Home Blog Page 2084

პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში განთავსებული ერთ-ერთი დასაქმების სააგენტო, ტაილანდის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ბათუმში, სილამაზის სალონში, მასაჟისტის პოზიციაზე დაასაქმებას დაჰპირდა. დაზარალებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როგორც დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქე დახვდა და ნაცვლად ბათუმისა, დაზარალებულები მოტყუებით ჩამიყვანა ზესტაფონში, მოათავსა ისინი მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს აიძულებდა გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურება გაეწიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს ისაკუთრებდა და თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 მაისს ქუთაისში +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +20 გრადუსია, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ახალციხეშიც იწვიმებს, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +25 ღამის ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +19 გრადუსია იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში+26 გრადუსია და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ცხინვალში, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +14 გრადუსი და ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +14, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი 16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში უნალექო დღეს ვარაუდობენ. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +26 გრადუსი და მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

“ბახმუტში ურდო სულ მალე ოპერატიულ ალყაში მოექცევა” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“#bუკაdეილიnიუსი იწყებს ორშაბათ დილას ერთი ძალიან მაგარი კონკრეტული კითხვა პასუხით:
კითხვა: ბატონო პრეზიდენტო, როგორ შეაფასებთ რუსეთის საგარეოს განცხადებას, რომ ფ-16-ების გადაცემა უკრაინისთვის წარმოადგენს კოლოსალურ რისკს?

პასუხი: დიახ, მათთვის ნამდვილად!

დაგლიჯა პაპა ჯომ! 3 სიტყვაში შეუსრულა რუსეთს ბოლომდე!

ამას ჰერ შოლცმა დაუმატა, რომ მიესალმება ავიაკოალიციას და თავად გერმანიაც მიიღებს მონაწილეობას (გახსოვთ, როგორ ეწინააღმდეგებოდა ტანკების მერე, გამორიცხულიაო იძახდა. ნევერ სეი ნევერ ბრაზა , ნუ კანადა და იტალია რომ დაიწყებდნენ უკრაინელი პილოტების მომზადებას, ამას კითხვაც კი არ უნდოდა, ისეთი ჩახუტებები იყო მათ ლიდერებთან!

პაპა ჯოს მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კიდევ დესერტად, ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, რომ დასავლური რაკეტები და შეიარაღება გამოიყენოს უკრაინამ თავისი ტერიტორიების გასათავისუფლებლად ყირიმშიო!
ზელე სახლში კმაყოფილი ბრუნდება: წინა დღის შეხვედრების გაგრძელებად ძალიან საინტერესო იყო შეხვედრა იაპონიის პრემიერთან (100 საბრძოლო მანქანა და 30 ათასი ულუფა – იაპონიას არ შეუძლია შეიარაღების გადაცემა), სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, კანადის პრემიერთან (“მადლობა ჯასტინ”), ავსტრალიის პრემიერთან და სხვა მეგობრებთან! მთელი ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დგას და მის გამარჯვებას მხარს უჭერს! (რამდენი სიხარული და ტკივილია ამ წინადადებაში ერთდროულად ჩემთვის);

ზელენსკი დიდი შვიდეულის სამიტზე გამოვიდა ინიციატივით, სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან მე-500 დღეს, ანუ ივლისში კიევში მოეწყოს მშვიდობის სამიტი! ვნახოთ რა ვითარება იქნება მაგ დროისთვის! ტყუილად არ იტყოდა ამ სამიზნე თარიღს!

თანაც თუ გადავავლებთ თვალს, როგორი ინტენსივობით ბომბავენ ჩვენები ურდოს ლოგისტიკას, სრულიად ლოგიკურია – შეიარაღების საწყობი მოსპინოში, სამხედროების განლაგების ლოკაცია და მასთან ერთად შეიარაღება ზაპოროჟიეს ტოკმაკში და ხერსონში – მთელი დღე ხან სად უფეთქდება ურდოს და ხან სად საწყობები! თვითონ ურდოს პროპაგანძილები გაჰკივიან, რამდენჯერმე გაიზარდა არტილერიული და სარაკეტო დარტყმები უკრაინის მხრიდანო! გუშინ ოკუპირებულ სიმფეროპოლში შუქი ჩოუქვრათ, რუსეთის ტერიტორიაზე ვორონეჟში ელექტრო სადგური ოუფეთქდათ; შავ ზღვაში ჩვენებმა ურდოს სუ-35 ჩომოუგდენ! ეს ერთ დღეში ყოლისფერი! დიდება უკრაინას!

ფრონტის პრაქტიკულად მთელ გაყოლებაზე – ხერსონი, ზაპოროჟიე, უჰლედარი, მარიინკა, ბელოჰოროვკა, კრემინა, სვატოვო და კუპიანსკი – პოზიციური ბრძოლები და ჩვენი მხრიდან გაზრდილი არტილერიული დარტყმების ინტენსივობაა!

გამონაკლისია ავდეევკა, სადაც ფხაკურობს ურდო და რა თქმა უნდა ბახმუტი!

ახლა რა ხდება ბახმუტში: შიგნით ცენტრში, მის დასავლეთ ნაწილში და სამხრეთით “თვითმფრინავის” მიდამოებში ჩვენი სპეციალური დანიშნულების ძალები ყოველდღიურად ატარებენ წარმატებულ ოპერაციებს, გადიან საბრძოლო დავალებებზე და ანადგურებენ მტერს! ურდო კი გაჰკივის და ზეიმობს, გეგონება ბერლინი აიღეს ისე, ბახმუტის აღებას, მაგრამ დამოუკიდებელი ოსინტ და დიფ სთეით ანალიტიკოსებიც კი რუხ ზონებს აფიქსირებენ უკიდურეს დასავლეთში და სამხრეთში! ეს რაც შეეხება ისე რა სიახლეებს!

რაც შეეხება მაგარ ამბებს, ჩვენების ოფიციალური განცხადებით (ძნელია არ დაუჯერო უმაგრეს გენერალ სირსკის), ბახმუტში ურდო სულ მალე ოპერატიულ ალყაში მოექცევა! სამხრეთში კლეშჩეევკის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ასეული მეტრით წაიწიეს წინ და გაწმინდეს სიგანეში 1500 მეტრზე მეტი ტერიტორია!

ჩრდილოეთითაც ხრომოვოს მიმართულებაზე მწყობრად მიიწევენ წინ ჩვენები!

იცის ეს კუხარკა პრიგოჟინმა და იძახის 25 მაისიდან გამყავს ჩემი ორკ-ესტრანტები ბახმუტიდან და ვაბარებ პოზიციებს შოიგუს და გერასიმოვს პირადადო, ხოლო 1 ივნისიდან არცერთი ვაგნერელი აღარ იქნება ფრონტის წინა ხაზზეო! შეიძლება ვაჭრობს კუხარკიე მამაძაღლი – დამიმატეთ თამასუქები, თვარა მართლა გავიყვან და მერე ნახეთ ურდოს წიოკიო! ვნახოთ! დაზვერვა ამბობს, შეიძლება სუდანში გაგაზოს პრიგოჟინმაო! აჰაჰაჰაჰა! რას ვიცინებ!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, გაიღვიძე 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკში 4 რაკეტა და 15 დრონი ჩამოაგდეს” – ომის 453-ე დღე

ომის 453-ე დღეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის თავზე 4 ფრთოსანი რაკეტა და 15 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, – ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი ლისაკმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დნეპრის რაიონში სამაშველო განყოფილების რამდენიმე შენობა დაზიანდა და 27 წლის მამაკაცი დაშავდა.

„ორი ხანძარი გაჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია. განადგურდა 10-ზე მეტი სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი, დაზიანდა ამდენივე სპეცტექნიკა. ასევე დაზიანდა 25 კერძო ავტომობილი და 2 ავტობუსი“, – განაცხადა ლისაკმა.

მისი თქმით, რუსებმა ასევე დაარტყეს კერძო საწარმოს დნეპრში, რის შედეგადაც 3 შენობა დაზიანდა. სინელნიკოვის რაიონში კი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.

„დაზიანდა 3 კერძო სახლი და 9 საცხოვრებელი კორპუსი, ასევე საბავშვო ბაღი, მაღაზიები და ადმინისტრაციული შენობები”, – განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა და დნეპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში აფეთქებების ხმები გაისმა.

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით 37 შეტაკება მოხდა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსული ძალები ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე.

„გასული დღის განმავლობაში ფრონტის მითითებულ სექტორებში 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან. ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა სცადეს დაკარგული პოზიციების აღდგენა ივანოვსკოეს დასახლების სამხრეთით“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 6 სარაკეტო და 52 საჰაერო დარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 65 ჯერ გახსნა.

