Home Blog Page 2056

,,მათი ინტერესია, რომ მშვიდობა დასრულდეს და ქვეყანაში იყოს ომი და ნგრევა”- ღარიბაშვილი

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს და არა მხოლოდ სააკაშვილის ოჯახი და პირადად სიმულიანტი სააკაშვილი, მისგან მოდის ყველაფერი რა თქმა უნდა, ამ პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები. როგორც დამნაშავე სააკაშვილის ოჯახის წევრები და მათი ლობისტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მათი ინტერესია, რომ მშვიდობა დასრულდეს და ქვეყანაში იყოს ომი და ნგრევა.

„მათი ინტერესია, რომ ეს მშვიდობა და ყველაფერი დასრულდეს, აქ იყოს ომი, ნგრევა და უბედურება, ისეთი რაც ახლა ხდება უკრაინაში. აი, ეს არის რეალური მიზეზი. ამის თავი და თავი არის რა თქმა უნდა ისევ ვიმეორებ სიმულიანტი სააკაშვილის ოჯახი. მთელმა მსოფლიომ და საზოგადოებამ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართულნი იყვნენ სამწუხაროდ მათ მიერ მოსყიდული კორუმპირებული ზოგიერთი ყოფილი პოლიტიკოსი და მათ შორის სამწუხაროდ სხვა ზოგიერთი ასე ვთქვათ ევროპელიც, სიმართლე არის ერთი – ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ. ეს არის მთავარი.

რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როცა ყოფილი პრეზიდენტი, 9 წელი რომ მართავდა ამ ქვეყანას ეს სიმულიანტი კაცი, მისი ოჯახი იხდის მილიონობით დოლარს, მილიონებს ხარჯავს მთელ მსოფლიოში იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი დაზიანეს, ჩვენი რეპუტაცია შეილახოს, სახელმწიფოს და არა მმართველი პარტიის. საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოს მეგობრებო და ვინც ჩვენს სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, სამწუხაროდ. ეს ყველაფერი არის ამ კამპანიის გაგრძელება, შემადგენელი ნაწილი, ცნობილი გვარები, რომლებიც ყოველდღურად აკეთებენ კომენტარებს, მე აღარ  გავიეორებ ჩემთვის არაფერს ნიშნავს მათი გვარები, ისინი ჩართულნი არიან ამ კორუფციულ კამპანიაში და ესაა ქვეყნის წინააღმეგ მიმართული მტრული კამპანია, ამას სახელი უნდა დავაქრვათ მეგობრებო, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, სიმართლეს, რომელიც ჩვენს მხარეს არის ვერავინ შეეწინააღმდეგება, ვერც ერთი ათეულობით მილიონი დოლარი, რაც არ უნდა ხარჯოს საააკაშილის ოჯახმა, სხვათაშორის კიხთვები უდნა დაუსვათ თქვენ საიდან აქვს 100 მლნ-ზე მეტი ქონება სააკაშვილის დედას, მაგალითად. საიდან ფინანსდება ეს მრავალმილიონიანი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია. კითხვა დაუსვით თქვენს მფლობელებს, რატომ არ უსვამთ ამ კითხვას, საიდან ფინანსდება, საიდან აქვთ ეს არადეკლარირებული მილიონები და რატომ ხარჯავენ სახელმწფოს წინააღმდეგ მტრულ კამპანიაში ამ მილიონებს, ესაა უბედურება,“- განაცხადა პრემიერმა.

,,დღეს ისევ ცდილობენ, რომ საქართველოში სისხლის გუბეები მეორედ დააყენონ”- თამარ ჩიბურდანიძე

მიუხედავად იმისა, რომ მიშას პრეზიდენტობისა და მისი მთავრობის თანამედროვე ვარ, ყველაფერი ვიცი, თუ რა სისაძაგლეს ჩადიოდა ეს ადამიანი და წესით არაფერი არ უნდა გამკვირვებოდა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ანუ სააკაშვილის მტრობა საკუთარი ქვეყნის მიმართ, მაინც ზენიტში იყო, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც დღეს „ნაცმოძრაობის“ და იმ ოპოზიციის მხარდამჭერია, რომლებიც ერთობლივად იბრძვიან „გმირი მიშას“ გადასარჩენად, უკლებლივ ყველა საქართველოს დაუნდობელი მტერია.

