Home Blog Page 2048

ეკა სეფაშვილი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს

„ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს, სორდის კოლბრუნ გილფადოთირს, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციასაც იკავებს, კითხვით მიმართა. სეფაშვილმა დასვა კითხვა იმ მექანიზმების შესახებ, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა უნდა უზრუნველყოს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სესიაზე მიღებულ დოკუმენტში, ნახსენებია რუსეთის აგრესია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს მიმართაც.

„პირველ რიგში ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ, რადგან სამიტის დეკლარაციაში ხაზგასმულია რუსეთის აგრესია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართ. სამწუხაროდ, მსოფლიო მოწმეა ოკუპაციისა და დაპყრობის ბევრი ტიპის. ქალბატონო მინისტრო, თქვენს გამოსვლაში აღნიშნეთ, რომ მულტილატერალიზმის ძალის გჯერათ. რა სახის საერთაშორისო მექანიზმი შეიძლება შემუშავდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხ

„უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ არგუმენტები სუსტია“ – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, არგუმენტები იმის შესახებ, რომ უკრაინა ნატოში არ უნდა გაწევრიანდეს, სუსტია.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში უკრაინის გაწევრიანება გარდაუვალია.

„უკრაინელები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს ალიანსში გაწევრიანებას და განხეთქილება ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ არსებობს.

უკრაინა უნდა გახდეს ნატოს წევრი და ზედმეტად ფრთხილმა სტრატეგიამ შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს.

რაც შეეხება ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოთქმულ არგუმენტებს, კარგი ამბავი ის არის, რომ ყოველი ახალი არგუმენტი წინაზე სუსტია. ცუდი ამბავი ის არის, რომ მუდმივად მათი უარყოფა კარგავს ძვირფას დროს ხალხის უსაფრთხოების ხარჯზე. უკრაინას სჭირდება ნატო, ხოლო ნატოს სჭირდება უკრაინა“, – განაცხადა კულებამ.

,,ისინი დაკავებული არიან საკუთარი ქვეყნის დაზიანებით და ტყუილების ტირაჟირებით”- თალაკვაძე

რადიკალურ ოპოზიციას სწყინს ქვეყნის საგარეო და საშინაო წარმატებები. მათ არ აქვთ რეალური დღის წესრიგი, არც სამომავლო გეგმა, არც ლიდერები ჰყავთ, ვისაც შეუძლიათ, გარკვეული შინაარსი შესძინონ ამ პოლიტიკურ ბანაკს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, სრული სიცრუეა, თითქოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა.

„პრემიერ-მინისტრს პარტნიორებთან მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრები ჰქონდა, რაც საქართველოს დაეხმარება, რომ უფრო წინ წაწიოს ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, რადიკალურ ოპოზიციას არ ახარებს და სწყინს ქვეყნის საგარეო და საშინაო წარმატებები. მათ არ აქვთ რეალური დღის წესრიგი, არც სამომავლო გეგმა, არც ლიდერები ჰყავთ, ვისაც შეუძლიათ, გარკვეული შინაარსი შესძინონ ამ პოლიტიკურ ბანაკს. ამიტომ დაკავებული არიან საკუთარი ქვეყნის დაზიანებით და ტყუილების ტირაჟირებით. რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა, თითქოს შარლ მიშელმა პრემიერთან პრესკონფერენცია გააუქმა. ეს არის სიცრუეა, არ ყოფილა დაგეგმილი. ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია, თითქოს ბრიფინგი გაუქმდა, უკვე არის პოლიტიკური დიაგნოზი, თუ როგორ არ უყვართ საკუთარი ქვეყანა და როგორ არ აინტერესებთ ქვეყნის იმიჯი. გავიხსენებ წინა შემთხვევას, როცა პრემიერის ვიზიტის დროს მსგავსი ტყუილი მოიგონეს და თქვეს, თითქოს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა შეხვედრა გააუქმა. ვნახეთ, რომ ოპოზიციის ამ განცხადებიდან 20 წუთში, პრემიერი გენერალურ მდივანს მის რეზიდენციაში შეხვდა. საზოგადოებას მათი ასეთი ტყუილები არ უკვირს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“სახალისოა ეს კვლევა” – მაჭარაშვილი IRI-ის კვლევაზე

“სახალისოა ეს კვლევა”, – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას, 14% კი – “ნაციონალურ მოძრაობას”.  მაჭარაშვილის თქმით, კვლევაში აბსოლუტურად სუბიექტური მიდგომაა.

“სახალისოა ეს კვლევა, შეიძლება ასეც დავარქვათ, იმიტომ, რომ იმ ფონზე, როდესაც „ნაცმოძრაობაში“ ამ პარტიის პოლიტიკურ გარდაცვალებას თავად “ნაცმოძრაობის” ლიდერებიც კი აღიარებენ, 6%-დან 14%-მდე ამ პარტიის რეიტინგის აწევა რამ განაპირობა, ძალიან საინტერესოა. კვლევაში არის აბსოლუტურად სუბიექტური მიდგომა. IRI-ის პირდაპირი მიზანია, რომ უნდა, “ნაცმოძრაობა” იყოს პირველ ადგილზე, მაგრამ ესეც კი ვერ მოახერხა” – თქვა მაჭარაშვილმა.

„აშშ და ევროპა უკრაინის თემაზე უხეშად სპეკულირებენ“ – ლავროვი

„შეერთებული შტატები და ევროპა უხეშად სპეკულირებენ უკრაინის თემაზე, ცდილობენ განვითარებადი ქვეყნები თავიანთ მხარეზე მუქარით გადაიყვანონ და მათი ყურადღება ახლო აღმოსავლეთიდან გადაიტანონ“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„კრიზისები, რომელთა გადაჭრითაც განვითარებადი ქვეყნები არიან დაინტერესებული, ხდება ორმაგი სტანდარტებისა და დასავლეთის კოლონიური ინსტინქტების მსხვერპლი, რომელიც შეპყრობილია ეგოისტური ინტერესებით. მათ სურთ, თავიანთი მოთხოვნები მთელ მსოფლიოს უკარნახონ, უგულებელყონ სხვა ხალხების კულტურა და ტრადიციები და ზოგადად, საერთაშორისო სამართალი“, – განაცხადა ლავროვმა.

„საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლობას „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ომი აქვს გამოცხადებული“ – ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი  მედიასთან IRI-ს კვლევის შედეგებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თავის პარტიას 2%-იანი რეიტინგი განზრახ დაუწერეს.

მისივე თქმით, ერთადერთი პარტია საქართველოში, რომელსაც დღეს რეიტინგი აქვს, „ლეიბორისტული პარტიაა“.

„ძვირფასო ამერიკელებო, წააბრძანეთ კელი დეგნანი აქედან, იგი ბიძინა ივანიშვილის მეგობარი იყო. გვარამია, რომელიც ახლა ციხეშია, საუბრობდა ამაზე, თუ რა ხმებიც დადიოდა. არ შეიძლება ამ ქალის აქ მუშაობა, ის ობიექტური არ არის, სუბიექტურია ამდენი ხანი პარტიის აკრძალვაზე ელჩი რომ არ გააკეთებს განცხადებას, ამერიკისგან დაფინანსებულ არცერთ არასამთავრობოს ნერვი რომ არ შეუტოკდება, როგორ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ამ ორგანიზაციებს საქართველოში უნდოდეთ დემოკრატია, რა განასხვავებთ მათ პუტინისგან?

ანტიამერიკელობას ჩვენ ვერ დაგვაბრალებთ, მაგრამ უნამუსობასაც აქვს საზღვარი. რომ მოაქცევ „ლეიბორისტულ პარტიას“ „გირჩებს“ შუა, წინ რომ გვისწრებს კიდევ „თვალთხარიად“ წოდებული გახარია, აღარ არის უკვე „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი. ერთადერთი, ვისაც დღეს რეიტინგი აქვს, „ლეიბორისტული პარტიაა“. 2%-ს რომ დაგვიწერენ, 2% ნამუსი არ გაგაჩნიათ. რით ვერ დაიღალნენ ჩვენთან ომით? საქართველოში  აშშ-ის წარმომადგენლობას „ლეიბორისტულ პარტიასთან“ ომი აქვს გამოცხადებული“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

,,საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან”- ირაკლი ღარიბაშვილი (ფოტოები)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

პრემიერი ხაზს უსვამს, რომ საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან.

„ბრიუსელში ჩემი ვიზიტის ფარგლებში, შესანიშნავი შეხვედრა მქონდა იენს სტოლტენბერგთან. საქართველო და ნატო საიმედო პარტნიორები არიან. განვიხილეთ ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის დღის წესრიგი, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და მომავალი პარტნიორობის საკითხები”, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

,,ეს არის კატასტროფული მდგომარეობა პოლიტიკურ პალიტრაზე”- ზურაბ ქადაგიძე

„პარადოქსია, რომ დემოკრატიულ წეს-წყობილებაში ვცხოვრობთ, სადაც მესამე, მეოთხე ვადით შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს მმართველი ძალა, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებულია, არამედ იმიტომ, რომ საპირწონე ძალა არ არსებობს ოპოზიციაში. არ გვყავს ოპოზიცია, რომელიც პერსპექტივასა და განცდას შექმნის, რომ შეუძლია, ხელში აიღოს მართვის სადავეები. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა პოლიტიკურ პალიტრაზე,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლების უცვლელობა არა ამჟამინდელი ხელისუფლების უნაკლოებით, არამედ ქვეყანაში არასათანადო ოპოზიციური ძალის არსებობით არის გამოწვეული.

„არა მგონია, ვინმეს ამაღლებული წარმოდგენები ჰქონდეს ხაბეიშვილსა და კეზერაშვილზე. უკვე მაქსიმალურად გამოვლინდა, რომ ეს ადამიანები ძალადობრივი ხასიათის მატარებელნი არიან. ხაბეიშვილი, თუნდაც მისი პარტიის წინამორბედი ლიდერებისგან განსხვავებით, მმართველ-მენეჯერული თვალსაზრისით ნამდვილად ვერ ფლობს უპირატესობას, ინტელექტუალურად შეაფასოს და იმდენად გადაახალისოს პოლიტიკური პარტია, რომ კონკრეტულ ადგილებსა და ოფისებში შექმნას გარკვეული გუნდები. არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რა მოხდებოდა, თუ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არ იქნებოდა. თუ აქამდე პარტია იყო სტატიკურ მდგომარეობაში, ახლა ლევან ხაბეიშვილმა, თითქოს, დინამიკა შემოიტანა ოღონდ იმ თვალსაზრისით, რომ პარტიის სრული დემონტაჟი მიდის. როდესაც მისი დონისა და პოლიტიკური ჰაბიტუსის ადამიანი მიუღებელია თითქმის ყველა რეგიონული ოფისისთვის, თავისთავად, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დემონტაჟი.

ამით არაფერი დააკლდება რადიკალურ ოპოზიციას. ეს ადამიანები გადანაწილდებიან და შეიძლება, მეორე პოლიტიკური ოპოზიციური პარტია აღარ ერქვას ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ დამიჯერეთ, იმ ადგილას თავს იჩენს და წარმოგვიდგება სხვა ოდიოზური ძალები. სამწუხარო რეალობა ერთია, რომ საქართველოში დღეს არ გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც ექნება ხელისუფლების ჩანაცვლების პერსპექტივა. პარადოქსია, რომ დემოკრატიულ წეს-წყობილებაში ვცხოვრობთ, სადაც მესამე, მეოთხე ვადით შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს მმართველი ძალა, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებულია, არამედ იმიტომ, რომ საპირწონე ძალა არ არსებობს ოპოზიციაში. არ გვყავს ოპოზიცია, რომელიც პერსპექტივასა და განცდას შექმნის, რომ შეუძლია, ხელში აიღოს მართვის სადავეები. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა პოლიტიკურ პალიტრაზე. დანარჩენი ლირიკა მგონია, ხაბეიშვილი ადრე თუ გვიან ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებდა თავის პარტიას. ეს დეკადანსი მელიას, შეიძლება, გაჩერებული ჰქონდა და ხაბეიშვილმა უბრალოდ აამუშავა – მეტი არაფერი მომხდარა,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ

“მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას” – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას“.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები მომდევნო შაბათს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“, 14 პროცენტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“, შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის- ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ხმას მიცემდა ორ-ორი პროცენტი. „კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო“, „დროა“, ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“- ერთი პროცენტი.

„პატრიოტთა ალიანსს“, „ხალხის ძალას“ და სხვას, ერთ პროცენტი ნაკლები დაუჭერდა მხარს.

გამოკითხულთა ხუთი პროცენტი კი აცხადებს, რომ მონაწილეობას არ მიიღებდა, კითხვაზე პასუხი არ იცის 20 პროცენტმა, პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა შვიდმა პროცენტმა.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

„ევროკავშირი თქვენთან ერთად დგას ამ გზის თითოეულ ეტაპზე ”- მიშელი (ფოტოები)

საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

და კვლავაც მტკიცედ ერთგულია ევროპული პერსპექტივის, რომელიც ქართველი ხალხისთვის ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს,“- წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი „ტვიტერში“.

,,ღარიბაშვილისა და მიშელის ერთობლივი განცხადება დაგეგმილი არ ყოფილა”- შარლ მიშელის ოფისი

საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ერთობლივი განცხადება დაგეგმილი არ ყოფილა. ამის შესახებ ინფორმაცია “კურიერს“ შარლ მიშელის ოფისში განუცხადეს.

“არანაირი გეგმა არ ყოფილა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივ განცახდებასთან დაკავშირებით“ – ამის შესახებ “კურიერს“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლის მიშელის პრესამსახურში უთხრეს.

შარლ მიშელის ოფისში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის და ირაკლი ღარიბაშვილს ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაიშალა.

“IRI-ს კვლევის თანახმად, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, “ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს” – ირაკლი მელაშვილი

IRI-ს ბოლო კვლევის თანახმად, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს”- ასე ეხმაურება სოციალური ქსელში ექსპერტი, ირაკლი მელაშვილი  IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, საარჩევნო ბარიერის განულება  პოპულისტი და ვერაფრის შემძლე პარტიის თავმჯდომარეების კასტის პოლიტიკაში დარჩენის დაკანონებას მოემსახურება.

“IRI-ს ბოლო კვლევის თანახმად, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს. ესაა რეალობა. რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები, ბარიერის განულება არა ბევრად ხარისხიანი პოლიტიკური სპექტრის ან თუნდაც ახალგაზრდების პოლიტიკაში მოსვლის ხელშემწყობი ფაქტორი გახდება, არამედ თავისთავზე შეყვარებული, ძალად პოპულისტი და ვერაფრის შემძლე პარტიის თავმჯდომარეების კასტის პოლიტიკაში დარჩენის დაკანონებას მოემსახურება.

სწორედ მათ მიერაა საზოგადოებაზე თავსმოხვეული საარჩევნო ბარიერის განულების თემა, რათა ამომრჩევლის რეალური მხარდაჭერის გარეშე მოხვდნენ პარლამენტში, იტივტივონ პოლიტიკაში, იარონ საზღვარგარეთ, გამოჩნდნენ ტვ-ში, ამავე დროს არანაირი გავლენა არ ჰქონდეთ არც საზოგადოებაზე, არც პოლიტიკურ პროცესზე, არ ჰქონდეთ არც პროგრამები არც იდეები, არც აზრიანი შეთავაზებები, არ პასუხობდნენ ამომრჩევლის ინტერესებს და ეს ყველაფერი პლუს უნდა გააკეთონ ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების ხარჯზე.
ქვეყანას ჭირდება საკუთარი ხედვების, ელემენტარული მენეჯმენტის მქონე პოლიტიკური პარტიები და არა პატარა ბელადუკების გარშემო შემოკრებილი ჯგუფები, რომელთაც იმის თავიც არ აქვთ, რომ დღეს ნათქვამი სიტყვა ხვალ არ გადათქვან, საკუთარი პირადი ამბიციები ოდნავ უკან გადაწიონ და ელემენტარულ საკითხებზე ერთმანეთთან ითანამშრომლონ.

აბა დავაკვირდეთ, რა გააკეთეს ამ “ლიდერებმა”, როგორც კი საარჩევნო ბარიერი განულდა. ყველა ასეთი ვაი პოლიტიკოსი პარტიიდან გავიდა და თავისი შექმნა, რომელიც გაცილებით უფრო სუსტია, გაცილებით ნაკლები გავლენის მოხდენა შეუძლიათ პოლიტიკურ პროცესზე, ვიდრე ის პარტია სადაც თითოეული მათგანი ადრე იყო. ანუ ამ კასტის წევრთა პირველი რიგის ამოცანა არაა პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის ქონა, ცვლილებების მოხდენა. ეს მხოლოდ ძლიერ, შიდა კონკურენციის პრინციპებზე აგებულ პოლიტიკური პარტიას შეუძლია, ბევრი ლიდერით, მაგრამ სადაც არც ერთი მათგანი ერთპიროვნული, უპირობო ლიდერი ვერ იქნება. ასეთ ერთობაში ყოფნას, იქ პოლიტიკურ კონკურენციის პირობებში საკუთარი ადგილის მოპოვებას, მათ ურჩევნიათ ერქვათ ნულოვანი გავლენის მქონე, მცირე პოლიტიკური ჯგუფის პირველი კაცები, ლიდერები და ამით მოიფხანონ საკუთარი ეგო. გამაგებინოს ვინმემ მათი ლიდერების რა პრინციპული იდეოლოგიური სხვაობების გამო მივიღეთ ბარიერის განულების შემდეგ ერთის მაგივრად, ორი “გირჩი”, რა მსოფლმხედველობითი განსხვავებები აქვს ერთმანეთთან “დროას”, პარტია “აღმაშენებელს” ან იგივე ზურა ჯაფარიძეს და რატომ უნდა ვაფინანსოთ ამ ტიპის ამბიციების შენახვა ბიუჯეტიდან?

იქნებ ვინმე ღვთისნიერმა ამიხსნას , ყველაფერი ამის შემყურე, საზოგადოების ამოცანა რატომაა ნულოვანი ბარიერის და შესაბამისად ამ პოლიტიკური პარაზიტების კასტის მხარდაჭერა, არსებული აბსოლუტურად უპერსპექტივო პოლიტიკური ვითარების ჩაბეტონება და რეალობაში ამ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის ნებისმიერი ჩანასახის მოსპობა? რატომ გვახვევთ თავზე ან რატომ იჯერებთ ამ ცრუ პოლიტიკურ ამოცანებს?

გამოსავალი არის იმაში, რომ საზოგადოებამ აიძულოს პოლიტიკური ლიდერები გააკეთონ საქმე. ვისაც უნდა პარლამენტში მოხვედრა, კეთილი ინებონ, გაერთიანდნენ გარკვეული ხედვების გარშემო, დაალაგონ მენეჯმენტი, იმუშაონ ამომრჩეველთან, მოსახლეობას გააცნონ საკუთარი მიზნები, პროგრამები, მოიფიქრონ და ატარონ კრეატიული კამპანიები, მოკლედ საკმაოდ მარტივია თუკი საქმის კეთება უნდათ. ერთი 50 000 ხმის მოგროვება მაინც შეძლონ და გვაჩვენონ რომ იმსახურებენ პარლამენტში მოხვედრას, აქვთ ნიჭი და შესაბამისი უნარები. არ ჭირდება პოლიტიკოსებს სასათბურე პირობების შექმნა,”-წერს სოციალურ ქსელში ირაკლი მელაშვილი

https://www.facebook.com/irakli.melashvili.7/posts/pfbid02AQyJd8JrJjNQY9ZcETYpVYgN27A9uGyWqu98wvYzjQyiZcdXB9T3RABzhmS1YNQtl