარშრუტებზე განხორციელდება, სადაც მონაწილე ახალგაზრდები პროფესიონალი გიდებისა და ინსტრუქტორების მომსახურებით ისარგებლებენ.

საზაფხულო სკოლების და ბანაკების განხორციელების პერიოდია 2018 წლის 20 ივლისი – 15 სექტემბერი, ხოლო ლაშქრობების – 2018 წლის 25 ივლისი – 30 სექტემბერი.

საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარებასთან ერთად ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. საზაფხულო პროგრამებში ჯამში 2000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

საზაფხულო სკოლების, ბანაკების და ლაშქრობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, განმახორციელებელი ორგანიზაციები, პროგრამა, ლოკაციები, ნაკადების განრიგი და ელექტრონული რეგისტრაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.youth.municipal.gov.ge

კალა-უშგულის მონაკვეთზე 19 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177- კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც, 2023 წლის 19 ივნისს 08:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინამ ქალაქ პიატიხატკზე კონტროლი მოიპოვა – რუსული მხარე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ვასილევკის მიმართულებით ქალაქი პიატიხატკი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენელი და მოძრაობა „ჩვენ რუსეთთან ერთად ვართ“ თავმჯდომარე ვლადიმირ როგოვი Telegram-ზე ავრცელებს.

როგორც როგოვი აღნიშნავს, უკრაინას ეს „კოლოსალური დანაკარგების“ ფასად დაუჯდა.

„პიატიხატკის მისადგომებსა და დასახლების დასავლეთ გარეუბნებში თავიანთი ბოევიკების ასობით გვამის დატოვების ხარჯზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხა მისი ოპერატიულ კონტროლზე აყვანა. მტრის „ტალღისებურმა“ შეტევებმა, მიუხედავად კოლოსალური დანაკარგისა, თავისი შედეგი გამოიღო. ახლა, ჩვენი არტილერია პიატიხატკში მოდებულ მტერთან გამკლავებით არის დაკავებული“, – წერს ის.

როგორც ვლადიმირ როგოვი რუსულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, პიატიხატკის მიმართულებით უკრაინელთა დამატებითი რაზმები და ტექნიკა მიემართება.

„დაზვერვის ცნობით, პიატიხატკის მიმართულებით დაიძრა ნაცისტთა რეზერვები – დიდი რაოდენობით ქვეითი ჯარი და რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა. თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები მოახერხებენ პიატიხატკში ფეხის მოკიდებას და იქ რეზერვების მოზიდვას, მაშინ, დიდი ალბათობით, მტერი შეეცდება ძირითადი დარტყმა მიიტანოს დასახლებული პუნქტის, ჟერებიანკის მიმართულებით“, – წერს როგოვი.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ალყაში მოქცევა და განადგურება ემუქრებათ. მისივე თქმით, ამ მიმართულებით მძიმე და სისხლიანი ბრძოლები გრძელდება.

“იმის თქმა, რომ საქართველოში წელს ზღვაზე წასვლა საფრთხის შემცველია და არ შეიძლება ზღვაში ბანაობა, უბრალოდ პანიკაა და არ შეესაბამება სიმართლეს”-არჩილ მარშანია

“შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაზე წასვლა და ზღვაში ბანაობა?  ოჯახით დაწყებული ფოლოვერებით დამთავრებული, ჩემთან ხშირად დასმულ შეკითხვებში ეს დგას პირველ ადგილზე ბოლო ხანებში”- წერს სოციალურ ქსელში ექი­მი არ­ჩილ მარ­შა­ნია.

“შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაზე წასვლა და ზღვაში ბანაობა?