„სააკაშვილმა, როდესაც პრეზიდენტი იყო, თავის პირსისხლიან გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის სისხლით და ასობით გვამით მილიარდები იშოვა. ქართველი ხალხის, ქართველი ჯარისკაცების სისხლით, 150 სოფლის, კოდორის ხეობის, მთელი ქართული ეკონომიკის რუსეთისთვის მიყიდვის ფულით, დღეს ისევ ცდილობენ, რომ საქართველოში სისხლის გუბეები მეორედ დააყენონ. ვისაც დღეს სააკაშვილი მოსწონს, ვინც დღეს „ნაცმოძრაობის“ და იმ ოპოზიციის მხარდამჭერია, რომლებიც ერთობლივად იბრძვიან „გმირი მიშას“ გადასარჩენად, უკლებლივ ყველა, პატარა თუ დიდი, მოხუცი თუ პატარა, არის საქართველოს დაუნდობელი მტერი – ამ განცხადების უფლება აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე სააკაშვილის ოჯახის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მაქვს.

წაიკითხონ – ეს არის FARA-ს კანონით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე დადებული ინფორმაცია, ფაქტები და დოკუმენტები, რომელიც სიმართლეს ასახავს. ეს ის კანონია, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩმა რუსულად მონათლა. როგორ შეიძლება ვინმემ ასე მოგატყუოს, სულ მცირე, წერა-კითხვა თუ იცი? თუ ინგლისური არ იცი, სხვას გადაათარგმნინე – როგორ შეიძლებოდა ჩვენს მიერ, FARA-ს საფუძველზე შექმნილი გამჭვირვალობის შესახებ კანონისთვის რუსული ეწოდებინათ იმ რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც ეს გააკეთეს? დღეს მაინც ხომ მიხვდნენ, რა მნიშვნელოვან კანონს აინიცირებდა „ხალხის ძალა“. მართალია, ეს კანონი არ მიგვაღებინეს, მაგრამ მადლობა ისევ ამერიკას და იმ საუკუნის წინანდელ ხელისუფლებას, რომელმაც FARA-ს კანონი მიიღო თავის დროზე, რომელიც არ შეუცვლიათ, პირიქით, გაამკაცრეს და სწორედ ამ ამერიკული კანონის წყალობით (რომლის მიღებაც საქართველოში გვინდოდა), გავიგეთ სიმართლე. თურმე, რამხელა ბოროტებას, მტრობას სჩადიან ქვეყნის წინააღმდეგ.“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

,,ეს ძალიან ბევრმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა”- პრემიერი

შარშან უკრაინა იყო ერთ-ერთი, ვინც დაინტერესებული იყო, რომ ჩვენ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ეს ძალიან ბევრმა ევროპელმა ლიდერმა დამიდასტურა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია.

„ჩვენ უკრაინასთან, უკრაინელ ხალხთან ისტორიულად გვქონდა და გვაქვს ძალიან დიდი პატივისცემა. ძალიან დიდ პატივს ვცემ უკრაინელ ხალხს, ძალიან მიყვარს ეს ხალხი. მინდა მათ კიდევ ერთხელ ვუსურვო მშვიდობა, ქვეყნის გაერთიანება. მაინც მჯერა, რომ ეს კონკრეტული გამოვლინებები და მათ ანგაჟირებულობა დროებითი მოვლენაა და ძალიან მალე დასრულდება“, – განაცხადა პრემიერმა.

,,ვგეგ­მავ, რომ გა­მო­ვი­თხო­ვოთ ჯან­მრთე­ლო­ბის ის­ტო­რია”- ხაჭაპურიძე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ად­ვო­კა­ტის, შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ უტარ­დე­ბა.

“ახლა ვგეგ­მავ, რომ გა­მო­ვი­თხო­ვოთ ჯან­მრთე­ლო­ბის ის­ტო­რია. თუმ­ცა, გუ­შინ ჩვე­ნი იუ­რი­დი­უ­ლი კომ­პა­ნი­ის ად­ვო­კა­ტი შე­სუ­ლი იყო, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კვლავ მძი­მეა. წონა ისევ კლე­ბა­შია, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით მისი წონა 63 კი­ლოგ­რა­მია. რა­ი­მე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა არ ხდე­ბა, ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა მას არ უტარ­დე­ბა და სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ხდე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

ოკუპირებული აფხაზეთიდან ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს.

მათი პანაშვიდი სამების ტაძარში მიმდინარეობს.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, საქართველოში 2 300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით შეიქმნა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავმჯდომარეობს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორის კომისიას. აპარატი ახდენს ნეშტების მოძიებასთან/ამოცნობასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინირებას, მათ შორის, ოჯახების დახმარებას ამოცნობილი ნეშტების დაკრძალვის ორგანიზებასა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა.

,,არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ყველაფერი აკადრო” – ირაკლი ქადაგიშვილი

ვფიქრობ, ეს რეალურად არ შეუშლის ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობას, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ყველაფერი აკადრო. ჩვენც გვაქვს თავმოყვარეობა და ჩვენც უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები, მით უმეტეს, როცა აბსოლუტურად მართლები ვართ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში” პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„თვით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც კი აღარ წარმოადგენს ამ ლობისტური და გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის შემაკავებელ ფაქტორს. სითავხედის დონე უკვე ამ დონემდე არის ასული. გამომდინარე აქედან, ამ პატარა ქვეყანას გვაქვს ერთადერთი გამოსავალი – სიმართლის საუბარი ყველგან – ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. როგორც ყველა ცდილობს თავის ქვეყნის რენომე შეინარჩუნოს, პოლონეთმაც ამ შემთხვევაში, ფაქტზე რომ არაფერი ჰქონდა სათქმელი, აქეთ მაინც შემოგვიტია. ჩვენ იმის უფლება მაინც უნდა დავიტოვოთ, რომ სიმართლე ვთქვათ ხოლმე. არავის ვუტევთ, უბრალოდ ჩვენს გარშემო არსებულ ვითარებაზე სიმართლეს ვლაპარაკობთ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი. პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

მომხდარს პოლონეთის საგარეო უწყებაც გამოეხმაურა, რომლის განცხადებაში აღნიშნულია: „მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტი განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას და ამ კონტექსტში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნოს, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება”.

„ევროპას ვთხოვ, აგვინაზღაურონ უკრაინაში გაგზავნილი მარაგების აღდგენის ხარჯები”- ტრამპმი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის ევროპას სთხოვს, აშშ-ის იარაღის მარაგის აღდგენის ხარჯები დაფაროს, რომელიც ვაშინგტონმა უკრაინის მომარაგებისთვის გამოიყენა.

„სამ წელზე ნაკლები ხნის წინ, მე სრულად აღვადგინე შეერთებული შტატების არმია და ამერიკას ასეთ ძლიერ გლობალურ პოზიციაზე გავიყვანე. ოცდაცხრა თვის შემდეგ, [აშშ-ის] არსენალები ცარიელია, მარაგი ცარიელია, ხაზინა დაცლილია, ჩვენი ქვეყანა სრულიად დამცირებულია და ჩვენ გვყავს კორუმპირებული, კომპრომეტირებული პრეზიდენტი, თაღლითი ჯო ბაიდენი, რომელიც მესამე მსოფლიო ომში გვითრევს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

„ევროპას ვთხოვ, აგვინაზღაურონ უკრაინაში გაგზავნილი მარაგების აღდგენის ხარჯები, რასაც ახლა უნდა აკეთებდნენ, მაგრამ ჯო ბაიდენი ძალიან სუსტია“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ჰაერის ტემპერატურამ სიცილიაზე, თითქმის 47 გრადუს ცელსიუსს მიაღწია

ჰაერის ტემპერატურამ სიცილიაზე, თითქმის 47 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. ამ ფონზე სიცილიის საავადმყოფოების ფედერაცია ექიმებს ხანდაზმული ადამიანებისთვის სახლის პირობებში დახმარების აღმოჩენის გაზრდისკენ მოუწოდებს, რადგან ბევრი მათგანი ძლიერი სიცხის გამო სახლიდან ვერ გადის.

ამავდროულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში მიმართვიანობა 20-25%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს სიცილიაზე ევროპაში რეკორდული მაჩვენებელი – 48,8°C დაფიქსირდა.

“ორმაგი სტანდარტები, გაყიდული რეზოლუციები და ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა არის ის, რასაც გლობალური კონიუნქტურის შემოქმედები კადრულობენ!”

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, პოლონელი ექიმების ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნოს, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ეტაპობრივად იხსნება ყველა კარტი და მოზაიკაც კანონზომიერ სახეს იღებს.

„ჩხრეკის ჩანაწერის გამოქვეყნება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ბიო-მასალის ფეხსაცმლით გამოტანა თანამშრომლობის უმაღლესი სტანდარტია?

ეტაპობრივად იხსნება ყველა კარტი და მოზაიკაც კანონზომიერ სახეს იღებს.

ვინ იყო ჩართული სააკაშვილის ჩამოყვანაში პოლიტ-დევნილად გასაღებაში, მისი ავადმყოფობით სპეკულირებასა და ყველა სპეკულაციით, საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის აყირავების მცდელობაში.

დააკვირდით მასშტაბებს თუ რა დონის საერთაშორისო კამპანიაა წარმოებული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რა ზეწოლის მოგერიება უწევს საქართველოს მთავრობას.

ორმაგი სტანდარტები, გაყიდული რეზოლუციები, სამართლის უგულებელყოფა, რევოლუციური მოწოდებები, ქართველი ხალხის პირდაპირი შეურაცხყოფა და უამრავი ბინძური მეთოდები, რასაც გლობალური კონიუნქტურის შემოქმედები კადრულობენ!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

,,ბავშვობიდან ეუბნებიან, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია”- დაურ ბუავა

აფხაზი ახალგაზრდა დაურ ბუავა ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა, სადაც ისაუბრა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე და აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების განწყობებზე, რომელსაც რუსეთი ქმნის.

„30 წელია ეს კონფლიქტი აფხაზ მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს. მწირი ინფორმაციაა… ბავშვობიდან (მათ) ეუბნებიან, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია. მე თვითონ აფხაზი ვარ, აფხაზეთიდან, ორი წელია თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ ვნახე, ბევრი რამ გავიგე. მესმის, რომ დღეს ქართული მხარე მართლაც აწვდის დახმარების ხელს აფხაზ მოსახლეობას.

აფხაზური ენაც კი საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ქართულ ენასთან გათანაბრებულია. მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა კარგად არ არის ინფორმირებული. მათ მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც უნდათ იცოდნენ… ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც, პრინციპში, 30 წლის წინ კონფლიქტი დააპროვოცირა – ეს იყო რუსეთი“ – განაცხადა დაურ ბუავამ, რომლის ციტატასაც ფეისბუქ გვერდი “აფხაზური ამბები” ავრცელებს.

დაურ ბუავა 2 წელზე მეტია რაც თბილისში ცხოვრობს.

“ისტორიას არ ახსოვს ასეთი კანონდარღვევა, რაც პოლონელმა ექიმმა ჩაიდინა” – გია ვოლსკი

საქართველოს და პოლონეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა მოსაფრთხილებელია, მაგრამ მათაც უნდა გაითვალისწინონ საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრება ფინანსური, მედია რესურსების და იმ ადამიანების ჩართულობით, რომლებმაც გადაწყვიტეს, დააზიანონ საქართველო, უფრო რბილი, დიპლომატიური განცხადება იყო მათგან მოსალოდნელი , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც “ვივამედში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლონეთის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მომხდარზე ინფორმაციის გასაჯაროება და განცხადებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს, თავდაცვისთვის იყო საჭირო.

“ისტორიას ახსოვს დიპლომატიურ ურთიერთობებში, როცა გარკვეული სკანდალური საკითხი არც მთლად ბოლომდეა ხოლმე გარეთ გამოტანილი, მაგრამ არ ახსოვს ისტორიას ასეთი კანონდარღვევა, რომელიც ამ პოლონელმა ექიმმა ჩაიდინა. ორმხრივ ურთიერთობას ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს ამ თაღლითურმა მოქმედებამ, რაც ამ ექიმმა ჩაიდინა. რაც მთავარია, ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, პოლონურ მხარეს, ალბათ, კარგად ესმის და ხედავს, რა პროცესებიც ვითარდება, თუნდაც ბოლო დღეებში, რაც რევოლუციურმა კომიტეტმა განახორციელა, რომ დაუწესდეს ქვეყანას სანქციები სააკაშვილის გამო. როცა ასეთი არაორდინალური სიტუაცია, სკანდალური სიტუაციის შექმნა სურთ საქართველოს გარშემო, ასეთი ბინძური მეთოდებით, სახელმწიფო თავს იცავს კონკრეტული განცხადებების კეთებით, მედიას იმ ინფორმაციის გაშუქებას ვერავინ აუკრძალავს, რაც ხელთ აქვს. ეს არის თავდაცვისთვის გადადგმული ნაბიჯი, რათა ოფიციალურად აღებულ ნიმუშს არავითარი საფრთხე აღარ დაემუქროს. როცა ასეთი დიდი სკანდალი გორდება ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში, რომელიც საქართველოს გარშემო მისმა არაკეთილისმსურველებმა შექმნეს, ეს ძალიან მცირედია, რითაც საქართველომ თავი დაიცვა, როცა ეს ინფორმაცია საჯარო გახადა, რათა არანაირი საფრთხე არ დაემუქროს ოფიციალურ ნიმუშს.

ასეთ დროს, (პოლონური მხარისგან) ჯერ უნდა კეთდებოდეს განმარტებები და განცხადება, რომ არავითარი საშიშროება ოფიციალურ ნიმუშს არ ემუქრება და არანაირი თაღლითურად გატანილი, დაბინძურებული ნიმუში არ იქნება მხედველობაში მიღებული. ამის შემდეგ შეიძლება ითქვას შეუთანხმებლობაზე, რაც ორ მხარეს შეიძლება გააჩნდეს. რაც შეეხება ორმხრივ პოლიტიკურ ურთიერთობებს, აქ საფრთხე არ და ვერ უნდა არსებობდეს, საქართველოს და პოლონეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა არის მოსაფრთხილებელი, მაგრამ მათაც უნდა გაითვალისწინონ საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრება ამხელა ფინანსური, მედია რესურსების და ადამიანების ჩართულობით, რომლებმაც გადაწყვიტეს დააზიანონ საქართველო რეპუტაციულად, მათ უნდა გაითვალისწინონ, რა თქმა უნდა, ეს ვითარება და უფრო რბილი, დიპლომატიური განცხადება იყო მათგან მოსალოდნელი და საჭირო”, – განაცხადა ვოლსკიმ.

“FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტები გვამცნობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები დაქირავებული ლობისტების მიერ იყო შემუშავებული”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც, მისი თქმით, ამხელს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სახელით მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული ლობისტური კამპანიის მასშტაბებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, FARA-ზე გამოქვეყნებული უახლესი დოკუმენტები გვამცნობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდა, არა ,,კეთილმოსურნე” ევროდეპუტატების მიერ იყო დაწერილი, არამედ დაქირავებული ლობისტების მიერ იყო შემუშავებული.

,,უცხოელი აგენტების რეგისტრაციის ამერიკული კანონის (FARA) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაცია ამხელს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სახელით მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული ლობისტური კამპანიის მასშტაბებს. ეს კამპანია ცდილობს არა მარტო მიაღწიოს სააკაშვილის უკანონო დახსნას სამართლიანი და დამსახურებული განაჩენიდან, არამედ, ასევე, დააზიანოს საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე.

FARA-ზე გამოქვეყნებული უახლესი დოკუმენტები გვამცნობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდა, არა ‘კეთილმოსურნე’ ევროდეპუტატების მიერ იყო დაწერილი, არამედ დაქირავებული ლობისტების მიერ იყო შემუშავებული, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ, ჩაემატებინათ სამარცხვინო ჩანაწერები ამ სავსებით უსამართლო რეზოლუციებში.

სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებიდან ვიცით, რომ სააკაშვილის თხოვნა, გადაეყვანათ საზღვარგარეთ ‘შესაბამისი სამედიცინო მკურნალობისათვის’, უარყოფილი იქნა, ვინაიდან მსგავსი მკურნალობა სრულად შესაძლებელი იყო იქ, სადაც სააკაშვილი ამჟამად სათანადო სასჯელს იხდის. ამგვარად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ გაამჟღავნა, რომ სააკაშვილის მიმართ ‘ცუდად მოპყრობის’ კამპანია არა მარტო ხელოვნური, არამედ მთლიანად გაყალბებული იყო.

FARA-ს ახალი დოკუმენტები მთელ ამ ამბავს უფრო დამძიმებულ პერსპექტივაში წარმოაჩენს. სააკაშვილისადმი ცუდად მოპყრობის კამპანია არა მარტო სიყალბესა და მისტიფიკაციას ემყარებოდა, არამედ ევროპარლამენტის რეზოლუციებიც კი , რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული, ლობისტების ხელით იყო შექმნილი.

ამ ახალი, სკანდალური ინფორმაციის საფუძველზე, დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მინდა მივმართო ევროპული პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ სამარცხვინო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, რომ არა მარტო შეაჩერონ საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია, არამედ გამოასწორონ ის ზიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელს მიაყენეს საერთაშორისო მასშტაბით.

ევროპარლამენტის თავმჯდომარე, რობერტა მეცოლა, ახლახანს, სავსებით სამართლიანად აღნიშნავდა, რომ, ყატარგეითის შემდეგ, მნიშვნელოვანია დაინერგოს ახალი წესები, რათა ევროპარლამენტის წევრებს დაევალოთ, საჯარო გახადონ ინფორმაცია ლობისტებთან კონტაქტის შესახებ. სააკაშვილის მთელი საქმის სამარცხვინო გამოცდილების მიხედვით, მე მინდა შევუერთდე ევროპარლამენტში მეტი გამჭვირვალებისა და ანგარიშვალდებულების კამპანიას,”- წერს შალვა პაპუაშვილი.