„თავდასხმების შედეგად დანგრეული და დაზიანებული კერძო საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის ქალაქებზე ლიმანზე, სლავიანსკსა და კონსტანტინოვკაზე თავდასხმისთვის მტერმა კვლავ გამოიყენა S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებიც არ არის მაღალი სიზუსტის იარაღი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის ტერორის ტაქტიკას“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება”

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები მხოლოდ ევროპით არ შემოიფარგლება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მონღოლეთში ვიზიტის დროს განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა უმთავრეს პრიორიტეტად უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დაბრუნება დაასახელა და აღნიშნა, რომ ომი ეხება საერთაშორისო სამართალს და ყველა ქვეყნის სტაბილურობას.

მონღოლეთში ვიზიტის ფარგლებში, ემანუელ მაკრონმა ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და ინვესტიციების საკითხებიც განიხილა.

„პირველ რიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ, ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ენერგეტიკული სუვერენიტეტის გასაძლიერებლად თქვენი ქვეყნისთვის კრიტიკული ლითონების მიწოდებით, რომელიც მოიცავს პროექტებს, რომლებიც ძლიერ გავლენას ახდენენ ქვეყნის განვითარებაზე საუკეთესო გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების დაცვით. ამ მხრივ, ფრანგულ ატომურ ენერგეტიკულ კომპანია „ორანოსთან“ პარტნიორობა სტრუქტურული ელემენტია. ჩვენ მივიღეთ საგზაო რუკა ენერგეტიკული გადასვლისა და თქვენი ეკონომიკის დეკარბონიზაციის შესახებ, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას განახლებად ენერგიებზე, ჩვენს მთავრობებს შორის ბირთვულ საკითხებში თანამშრომლობას“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

,,ყველაზე დიდი ანტიევროპული განწყობები ზუსტად ასეთი ორმაგი სტანდარტებით საზრდოობს”-ქადაგიძე

„დიახ, ყველაზე დიდი ანტიევროპული განწყობები ზუსტად ასეთი ორმაგი სტანდარტებით საზრდოობს“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში დევიდ კრამერის განცხადებას.

როგორც ქადაგიძე წერს, სტრატეგიული პარტნიორისგან ასეთი განცხადებები ხელს უწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის შექმნას და ეს ქმედებები მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„რუსული პროვოკაცია და ოკუპაცია ახალი არ არის. ვიცით და წლებია საკუთარ თავზე არაერთხელ ვიწვნიეთ, თუმცა რას აკეთებენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები? ევროკავშირი ინსინუაციურ რეზოლუციებს იღებს და უსამართლოდ იქცევა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ჩვენ ქვეყანას პრინციპული დამოკიდებულება…

და ბაიდენის ადმინისტრაცია? – თუ კი ვინმე რადიკალი, ექსტრემისტი და საბოტაჟზე ორიენტირებული ორგანიზაცია, პარტია და ჯგუფია, ყველა შეიფარა, მხარში ამოუდგა და ახალისებს რადიკალების მხრიდან ანტიქართულ კამპანიას… დიახ, ყველაზე დიდი ანტიევროპული განწყობები ზუსტად ასეთი ორმაგი სტანდარტებით საზრდოობს, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი, საფრთხეების პრევენციის მაგივრად, პოლარიზაციას და სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უწყობს ხელს! თუ კი ხედავთ რუსულ პროვოკაციას, ამ გადაწყვეტილებაში, ორი აქტით შეგიძლიათ გაანეიტრალოთ: 1. სასწრაფოდ გადაწყვიტეთ ამერიკა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის საკითხი… 2.მოუწოდეთ ევრო დეპუტაციას, სასწრაფოდ დაიწყოს საქართველოსათვის სტატუსის მინიჭების საკითხზე პროცედურები…

მაგრამ, სამწუხარო ის არის რომ საქართველო „საჯილდაო ქვად“ უფრო საინტერესოა გლობალური პოლიტიკური კონიუნქტურისათვის, ვიდრე რეალურ პარტნიორად და თანასწორუფლებიან აქტორად“, – წერს Facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.

ბაიდენს ჯერ არ გადაუწყვეტია ვინ გადასცემს უკრაინას F-16-ს – თეთრი სახლი

აშშ მხარს დაუჭერს ერთობლივ საერთაშორისო ძალისხმევას, უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის თანამედროვე გამანადგურებელ თვითმფრინავებზე – მაგრამ იქნება თუ არა, რომელიმე ამ თვითმფრინავის გაგზავნა პირდაპირ აშშ-დან უკრაინაში, ან სხვა მოკავშირე ქვეყნებიდან ჯერ კიდევ  უცნობია – ამის შესახებ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა  განაცხადა.

“ჩვენ უფრო მეტად ვეძებთ მესამე მხარის ტრანსფერებს, მაგრამ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია” – განუცხადა სალივანმა კვირას CNN-ს.შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ხანია სთხოვს დასავლელ  მოკავშირეებს უკრაინას თავიანთი თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები გაუგზავნოს, მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაციამ არაერთხელ უარყო ეს მოთხოვნა. ამის ნაცვლად, კი აშშ-მ  უკრაინაში ტანკები, არტილერია და საბრძოლო მასალა გაგზავნა.

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხვალ ვარსკვლავები ვერძს მშვენიერ დღეს ჰპირდებიან. ამიტომ თამამად შეადგინეთ გეგმები, დაიწყეთ ახალი პროექტები, დაისახეთ ახალი მიზნები. ერთადერთი, რაც ხვალ ვერძს ხელს შეუშლის, გარედან შურიანთა კრიტიკაა. მისი მოსმენით, ის რისკავს ეჭვებს დაემორჩილოს და თავდაჯერებულობა დაკარგოს.

კურო

არ ჩაერთოთ კამათი, თუ გაქვთ შანსი რომ სამუშაო ადრე დაამთავროთ, სჯობს ასე მოიქცეთ, რადგან თავიდან აირიდოთ მოსალოდნელი უსიამოვნება.

ტყუპები

ხვალ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გეძლევათ. მოიკრიბეთ გამბედაობა და იმოქმედეთ.

კირჩხიბი

დღე ჰარმონიულად ჩაივლის, შეგიძლიათ იმაზე მეტი საქმე გააკეთოთ, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. შეგიძლიათ ერთდროულად წარმატებით აკეთოთ როგორც ჩვეულებრივი, რუტინული საქმეები, ასევე მნიშვნელოვანი პროექტებიც.

ლომი

მოულოდნელად დასაჩუქრდებით უკვე გაწეული სამუშაოსთვის. თქვენს ცხოვრებაში წარატებების ახალი სერია იწყება.

ქალწული

რთული დღე მოგელით, შესაძლოა უკვე დაგეგმილი საქმეები ისე არ დასრულდეს როგორც ეს თქვენ ჩაფიქრებული გაქვთ. ამ დღეს მხოლოდ ის საქმეები დაიწყეთ, რომლის განხორციელებაშიც 100 პროცენტით ხართ დარწმუნებული.

სასწორი

გაიგებთ ამბავს, რომელიც დაგეხმარებათ მანამდე დაგეგმილი და შეჩერებული პროექტების განხორციელება დაიწყოთ

მორიელი

ყური არ დაუგდოთ ჭორებს, რადგან დღეს შეიძლება ადვილად მოექცეთ სხვების ზემოქმედების ქვეშ.

მშვილდოსანი

სხვების წარმატება და წახალისებას დადებითად შეხვდით, რადგან შესაძლოა დღეს სხვების წარმატებამ თქვენი გაღიზიანება და საკუთარი თავის მიმართ იმედგაცრუება გამოიწვიოს. გაიხსენეთ ის პერიოდი, როცა თქვენ იყავით მწვერვალზე და სხვებს შურდათ თქვენი. მობილიზება გაუკეთეთ ძალებს, რომ ახალი მწვერვალები დაიპყროთ.

თხის რქა

გადადგით ნაბიჯები, რომლებსაც სხვა დროს სიფრთხილის გამო არ გადადგამდით. დიდი ალბათობით გარისკვა ღირს.

მერწყული

სხვებისთვის რჩევისთვის მიცემისგან თავი შეიკავეთ, რადგან ამან შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს და თქვენც საპასუხოდ ნერვები ვერ მოთოკოთ. სიმშვიდის შესანარჩუნებლად სჯობს რჩევებისგან თავი შეიკავოთ.

თევზები

დღე შეგიძლიათ წარმატებულად აქციოთ თქვენი ინტუიციის წყალობით. მიჰყევით თქვენს შინაგან ხმას და დაწყებული საქმე აუცილებლად გამოგივათ.

საქართველოში, უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება

საქართველოში, უეფას 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება. ტურნირი 4 სტადიონზე – თბილისის მიხეილ მესხის და ბორის პაიჭაძის სახელობის არენებზე, ასევე ბათუმის და ქუთაისის სტადიონებზე გაიმართება. საქართველოსთან ერთად ტურნირს, რუმინეთიც უმასპინძლებს.

ჩემპიონატის ჩასატარებლად, მთელი საქართველოს მასშტაბით, სტადიონებს, უეფას სტანდარტების შესაბამისად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩაუტარდა, 3 ძირითად და 7 ტექნიკურ სტადიონს. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის და ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის არენებს. ჯამში, მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 100 მილიონი ლარი გამოიყო.

