ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება მედიაში და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მაისის ღონისძიების ფარგლებში პარლამენტის ფასადზე წელს ევროკავშირის დროშა აღარ ფიგურირებს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განმარტებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც ნათქვამია, რომ ყოველ წელს სხვადასხვა თემების ფარგლებში ხდება ქალაქის გაფორმება. ექსპერტი იხსენებს “ნაციოანლური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 26 მაისს, როდესაც ადამიანების გვამებს სახურავებზე ყრიდნენ, მაშინ მათი პროტესტი არ გაუგია. “ნაცმოძრაობის მიერ მოწყობილ 26 მაისს, როცა გვამებს სახურავებზე ყრიდნენ, ამ მანქურთების წკმუტუნი არ გამიგია”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი თინა ტერნერი გარდაიცვალა – BBC
83 წლის ასაკში ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი თინა ტერნერი გარდაიცვალა – ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს როგორც გამოცემა იუწყება მომღერალი ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა.
როკ-ენ-როლის დედოფალად წოდებული თინა ტერნერი განთქმული იყო თავისი მღელვარე და ენერგიული სასცენო შესრულებით, რვაჯერ გახდა გრემის ჯილდოს მფლობელი 2021 წელს კი როკენროლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
„როკ-ენ-როლის დედოფალი“ შვეიცარიაში, ციურიხის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
დანიის პრემიერ-მინისტრი, ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე განიხილება
ამერიკული გამოცემა POLITICO დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიკსენი სერიოზულად განიხილება ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე.
ნატოს მოქმედი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი არ აპირებს თავისი უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებას. ის ამ თანამდებობაზე თითქმის ცხრა წელი მუშაობს და უფლებამოსილება უკვე სამჯერ გაუხანგრძლივეს.
როგორც გამოცემა POLITICO წერს, მოკავშირეები ეძებენ პოლიტიკოსს, რომელსაც მთავრობის მეთაურის გამოცდილება აქვს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ნატოს ყველა წინა ხელმძღვანელი მამაკაცი იყო, ქალი კანდიდატის არჩევის მიზნით ძლიერი ზეწოლა არსებობს.
„ვფიქრობ, ის სერიოზული კანდიდატია“, – განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.
„მას მართლაც სერიოზულად განიხილავენ მოკავშირეები“, – აღნიშნა კიდევ ერთმა დიპლომატმა ცენტრალური ევროპიდან.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფრედერიკსენი იმ ქვეყნიდანაა, რომლის წარმომადგენელს ახლახანს ეკავა აღნიშნულიპოსტი – დანიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს გენერალური მდივანი იყო 2009-2014 წლებში.
,,მიხეილ სააკაშვილის სახელით პედალირება უნდა შეწყდეს” – ხატია დეკანოიძე
მიხეილ სააკაშვილის სახელით პედალირება უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ მედიასთან განაცხადა.
,,ეს ადამიანი არის საპყრობილეში, საავადმყოფოშია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პატიმრობაშია და არ არის კარგად. ბოლო ინფორმაცია არ მაქვს ნამდვილად. მიუხედავად იმისა, სტრასბურგის შუალედური დასკვნა იყო ისეთი როგორიც იყო… ახლა ამ მდგომარეობაში მისი სახელით პედალირება უნდა შეწყდეს. ეს არის ჩემი პოზიცია”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მოძრაობა დროებით შეიზღუდება – თბილისის მერიის განცხადება
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, თავისუფლების მოედანსა და შოთა რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.
,,24 მაისის 23:00 სთ-იდან 27 მაისის 07:00 სთ-მდე ავტომობილების გადაადგილება სრულად შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის ჩათვლით. ასევე, რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე.
გადაადგილება შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. რაც შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას, აქ შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება. კონკრეტულად, გიორგი ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან ივანე მაჩაბლის ქუჩის გავლით.
მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებითვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. მეტროსადგურ “რუსთაველიდან” და მერაბ კოსტავას ქუჩიდან ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზეთისხილის ხემდე.
“თავისუფლება” – რა არის წელს 26 მაისის მთავარი სლოგანი
დამოუკიდებლობის დღეს ტრადიციულად დედაქალაქის მთავარი გამზირი და პარლამენტის შენობა თემატიკასთან შესაბამისი ატრიბუტიკით ფორმდება. წელს ღონისძიების მთავარი სლოგანია “თავისუფლება”, რის გამოც საკანონმდებლო ორგანოს ფასადი და რუსთაველის გამზირი თავისუფლების მთავარი სიმბოლოს – ეროვნული დროშის და 26 მაისის თემატიკით გაფორმდა.
გასულ წელს, 26 მაისის სლოგანი გახლდათ – “ევროპისკენ” და პარლამენტთან საქართველოს დროშასთან ერთად ჩამოიკიდა ევროკავშირის დროშები.
წინა წლებში, სადღესასწაულო ღონისძიებების თემატიკა მოიცავდა ასევე “დამოუკიდებლობიდან 100 წელს” და “ვეფხისტყაოსანს”, შესაბამისად, ფორმდებოდა საქართველოს პარლამენტის შენობაც.
,,რუსეთის ტერიტორიაზე ისევ გვიხილავთ” – „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერი
სულ ცოტა მოთმინება იქონიეთ, რამდენიმე დღე დაიცადეთ და რუსეთის ტერიტორიაზე ისევ გვიხილავთ, – ამის შესახებ „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერმა, „უაით რექსის“ სახელით ცნობილმა დენის კაპუსტინმა განაცხადა. „მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს რუსეთის საზღვართან, უკრაინის ტერიტორიაზე უპასუხა.
მისი თქმით, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ ოპერაციის გაფართოებას აპირებს. ამასთან, მას სამომავლო მოქმედების დეტალებზე არ უსაუბრია.
შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მათ ბელგოროდზე თავდასხმისას ამერიკული ტანკები, კაპუსტინმა უპასუხა, რომ კარგი იქნებოდა, მათ ამერიკული ტანკები ჰქონოდათ, თუმცა, მისივე თქმით, სამწუხაროდ, ასე არ არის.
კაპუსტინმა განაცხადა, რომ „მოხალისეთა კორპუსი“ რუსებისგან შედგება. ამასთან, მისი თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს ისინი დამოუკიდებლად იღებენ. რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებებს, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ ლიდერის თქმით, ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციაში არიან და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან მათ.
„რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წევრებმა მედიასთან შეხვედრა ერთობლივად გამართეს და ჟურნალისტებს წარუდგინეს ბელგოროდის ოლქში შეჭრისას ხელში ჩაგდებული ტექნიკა, კერძოდ, ჯავშანტრანსპორტიორი, ასევე განაცხადეს, რომ ჰყავთ ერთი ტყვე. ასევე, თქვეს, რომ მათ რიგებში არიან დაჭრილები.
,,რუსეთი, სხვა ქვეყნებთან ერთად, აუცილებლად მიაღწევს სამართლიან მსოფლიო წესრიგს”- პუტინი
კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი, სხვა ქვეყნებთან ერთად, აუცილებლად მიაღწევს სამართლიან მსოფლიო წესრიგს.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოდელი, სადაც ზოგიერთი სახელმწიფო სხვის ხარჯზე ვითარდება, წარსულში დარჩება.
პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთის ფედერაცია მზად არის ყველაზე მჭიდრო ურთიერთქმედებისთვის ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოსთან, რათა დაუპირისპირდეს „საერთო საფრთხეებსა“ და გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს კაცობრიობა დგას.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთს ჰყავს მრავალი პარტნიორი სხვადასხვა რეგიონში და სხვადასხვა კონტინენტზე, ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ისტორიულად ძლიერ, მეგობრულ, ჭეშმარიტად სანდო კავშირებს აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოებთან. ჩვენ ამ კავშირებს და მეგობრობას გავაძლიერებთ“, – აცხადებს პუტინი.
,, ყველამ შეძლებისდაგვარად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას”- ხავიერ კალომინა
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კალომინას განცხადებით, ნატო ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოსთან და საქმე, რომელიც ორმხრივ ფორმატში კეთდება, შესანიშნავია.
კალომინას თქმით, ძლიერი შეშფოთებაა არსებითი რეფორმების იმპლემენტაციის დონესთან და ტემპთან მიმართებით, ისევე როგორც უცხოური გავლენების პროექტთან დაკავშირებით.
„რეაქციები, რომელსაც ვკითხულობთ და ვხედავთ, არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. მე გადავეცი ეს გზავნილი თქვენს ხელისუფლებას. ჩვენ გვესმის, რომ ეს მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ რეაქციები საქართველოს მხრიდან იმ მომენტში, როდესაც კრიტიკული მომენტია, ყველამ შეძლებისდაგვარად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას.