ოჯახით დაწყებული ფოლოვერებით დამთავრებული, ჩემთან ხშირად დასმულ შეკითხვებში ეს დგას პირველ ადგილზე ბოლო ხანებში.
ამ შეკითხვის მიზეზი:
სოცქსელებში იწერება, რომ  ზღვაზე წასვლა და წყალში ბანაობა არ შეიძლება, უკრაინაში მომხდარი ეკოციდის გამო-ო.
მე რაც მოვიძიე:
ვერანაირი ოფიციალური განცხადება/გაფრთხილება ვერ ვნახე, დაავადების კონტროლის ცენტრის ან ჯანდაცვის სამინისტროსი;
ვერანაირი სანდო წყარო რომელიც ადასტურებს საფრთხეს საქართველოში და რეკომენდაციას იძლევა ზღვაზე არწასვლაზე, ვერ ვნახე;
შავი ზღვის დინებები რაც ვნახე, ჩვენამდე ჩემი გაგებით რთულად უნდა მოაღწიოს, თუ მოაღწია საერთოდ.
მანამდე რუმინეთმა და ბულგარეთმა და მამენტ თურქეთმა უნდა გააუქმოს სეზონი ეგრე გამოდის;
უკრაინა კი არა, 2021 წელს ნოვოროსიისკში ასობით ტონა ნავთობი ჩაიღვარა და არც გაგვიგია ისე ჩაიარა მაგ ამბავმა.
აქედან დასკვნა:
იმის თქმა, რომ საქართველოში წელს ზღვაზე წასვლა საფრთხის შემცველია და არ შეიძლება ზღვაში ბანაობა, უბრალოდ პანიკაა და არ შეესაბამება სიმართლეს.

თუმცა ვინაიდან მე არ ვარ მაგ დარგის სპეციალისტი და უბრალოდ ჩემით გავაკეთე მოკლე “რისერჩი”, შესაძლოა რამე ვერ გავარკვიე სწორად და მეც მაინტერესებს რა ხდება (თუ ხდება რამე საერთოდ).ამიტომ  კომენტარები ღიაა და თუ სხვა რამე იცით, თხოვნა მექნება დამილინკეთ და დავააფდეითებ სტატუსს.‼️ოღონდ თუ რამეს დალინკავთ, კონკრეტულად საქართველოზე დალინკეთ,  სანდო, ოფიციალური წყაროს რეკომენდაცია და არა ვინმეს სუბიექტური მსჯელობა ან ზოგადად შავი ზღვის პრობლემის მიმოხილვა.უკრაინაში რო ეკოციდია და შავ ზღვაზე რო პრობლემაა გასაგებია.დიდია უბრალოდ შავი ზღვა ძალიან და ტერმინებში ნუ ავიჭრებით.მადლობა წინასწარ.”- წერს ექიმი, არჩილ მარშანია

,,ძალიან ზედმეტი მოგდით და საქართველო ბამბის პლანტაციაში არ აგერიოთ”- ქადაგიძე დეგნანს

„ხალხის ძალის “ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში „Postv“-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, გირჩის ტრენინგის მონაწილეებს თბილისში დასაბრუნებლად ტრანსპორტი ამერიკის საელჩომ გაუგზავნა.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, აშშ-ს ელჩი ერევა შიდა სახელმწიფოებრივ საკითხებში, რაც „თუნდაც, ექსტრმისტ გირჩი ჯაფარიძის ორგანიზაციის ტრანსპორტით მომსახურებაში გამოჩნდა“.

„ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ: მუხლი 41 1.თავიანთი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შეულახავად, ყველა პირი, ვინც ასეთი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით სარგებლობს, ვალდებულია პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს. ისინი აგრეთვე ვალდებული არიან, არ ერეოდნენ ამ სახელმწიფოს საშინაო საქმეებში. „აკერმანის ტრენინგების დაფინანსება, ექსტრემისტი გირჩი ჯაფარიძის ორგანიზაციის ტრანსპორტით მომსახურება, ორაზროვანი განცხადებები და პირდაპირი წახალისება რადიკალიზმის…

ქალბატონო კელი, რაღა დარჩა საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა, ამერიკის ფლოტმა მიიტანოს იერიშები სახელმწიფო სტრუქტურებზე თუ „მწვანე ბერეტების“დესანტი უნდა გადმოისხას დიღმის ტერიტორიაზე? ძალიან ზედმეტი მოგდით და საქართველო ბამბის პლანტაციაში არ აგერიოთ! თქვენი უპასუხისმგებლო საქციელით, იმხელა ნეგატიურ უკუკავშირს იღებთ – საერთოდ ფიქრობენ თქვენი უფროსები მაგაზე?! თუ ახლა, პოლიტიკური კონიუნქტურა ასეთია და ნაკლებად გადარდებთ ქართველი ხალხის განწყობები“?! – წერს ქადაგიძე.

,,უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ დიდ ერთობას”- ხაბეიშვილი

უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს, თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საერთო სტრატეგია და ერთობა მნიშვნელოვანია.