11 მოედანზე ახალი ბალახი მოეწყო, დამონტაჟდა განათების სისტემები, სარეკლამო ბორტები და ტრიბუნებზე 41 ათასზე მეტი ახალი სკამი მოთავსდა. მოეწყო გარე და შიდა წყალმომარაგების, გათბობა-გაგრილების, სახანძრო სისტემები.
ასევე, სტადიონები სხვადასხვა სახის ავეჯით აღიჭურვა.

კონტინენტის პირველობა, 21 ივნისს დაიწყება და 8 ივლისს დასრულდება. საქართველოში სულ 16 შეხვედრა გაიმართება, აქედან 12 მატჩი ჯგუფურ ეტაპზე, ორი მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ფინალური მატჩი შედგება. დასკვნით მატჩს, ბათუმის არენა უმასპინძლებს.

22 მაისს ნიკოლოზობა აღინიშნება

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 22 მაისს ნიკოლოზობას ზეიმობს. ამ დღს ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

 

ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას შვილი დიდხანს არ ჰყავდათ. ისინი მდიდრები იყვნენ და გაჭირვებულებისთვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ღმერთმა მათ ვაჟი – მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი უბოძა. სასწაულთმოქმედების უნარი  ნიკოლოზმა პატარაობიდანვე გამოამჟღავნა.

325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. ის ამასთან დაკავშირებით, ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.

წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები კი, კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდნენ. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

,, მსოფლიოს მართავს ძალა, რომელიც არის შინაგანად ანონიმური, რომელსაც არ აქვს სახელი”- შათირიშვილი

ადამიანი არის ბუნების პროდუქტი თუ შეიძლება გარდაიქმნას რადიკალურად? აი ამ არჩევანის წინაშე ვართ, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა ღირებულებათა გლობალურ დაპირისპირებაზე „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. მას მიაჩნია, რომ ეს არის ბრძოლა ტოტალურ ლიბერალიზმსა და საღ აზრს შორის.

„დღეს მსოფლიოს მართავს ძალა, რომელიც არის შინაგანად ანონიმური, რომელსაც არ აქვს სახელი. რასაც შეუძლია ამასთან დაპირისპირება, ეს არის ქრისტიანობა. სწორედ ქრისტიანობა არის ის ძალა, რომელიც ლაპარაკობს პიროვნებაზე, პიროვნულ მსხვერპლთშეწირვაზე და პიროვნულ ძალისხმევაზე.

რეალურად ლგბტ პროპაგანდა სხვა არაფერია, თუ არა აისბერგის ზედაპირი. მთავარი მომენტი არის სულ სხვა რამ – შეგვიძლია თუ არა შევქმნათ ახალი სიცოცხლე, ახალი რეალობა, ახალი ადამიანი ბიოლოგიურად? აი ეს არის რეალური შეკითხვა. რეალურად, მეცნიერებიდან გამომდინარეც კი ჩვენ ყველაფერი არ შეგვიძლია. მეცნიერებას აქვს თავის საზღვრები“, – მიიჩნევს შათირიშვილი.

,,მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილებით, ქართველებისთვის არაფერი შეცვლილა”- იონათამიშვილი

ეს არ არის მარტო ორმაგი სტანდარტი. ეს არის საკუთარი ქვეყნის პირდაპირი მტრობა, – ასე აფასებს რატი იონათამიშვილი ოპოზიციის მიდგომას რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილებით, ქართველებისთვის არაფერი შეცვლილა.

„რუსეთი მანამდეც ოკუპანტი იყო და ახლაც ოკუპანტია. მანამდეც წართმეული იყო ჩვენი ქვეყნის 20% და ოკუპაცია დღესაც რჩება. შესაბამისად, ეს მოცემულობა ჩვენთვის უცვლელი იყო და ამ ადამიანების რიტორიკა რომ არის შეცვლილი, ხელისუფლებაში ყოფნის დროს და დღეს, ეს ზუსტად იმაზე მეტყველებს, რომ ეს ადამიანები სინამდვილეში არა მარტო ყალბი ბუნებით გამოირჩევიან, არამედ არ უყვართ საკუთარი ქვეყანა, უნდათ აქ არეულობა და ამისთვის ყველაფრისთვის მზად არიან“, – მიიჩნევს იონათამიშვილი.

რა განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდაჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსეთთან ურთიერთობების შესახებ, ნახეთ „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟში.