Home Blog Page 2046

,,არცერთი, მხარდამჭერი განცხადება არ გვახსოვს ევროპის სოციალისტური პარტიის მხრიდან”- კობახიძე

2015 წელს გავხდით ევროპის სოციალისტური პარტიის დამკვირვებელი წევრი, თუმცა 2015 წლიდან მოყოლებული არცერთი, თუნდაც მეტ-ნაკლებად ხმამაღალი მხარდამჭერი განცხადება არ გვახსოვს ევროპის სოციალისტური პარტიის მხრიდან, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გაიხსენა ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებსაც სოციალისტების არაერთმა წევრმა დაუჭირა მხარი. საუბარია იმ რეზოლუციებზე, რომელთა ავტორებიც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ. „ბოლო წერტილი იყო ის რეაქცია, რომელიც მათ ჰქონდათ ბუდაპეშტში გამართულ კონფერენციაზე. კონფერენციის სახელწოდება იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. როდესაც ამას აპროტესტებ, სრულიად ცხადია შეუთავსებლობა ჩვენს ღირებულებებსა და ამ ღირებულებებს შორის. ჩვენთვის მიუღებელია ეს ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, რომელსაც, სამწუხაროდ ძალიან აქტიურად მისდევს ბოლო წლები ევროპის სოციალისტური პარტია“, – განაცხადა კობახიძემ.

„რატომ ვართმევთ უფლებას ადამიანს, აირჩიოს რომელი ტრანსპორტით ისარგებლოს?!” – გაიაშვილი

ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი თამაზ გაიაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა აუცილებელია და ვერ ხედავს რეალურ არგუმენტს, რატომ არ უნდა აღდგეს ფრენები იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ყველა სხვა ტრანსპორტის გადაადგილება დაშვებულია. „თუ შეიძლება, რომ [რუსეთ-საქართველოს] საზღვარზე ველოსიპედით გადავიდნენ, ტრაილერებმა იაროს, მსუბუქმა ავტომობილებმა, ავტობუსებმა, ყველა სახის ტრანსპორტმა, თვითმფრინავმა რა დააშავა?! თუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ შემთხვევაში რატომ ვართმევთ უფლებას ადამიანს, აირჩიოს რომელი ტრანსპორტით ისარგებლოს?!“, – განაცხადა გაიაშვილმა. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას ვიზის გაფორმების გარეშე შეძლებენ. პუტინის გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულება, რომლითაც აიკრძალა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

ესტონეთში 14 000 ჯარისკაცის მონაწილეობით ნატოს წვრთნები გაიმართება

ესტონეთში 15 მაისს ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები „გაზაფხულის ქარიშხალი“ იწყება.

სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 14 000-ზე მეტი სამხედრო, მათ შორის 1 500-ზე მეტი ბრიტანელი მიიღებს.

ნატოს წვრთნები 2 კვირა გაგრძელდება.

პირველადი მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს

თურქეთის არჩევნების პირველადი შედეგებით, არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

HaberTurk-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ხმების 9.1%-ია დათვლილი. ამავე მონაცემებით, ერდოღანი 59,47%-ით ლიდერობს, ხოლო მის მეტოქესა და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს 34,79% აქვს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არჩევნები ერდოღანისთვის 20 წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევაა.

თურქეთში არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება. ამას ასევე თან ახლავს, თებერვალში თურქეთში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრა, რის გამოც ერდოღანსა და მის პარტიას ფართოდ აკრიტიკებდნენ და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების არასწორად წარმართვაში ადანაშაულებდნენ.

საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გახდება ცნობილი. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, თუმცა თუ ხმათა უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებენ.

მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში, არჩევნები 28 მაისს გაიმართება.

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია

საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია.­

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დანიის პირველი დიპლომატის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ და დანიაში საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრა გაიმართება როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

„დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.

ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას”, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

თურქეთში არჩევნები დასრულდა – როდის გახდება ცნობილი შედეგები

თურქეთში საარჩევნო უბნები ოფიციალურად 5 საათზე დაიხურა. პირველი შედეგები შეიძლება გვიან საღამომდე არ გამოჩნდეს. თუმცა, საარჩევნო ხელისუფლებამ შეიძლება გადაწყვიტოს და მედიას არჩევნების წინასწარი მონაცემების უფრო ადრე გამოქვეყნების საშუალება მისცეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

არჩევნებს ყურადღებით აკვირდებიან დასავლეთის დედაქალაქებში, ახლო აღმოსავლეთში, ნატოსა და მოსკოვში.

საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი.

,,თაკო ჩარკვიანი ვანო მერაბიშვილის და კეზერაშვილის ხმად გადაიქცა” – მელია

თაკო ჩარკვიანი ბოლო ერთი წელიწადია, გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში, ერთ-ერთი „დამოუკიდებელი“ არხის „ექსკლუზიური“ ინფორმაციის წყაროდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, მხოლოდ სწორი ადამიანების მართალი ბრძოლით აუცილებლად დამარცხდება ოლიგარქი და ყველა ჩრდილოვანი მმართველი, მათი „რუპორეპისათვის“ კი პოლიტიკურ სივრცეში ადგილი არ დარჩება.

„ადამიანი, რომელიც არის პარლამენტში და არავის წარმოადგენს, გარდა კონკრეტული ადამიანების რუპორისა და ჩვენამდე მოაქვს ხმა ჩრდილისა და წარსულის სიღრმიდან.

თაკო ჩარკვიანი, რომელზეც არასდროს დავწერდი სტატუსს, საკუთარ თავს მაინც რომ წარმოადგენდეს პოლიტიკურ, თუ საჯარო სივრცეში. ის ბოლო ერთი წელიწადია, გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში და ერთ-ერთი „დამოუკიდებელი“ არხის „ექსკლუზიური“ ინფორმაციის წყაროდ… „ექსკლუზიურად“ თითო სიუჟეტში ორჯერ მოხვედრის უფლებით…

პოლიტიკა საჯარო საქმეა, პასუხისმგებლობა სიმართლე და ღირსება აქ ბრძოლის მთავარი იარაღია….თანმიმდევრულობა კი მიზნის მიღწევისკენ მიმავალი სწორი, მაგრამ რთული გზა…

მხოლოდ სწორი ადამიანების მართალი ბრძოლით აუცილებლად დამარცხდება ოლიგარქი და ყველა ჩრდილოვანი მმართველი, მათი „რუპორეპისათვის“ კი პოლიტიკურ სივრცეში არც ადგილი დარჩება და არც დეპუტატის მანდატი“, – წერს ნიკა მელია.

დატბორილია მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები – სტიქია გორსა და იმერეთში

გორის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძევერასა და შერთულში მდინარე ლიახვი კალაპოტიდან გადავიდა. დატბორილია მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. რამდენიმე სოფელში სპეცტექნიკა შეიყვანეს. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, სტიქიამ ნათესები გაუნადგურა.

სიმინდებშია წყალი შესული, ვინ ამინაზრაურებს, მითხარით?, – ამბობს ადგილობრივი.

უამინდობაა დასავლეთ საქართველოშიც. რიონის ადიდების და სავალ ნაწილზე გადასვლის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით აიკრძალა.

სტიქიაა იმერეთშიც. ქუთაისი-ალპანას დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ამ დროისთვის აკრძალულია. მიზეზი მდინარე რიონის კალაპოტიდან გადმოსვლა გახდა. დატბორილია საავტომობილო გზა.

მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი მათ საცხოვრებელ სახლებშიც შევარდა – მიყენებული ზარალი ჯერჯერობით უცნობია

თბილისში, მთის გამაგრების სამუშაოების დროს, 2 მუშა დაიღუპა

ტრაგედია თბილისში. სვანეთის უბნის დასახლებაში მთის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა. დასახლებულ პუნქტში, უხვი ნალექის გამო საჭირო გახდა მთის ნაწილის ბეტონის კონსტრუქციით გამაგრება. სამშაოების დროს მთა ჩამოიშალა და მუშები ჩამოშლილმა მიწის საფარმა იმსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გამაგრების სამუშაოები დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით ხორციელდებოდა. შემთხვევა ართვინის ქუჩაზე დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. დაღუპულების ცხედრები ექპერტიზაზე უკვე გადაასვეენეს. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

“ეზოში ვტირიალებდი, დიდმა ხმაურმა მომიყვანა აქამდე… მიწა ჩამოწოლილა და მოყვა 2 მუშა. ტექნიკა მოვიდა, თხარეს, თხარეს და ამოიყვანეს 2 მიცვალებული” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

,,როდესაც სააკაშვილი რუსეთის მოქალაქეებს უხსნიდა სანქციებს, თქვენ მაშინ მას პროდასავლელს ეძახდით” – მდინარაძე

„ვინც საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების არ დაწესების საკითხს პრორუსულად ცნობენ, იმ ადამიანებს მივმართავ: როდესაც მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მოქალაქეებს უხსნიდა სანქციებს, თქვენ მაშინ მას მაინც პროდასავლელს ეძახდით. ხოლო, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს არ უწესებს სანქციებს, ამას ცდილობთ, რომ პრორუსულობა დაარქვათ და იქნებ დაფიქრდეთ, ხომ გაქვთ მშვიდობა აზროვნებაში და ლოგიკაში. რა წარმოდგენა გაქვთ ქართულ საზოგადოებაზე, რომელიც ამას თითქოს ვერ მიხვდება. ამაზე უნდა დაფიქრდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი პატრონები, რას რის გასაღებად ცდილობენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკამ მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა მდინარაძემ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ ეს შეეხებოდა სანქცირებულ ბორტებს და უდიდესი სპეკულაციაა, როდესაც უნდათ ეს განცხადება წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს ეს ზოგადი იყო. მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ სანქციები დააწესებინონ, რაც არის მავნებლობა და საკუთარი მოქალაქეების დაზიანების მცდელობა მათი დასანქცირებით. „პირველი: უდიდესი სპეკულაციაა ის რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება უნდათ გაასაღონ ისე, რომ თითქოს ეს ზოგადი იყო. არა, სინამდვილეში ეს შეეხებოდა სანქცირებულ ბორტებს და ეს იყო ხაზგასმით ნათქვამი. ეს ერთი. მეორე-საქართველო არ აპირებს და ქართული ხელისუფლება არ აპირებს საკუთარი მოქალაქეების დასანქცირებას და მესამე-სანქცირებული ბორტები საქართველოში არ და ვერ იფრენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, ხელისუფლების მხრიდან ამის შესახებ განცხადება გაკეთდა. დანარჩენი ყველაფერი ამასთან დაკავშირებით არის ცალსახა სპეკულაცია. საქართველოს ხელისუფლება იქნება პრინციპული თავის გადაწყვეტილებებში და არ დაექვემდებარება მარტივ, პრიმიტიულ ბულინგს, რომ თითქოს ახლა ტექნიკური საკითხების დაბლოკვით უნდა დასანქცირდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ბოლოს სად მივლენ იცით? ლამის შეიძლება თქვან ბარგის გადმოყრაზე თქვას საქართველომ უარი და მუშებს დაავალონ რომ პატივცემულებო არ გადმოყაროთ ბარგი და იქნება ამით შეფერხდეს ეს ფრენები. ამ ტექნიკურ საკითხებს გაყიდიან პრორუსულ მოძრაობად. არ შეიძლება ამას ჩვენ წამოვეგოთ. ტექნიკური საკითხები, თუ ასე დადგება ნიშნავს ერთი ერთში დასანქცირებას, ოღონდ ტექნიკური კუთხით ამ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების, რასაც რა თქმა უნდა არ ვაპირებთ. ეს გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციის მხრიდან რა მოტივით არის ნაკარნახევი, ეს მეორე საკითხია, ამაზე შეიძლება ბევრი ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ, მაგრამ შედეგი ის რაც არის, მათივე დაწესებული სანქციები, რომლის მოხსნასაც ითხოვდა აშშ, ითხოვდა ევროკავშირი თავის დროზე და დღეს მოიხსნა საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ახლა ჩვენი ოპონენტები ცდილობენ რომ სანქციები რამენაირად დაგვაწესებინონ, ეს არის პირველი- მავნებლობა, მეორე- უსუსური მცდელობა ეს პოზიცია, სახელმწიფოს დაზიანების მცდელობა პრორუსულად გაყიდონ და რაც მთავარია, საკუთარი მოქალაქეების დაზიანების მცდელობა მათი დასანქცირებით.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,ლევან ხაბიშვილს პარტიას კი არა, ორ ბატს არ მიაბარებ სამწყემსად” – თეა წულუკიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ ხელმძღვანელს, პარტიას კი არა, ორ ბატს არ მიაბარებ სამწყემსად”- განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას.

“შესაბამისად, ძნელია, ვინმემ დაიჯეროს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მართავს ის ხუმარა კაცი, რომელზეც გვეუბნებიან, რომ ეს არის ჩვენი ლიდერიო. რა თქმა უნდა, ლიდერები არიან სხვები. გასაგებია, რომ ახლა, ამდენი წლის მერე,  ნიკა მელიას ეყო ვაჟკაცობა და სიმართლე თქვა“, – განაცხადა წულუკიანმა.