Home Blog Page 2052

,,ომის გახანგრძლივება, 2024 წელს ბაიდენის ხელახალ არჩევას საფრთხეს შეუქმნის” -La Repubblica

G7 ქვეყნები ომის დასრულების შემდეგ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებენ, – ამის შესახებ იტალიური გაზეთი La Repubblica წერს.

გაზეთის ცნობით, ზოგი შემოდგომაზეც კი საუბრობს, რადგან ომის გახანგრძლივებამ შეიძლება დააზიანოს პრეზიდენტი ჯო ბაიდენის 2024წლის ხელახალი არჩევა.

“როდესაც ევროპაში განხეთქილება უფრო თვალსაჩინო ხდება, ვაშინგტონი აძლიერებს დიპლომატიურ არხებს, რათა თავიდან აიცილოს კონფლიქტის შემდგომი ვიეტნამიზაციის რისკი”, – წერს LA REPUBBLICA. გარდა ამისა, გამოცემიც თანახმად, ამის მიღწევა შესაძლებელია ჩინეთთან ურთიერთობების დათბობის დახმარებით, რომელმაც აშკარა ძალისხმევა მოახდინა მოლაპარაკებების ფრონტზე. ამასთან დაკავშირებით, გაზეთი ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ზელენსკის აიძულებენ შეარბილოს პირობები, რომლებზეც ის მზად არის მოლაპარაკებისთვის.

31 მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით ისევ იწვიმებს – ტემპერატურა ქალაქების მიხედვით

31 მაისს, სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ყველა რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.

მინიმალური ტემპერატურა +12 გრადუსი გუდაურში იქნება, ხოლო მაქსიმალური +29 რუსთავშია ნავარაუდევი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით კი ასეთია:

გაგრა + 23 – წვიმა

სოხუმი + 22 – წვიმა

ზუგდიდი + 23 – წვიმა

მესტია +16 – წვიმა

ფოთი + 20 – წვიმა

ბათუმი + 20 – წვიმა

ოზურგეთი + 22 – წვიმა

ქუთაისი + 25 – წვიმა

ამბროლაური + 25 – წვიმა

ახალციხე + 24 – წვიმა

ბორჯომი +19 – წვიმა

ბაკურიანი + 17 – წვიმა

გორი + 24 – წვიმა

ცხინვალი +22 – წვიმა

სტეფანწმინდა + 17 – წვიმა

გუდაური + 12 – წვიმა

თელავი + 25 – წვიმა

რუსთავი + 29 – წვიმა

თბილისი + 27 – წვიმა

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გადახედეთ სამოქმედო გეგმებს და დროულად შეიტანეთ მათში შესწორებები, ყურადღება გამოიჩინეთ ჯანმრთელობის მიმართ, ერიდეთ მზეს და აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება საკვები პროდუქტების ხარისხს.

კურო

შესაძლოა, მოულოდნელად ძველმა პრობლემამ იჩინოს თავი, მაგრამ ნუ შეშფოთდებით, ყველაფერი არც ისე ცუდადა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. თქვენ აუცილებლად დაძლევთ წინააღმდეგობებს თქვენს გზაზე.

ტყუპები

საქმეები მრავლადაა და ბევრი რამ უნდა მოასწროთ. მიუხედავად იმისა, რომ პერსპექტივები ძალიან შთამბეჭდავია და ყველაფერი მარტივად გეჩვენებათ, ერიდეთ ავანტიურას და მხოლოდ გონივრულად იმოქმედეთ.

კირჩხიბი

რა სირთულესაც არ უნდა გადაეყაროთ, დღეს ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს, დიდებულად შესრულებული სამუშაო სათანადოდ დაფასდება და საკუთარი თავით ძალიან კმაყოფილი იქნებით.

ლომი

სამუშაო პროცესში, მოსალოდნელია დაპირისპირება რომელიმე კოლეგასთან, მართალია, უთანხმოება არ გართულდება, მაგრამ მოგებული დარჩება ის, ვინც პირველი წავა კომპრომისზე.

ქალწული

მოგეცემათ საშუალება იამაყოთ თქვენი შესრულებული სამუშაოს შედეგებით და თავი მეტად მნიშვნელოვან და საჭირო ადამიანად იგრძნოთ. მთავარია, წინსვლამ თავბრუ არ დაგახვიოთ.

სასწორი

დღეს, ნურავის დაუპირისპირდებით და ნუ იქნებით ზედმეტად პირდაპირი, დაიცავით თქვენი ინტერესები გონიერების ფარგლებში და ნუ გადაამეტებთ თქვენს უფლებებს.

მორიელი

შესანიშნავად აფასებთ მთელ ვითარებას, რომელიც ირგვლივ სერიოზული განხეთქილების მიზეზი შეიძლება გახდეს. აიღეთ ინიციატივა თქვენს თავზე და შეუდექით მოქმედებას მდგომარეობის გამოსასწორებლად.

მშვილდოსანი

შემოქმედებითად აქტიური დღეა და შესაძლოა, დიდი წარმატების მომტანიც აღმოჩნდეს თქვენთვის, დღეს, თვითონვე გაგაოცებთ საკუთარი უნარების ახლებური აღქმა.

თხის რქა

ერთფეროვანი და მონოტონური დღე ცუდად აისახება თქვენს განწყობასა და საქმიანობაზე. ნურავის ელოდებით, იზრუნეთ და თვითონ გაიხალისეთ, გააფერადეთ თქვენი ცხოვრება.

მერწყული

ენდეთ საკუთარ ინტუიციასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას, სიფრთხილე გამოიჩინეთ ბიზნესში, განსაკუთრებით ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით. ნუ შეეცდებით ერთ დღეში მწვერვალების დაპყრობას.

თევზები

აიღეთ სტარტი და თანდათან მოუმატეთ ტემპს, ყველას დაანახვეთ თქვენი მონდომება და შეუპოვრობა, საჭირო შემთხვევაში, კარგი იქნება დიპლომატია და მანევრირება.

,,ეს კარგად წარმოაჩენს იმ დამოკიდებულებას რომელიც ოპოზიციას სამწუხაროდ აქვს”- სარჯველაძე

12-პუნქტიან გეგმაში, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ზოგადად გაძლიერებაზეა ერთ-ერთი რეკომენდაცია და ამ თვალსაზრისით 12 პუნქტს პირდაპირ უკავშირდება და ასრულებს ეს საკანონმდებლო ინიციატივა ამ შემთხვევაში, მიუხედავად ამისა ნულოვანი იყო თავიდან ბოლომდე ოპოზიციის ჩართულობა, მონაწილეობა და ინტერესი საზოგადოდ ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან მიმართებით“-ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებების მეორე მოსმენისას განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ეს კარგად წარმოაჩენს იმ დამოკიდებულებას ,რომელიც ოპოზიციას ევრორეკომენდაციების შესრულებასთან მიმართებით აქვს „სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რაოდენ დიდია თავისთავად მნიშვნელობა და ღირებულება ამ საკანონმდებლო აქტის, რომელსაც ვიღებთ ახლა , რადგან თავისი შინაარსით ეს არის კანონპროექტი , რომელიც წლებია ელოდება დღის სინათლეს და მათ შორის ძირითადი მოტივი, რის გამოც იცვლება დღეს მოქმედი კანონი ამ ახლით გახლავთ ის , რომ ევროპული რეკომენდაციების არა, ევროპული დირექტივის მოთხოვნები შესრულდეს, რომელიც მსხვილი ნაწილია ასოციაციების შეთანხმების და ასოციების დღის წესრიგის . მიუხედავად იმისა რომ ასეთი დიდია ამ დოკუმენტის მნიშვნელობა , რასაც ასევე ზრდის ის გარემოებაც, რომ მაგალითად 12-პუნქტიან გეგმაში, როდესაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსტიტუტის ზოგადად გაძლიერებაზეა ერთ-ერთი რეკომენდაცია და ამ თვალსაზრისით 12 პუნქტს პირდაპირ უკავშირდება და ასრულებს ეს საკანონმდებლო ინიციატივა ამ შემთხვევაში, მიუხედავად ამისა ნულოვანი იყო თავიდან ბოლომდე ოპოზიციის ჩართულობა მონაწილეობა და ინტერესი საზოგადოდ ამ საკანონმდებლო ინიციატივასთან მიმართებით.

ეს კარგად წარმოაჩენს ჩემი აზრით იმ დამოკიდებულებას რომელიც ზოგადად ოპოზიციას სამწუხაროდ აქვს , მათ შორის ევრორეკომენდაციების შესრულების და ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებით“ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიდი მნიშვნელობის და მოცულობის საკანონმდებლო რეგულაციების მიუხედავად, სამწუხაროდ ოპოზიციის ყურადღების მიქცევა ვერ შეძლეს. „თუ რამეზე ხელის მოთბობის უნარი არ აქვთ და პოტენციალი არ აქვთ ასეთ შემთხვევაში მათთვის საკითხი, მიუხედავად იმისა რომ ეს შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობის და ინტერესის საგანი იყოს, მათთვის ეს საინტერესო არ ხდება. არადა ეს არის ძალიან საინტერესო, დაწყებული ისეთი საკითხის მოწესრიგებით, როგორიც არის მესიჯების ავტომატურად მოსვლა ,არ მოსვლა , დამთავრებული მაგალითად უსაფრთხოების საკითხებით, მათ შორის მონაცემთა ბაზებისა. მიუხედავად ამ დიდი მნიშვნელობის და დიდი მოცულობის საკანონმდებლო რეგულაციების , სამწუხაროდ ოპოზიციის ყურადღება ვერაფრით ვერ მივიქციეთ“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კადიროვმა რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოითხოვა

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ, რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოითხოვა.

„აუცილებელია, რუსეთში გამოცხადდეს საომარი მდგომარეობა და გამოყენებული იქნეს ამისთვის განკუთვნილი ყველა საბრძოლო რესურსი. სამხედროები და პოლიტიკოსები უკრაინაში უბრალოდ ტერორისტები არიან“, – აცხადებს კადიროვი.

„რუსეთის კარზე ნატოს „ყეფამ“ ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრა გამოიწვია -მსოფლიო ლიდერები უკრაინაში დაწყების მიზეზებზე

2022 წლის 3 მაისს, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რუსეთის კარზე ნატოს „ყეფამ“ შესაძლოა ვლადიმირ პუტინის უკრაინაში შეჭრა გამოიწვია. 2022 წლის 8 მარტს, France 24-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის აღარ ითხოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ვინაიდან ეს დელიკატური საკითხია, რომელიც რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო. 2022 წლის 2 ივნისს, ვაშინგტონში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინს ნაკლები ნატო სურდა და ამიტომ უკრაინაში შეიჭრა, თუმცა ის ახლა უფრო მეტ ნატოს იღებს. 2023 წლის 20 იანვარს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა აღნიშნა, რომ „უკრაინაში ომამდე მე წინააღმდეგი ვიყავი უკრაინის ნატოში გაწევრიანების, რადგან ვშიშობდი, რომ სწორედ ის პროცესი დაიწყებოდა, რასაც ახლა ვხედავთ“.

,,ეს არის ტერორისტული თავდასხმა”- პუტინი (ფოტოები)

ჩვენ არ დაგვიწყია ომი 2014 წელს, კიევის რეჟიმმა დაიწყო ომი დონბასში. ჩვენ არ ვიყენებთ იმ საშუალებებს, რომელსაც უკრაინელები იყენებენ. ამის კიდევ ერთი დადასტურებაა მოსკოვში მშვიდობიან ობიექტებზე თავდასხმა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან განსხვავებით, რუსული არმია ზუსტ დარტყმებს ახორციელებს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის „უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბზე, რომელსაც ორი დღის წინ დაარტყა“. „მოგეხსენებათ, კიევის რეჟიმმა სხვა გზა აირჩია, რუსეთის, მოქალაქეების დაშინებისა და საცხოვრებელ კორპუსებზე დარტყმის მცდელობის გზა. ეს, რა თქმა უნდა, ტერორისტული თავდასხმის ნიშანია“, – აღნიშნა პუტინმა. დღეს მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსკოვს რვა უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს, რომლიდანაც ხუთის ჩამოგდება შეძლეს. უკრაინაში თავდასხმაში კიევის მონაწილეობას უარყოფენ.

 

თეთრი სახლი რუსეთში თავდასხმებს მხარს არ არ უჭერს – როიტერი

თეთრი სახლი რუსეთში თავდასხმებს მხარს არ არ უჭერს – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ აშშ აგროვებს ინფორმაციას მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შესახებ.

როგორც მედია წერს, ვაშინგტონში ხაზგასმით განაცხადეს, რომ აშშ არ უჭერს მხარს რუსეთში თავდასხმებს და ორიენტირებულია უკრაინის დახმარებაზე თავისი ტერიტორიის დაბრუნებაში.

„ჩვენ ვნახეთ ახალი ამბები და ჯერ კიდევ ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მოხდა. ზოგადად, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რუსეთში თავდასხმებს“, – აღნიშნა თეთრი სახლის სპიკერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მომხდარს „ტერორისტული თავდასხმა“ უწოდა. უკრაინაში რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმაში კიევის მონაწილეობას უარყოფენ.

,,საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება“- ზურაბიშვილი (ფოტო)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

ზურაბიშვილის განცხადებით, მიშელმა საქართველოს ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„მადლობა შარლ მიშელს საქართველოს ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ. საქართველო თავის ევროპულ ოჯახში დაბრუნდება“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.

„უკრაინას უფლება აქვს, თავისი თავი საზღვრებს მიღმა დაიცვას“ – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლის განცხადებით უკრაინას „ლეგიტიმური უფლება“ აქვს, რომ საკუთარი თავი საზღვრების მიღმა დაიცვას.

მისივე თქმით, საზღვრებს მიღმა „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების“ განადგურება უკრაინის თავდაცვის ნაწილია.

„მას [უკრაინას] აქვს თავდაცვის ლეგიტიმური უფლება, რა თქმა უნდა, საკუთარ საზღვრებში, მაგრამ მას ასევე აქვს უფლება გამოიყენოს ძალა მის საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალები უკრაინის წინააღმდეგ. ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების განადგურება უკრაინის თავდაცვის ნაწილია“, – განაცხადა კლევერლიმ.

,,პრემიერი დაუპირისპირდა „გლობალური ომის პარტიის პროპაგანდის ძირითად სლოგანს“- შაქარიშვილი

„ბრატისლავაში, ირაკლი ღარიბაშვილმა ისეთი სიმართლე თქვა, რომლის არათუ მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება, გაფიქრებაც კი იკრძალება. პრემიერის მიერ ხმამაღლა ნათქვამმა სიმართლემ გააცოფა ევრო-ბიუროკრატია, რადგან ეს სიმართლე მათ მიერ ნაშენები კონიუნქტურის მიღმაა“, – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, ამით პრემიერი დაუპირისპირდა “გლობალური ომის პარტიის” პროპაგანდის ძირითად სლოგანს – არაპროვოცირებული ომი.

„ბრატისლავაში, ირაკლი ღარიბაშვილმა ისეთი სიმართლე თქვა, რომლის არათუ მაღალი ტრიბუნიდან გაჟღერება, გაფიქრებაც კი იკრძალება. პრემიერის მიერ ხმამაღლა ნათქვამმა სიმართლემ გააცოფა ევრო-ბიუროკრატია, რადგან ეს სიმართლე მათ მიერ ნაშენები კონიუნქტურის მიღმაა. ამით პრემიერი დაუპირისპირდა “გლობალური ომის პარტიის” პროპაგანდის ძირითად სლოგანს – არაპროვოცირებული ომი! რეალურად კი ყველამ იცის, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი პროვოცირებულია და ამ პროქსი ომისთვის მზადება წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ცხადია ეს არ ამართლებს იმ ტრადეგიას, რაც უკრაინაში ხდება, ეს სასწრაფოდ უნდა დასრულდეს და ამაში დიდ როლს შეასრულებს სიმართლე, რეალობის ჯანსაღი გაანალიზება და არა ფსევდო-ტრენდები! ლიბერალური მედია კრძალავს სიმართლის გავრცელებას, მთელს მსოფლიოს ფსევდო-რეალობაში აიძულებს ცხოვრებას და ვინც არ ემონება მათ ნარატივებს, ყველანაირი მეთოდით ცდილობენ მათ გაჩუმებას. ნახეთ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორის ჯონ მერშეიმერის ვრცელი ნაშრომი (“რატომ არის უკრაინის კრიზისი დასავლეთის ბრალი?”https://www.economist.com/…/john-mearsheimer-on-why-the…, ამერიკელი პროფესორი ამაზე ჯერ კიდევ 2014 წელს წერდა. წაიკითხეთ, დიდი ამერიკელი მოაზროვნის, ნოამ ჩომსკის ინტერვიუები (https://geo-first.com/noam-comski-ukraina-tavisufali…/) სადაც ცნობილი მეცნიერი პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის პროვოცირებული და პროქსი ომი. ასევე გაეცანით, მშვიდობის დარგში ნობელიანტის ადოლფო პერეს ესკიველის მოსაზრებებს ამერიკის დღევანდელ პოლიტიკაზე, დაშვებულ შეცდომებზე და ევროპის მდგომარეობაზე. დღეს, ვინც დაყოვნებლივ გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამ სიმართლეს, იქნებ წაიკითხონ ცნობილი ამერიკელი დიპლომატის ჯორჯ ქენანის წერილი, რომელიც 1997 წელს “The New York Times”- ში გამოქვეყნდა NATO-ს გაფართოების პოლიტიკის შესახებ, რასაც ქენანი “საბედისწერო შეცდომას” უწოდებდა. გაიხსენონ, რაზე აფრთხილებდა მათ ჰენრი კისინჯერი და კიდევ ძალიან ბევრი მოაზროვნე ადამიანი. დიახ ბატონებო, შეეგუეთ – ტყუილზე დაშენებული კონიუნქტურა გენგრევათ და საქართველო არ აპირებს ამ ნანგრევებში დარჩენას!“ – წერს ვატო შაქარიშვილი ფეისბუკზე.

„ციტატა ეკუთვნის NATO-ს წევრი ქვეყნის შს მინისტრს”- ქართველიშვილი

„ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა. მან სულეიმან სოილუს საკმაოდ თამამი განცხადების ციტირებამდე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თურქეთი გახლავთ NATO-ს წევრი და EU-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

„Говорит Анкара!“ საინტერესო ციტატა მინდა, მოვიყვანო თურქეთში გამარჯვებული პრეზიდენტის მხარდამჭერი მიტინგიდან. ციტატა ეკუთვნის NATO-ს წევრი და EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს. ბატონმა სულეიმან სოილუმ ბრძანა: „ლაჩრები გვიწოდეთ, თუ არ გავანადგურებთ ყველას, ვინც ამ ქვეყანას ავნებს, მათ შორის ამერიკულ ჯარებს. მომდევნო 5 წლის განმავლობაში თურქეთს ასეთი შესაძლებლობა პირველად გაუჩნდა. ჩვენ პირველად გამოვიჭირეთ დასავლეთი სუსტ მდგომარეობაში. პირველად დავიჭირეთ ამერიკა ასეთ მდგომარეობაში. პირველად 100 წლის განმავლობაში ჩვენ ისინი რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად დავიჭირეთ. ალაჰის ნებითა და წყალობით, ჩვენ ახლა ყველაზე ძლიერ პერიოდში ვართ ბოლო 300 წლის განმავლობაში. ხვალინდელი დღე, დემოკრატიის ძალით, ხალხის ძალაუფლებით, იქნება გარდამტეხი მომენტი დასავლური ძალების ჩაგვრისა და მათი ბოროტი საქმეებისაგან მსოფლიოს გადარჩენაში,“ – წერს დავით ქართველიშვილი.