,,26 საუკუნე არ იყო საქართველოში დაფიქსირებული ებრაელების დევნის ფაქტი და ანტისემიტიზმი”- ქართველიშვილი

136
spot_img

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მოშე ვინოკუროვის ქორწილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც ქართველიშვილი აცხადებს, ვინოკუროვი ცნობილი ანტიპუტინისტი და უკრაინის მხარდამჭერია და ამიტომ მისი ქორწილის საქართველოში აღნიშვნას მიესალმება. „მე მივესალმები საქართველოში ცნობილი ანტიპუტინისტის, უკრაინის მხარდამჭერის, ისრაელის მოქალაქის, მომღერლის მოშე შიმონის ძე ვინოკუროვის ქორწილის გადახდას. 26 საუკუნე არ იყო საქართველოში დაფიქსირებული ებრაელების დევნის ფაქტი და ანტისემიტიზმი, მაგრამ მერე გაჩნდნენ ნაცები… დიდი ალბათობით „საჭირო ნაკოლის“ ავტორი – Яკაა, რომელსაც ალბათ მარიინსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, სამხრეთ ოსეთის სახალხო არტისტმა და გულმხურვალე პუტინისტმა ვალერი გერგიევმა მიანიშნა, რაზე იქნება დამოკიდებული მორიგი ტრანზაქცია მის საბანკო ანგარიშზე. Яკამაც აიღო და განახორციელა ერთი ზარი „ახლობლებთან“, ოღონდ ამ ჯერზე არა „სასარგებლო იდიოტებთან“, არამედ „სასარგებლო დეგენერატებთან“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, „ყვარლის ტბასთან“ 20 მაისის 11:00 საათიდან აქცია მიმდინარეობს. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი აპროტესტებენ 19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სასტუმროში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შვილის მაზლის, მიკა ვინოკუროვის საქორწილო წვეულება იგეგმებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აქციაზე სამართალდამცველებმა 20-მდე ადამიანი დააკავეს. დაკავებულებს შორისაა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია.