Home Blog Page 2046

პირველადი მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანი ლიდერობს

თურქეთის არჩევნების პირველადი შედეგებით, არჩევნებში ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

HaberTurk-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ხმების 9.1%-ია დათვლილი. ამავე მონაცემებით, ერდოღანი 59,47%-ით ლიდერობს, ხოლო მის მეტოქესა და 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს 34,79% აქვს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არჩევნები ერდოღანისთვის 20 წლიანი მმართველობის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევაა.

თურქეთში არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება. ამას ასევე თან ახლავს, თებერვალში თურქეთში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრა, რის გამოც ერდოღანსა და მის პარტიას ფართოდ აკრიტიკებდნენ და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების არასწორად წარმართვაში ადანაშაულებდნენ.

საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გახდება ცნობილი. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, თუმცა თუ ხმათა უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებენ.

მეორე ტურის საჭიროების შემთხვევაში, არჩევნები 28 მაისს გაიმართება.

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია

საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია.­

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დანიის პირველი დიპლომატის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ და დანიაში საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრა გაიმართება როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში.

„დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.

ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას”, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

თურქეთში არჩევნები დასრულდა – როდის გახდება ცნობილი შედეგები

თურქეთში საარჩევნო უბნები ოფიციალურად 5 საათზე დაიხურა. პირველი შედეგები შეიძლება გვიან საღამომდე არ გამოჩნდეს. თუმცა, საარჩევნო ხელისუფლებამ შეიძლება გადაწყვიტოს და მედიას არჩევნების წინასწარი მონაცემების უფრო ადრე გამოქვეყნების საშუალება მისცეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

არჩევნებს ყურადღებით აკვირდებიან დასავლეთის დედაქალაქებში, ახლო აღმოსავლეთში, ნატოსა და მოსკოვში.

საპარლამენტო არჩევნებში სულ 24 პოლიტიკური პარტია და 151 დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. პარტიების ნაწილი არჩევნებში კოალიციებით არის წარმოდგენილი.

,,თაკო ჩარკვიანი ვანო მერაბიშვილის და კეზერაშვილის ხმად გადაიქცა” – მელია

თაკო ჩარკვიანი ბოლო ერთი წელიწადია, გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში, ერთ-ერთი „დამოუკიდებელი“ არხის „ექსკლუზიური“ ინფორმაციის წყაროდ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, მხოლოდ სწორი ადამიანების მართალი ბრძოლით აუცილებლად დამარცხდება ოლიგარქი და ყველა ჩრდილოვანი მმართველი, მათი „რუპორეპისათვის“ კი პოლიტიკურ სივრცეში ადგილი არ დარჩება.

„ადამიანი, რომელიც არის პარლამენტში და არავის წარმოადგენს, გარდა კონკრეტული ადამიანების რუპორისა და ჩვენამდე მოაქვს ხმა ჩრდილისა და წარსულის სიღრმიდან.

თაკო ჩარკვიანი, რომელზეც არასდროს დავწერდი სტატუსს, საკუთარ თავს მაინც რომ წარმოადგენდეს პოლიტიკურ, თუ საჯარო სივრცეში. ის ბოლო ერთი წელიწადია, გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში და ერთ-ერთი „დამოუკიდებელი“ არხის „ექსკლუზიური“ ინფორმაციის წყაროდ… „ექსკლუზიურად“ თითო სიუჟეტში ორჯერ მოხვედრის უფლებით…

პოლიტიკა საჯარო საქმეა, პასუხისმგებლობა სიმართლე და ღირსება აქ ბრძოლის მთავარი იარაღია….თანმიმდევრულობა კი მიზნის მიღწევისკენ მიმავალი სწორი, მაგრამ რთული გზა…

მხოლოდ სწორი ადამიანების მართალი ბრძოლით აუცილებლად დამარცხდება ოლიგარქი და ყველა ჩრდილოვანი მმართველი, მათი „რუპორეპისათვის“ კი პოლიტიკურ სივრცეში არც ადგილი დარჩება და არც დეპუტატის მანდატი“, – წერს ნიკა მელია.

დატბორილია მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები – სტიქია გორსა და იმერეთში

გორის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან. ძევერასა და შერთულში მდინარე ლიახვი კალაპოტიდან გადავიდა. დატბორილია მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. რამდენიმე სოფელში სპეცტექნიკა შეიყვანეს. ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი თქმით, სტიქიამ ნათესები გაუნადგურა.

სიმინდებშია წყალი შესული, ვინ ამინაზრაურებს, მითხარით?, – ამბობს ადგილობრივი.

უამინდობაა დასავლეთ საქართველოშიც. რიონის ადიდების და სავალ ნაწილზე გადასვლის გამო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით აიკრძალა.

სტიქიაა იმერეთშიც. ქუთაისი-ალპანას დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა ამ დროისთვის აკრძალულია. მიზეზი მდინარე რიონის კალაპოტიდან გადმოსვლა გახდა. დატბორილია საავტომობილო გზა.

