უკრაინამ ქალაქ პიატიხატკზე კონტროლი მოიპოვა – რუსული მხარე

144
spot_img

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში, ვასილევკის მიმართულებით ქალაქი პიატიხატკი დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენელი და მოძრაობა „ჩვენ რუსეთთან ერთად ვართ“ თავმჯდომარე ვლადიმირ როგოვი Telegram-ზე ავრცელებს.

როგორც როგოვი აღნიშნავს, უკრაინას ეს „კოლოსალური დანაკარგების“ ფასად დაუჯდა.

„პიატიხატკის მისადგომებსა და დასახლების დასავლეთ გარეუბნებში თავიანთი ბოევიკების ასობით გვამის დატოვების ხარჯზე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხა მისი ოპერატიულ კონტროლზე აყვანა. მტრის „ტალღისებურმა“ შეტევებმა, მიუხედავად კოლოსალური დანაკარგისა, თავისი შედეგი გამოიღო. ახლა, ჩვენი არტილერია პიატიხატკში მოდებულ მტერთან გამკლავებით არის დაკავებული“, – წერს ის.

როგორც ვლადიმირ როგოვი რუსულ დაზვერვაზე დაყრდნობით წერს, პიატიხატკის მიმართულებით უკრაინელთა დამატებითი რაზმები და ტექნიკა მიემართება.

„დაზვერვის ცნობით, პიატიხატკის მიმართულებით დაიძრა ნაცისტთა რეზერვები – დიდი რაოდენობით ქვეითი ჯარი და რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა. თუ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები მოახერხებენ პიატიხატკში ფეხის მოკიდებას და იქ რეზერვების მოზიდვას, მაშინ, დიდი ალბათობით, მტერი შეეცდება ძირითადი დარტყმა მიიტანოს დასახლებული პუნქტის, ჟერებიანკის მიმართულებით“, – წერს როგოვი.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ალყაში მოქცევა და განადგურება ემუქრებათ. მისივე თქმით, ამ მიმართულებით მძიმე და სისხლიანი ბრძოლები გრძელდება.