,,ეს არის კატასტროფული მდგომარეობა პოლიტიკურ პალიტრაზე”- ზურაბ ქადაგიძე

117
spot_img

„პარადოქსია, რომ დემოკრატიულ წეს-წყობილებაში ვცხოვრობთ, სადაც მესამე, მეოთხე ვადით შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს მმართველი ძალა, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებულია, არამედ იმიტომ, რომ საპირწონე ძალა არ არსებობს ოპოზიციაში. არ გვყავს ოპოზიცია, რომელიც პერსპექტივასა და განცდას შექმნის, რომ შეუძლია, ხელში აიღოს მართვის სადავეები. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა პოლიტიკურ პალიტრაზე,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლების უცვლელობა არა ამჟამინდელი ხელისუფლების უნაკლოებით, არამედ ქვეყანაში არასათანადო ოპოზიციური ძალის არსებობით არის გამოწვეული.

„არა მგონია, ვინმეს ამაღლებული წარმოდგენები ჰქონდეს ხაბეიშვილსა და კეზერაშვილზე. უკვე მაქსიმალურად გამოვლინდა, რომ ეს ადამიანები ძალადობრივი ხასიათის მატარებელნი არიან. ხაბეიშვილი, თუნდაც მისი პარტიის წინამორბედი ლიდერებისგან განსხვავებით, მმართველ-მენეჯერული თვალსაზრისით ნამდვილად ვერ ფლობს უპირატესობას, ინტელექტუალურად შეაფასოს და იმდენად გადაახალისოს პოლიტიკური პარტია, რომ კონკრეტულ ადგილებსა და ოფისებში შექმნას გარკვეული გუნდები. არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რა მოხდებოდა, თუ ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე არ იქნებოდა. თუ აქამდე პარტია იყო სტატიკურ მდგომარეობაში, ახლა ლევან ხაბეიშვილმა, თითქოს, დინამიკა შემოიტანა ოღონდ იმ თვალსაზრისით, რომ პარტიის სრული დემონტაჟი მიდის. როდესაც მისი დონისა და პოლიტიკური ჰაბიტუსის ადამიანი მიუღებელია თითქმის ყველა რეგიონული ოფისისთვის, თავისთავად, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დემონტაჟი.

ამით არაფერი დააკლდება რადიკალურ ოპოზიციას. ეს ადამიანები გადანაწილდებიან და შეიძლება, მეორე პოლიტიკური ოპოზიციური პარტია აღარ ერქვას ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ დამიჯერეთ, იმ ადგილას თავს იჩენს და წარმოგვიდგება სხვა ოდიოზური ძალები. სამწუხარო რეალობა ერთია, რომ საქართველოში დღეს არ გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც ექნება ხელისუფლების ჩანაცვლების პერსპექტივა. პარადოქსია, რომ დემოკრატიულ წეს-წყობილებაში ვცხოვრობთ, სადაც მესამე, მეოთხე ვადით შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს მმართველი ძალა, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებულია, არამედ იმიტომ, რომ საპირწონე ძალა არ არსებობს ოპოზიციაში. არ გვყავს ოპოზიცია, რომელიც პერსპექტივასა და განცდას შექმნის, რომ შეუძლია, ხელში აიღოს მართვის სადავეები. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა პოლიტიკურ პალიტრაზე. დანარჩენი ლირიკა მგონია, ხაბეიშვილი ადრე თუ გვიან ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებდა თავის პარტიას. ეს დეკადანსი მელიას, შეიძლება, გაჩერებული ჰქონდა და ხაბეიშვილმა უბრალოდ აამუშავა – მეტი არაფერი მომხდარა,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