ვფიქრობთ, ამგვარმა რეაქციებმა შესაძლოა, შექმნას ჩრდილი, რომ რუსეთის მხრიდან სანქციებისთვის შესაძლო თავის არიდება ხდება ამ კონკრეტულ მომენტში. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო, ყველა უნდა ვიყოთ უკრაინისთვის, ეს არის, რასაც ველოდებით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან. რეაქციები, რომელსაც ვკითხულობთ, რა საკვირველია, ჩვენთვის შეშფოთებას იწვევს და ესეც გავუზიარეთ თქვენს ხელისუფლებას“, – განაცხადა ხავიერ კალომინამ.
,,უკრაინა განაგრძობს რუსული ნავთობისა და გაზის თავის ტერიტორიაზე გატარებას” – The Washington Post
რუსეთის სასტიკი შეჭრის მიუხედავად, რომელსაც ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, უკრაინა განაგრძობს რუსული ნავთობისა და გაზის თავის ტერიტორიაზე გატარებას, რასაც კიევისა და მოსკოვისთვის შემოსავალი მოაქვს და იმის ილუსტრაციაა, თუ რამდენად რთულია სასტიკი მტრებისთვის კავშირების გაწყვეტა, – წერს გაზეთი The Washington Post-ი სტატიაში სათაურით ომის მიუხედავად, უკრაინა რუსული ნავთობისა და გაზის თავის ტერიტორიაზე გატარებას უშვებს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ „უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები დასავლელი პარტნიორებისგან უფრო მკაცრი სანქციების დაწესებასა და რუსეთთან პრაქტიკულად ყველა ეკონომიკური კავშირის გაწყვეტას ითხოვენ და ამბობენ, რომ „მეტი უნდა გაკეთდეს“ რუსეთის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად, თუმცა რამდენად სურეალისტურად არ უნდა ჩანდეს, უკრაინა ამტკიცებს, რომ მას პრაქტიკულად სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა საკუთარი კომერციული გარიგებების შენარჩუნებისა და აცხადებს, რომ ისინი გარკვეულ ბერკეტს აძლევენ კრემლთან მიმართებით და ამცირებენ რუსული სამხედროების მხრიდან საჰაერო თავდასხმების სიხშირეს“. ნაფტოგაზი [უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია] და პოლიტიკური ლიდერები ამტკიცებენ, რომ უკრაინას არ შეუძლია და არ უნდა დახუროს მილსადენები, მათ შორის იმის გამო, რომ კიევის ზოგიერთი ევროპელი მხარდამჭერი ჯერ კიდევ დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე. რუსეთის შემოსავალი და კიევის იმედგაცრუება ახლახან გამოიკვეთა პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმდინარე წლის დასაწყისში ფიქრობდა „დრუჟბას“ ნავთობსადენის აფეთქებაზე. გასულ წელს, რუსეთი დღეში დაახლოებით 300 000 ბარელ ნავთობს გზავნიდა „დრუჟბას“ მილსადენით, რომელიც კვეთს უკრაინას. გარდა ამისა, რუსეთი, ხელშეკრულებით, რომელიც ომამდე გაფორმდა, ასევე ვალდებულია, ყოველწლიურად გადაიტანოს დაახლოებით 40 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უკრაინის გაზის სატრანზიტო სისტემით. „უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისინი რთულ მდგომარეობაში არიან. რუსულ ნახშირწყალბადებს, რომლებიც კვეთენ უკრაინის ტერიტორიას, კრემლისთვის მილიონობით დოლარი მოაქვს და ხელს უწყობს კრემლის ომის მანქანის დაფინანსებას. მაგრამ კიევს ასევე სჭირდება ფული, რომელსაც ის შოულობს ტრანზიტით და სურს იყოს საიმედო ეკონომიკური პარტნიორი ევროპული ქვეყნებისთვის, რომელთაგან ზოგიერთს შეიძლება დაემუქროს ფასების დესტაბილიზაცია, თუ რუსეთის ენერგომომარაგება მოულოდნელად შეწყდება“, – ნათქვამია სტატიაში. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის სანქციებზე მომუშავე ჯგუფმა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი და რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი მაიკლ მაკფოლი ხელმძღვანელობენ, გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა, რომელშიც ასახულია დამატებითი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას რუსეთის დასასჯელად, თუმცა გეგმა აშკარად ითვალისწინებს უკრაინის გავლით რუსული ენერგიის ტრანზიტის შენარჩუნებას.