Home Blog Page 2048

26 აპრილის ამინდის პროგნოზი

26 აპრილს ქუთაისში +26 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. გამოიდარებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც მზიანი დღეა. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მოსალოდნელია ნალექი, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი. ახალციხეში წვიმს, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +21, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში გამოიდარებს. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი დღე და +10 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ომალოშიც, სადაც დღისით +11, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში წვიმიანი დღე და +20 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +19 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +23 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმაა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

პუტინმა საზღვარგარეთ რუსული აქტივების ჩამორთმევის საპასუხო ზომების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საზღვარგარეთ რუსული აქტივების ჩამორთმევისწინააღმდეგ საპასუხო ზომების განხორციელების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დოკუმენტის თანახმად, საზღვარგარეთ რუსეთის საკუთრებაზე უფლებების ჩამორთმევის ან შეზღუდვის შემთხვევაში, არამეგობრულ ქვეყნებთან დაკავშირებული და რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აქტივებისთვის წესდება გარე მართვა.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, დროებითი მართვა შეიძლება შეეხოს მოძრავ და უძრავ ქონებას, ფასიან ქაღალდებს, აქციებს საწესდებო კაპიტალებში, აგრეთვე ქონებრივ უფლებებს.

„დროებით მართვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება ხორციელდება მისი სარგებლობიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე“, – ნათქვამია განკარგულებაში.

უცხოური აქტივების სიაში, რომლებიც საზღვარგარეთ რუსული აქტივების ჩამორთმევის გამო ფედერალური მთავრობის ქონების მართვის სააგენტოს, „როსიმუშესტვოს“ დროებითი მართვის ქვეშ გადავიდნენ, მოხვდა აქციონერთა წილები ორ კომპანიაში: Fortum-სა (98 პროცენტზე მეტი) და Unipro-ში (83 პროცენტზე მეტი).

სუდანში ლაბორატორიის შენობა დაიკავეს, სადაც სახიფათო ბიოლოგიური და ქიმიური მასალები ინახება- ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სუდანის დედაქალაქ ხართუმში კონფლიქტის შედეგად ლაბორატორიის შენობის დაკავება ბიოლოგიურ საფრთხეს აჩენს, – ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ
ამ ეტაპზე გაურკვეველია, ვის აქვს დაკავებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ლაბორატორია.

არსებული ინფორმაციით, ლაბორატორიაში ჯანმრთელობისთვის სახიფათო ბიოლოგიური და ქიმიური მასალები ინახება. შენობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, რაც ლაბორატორიაში არსებულ მასალას საფრთხეს უქმნის, გარდა ამისა, შესაძლოა, ლაბორატორიაში შენახული სისხლის პაკეტები გაფუჭდეს.

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ ზეწოლას, უხეშობას და ნებისმიერ წვრილმანზე უკმაყოფილების გამოხატვას. ეცადეთ საუბრის დროს მტკივნეულ თემებს არ შეეხოთ. პრობლემის მოგვარებას ის მაინც ვერ შეძლებთ, მისი გამწვავება კი ადვილია.

კურო

შესაძლოა, ნაცნობმა უაზრო დისკუსიაში ან კონფლიქტში ჩაითრიოთ. გრძნობთ, რომ თქვენი გარემოცვიდან რომელიღაც ენერგეტიკული ვამპირი თქვენი ემოციებით იკვებება. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უსიამოვნო სიტუაციაში მოხვედრას მოერიდოთ – ნუ მისცემთ ვამპირებს თქვენზე ზემოქმედების საშუალებას და ამით დაამარცხებთ.

ტყუპები

ამ დღეს თქვენი წარმატების საიდუმლო სიმტკიცესა და მოთმინებაში მდგომარეობს. სანამ თამამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეცადეთ მისი მოსალოდნელი შედეგები გათვალოთ, განსაკუთრებით, როცა საქმე ფულს ეხება. მოერიდეთ ნაჩქარევი, ემოციური გადაწყვეტილებების მიღებას, რომელმაც შეიძლება თქვენ ან თქვენი ახლობელი ადამიანი დააზარალოს.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენ და დიპლომატია ისე შორს ხართ ერთმანეთისგან როგორც არასდროს! ყველაფერს, რასაც გარშემო მყოფებზე ფიქრობთ, პირდაპირ სახეში ეუბნებით, ამასთან დარწმუნებული ხართ, რომ მსოფლიოში ერთადერთი შეუმცდარი ადამიანი ხართ.

ეცადეთ თქვენი მგზნებარე ტემპერამენტი მშვიდობიან კალაპოტში მოაქციოთ, თორემ კონფლიქტს თავიდან ვერ აიცილებთ.

ლომი

ეცადეთ უფროსს თვალში არ მოხვდეთ, რომ მისი ბრაზი და კრიტიკა არ დაიმსახუროთ. ზოგადად, თუ გსურთ, რომ ამ დღემ უსიამოვნო შემთხვევების გარეშე ჩაიაროს, თქვენსა და გარშემომყოფებს შორის იუმორის ფარი უნდა აღმართოთ.

ქალწული

მზად იყავით იმისთვის, რომ შეიძლება საკუთარი ინტერესების დაცვა მოგიწიოთ. ეს შეიძლება იყოს სასამართლო პროცესი ან ფინანსური დავა იყოს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ სადავო სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ და გარშემო მყოფებს საკუთარ სიმართლეს დაუმტკიცებთ. თუნდაც ხელში რკინის არგუმენტები გქონდეთ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დაიცადოთ – სხვა დღეს მოგების მეტი შანსი გექნებათ.

სასწორი

დროა იმოქმედოთ! გეგმების შედგენა მშვენიერია, მაგრამ ისინი ოდესმე უნდა განახორციელოთ. ხელსაყრელი დღეა იმისთვის, რომ გააკეთოთ ის, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ. ნუ შეშინდებით თუ მიზნამდე შორი გზაა. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გზა პირველი ნაბიჯით იწყება.

მორიელი

ამ დღეს ძველი შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობა გექნებათ. ეს შეიძლება საყოფაცხოვრებო საკითხებს, სამუშაოს ან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას ეხებოდეს. რა თქმა უნდა, შეცდომის აღიარება ადვილი არაა, მაგრამ ის მძიმე ტვირთისგან გაგათავისუფლებთ და ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს უსამართლობასთან მებრძოლის ხდებით და ღიად დაუპირისპირდებით ყველას, ვინც გზაზე გადაგიდგებათ. ასეთი დამოკიდებულება ოპონენტების განადგურების საშუალებას მოგცემთ, თუმცა მალე შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ რამდენიმე ახალი მტერი და მეგობარი მოგემატათ.

თხის რქა

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, უარი თქვათ შემოვლით გზებზე იქ, სადაც პირდაპირ სიარული შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ პირდაპირი გზა ყველაზე მოკლეა. თქვენი წარმატების სტრატეგია მარტივია – არანაირი თაღლითობა და ტყუილი. პრობლემების დაძლევაში მხოლოდ გულწრფელობა და პატიოსნება დაგეხმარებათ. მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ.

მერწყული

ამ დღეს მზად ხართ ნებისმიერი ბუზი სპილოდ აქციოთ. ასეთი განწყობა პრიორიტეტების განსაზღვრაში ხელს გიშლით და ვერ გადაგიწყვეტიათ, ჯერ რომელი საქმე უნდა აკეთოთ და რომელი არა. დღემ უაზრო რბოლაში რომ არ ჩაიაროს, გირჩევთ შეისვენოთ და საკუთარ სურვილებში გაერკვეთ.

თევზები

ამ დღეს შეიძლება ვიღაც უნებურად შეურაცხყოთ. მიზეზი ისაა, რომ ჯერ ლაპარაკობთ და მოსალოდნელ შედეგებზე შემდეგ ფიქრობთ. ემოციების გავლენით შეიძლება სხვისი საიდუმლო გაამჟღავნოთ ან თანამოსაუბრეს უსიამოვნო სიმართლე სახეში მიახალოთ. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ვარსკვლავები გირჩევენ, სერიოზული თემებიდან ყურადღება გართობაზე გადაიტანოთ.

საქართველოს ეკლესიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ცეცხლში არ იწვის

 აწყურის ღვთისმშობლის ხატი საქართველოში განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს აწყურის ღვთისმშობლის ხატი. იბერიაში ქადაგება წილისყრით ღვთისმშობელს ერგო, მაგრამ მაცხოვრის ნებით ღვთისმშობელი დარჩა იერუსალიმში და წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული საქართველოში წავიდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მას გადასცა გამოსახულება, რომელიც სასწაულებრივად გამოჩნდა ჩვეულებრივ დაფაზე, რომელიც უწმინდესმა სახეზე მიიდო.

ქართველებმა სთხოვეს, დაეტოვებინათ ხატების სია, ანდრია მოციქულმა კი დაფას შეახო ხატი და მასზე სასწაულებრივად გამოჩნდა ღვთისმშობლისა და ყრმის გამოსახულება. წმინდა მოციქულმა ეს გამოსახულება დატოვა აწყურში (სოფელი ამჟამინდელი გორის რაიონში). ხატს პატივს სცემდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ ბიზანტიაშიც: მის წინაშე ლოცულობდა იმპერატორი ჰერაკლე, რომელიც სპეციალურად მივიდა აწყურში, რათა მადლობა გადაეხადა 625 წლის ომში სპარსელთა დამარცხებაში დახმარებისთვის.

აწყურის ღვთისმშობლის ხატი, რომლის ისტორიაც ორი ათასი წლით თარიღდება, არაერთხელ არის მოხსენიებული ისტორიკოსთა შრომებში, ისტორიულ ლეგენდებში, წმინდანთა ცხოვრებაში. ხატი სასწაულებრივად გადარჩა მე-13 საუკუნეში, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც დაანგრია ტაძარი, რომელშიც ის მდებარეობდა. XV საუკუნეში საქართველოს სპარსელებმა სასწაულმოქმედი ხატი წაართვეს, მაგრამ მომხდარმა უბედურებამ დამპყრობლები აიძულა დიდი პატივით დაებრუნებინათ სალოცავი.

თანამედროვეთა თქმით, ხატი ცეცხლში არ იწვის – ცეცხლი მაშინვე ჩაქრა, როგორც კი ალმა წმინდა სახეს მიაღწია. XVI საუკუნის შუა ხანებიდან ხატი დაასვენეს გელათის სამეფო მონასტერში, სადაც ღვთისმშობლის ხახულის ხატთან ერთად იგი გახდა ამ დიდებული მონასტრის ერთ-ერთი მთავარი სალოცავი. ხატი მოთავსებული იყო დაკეცილი ხატის კარის ცენტრში, ძვირფასი თვლებით შემკულ ოქროს ჩარჩოში. 1952 წელს ხატი გადაასვენეს საქართველოს ხელოვნების ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში.

ლიეტუვის პარლამენტმა არალეგალი მიგრანტების უკან დაბრუნება დააკანონა

ლიეტუვის სეიმმა 25 აპრილს მიიღო კანონი, რომელიც საზღვარზე არალეგალური მიგრანტების უკან დაბრუნებას აკანონებს.

კანონში “სახელმწიფო დაცვის და საზღვრის შესახებ” ცვლილება უკვე შევიდა. მას მხარი პარლამენტის 86-მა წევრმა დაუჭირა, 8 იყო წინააღმდეგი, 20-მა კი თავი შეიკავა.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები, საზღვარზე მიგრანტების განდევნის არსებულ პრაქტიკას აძლიერებს.

განახლებულ კანონს უკვე მოჰყვა უფლებადამცველი ორგანიზაციების კრიტიკა, რომლებიც აცხადებენ, რომ ცვლილებები ლეგიტიმაციას უწევს გაძევებას, პრაქტიკას, რომელიც არღვევს საერთაშორისო სამართალს.

“Amnesty International”-მა გასულ კვირას განაცხადა, რომ კანონი „შუქს უნთებს წამებას”.

თელავის მუნიციპალიტეტში შვილიშვილმა ბებია გააუპატიურა

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბებიის გაუპატიურების ბრალდებით შვილიშვილი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ახალგაზრდა ბებიაზე სისტემატურად ძალადობდა, ფაქტის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც დანაშაულს ბიჭის მამა შეესწრო.

დამნაშავე პოლიციამ დააკავა და სასამართლომ მას უკვე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ეკა სეფაშვილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს

„ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, სორდის კოლბრუნ გილფადოთირს, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციასაც იკავებს, კითხვით მიმართა. სეფაშვილმა დასვა კითხვა იმ მექანიზმების შესახებ, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სესიაზე მიღებულ დოკუმენტში, ნახსენებია რუსეთის აგრესია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს მიმართაც.

„პირველ რიგში ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ, რადგან სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმულია რუსეთის აგრესია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართ. სამწუხაროდ, მსოფლიო მოწმეა ოკუპაციისა და დაპყრობის ბევრი ტიპის. ქალბატონო მინისტრო, თქვენს გამოსვლაში აღნიშნეთ, რომ მულტილატერალიზმის ძალის გჯერათ. რა სახის საერთაშორისო მექანიზმი შეიძლება შემუშავდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხ

„უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ არგუმენტები სუსტია“ – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, არგუმენტები იმის შესახებ, რომ უკრაინა ნატოში არ უნდა გაწევრიანდეს, სუსტია.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში უკრაინის გაწევრიანება გარდაუვალია.

„უკრაინელები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს ალიანსში გაწევრიანებას და განხეთქილება ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ არსებობს.

უკრაინა უნდა გახდეს ნატოს წევრი და ზედმეტად ფრთხილმა სტრატეგიამ შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოთქმულ არგუმენტებს, კარგი ამბავი ის არის, რომ ყოველი ახალი არგუმენტი წინაზე სუსტია. ცუდი ამბავი ის არის, რომ მუდმივად მათი უარყოფა კარგავს ძვირფას დროს ხალხის უსაფრთხოების ხარჯზე. უკრაინას სჭირდება ნატო, ხოლო ნატოს სჭირდება უკრაინა“, – განაცხადა კულებამ.

,,ისინი დაკავებული არიან საკუთარი ქვეყნის დაზიანებით და ტყუილების ტირაჟირებით”- თალაკვაძე

რადიკალურ ოპოზიციას სწყინს ქვეყნის საგარეო და საშინაო წარმატებები. მათ არ აქვთ რეალური დღის წესრიგი, არც სამომავლო გეგმა, არც ლიდერები ჰყავთ, ვისაც შეუძლიათ, გარკვეული შინაარსი შესძინონ ამ პოლიტიკურ ბანაკს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, სრული სიცრუეა, თითქოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა.

„პრემიერ-მინისტრს პარტნიორებთან მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრები ჰქონდა, რაც საქართველოს დაეხმარება, რომ უფრო წინ წაწიოს ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, რადიკალურ ოპოზიციას არ ახარებს და სწყინს ქვეყნის საგარეო და საშინაო წარმატებები. მათ არ აქვთ რეალური დღის წესრიგი, არც სამომავლო გეგმა, არც ლიდერები ჰყავთ, ვისაც შეუძლიათ, გარკვეული შინაარსი შესძინონ ამ პოლიტიკურ ბანაკს. ამიტომ დაკავებული არიან საკუთარი ქვეყნის დაზიანებით და ტყუილების ტირაჟირებით. რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა, თითქოს შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა. ეს არის სიცრუეა, არ ყოფილა დაგეგმილი. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია, თითქოს ბრიფინგი გაუქმდა, უკვე არის პოლიტიკური დიაგნოზი, თუ როგორ არ უყვართ საკუთარი ქვეყანა და როგორ არ აინტერესებთ ქვეყნის იმიჯი. გავიხსენებ წინა შემთხვევას, როცა პრემიერის ვიზიტის დროს მსგავსი ტყუილი მოიგონეს და თქვეს, თითქოს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრა გააუქმა. ვნახეთ, რომ ოპოზიციის ამ განცხადებიდან 20 წუთში, პრემიერი გენერალურ მდივანს მის რეზიდენციაში შეხვდა. საზოგადოებას მათი ასეთი ტყუილები არ უკვირს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“სახალისოა ეს კვლევა” – მაჭარაშვილი IRI-ის კვლევაზე

“სახალისოა ეს კვლევა”, – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 14% კი – “ნაციონალურ მოძრაობას”.  მაჭარაშვილის თქმით, კვლევაში აბსოლუტურად სუბიექტური მიდგომაა.

“სახალისოა ეს კვლევა, შეიძლება ასეც დავარქვათ, იმიტომ, რომ იმ ფონზე, როდესაც „ნაცმოძრაობაში“ ამ პარტიის პოლიტიკურ გარდაცვალებას თავად “ნაცმოძრაობის” ლიდერებიც კი აღიარებენ, 6%-დან 14%-მდე ამ პარტიის რეიტინგის აწევა რამ განაპირობა, ძალიან საინტერესოა. კვლევაში არის აბსოლუტურად სუბიექტური მიდგომა. IRI-ის პირდაპირი მიზანია, რომ უნდა, “ნაცმოძრაობა” იყოს პირველ ადგილზე, მაგრამ ესეც კი ვერ მოახერხა” – თქვა მაჭარაშვილმა.

„აშშ და ევროპა უკრაინის თემაზე უხეშად სპეკულირებენ“ – ლავროვი

„შეერთებული შტატები და ევროპა უხეშად სპეკულირებენ უკრაინის თემაზე, ცდილობენ განვითარებადი ქვეყნები თავიანთ მხარეზე მუქარით გადაიყვანონ და მათი ყურადღება ახლო აღმოსავლეთიდან გადაიტანონ“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„კრიზისები, რომელთა გადაჭრითაც განვითარებადი ქვეყნები არიან დაინტერესებული, ხდება ორმაგი სტანდარტებისა და დასავლეთის კოლონიური ინსტინქტების მსხვერპლი, რომელიც შეპყრობილია ეგოისტური ინტერესებით. მათ სურთ, თავიანთი მოთხოვნები მთელ მსოფლიოს უკარნახონ, უგულებელყონ სხვა ხალხების კულტურა და ტრადიციები და ზოგადად, საერთაშორისო სამართალი“, – განაცხადა ლავროვმა.