ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. ვირუსი ძაღლს დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაკბინა, მათ შორის ბავშვი.
ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტ თემურ ლაჭყეპიანის ინფორმაციით, ძაღლი რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, მოკვდა.
ხონში ცოფის ვირუსი დაფიქსირდა. ვირუსი ძაღლს დაუდასტურდა.
არსებული ინფორმაციით, ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაკბინა, მათ შორის ბავშვი.
ცხოველთა დაცვის ფედერაციის პრეზიდენტ თემურ ლაჭყეპიანის ინფორმაციით, ძაღლი რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, მოკვდა.
“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი
ავტორი: დემურ გიორხელიძე
ლოგიკის დაკარგვა!
საშიში ნიშანი განათლების ნაკლებობისა და პროტესტის გამოხატვის უუნარობისა (მხედველობაში მაქვს თვითორგანიზებული პროტესტის უუნარობა, – პოლიტიკოსების გამყიდველობისა და დემაგოგიის წინააღმდეგ პროტესტის უუნარობა! თორემ ორგანიზებული აქციებისთვის გაუნათლებლობა მისწრებაა ორგანიზატორების ხელში). როგორ მივედით აქამდე? (და მივედით არა მხოლოდ ჩვენ!) საქმე ისაა, რომ ცოდნის მოცულობა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისათვის უახლოვდება იმას, რაც ადრე გათვალისწინებული იყო საშუალო სკოლაში და ტექნიკუმში ასათვისებლად. დღეს, დასავლეთის ელიტურ უმაღლეს სასწავლებლებშიც კი სწავლების კრიტერიუმები მკვეთრად იქნა შემცირებული.
ხარისხიანი განათლების მიღება არა მხოლოდ ფუფუნება გახდა, არამედ ძნელად მისაწვდომი პრივილეგია!
არადა, პროგრესს მხოლოდ სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი განაპირობებს, – ეი. მეცნიერებასა და ტექნიკაში ახალი მიღწევები, ახალი ტექნოლოგიები და ა.შ. და ა.შ.- ან, სხვა სიტყვებით, – ცოდნის დაგროვების მაღალი ტემპი!
დიდ ქვეყნებს მათი საერთაშორისო მდგომარეობა აიძულებს ეძიონ გზები აუცილებელი მცირე წრისათვის (განსაკუთრებულად ნიჭიერი ხალხისთვის) უმაღლესი რანგის განათლების მისაღებად! და აშშ-ში ეს მოხერხდა სხვადასხვა წინა ხაზის კორპორაციებისა და სამხედრო სტრუქტურების მეშვეობით!
ისეთ არშემდგარ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, მდგომარეობა გამანადგურებლად საშიში ხდება: უმაღლესი განათლება განათლების პაროდია გახდა, სასკოლო განათლება კი ახალგაზრდების გარყვნის ინსტრუმენტად იქცა.
სამხედრო სტრუქტურებს ასეთი დიდი ამბიცია არა აქვთ, ქართულ კორპორაციებს, – ანუ ნეპოტიზმში ჩამხრჩვალ კლანური მმართველობის სტრუქტურებს, – განათლება და, მით უფრო, საკუთარი თანამშრომლების
ადამიანური კაპიტალის მაღალი ხარისხი არც აინტერესებთ და არც სჭირდებათ!
რა საჭიროა მცოდნე ადამიანი, როცა ქართული ბიზნესი აგებულია ხელისუფლების მფარველობა-ხელშეწყობაზე.
ხარ პრივილეგირებული? ე.ი. სახელმწიფო შესყიდვები გარანტირებული გაქვს და ამ მუქთი ფულის “გასუხარებისთვის” მცოდნე თანამშრომლები საშიშიც კია, – თავად მფარველთან ერთად თანამშრომლების გარეშეც ასუხარებ!
მსოფლიო ბანკმა განაახლა საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შეფასება. მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობა 2021 წლის დონესთან შედარებით 0,9 მეათედი პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2022 წელს 11,3 მეათედი პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო 20 წლის მინიმუმია.
მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ საქართველოში უმუშევრების რაოდენობა 21-ე საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმზეა.
მსოფლიო ბანკის შეფასებით 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ სამუშაო ძალის 19,6 მეათედი პროცენტი შეადგინა, რაც 324 ათასს უმუშევარს გულისხმობს, 2022 წელს კი უმუშევარი სამუშაო ძალის 11,3 მეათედი პროცენტია, ანუ 175 ათასი ადამიანი.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული თავმჯდომარის არჩევნები წალენჯიხასა და მარნეულში დასრულდა.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლანა ღვინჯილიამ აღნიშნა, წალენჯიხაში მამუკა ქარდავამ გაიმარჯვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნები წალენჯიხაში დასრულდა, სადაც შერჩეული იქნა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2127-მა ადამიანმა, რაც ძალიან დიდ ინტერესზე მიუთითებს ამომრჩეველთა შორის. გამარჯვებულმა კანდიდატმა მიიღო 1451 ხმა, გაიმარჯვა მამუკა ქარდავამ, მეორე კანდიდატმა ბაჩანა ქანთარიამ 650 ხმა მიიღო”, – განაცხადა ლანა ღვინჯილიამ.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ადვოკატმა, ლაშა ტყემალაძემ აღნიშნა, არჩევნები დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„დღეს წალენჯიხაში ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული და კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა, რომელიც ძალიან დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობდა. „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერდება შიდა დემოკრატიული პროცესებით, რომელიც აუცილებლად დაამარცხებს რუსულ რეჟიმს და „რუსულ ოცნებას“, – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.
ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში განთავსებული ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო, ტაილანდის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში, მასაჟისტის პოზიციაზე დაასაქმებას დაჰპირდა. დაზარალებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე დახვდა და ნაცვლად ბათუმისა, დაზარალებულები მოტყუებით ჩამიყვანა ზესტაფონში, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
22 მაისს ქუთაისში +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში იწვიმებს. დღისით +20 გრადუსია, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ახალციხეშიც იწვიმებს, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.
იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +25 ღამის ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსია იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში+26 გრადუსია და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში +14 გრადუსი და ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +14, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი 16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +26 გრადუსი და მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.
ომის 453-ე დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე 4 ფრთოსანი რაკეტა და 15 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დნეპრის რაიონში სამაშველო განყოფილების რამდენიმე შენობა დაზიანდა და 27 წლის მამაკაცი დაშავდა.
„ორი ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. განადგურდა 10-ზე მეტი სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი, დაზიანდა ამდენივე სპეცტექნიკა. ასევე დაზიანდა 25 კერძო ავტომობილი და 2 ავტობუსი“, – განაცხადა ლისაკმა.
მისი თქმით, რუსებმა ასევე დაარტყეს კერძო საწარმოს დნეპრში, რის შედეგადაც 3 შენობა დაზიანდა. სინელნიკოვის რაიონში კი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
„დაზიანდა 3 კერძო სახლი და 9 საცხოვრებელი კორპუსი, ასევე საბავშვო ბაღი, მაღაზიები და ადმინისტრაციული შენობები”, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა და დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში აფეთქებების ხმები გაისმა.
უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით 37 შეტაკება მოხდა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსული ძალები ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე.
„გასული დღის განმავლობაში ფრონტის მითითებულ სექტორებში 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან. ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა სცადეს დაკარგული პოზიციების აღდგენა ივანოვსკოეს დასახლების სამხრეთით“, – აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 6 სარაკეტო და 52 საჰაერო დარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 65 ჯერ გახსნა.
„თავდასხმების შედეგად დანგრეული და დაზიანებული კერძო საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის ქალაქებზე ლიმანზე, სლავიანსკსა და კონსტანტინოვკაზე თავდასხმისთვის მტერმა კვლავ გამოიყენა S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებიც არ არის მაღალი სიზუსტის იარაღი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის ტერორის ტაქტიკას“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მონღოლეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა უმთავრეს პრიორიტეტად უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დაბრუნება დაასახელა და აღნიშნა, რომ ომი ეხება საერთაშორისო სამართალს და ყველა ქვეყნის სტაბილურობას.
მონღოლეთში ვიზიტის ფარგლებში, ემანუელ მაკრონმა ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ინვესტიციების საკითხებიც განიხილა.
„პირველ რიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ენერგეტიკული სუვერენიტეტის გასაძლიერებლად თქვენი ქვეყნისთვის კრიტიკული ლითონების მიწოდებით, რომელიც მოიცავს პროექტებს, რომლებიც ძლიერ გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე საუკეთესო გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების დაცვით. ამ მხრივ, ფრანგულ ატომურ ენერგეტიკულ კომპანია „ორანოსთან“ პარტნიორობა სტრუქტურული ელემენტია. ჩვენ მივიღეთ საგზაო რუკა ენერგეტიკული გადასვლისა და თქვენი ეკონომიკის დეკარბონიზაციის შესახებ, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას განახლებად ენერგიებზე, ჩვენს მთავრობებს შორის ბირთვულ საკითხებში თანამშრომლობას“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
აშშ მხარს დაუჭერს ერთობლივ საერთაშორისო ძალისხმევას, უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის თანამედროვე გამანადგურებელ თვითმფრინავებზე – მაგრამ იქნება თუ არა, რომელიმე ამ თვითმფრინავის გაგზავნა პირდაპირ აშშ-დან უკრაინაში, ან სხვა მოკავშირე ქვეყნებიდან ჯერ კიდევ უცნობია – ამის შესახებ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.
“ჩვენ უფრო მეტად ვეძებთ მესამე მხარის ტრანსფერებს, მაგრამ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია” – განუცხადა სალივანმა კვირას CNN-ს.შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ხანია სთხოვს დასავლელ მოკავშირეებს უკრაინას თავიანთი თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები გაუგზავნოს, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთხელ უარყო ეს მოთხოვნა. ამის ნაცვლად, კი აშშ-მ უკრაინაში ტანკები, არტილერია და საბრძოლო მასალა გაგზავნა.
ვერძი
ხვალ ვარსკვლავები ვერძს მშვენიერ დღეს ჰპირდებიან. ამიტომ თამამად შეადგინეთ გეგმები, დაიწყეთ ახალი პროექტები, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რაც ხვალ ვერძს ხელს შეუშლის, გარედან შურიანთა კრიტიკაა. მისი მოსმენით, ის რისკავს ეჭვებს დაემორჩილოს და თავდაჯერებულობა დაკარგოს.
კურო
არ ჩაერთოთ კამათი, თუ გაქვთ შანსი რომ სამუშაო ადრე დაამთავროთ, სჯობს ასე მოიქცეთ, რადგან თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი უსიამოვნება.
ტყუპები
ხვალ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გეძლევათ. მოიკრიბეთ გამბედაობა და იმოქმედეთ.
კირჩხიბი
დღე ჰარმონიულად ჩაივლის, შეგიძლიათ იმაზე მეტი საქმე გააკეთოთ, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. შეგიძლიათ ერთდროულად წარმატებით აკეთოთ როგორც ჩვეულებრივი, რუტინული საქმეები, ასევე მნიშვნელოვანი პროექტებიც.
ლომი
მოულოდნელად დასაჩუქრდებით უკვე გაწეული სამუშაოსთვის. თქვენს ცხოვრებაში წარატებების ახალი სერია იწყება.
ქალწული
რთული დღე მოგელით, შესაძლოა უკვე დაგეგმილი საქმეები ისე არ დასრულდეს როგორც ეს თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ. ამ დღეს მხოლოდ ის საქმეები დაიწყეთ, რომლის განხორციელებაშიც 100 პროცენტით ხართ დარწმუნებული.
სასწორი
გაიგებთ ამბავს, რომელიც დაგეხმარებათ მანამდე დაგეგმილი და შეჩერებული პროექტების განხორციელება დაიწყოთ
მორიელი
ყური არ დაუგდოთ ჭორებს, რადგან დღეს შეიძლება ადვილად მოექცეთ სხვების ზემოქმედების ქვეშ.
მშვილდოსანი
სხვების წარმატება და წახალისებას დადებითად შეხვდით, რადგან შესაძლოა დღეს სხვების წარმატებამ თქვენი გაღიზიანება და საკუთარი თავის მიმართ იმედგაცრუება გამოიწვიოს. გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა თქვენ იყავით მწვერვალზე და სხვებს შურდათ თქვენი. მობილიზება გაუკეთეთ ძალებს, რომ ახალი მწვერვალები დაიპყროთ.
თხის რქა
გადადგით ნაბიჯები, რომლებსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო არ გადადგამდით. დიდი ალბათობით გარისკვა ღირს.
მერწყული
სხვებისთვის რჩევისთვის მიცემისგან თავი შეიკავეთ, რადგან ამან შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს და თქვენც საპასუხოდ ნერვები ვერ მოთოკოთ. სიმშვიდის შესანარჩუნებლად სჯობს რჩევებისგან თავი შეიკავოთ.
თევზები
დღე შეგიძლიათ წარმატებულად აქციოთ თქვენი ინტუიციის წყალობით. მიჰყევით თქვენს შინაგან ხმას და დაწყებული საქმე აუცილებლად გამოგივათ.