Home Blog Page 2090

,,26 საუკუნე არ იყო საქართველოში დაფიქსირებული ებრაელების დევნის ფაქტი და ანტისემიტიზმი”- ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მოშე ვინოკუროვის ქორწილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც ქართველიშვილი აცხადებს, ვინოკუროვი ცნობილი ანტიპუტინისტი და უკრაინის მხარდამჭერია და ამიტომ მისი ქორწილის საქართველოში აღნიშვნას მიესალმება. „მე მივესალმები საქართველოში ცნობილი ანტიპუტინისტის, უკრაინის მხარდამჭერის, ისრაელის მოქალაქის, მომღერლის მოშე შიმონის ძე ვინოკუროვის ქორწილის გადახდას. 26 საუკუნე არ იყო საქართველოში დაფიქსირებული ებრაელების დევნის ფაქტი და ანტისემიტიზმი, მაგრამ მერე გაჩნდნენ ნაცები… დიდი ალბათობით „საჭირო ნაკოლის“ ავტორი – Яკაა, რომელსაც ალბათ მარიინსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, სამხრეთ ოსეთის სახალხო არტისტმა და გულმხურვალე პუტინისტმა ვალერი გერგიევმა მიანიშნა, რაზე იქნება დამოკიდებული მორიგი ტრანზაქცია მის საბანკო ანგარიშზე. Яკამაც აიღო და განახორციელა ერთი ზარი „ახლობლებთან“, ოღონდ ამ ჯერზე არა „სასარგებლო იდიოტებთან“, არამედ „სასარგებლო დეგენერატებთან“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისის 11:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი აპროტესტებენ 19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის მაზლის, მიკა ვინოკუროვის საქორწილო წვეულება იგეგმებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა 20-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორისაა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.

,,ანუ, ყვარელში ქორწილი აქვს ანტიპუტინისტს, ნახეთ მისი “ქავერის” ფოტო?”- ლაშა გეგეჭკორი ( ფოტო)

ყვარელში ქორწილი აქვს ანტიპუტინისტს, ნახეთ მისი “ქავერის” ფოტო, ისრაელის მოქ.მოშე (მიკა) შომონის-ძე ვინოკუროვს (ფოტო1), – ამის შესახებ  სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლაშა გეგეჭკორი წერს.

„რაც შეეხება ლავროვს და მისი სიძის „ძმას“: ლავროვის სიძის მამა (მძახალი) არის სემიონ ლეონიდეს-ძე ვინოკუროვი (ფოტო2) და მის ერთადერთ ვაჟს,ალექსანდ სემიონის-ძე ვინოკუროვს ჰყავს მეუღლე,ეკატერინე სერგეის-ასული ლავროვა (ფოტო3). მოკითხვა ნაცებს-ხაბეიშვილს,მელიას, ხოშტარიას და ა.შ,მაგრად გადააბით გვარები და აჭანჭყარებთ ქვეყანას…

„ძნელია ბნელ ოთახში შავი კატის მოძებნა,მითუმეტეს მაშინ როცა იქ არ არის”- კონფუცი“, – წერს გეგეჭკორი.

,,ამ ფოტოს წონა რომ ჰქონდეს, თავებში უნდა ჩაარტყა ზოგზოგებს” – ზაალ ანჯაფარიძე ( ფოტო)

„ნიკიტა მიხალკოვი არის კრემლის ერთ ერთი აღიარებული რუპორი. საქართველოში მისი შვილის ქორწილს დაესწრო საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. რუსეთი ოფიციალურად მტრად და ოკუპანტად გამოცხადებული. ამ დროს ოკუპირებული ქვეყნის პრეზიდენტი ილხენს ოკუპანტი ქვეყნის ერთ-ერთი იდეოლოგის სუფრაზე.“-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

 

„თუ ვინმე გასაგდებია ქვეყნიდან, ეს სალომე ზურაბიშვილია! – ვატო შაქარაშვილი

ვატო შაქარიშვილი – თუ ვინმე გასაგდებია ქვეყნიდან, ეს სალომე ზურაბიშვილია, რომელიც საზოგადოებას უწოდებს მუმლაძეს, ხოშტარიას და ქართველ ხალხს, ვინც პრეზიდენტი გახადა შეურაცხყოფას აყენებს დაუსრულებლად

„თუ ვინმე გასაგდებია ქვეყნიდან, ეს სალომე ზურაბიშვილია! სამარცხვინო არაქართველი“, – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

მისი თქმით, პრეზიდენტი საზოგადოებას უწოდებს მუმლაძეს, ხოშტარიას და ქართველ ხალხს, ვინც პრეზიდენტი გახადა, შეურაცხყოფას აყენებს დაუსრულებლად!

„თუ ვინმე გასაგდებია ქვეყნიდან, ეს სალომე ზურაბიშვილია! სამარცხვინო არაქართველი! მტერი, რომელიც საზოგადოებას უწოდებს მუმლაძეს, ხოშტარიას და ვიღაც ბოგანოებს, კოჭს უგორებს, იმათ დამქაშად გადაიქცა და ქართველ ხალხს, ვინც პრეზიდენტი გახადა, შეურაცხყოფას აყენებს დაუსრულებლად! მისი არჩევანია იყოს კელი დეგნანის მარიონეტი, თანაც უსუსური… ეს კიდევ უფრო მეტად აბოროტებს და ბოღმისგან სისულელეებს ლაპარაკობს!“ – წერს ვატო შაქარიშვილი.

ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მწერალ დათო ტურაშვილის ფოტოებს აზიარებს და წერს (ფოტო)

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს მწერალ დათო ტურაშვილის ფოტოებს, რომელიც გადაღებულია კრემლში, წითელ მოედანზე მიხალკოვის სიძესთან ერთად.

„ნაცს“, ვაიმწერალ დათო ტურაშვილს მივმართავ – აგვისტოს ომის შემდეგ, 2011 წელს, კრემლის წითელ მოედანზე რომ პოზირებ და მიხალკოვის სიძეს ფარისევლურად ეხუტები, ილიას მაისური როm გაცვია, არ გიტყდება? ახლა გახდი „ქართველი“ და მე-17 სართულიდან გვიკითხავ ლექციებს ქართველობაზე?“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

,,გასაგებია ხოშტარიას მოტივაცია, რადგან ვინოკუროვები პუტინის მოწინააღმდეგეები ყოფილან” – თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრის სავარაუდო ქორწილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. როგორც მეგრელიშვილი წერს, გასაგებია ელენე ხოშტარიას მოტივაცია, რადგან ვინოკუროვები პუტინის მოწინააღმდეგეები ყოფილან. „ვინოკუროვები პუტინის მოწინააღმდეგეები ყოფილან. გასაგებია ხოშტარიას დამატებითი მოტივაცია“, – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისის 11:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი აპროტესტებენ 19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის მაზლის, მიკა ვინოკუროვის საქორწილო წვეულება იგეგმებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა 20-მდე ადამიანი დააკავეს.

,,ცინიზმია, როდესაც 7 ნოემბრისა და 26 მაისის ავტორები კითხვას სვამენ მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით” – კობახიძე

ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია ინტერპელაციის წესით კითხვებს სვამს, წაგებული რჩება, დებატების დროს ძალიან მარტივად ირკვევა, ვის მხარეს არის სიმართლე, ეს სიმართლე გუშინაც გაირკვა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ცინიზმია, როდესაც 7 ნოემბრისა და 26 მაისის ავტორები კითხვას სვამენ მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით. „ყოველ ჯერზე, როდესაც ოპოზიცია ინტერპელაციის წესით კითხვებს სვამს, ის წაგებული რჩება. აქ არის ერთგვარი დებატების სივრცე და დებატების დროს ძალიან მარტივად ირკვევა ხოლმე, ვის მხარეს არის სიმართლე. გუშინაც გაირკვა, ვის მხარეს არის სიმართლე. ზოგადად, ცინიზმია, როდესაც 7 ნოემბრისა და 26 მაისის ავტორები სვამენ კითხვას მიტინგის დაშლასთან დაკავშირებით, რამდენად პროპორციული იყო მიტინგის დაშლა და ასე შემდეგ. ეს ცინიზმია, მაგრამ მათ მიიღეს საკადრისი, სათანადო პასუხი. თითოეულ კითხვას გაეცა პასუხი. რა თქმა უნდა, მიტინგის დაშლა 7-8 მარტს მოხდა უმაღლეს დონეზე ვახტანგ გომელაურის, შს სამინისტროს მიერ, რისთვისაც თითოეულ პოლიციელს ეკუთვნის ძალიან დიდი და განსაკუთრებული მადლობა. ეს ყველაფერი გაირკვა კიდევ ერთხელ გუშინდელ სხდომაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

,,ვითომ პატრიოტული სულისკვეთების დემონსტრირება მოსალოდნელი იყო”- სარჯველაძე

ვითომ პატრიოტული სულისკვეთების დემონსტრირება რომ მოახდინონ, ამის მცდელობები, როგორც ჩანს მოსალოდნელი იყო, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ სარჯველაძემ

„ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად აუცილებლად კვლავ დაიწყება საუბარი იმასთან დაკავშირებით, რატომ ჩამოდიან რუსი ტურისტები და ა.შ. ყველაზე პრობლემურად მე მესახება კეთილსინდისიერების მომენტი იმ ხალხისგან, ვინც ამას აპროტესტებს. იგივე ადამიანები, ვინც თავის დროზე აცხადებდნენ, რომ მიესალმებიან რუს ტურისტებს, როდესაც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია განხორციელდა და მოგვიანებით, როდესაც უკრაინის ოკუპაციაზე მიდის საუბარი იქ სრულიად განსხვავებული და კრიტიკული პოზიციები უჩნდებათ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

„მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს“ – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:

„დღევანდელ ინციდენტზე მივიღე პირობა შს მინისტრისგან, რომ ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება როგორ თავის დროზე იყო გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ, ეს არის ერთი ინციდენტი და ამით არ იხსნება პრობლემა, მინდა მივმართო ხელისუფლებას, არ შეიძლება ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს”

ქართული კომერციული ავიაციაა 100 წლისაა

100 წლის წინ, 1923 წელს  საქართველოში პირველი კომერციული სამგზავრო ავიარეისი შესრულდა. თვითმფრინავმა Junkers F13-მა  რეისი თბილისი-მანგლისის მიმართულებით მხოლოდ ერთი მგზავრით შეასრულა, რომელსაც მეთაური შპილი და ბორტტექნიკოსი საღარაძე მართავდნენ.

Junkers F 13 ავიაციის ისტორიაში პირველი თვითმფრინავია, რომელიც თავდაპირველად დაპროექტებული იყო როგორც სამგზავრო, და მსგავსი დანიშნულების პირველი მანქანა, რომელსაც მთლიანად ლითონის კონსტრუქცია ჰქონდა. 1924 წლიდან კი, დაინიშნა რეისები თბილისი-ბაქოს მიმართულებითაც.

საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში თავისი საგრძნობი წვლილი შეიტანა და ეს სფერო დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და წამყვან სფეროდ რჩება ჩვენს ქვეყანაში.

პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი ბესარიონ ქებურიაა. 1908 წელს საკუთარი ხელით ააგო პლანერი და  საბურთალოს მთებიდან საცდელ ფრენებს ატარებდა. პარიზის საფრენოსნო სკოლაში ჩაბარების შემდეგ ბესარიონ ქებურია გახდა პირველი ლიცენზირებული მფრინავი საქართველოში.

ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით აშენდა პირველი აეროდრომები თბილისში, ბაქოში, სოხუმში, ბათუმში, დაიგეგმა საჰაერო ტრასები ბაქო-თბილისი-სოხუმი-სოჭი-მოსკოვი, ბაქო-თბილისი-ქუთაისი-სოხუმი.

აშშ-ს ავიაციის თვალსაჩინო მოღვაწეა ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი). ქართველიშვილმა რამდენიმე თვითმფრინავი შექმნა,  მეორე მსოფლიო ომის დროს კი თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი.

ქართული ავიაციის განვითარებაში მამაკაცების გვერდით, აქტიურად მონაწილეობდნენ და ჩართული იყვნენ ქალებიც. პირველ ქართველ მფრინავ ქალებზე ბევრი ისტორიული ცნობა არ მოგვეპოვება, თუმცა დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი მფრინავი ქალები იყვნენ ნინო ხუბულავა და რუსუდან ჟორდანია სამეგრელოდან და ფადიკო გოგიტიძე აჭარიდან.

ქართული კომერციული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 20-21 მაისს, დედა ენის პარკში ორდღიან ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებაზე მოწვეულები იქნებიან ვეტერანი ავიატორები და ბესარიონ ქებურიას შთამომავალი. ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს ბევრი სიურპრიზები ელოდება.

წარმოდგენილი იქნება: საინფორმაციო სტენდი ავიაციის მთავარი ფიგურანტებით, ფოტო-სტენდი, სადაც ,,გავაცოცხლებთ“ ქართველ და იტალიელ მფრინავებს „ანსალდოს“ თვითმფრინავის ფონზე, გვექნება პეტრე ოცხელის ნამუშევრების საგამოფენო სტენდი, ასევე, საბავშვო აქტივობები და ვორქშოფები, სადაც ბავშვები დაამზადებენ თვითმფრინავებს, გვეყოლება ანიმატორები და აშ. ასევე, იქნება ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი ბავშვებისთვის.

,,დღემდე, უდიდესი ფული იხარჯება ენჯეოებში, ნაც-ლიბერალურ მედიებში”- შაქარაშვილი

მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ რომის პაპისთვის გადაცემულ საჩუქარს ეხმიანება. კერძოდ, დედა ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ჩვილი იესოს ნაცვლად სიცარიელეა და ასევე ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე დახატული მარიამ ღვთისმშობელი.

შაქარიშვილის თქმით, ერთი გლობალური პროექტის შვილები არიან ჩვენი და უკრო-ნაცები.

აქვე, გაიხსენა გიორგი გაბუნიას მიერ „რუსთავი 2-ის“ ეთერში ნაჩვენები „ხატი“, რომელზეც მარიამ ღვთისმშობელს რევოლვერი ეჭირა ხელში. მისივე თქმით, უდიდესი ფული იხარჯება, რომ მათ ყველა ბინძური მეთოდით გააგრძელონ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა.

„ზელენსკიმ რომის პაპს საჩუქრად გადასცა უკრაინელი “არტისტის” ოლექსი რევიკას ნამუშევრები – დედა ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც ჩვილი იესოს ნაცვლად სიცარიელეა და ასევე ტყვიაგაუმტარ ჟილეტზე დახატული მარიამ ღვთისმშობელი… ერთი გლობალური პროექტის შვილები არიან ჩვენი და უკრო-ნაცები. გახსოვთ ალბათ, გიორგი გაბუნიამ რ2-ის ეთერში რომ აჩვენა “ხატი”, რომელზეც მარიამ ღვთისმშობელს რევოლვერი ეჭირა ხელში…

მადლობა ღმერთს, საქართველოში ვერ დააბრუნეს ხელისუფლებაში რომ დაწყებული საქმე სისრულეში მოეყვანათ, ეკლესია გაეხლიჩათ და ქართველ ხალხში რწმენა გაეტეხათ. დღემდე, უდიდესი ფული იხარჯება ენჯეოებში, ნაც-ლიბერალურ მედიებში, პოლიტიკოსებში, რომ მათ ყველა ბინძური მეთოდით გააგრძელონ მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა.

მაგრამ მთავარი ავიწყდებათ შემსრულებლებსაც და დამკვეთებსაც – „ამას კლდესა ზედა აღვაშენო მე ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“, – წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუკზე.

„ვის უწყობთ აქციებს, ვინც უკრაინაში ომს აპროტესტებს?”- ფოჩხუა

„ვის უწყობთ აქციებს, ვინც უკრაინაში ომს აპროტესტებს? დიახ, ეს ის ლავროვის სიძის ძმაა, ვისი ქორწილიც იყო, ვინც ერთ-ერთმა პირველმა გააპროტესტა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ყველაფერში ასეთი ერთუჯრედიანები როგორ უნდა იყოთ, ჯერ იქნებ გაარკვიოთ და მერე ჩაბეროთ სასტვენს,“ – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, მაშინ სად იყვნენ როდესაც 2011 წელს მიხეილ სააკაშვილი ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში იმყოფებოდა.

„ვის უწყობთ აქციებს, ვინც უკრაინაში ომს აპროტესტებს? დიახ, ეს ის ლავროვის სიძის ძმაა ვისი ქორწილიც იყო, ვინც ერთ-ერთმა პირველმა გააპროტესტა რუსეთის შეჭრა უკრაინაში. ყველაფერში ასეთი ერთუჯრედიანები როგორ უნდა იყოთ, ჯერ იქნებ გაარკვიოთ და მერე ჩაბეროთ სასტვენს. მაშინ, 2011 წელს სად იყავით, როცა თქვენი უთავმოყვარეო პრეზიდენტი დაუპატიჟებლად გამოცხადდა რუსი შოვინისტის, პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრის ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილში თუ ვინც ახლა აპროტესტებთ, მიშასთან ერთად რიგში იდექით, მიხალკოვთან სელფის გადასაღებად? ეს ის მიხალკოვია, რომლის უარყოფითი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ყველასთვის არის ცნობილი. გაეშვით ამ არაფრისმომცემ პროტესტებს და უაზრო სირბილს აქეთ-იქით, ვერ მიაღწევთ მიზანს, იმიტომ რომ სიცრუეზე დგას ყველა თქვენი მცდელობა და მოქმედება,“ – წერს ნინო ფოჩხუა.

ცნობისთვის, აქცია „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისის 11:00 საათიდან მიმდინარეობს. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.

ისინი აპროტესტებენ 19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სასტუმროში იმყოფებიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილი და მისი ქმარი, ხოლო სასტუმროში დაგეგმილია ლავროვის შვილის მაზლის საქორწილო წვეულება.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა 20-მდე ადამიანი დააკავეს.

გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაცია. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ ლავროვის გვარით სტუმარი არც ახლა და არც აქამდე არ დაფიქსირებულა.