„გაერთიანებაზე 2 კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, მძიმე ისტერიკები ჰქონდათ. მე მათ მოვუწოდებ, რომ ამ ისტერიკებს სჯობს გარკვეულ გაერთიანებაზე იფიქრონ, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ იქით. ჩვენ არასად არავინ დაგვიპატიჟებია, შევთავაზეთ, რომ საერთო სტრატეგია გვქონდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს საერთო სტრატეგია არ უნდათ, მგონია, რომ არც ოპოზიციონერები არიან. საერთო სტრატეგია და ერთობა მნიშვნელოვანია, რა გვინდა იმ საკითხზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ვინ როგორ დაჯგუფდება „ნაციონალური მოძრაობის“ იქით, ეს მათი საქმეა. ჩვენ გვინდა, რომ გაძლიერდნენ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

ენტონი ბლინკენი პეკინში იმყოფება

ამერიკის სახელმწიფო მდივანი პეკინში ჩავიდა. ჩინეთის ლიდერებთან შეხვედრისას ის ორმხრივი ურთიერთობისა და უკრაინის ომის საკითხებს განიხილავს.

ენტონი ბლინკენი პირველი მაღალი რანგის დიპლომატია, ვინც ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩინეთს ეწვია. პეკინში გამგზავრებამდე მან განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი კონტაქტის შენარჩუნებას ვაშინგტონი მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

,,ანალოგიურ სცენარს უნდა ველოდოთ,2024 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდშიც”- ქართველიშვილი

„მარტის აქციების ძირითადი წარმატებული შედეგი, რასაც ამ ეტაპზე მიაღწია აშშ-ს მოქმედმა ადმინისტრაციამ: ნაპოვნი იქნა ხელისუფლებაზე ზემოქმედების მტკივნეული წერტილი („უნივერსალური რუსული სტიგმა“) და ნებისმიერი, მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამერიკელები მიმართავენ ანალოგიურ სცენარს“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აშშ-მ მარტის აქციებით ვერ შეძლო საქართველოში „მაიდანი“-ს მოწყობა, უბრალოდ საქართველოს ხელისუფლებას არ მიაღებინა კანონი.

„რომ არ გავანაწყენოთ, მარტის აქციის მონაწილე სხვა მხარეები და ცალკეული პირები, ერთი „სერია“ მათაც დავუთმოთ: რა თქმა უნდა, ეს არის უკრაინული მხარე, ხოლო ზეწოლის, ზემოქმედების, მედია-ტერორის და დაფინანსების ინსტრუმენტი – დავით კეზერაშვილი, რომლის “შავი ფული“ ხმარდებოდა აქციის მონაწილეთა მთავარ გმირებს („ნაბიჯი“, „ენმ“). “უკრაინა/კეზერაშვილის“ და აშშ-ს თანამშრომლობის თაობაზე დასკვნის გამოტანის სასარგებლოდ მეტყველებს რამდენიმე გარემოება:

მიუხედავად მის მიერ როგორც საქართველოში ყოფნის, ასევე ქვეყნიდან გასვლის შემდგომ ჩადენილი, ამ დრომდე განგრძობადი დანაშაულებისა, არ ხდება მისი დაკავება, ან მასზე ძებნის გამოცხადება ან თუნდაც “უწყინარი“ დასანქცირება.

ის დადანაშაულებული იყო იარაღით უკანონო ვაჭრობაში, თუმცა არც „მოსადს“, არც ა.შ.შ.-ს მასზე ძებნა არ გამოუცხადებია, შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, ან კორუფციის ან მათი თანამშრომლობის ფაქტი.

ის ხვდება აშშ-ს სანქციების კოორდინატორ მაიკ მაკფოლს (სწორედ ხსენებული პირი წერს იმ პირთა სიას, ვისაც ასანქცირებს აშშ). უკრაინიდან იარაღისა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოსავლეთ ევროპის „შავ ბაზრებზე“ მასიური გადინების კიევის გაგანია დადანაშაულების დროს ის ლონდონში ხვდება უმსხვილესი უკრაინული სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია BGS Rail-ის დირექტორთა საბჭოს წევრ კურტ ვოლკერს. უკრაინაში ის დაახლოებულია გია ლორთქიფანიძესა და გიზო უგლავასთან, რომლებიც თანამდებობებზე დაინიშნენ ამერიკული მხარის პირდაპირი ლობირებით.

მარტის აქციების ამ და სხვა მონაწილეთა მეშვეობით, ძირითადი წარმატებული შედეგი, რასაც ამ ეტაპზე მიაღწია აშშ-ს მოქმედმა ადმინისტრაციამ: ნაპოვნი იქნა ხელისუფლებაზე ზემოქმედების მტკივნეული წერტილი („უნივერსალური რუსული სტიგმა“) და ნებისმიერი, მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამერიკელები მიმართავენ ანალოგიურ სცენარს. ხოლო საჭირო “ლიდერშიფის“ ჩამოყალიბების შემთხვევაში, შესაძლოა მოახდინოს მოვლენების ფორსირებაც კი, რაც დამოკიდებული იქნება ხელსაყრელ გარემოსა და ვითარებაზე (ამ ეტაპისთვის შემოიფარგლა იმით, რომ გვაჩვენა საკუთარი ძალა, მათ შორის ბოლო განცხადებით “დაჟინებით მოგვიწოდა, რომ მსგავსი კანონები აღარ მივიღოთ“).

ანალოგიურ სცენარს უნდა ველოდოთ: ცილისწამების, ფეიკებისა და დეზინფორმაციის კანონპროექტის (მორიგი “რუსული კანონი”) მიმართ და 2024 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდშიც. მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა აღნიშნული აქციით ხელისუფლების „უკან დახევის“ შთაბეჭდილება (რაც ნაწილობრივ, შეესაბამება სინამდვილეს) კანონპროექტის უკან გამოწვევის მიზანმიმართულმა ქმედებამ მოგვცა საშუალება გამოგვეწვია მოსალოდნელი მოვლენების „ფალსტარტი“, მოგვეხდინა ვითარების მონიტორინგი, გამოგვევლინა აქციის ძლიერი და სუსტი წერტილები, განგვეხორციელებინა დაკვირვება მოვლენებში ჩართული „აქტორების“, ლიდერების, გამოყენებული ძალებისა და საშუალებების მიმართულებით, და გაგვეკეთებინა შემაჯამებელი ანალიზი: ამ ეტაპზე მათ მიერ მოწყობილი „მაიდანი“ გამორიცხულია, რევოლუციის რისკი არ არსებობს და აშშ-მ უბრალოდ გვაიძულა არ მიგვეღო კანონი, რომლის ამოქმედებით, ადგილზე მომაკვდინებელი დარტყმა იქნებოდა მიტანილი მათ დასაყრდენზე და შესაბამისად სამომავლოდ, გამოაცლიდა მოვლენების ფორსირების შესაძლებლობას.

იყო თუ არა საჭირო ხსენებული კანონპროექტის შემუშავება? რა თქმა უნდა! იყო თუ არა გამართლებული მისი უკან გამოწვევა? ყოველგვარი ეჭვის გარეშე! ბრძოლის წაგების გზით – მოწინააღმდეგესთან ომში გამარჯვების მნიშვნელოვანი წინსვლა იქნა მიღწეული. კანონის მიღების დრო კი აუცილებლად დადგება,“ – წერს ქართველიშვილი.

ვატო შაქარიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიება გააპროტესტეს (ფოტოები)

ვატო შაქარიშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა „ფრანკლინის კლუბის“ ღონისძიება გააპროტესტეს. სახალხო მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“-ს წარმომადგენლები „ფრანკლინის კლუბს“ ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. კლუბი ორი წლის თავს „კოკა კოლას“ ძველ ქარხანაში აღნიშნავს. რაც აქციის მონაწილეების თქმით, სიმბოლურია, რადგან კომპანია ბოლო პერიოდში, ანტიქართულ ქმედებებს ეწევა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

 

“მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო სოსო მაისურაძეს” – ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმისთვის დაკავებულ სოსო მაისურაძეს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში წერს, მაისურაძემ პასუხი გასცა “ფსევდო ლიბერალური ღირებულებების მქონე, ტრადიციების მაგინებელ ზურაბ ჯაფარიძეს” :

“მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო სოსო მაისურაძეს, რომელმაც პასუხი გასცა ფსევდო ლიბერალური ღირებულებების მქონე ჩვენი ტრადიციების მაგინებელ ზურაბ (გირჩს). რომელიც მრავალი წელია პოლიტიკას ამოფარებული ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა და ერს ულანძღავს ყველაფერ წმინდას. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ჩვენს საზოგადოებაში მისი პროვოკაციული საქმიანობა არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული ეთიკისათვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა, მაგრამ ძალადობაა ისიც, რასაც ეს “ნეოლიბერალური”ორგანიზაციები ეწევიან ჩვენს ქვეყანაში”, – წერს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი.