ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიმს კლევერლის განცხადებით უკრაინას „ლეგიტიმური უფლება“ აქვს, რომ საკუთარი თავი საზღვრების მიღმა დაიცვას.
მისივე თქმით, საზღვრებს მიღმა „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების“ განადგურება უკრაინის თავდაცვის ნაწილია.
„მას [უკრაინას] აქვს თავდაცვის ლეგიტიმური უფლება, რა თქმა უნდა, საკუთარ საზღვრებში, მაგრამ მას ასევე აქვს უფლება გამოიყენოს ძალა მის საზღვრებს მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალები უკრაინის წინააღმდეგ. ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების განადგურება უკრაინის თავდაცვის ნაწილია“, – განაცხადა კლევერლიმ.