მოსახლეობა ამბობს, რომ წყალი მათ საცხოვრებელ სახლებშიც შევარდა – მიყენებული ზარალი ჯერჯერობით უცნობია

თბილისში, მთის გამაგრების სამუშაოების დროს, 2 მუშა დაიღუპა

ტრაგედია თბილისში. სვანეთის უბნის დასახლებაში მთის გამაგრების სამუშაოების დროს 2 მუშა დაიღუპა. დასახლებულ პუნქტში, უხვი ნალექის გამო საჭირო გახდა მთის ნაწილის ბეტონის კონსტრუქციით გამაგრება. სამშაოების დროს მთა ჩამოიშალა და მუშები ჩამოშლილმა მიწის საფარმა იმსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, გამაგრების სამუშაოები დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობის დაკვეთით ხორციელდებოდა. შემთხვევა ართვინის ქუჩაზე დაახლოებით 2 საათის წინ მოხდა. დაღუპულების ცხედრები ექპერტიზაზე უკვე გადაასვეენეს. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

“ეზოში ვტირიალებდი, დიდმა ხმაურმა მომიყვანა აქამდე… მიწა ჩამოწოლილა და მოყვა 2 მუშა. ტექნიკა მოვიდა, თხარეს, თხარეს და ამოიყვანეს 2 მიცვალებული” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

,,როდესაც სააკაშვილი რუსეთის მოქალაქეებს უხსნიდა სანქციებს, თქვენ მაშინ მას პროდასავლელს ეძახდით” – მდინარაძე

„ვინც საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების არ დაწესების საკითხს პრორუსულად ცნობენ, იმ ადამიანებს მივმართავ: როდესაც მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მოქალაქეებს უხსნიდა სანქციებს, თქვენ მაშინ მას მაინც პროდასავლელს ეძახდით. ხოლო, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს არ უწესებს სანქციებს, ამას ცდილობთ, რომ პრორუსულობა დაარქვათ და იქნებ დაფიქრდეთ, ხომ გაქვთ მშვიდობა აზროვნებაში და ლოგიკაში. რა წარმოდგენა გაქვთ ქართულ საზოგადოებაზე, რომელიც ამას თითქოს ვერ მიხვდება. ამაზე უნდა დაფიქრდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი პატრონები, რას რის გასაღებად ცდილობენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკამ მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა მდინარაძემ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ ეს შეეხებოდა სანქცირებულ ბორტებს და უდიდესი სპეკულაციაა, როდესაც უნდათ ეს განცხადება წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს ეს ზოგადი იყო. მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ სანქციები დააწესებინონ, რაც არის მავნებლობა და საკუთარი მოქალაქეების დაზიანების მცდელობა მათი დასანქცირებით. „პირველი: უდიდესი სპეკულაციაა ის რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება უნდათ გაასაღონ ისე, რომ თითქოს ეს ზოგადი იყო. არა, სინამდვილეში ეს შეეხებოდა სანქცირებულ ბორტებს და ეს იყო ხაზგასმით ნათქვამი. ეს ერთი. მეორე-საქართველო არ აპირებს და ქართული ხელისუფლება არ აპირებს საკუთარი მოქალაქეების დასანქცირებას და მესამე-სანქცირებული ბორტები საქართველოში არ და ვერ იფრენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, ხელისუფლების მხრიდან ამის შესახებ განცხადება გაკეთდა. დანარჩენი ყველაფერი ამასთან დაკავშირებით არის ცალსახა სპეკულაცია. საქართველოს ხელისუფლება იქნება პრინციპული თავის გადაწყვეტილებებში და არ დაექვემდებარება მარტივ, პრიმიტიულ ბულინგს, რომ თითქოს ახლა ტექნიკური საკითხების დაბლოკვით უნდა დასანქცირდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ბოლოს სად მივლენ იცით? ლამის შეიძლება თქვან ბარგის გადმოყრაზე თქვას საქართველომ უარი და მუშებს დაავალონ რომ პატივცემულებო არ გადმოყაროთ ბარგი და იქნება ამით შეფერხდეს ეს ფრენები. ამ ტექნიკურ საკითხებს გაყიდიან პრორუსულ მოძრაობად. არ შეიძლება ამას ჩვენ წამოვეგოთ. ტექნიკური საკითხები, თუ ასე დადგება ნიშნავს ერთი ერთში დასანქცირებას, ოღონდ ტექნიკური კუთხით ამ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების, რასაც რა თქმა უნდა არ ვაპირებთ. ეს გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციის მხრიდან რა მოტივით არის ნაკარნახევი, ეს მეორე საკითხია, ამაზე შეიძლება ბევრი ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ, მაგრამ შედეგი ის რაც არის, მათივე დაწესებული სანქციები, რომლის მოხსნასაც ითხოვდა აშშ, ითხოვდა ევროკავშირი თავის დროზე და დღეს მოიხსნა საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ახლა ჩვენი ოპონენტები ცდილობენ რომ სანქციები რამენაირად დაგვაწესებინონ, ეს არის პირველი- მავნებლობა, მეორე- უსუსური მცდელობა ეს პოზიცია, სახელმწიფოს დაზიანების მცდელობა პრორუსულად გაყიდონ და რაც მთავარია, საკუთარი მოქალაქეების დაზიანების მცდელობა მათი დასანქცირებით.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,ლევან ხაბიშვილს პარტიას კი არა, ორ ბატს არ მიაბარებ სამწყემსად” – თეა წულუკიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელ ხელმძღვანელს, პარტიას კი არა, ორ ბატს არ მიაბარებ სამწყემსად”- განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას.

“შესაბამისად, ძნელია, ვინმემ დაიჯეროს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მართავს ის ხუმარა კაცი, რომელზეც გვეუბნებიან, რომ ეს არის ჩვენი ლიდერიო. რა თქმა უნდა, ლიდერები არიან სხვები. გასაგებია, რომ ახლა, ამდენი წლის მერე,  ნიკა მელიას ეყო ვაჟკაცობა და სიმართლე თქვა“, – განაცხადა წულუკიანმა.

,,ენმ -ს სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, რომ მე ფრაქციას აღარ ვმართავ” – დეკანოიძე

ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, რომ მე ფრაქციას აღარ ვმართავ, პარტიაშიც აღარ ვარ რამდენიმე თვე, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. ხატია დეკანოიძე „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის გუშინდელ განცხადებას პასუხობს. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მოსაუბრე ფიქციას შევახსენებ, რომ მე ფრაქციას აღარ ვმართავ, პარტიაშიც აღარ ვარ რამდენიმე თვე. ამიტომ მისმა რჩეულმა პარტიამ სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, შეუძლია დატოვოს პარლამენტი. ჩემი წინააღმდეგობა ნამდვილად არ იქნება. რაც შეეხება სხვა შეკვეთილ სიბინძურეს, მსგავსი წულუკიანი/ხაინდრავასგან უკვე მოსმენილი მაქვს (ქუთაისს მიმართავდნენ ადგილობრივი არჩევნების წინ), ამიტომ უხარისხო, მდარე სისულელე არ მაინტერესებს“, – წერს დეკანოიძე. თაკო ჩარკვიანმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „ხატია დეკანოიძე, უპირობოდ ნებაყოფლობითი პაიკი ადეიშვილ-მერაბიშვილისა, ფინანსებზე ძლიერ დამოკიდებული, დღეს რომ თავს იკლავს, ადრე რატომ არ გაგვიგია ერთი სიტყვა რაიმე დანაშაულზე“.

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-ზე ინტენსიური ნალექების შედეგად, მდინარე რიონის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

,,რეალურად წერტილი დაესვა იმ წელიწად-ნახევრიან ფეიკ კამპანიას,,- მდინარაძე

„ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მთავარმა ორგანომ, უფლებების ნაწილში, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ყველაფერი რაც ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოვისმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ცალსახა ტყუილი და ფეიკ კამპანიის ნაწილი“- ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ. „წელიწად-ნახევრის განმავლობაში რამდენი ფული დახარჯეს თქვენ იცით, მხოლოდ ოფიციალური ნაწილი ამ ფულის ხარჯვის მილიონ დოლარს შეადგენდა. ამის იქით შეკვეთილი სტატიებიც ვნახეთ, ისტერიაც ვნახეთ მათ შორის, სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით ყოველდღიურ რეჟიმში იყო კამპანია დალაგებული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სამწუხაროდ ქვეყნის გარეთაც, რომ პრეზიდენტს კლავენ, ყოფილი პრეზიდენტი ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროს თვითდაზიანების რეჟიმში იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო ჯამში მიეღო ის გადაწყვეტილება, რაც მათ სურდათ, რაც არ არის რეალობა და რაც არ გამომდინარეობდა სიმართლისგან და სინამდვილისგან, თუმცა, ეს მათ ვერ მიიღეს. როგორც ჩანს გარკვეულ ძალებს, ჩვენს შემთხვევაში მათ მოვიხსენიებთ ხოლმე, როგორც გლობალური ომის პარტიას და ა.შ. გავლენები სტრასბურგში არ აქვთ, თორემ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მივიღებდით, ეს ძალიან კარგია და რეალურად წერტილი დაესვა იმ წელიწად-ნახევრიან ფეიკ კამპანიას, რომელიც სააკაშვილმა და მისმა თანამზრახველებმა ამ ამბავში დაატეხეს ჩვენ ქვეყანას და ყველაზე სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის იმიჯს აზიანებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ტყუილები დააჯერო როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ საზოგადოებას – ეს არის სამწუხარო, ეს არის ცუდი, რის შედეგებსაც ალბათ ბოლომდე ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ ზედმეტ-ნაკლებად ამის გაკეთება შეიძლება იმიტომ, რომ სტრასბურგმა თავისი სიტყვა თქვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.