Home Blog Page 2031

“იმ ცილისწამების ავტორები, თითქოს კადიროვის ბანდის წევრები საქართველოში სამხედრო ბანაკებს აწყობენ, ქართველი ხალხის დაუძინებელი მტრები არიან”- ხაინდრავა

30 ვერცხლია მათი ფასი მათი პატრონებისაც, – ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ზე წერს.

„კადიროვის ბანდის წევრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სამხედრო ბანაკებს აწყობენ!”
ამ ცილისწამების ავტორები და გამავრცელებლები არიან სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის დაუძინებელი მტრები!
30 ვერცხლია მათი ფასი მათი პატრონებისაც!“, – წერს გოგა ხაინდრავა.

სახაჭაპურე „რეტროში“ მომხდარი ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სახაჭაპურე „რეტროს“ ყოფილი მენეჯერი მარია ზოიძე Facebook-ზე აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც, მისი თქმით, რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანს სცემს.

ზოიძე წერს, რომ თავად რეტრო ცოტა ხნის წინ დატოვა, რადგან ვარშანიძემ ხალხით სავსე რესტორანში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა.

„პოსტს ვწერ ძალიან აღელვებული, გაბრაზებული, თუმცა სრულიად რაციონალური გონებით.

მინდა ჩემი და იმ ადამიანების გამოცდილება მოგიყვეთ, რომელთაც ერთი სამუშაო სივრცე, რესტორანი რეტრო, გვაერთიანებდა. ვფიქრობ, რომ არ უნდა დავაყოვნო და ყველაფერი მოვყვე. გთხოვთ, ბოლომდე წაიკითხოთ ისტორია.

მე, პირადად, რესტორან „რეტროში“ მენეჯერის პოზიცია მეკავა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. კონკრეტულ შემთხვევამდეც არ სუფევდა რესტორანში სამართლიანობა და ადამიანური მოპყრობა, მაგრამ მთავარი მაშინ დაიწყო, როცა რუსების შემოდინებიდან მალევე, მოიყვანეს რუსი მიმტანები, რუსი დიზაინერები და რუსი ფსევდო PR-ები, რომლებმაც არც ქართული იცოდნენ, არც ინგლისური და გვიქმნიდნენ ტოქსიკურ სამუშაო გარემოს. მათი აყვანიდან მალევე დაიწყო ამ ხალხის უპირატესად წარმოჩენა და გამუდმებით ჩვენი დაკნინება (გამომდინარე მფლობელის პრორუსული დამოკიდებულებიდან).

ამ სიტუაციაში რამდენიმე თვე მომიწია მუშაობა, თუმცა მთავარი მაშინ დაიწყო, როდესაც რეტროს მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ პიკის საათებში, როდესაც უამრავი სტუმარი იყო რესტორნის შუა დარბაზში, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით „შემამკო“. თავი დამცირებულად ვიგრძენი და სამსახური მაშინვე დავტოვე.

გუშინ კი ბევრად უარესი რამ მოხდა. რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელიით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ სადაც საჭიროა.

საშინელი შიშის შეგრძნება მაწუხებს. ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც რესტორნის მფლობელი ხელით ეხება თანამშრომლებს. ძალიან ბევრი რამის თქმა არის შესაძლებელი ამ ამბით მათზე და ასევე სხვებზეც.

მთელი ქვეყანა, რომ რუსეთის ჯიბის რესტორნად იქცა, ფაქტია. ჩვენ კი, მათ პირად მოსამსახურეებად. ამ ერთი ამბიდანაც კი მარტივად შეგიძლიათ დაასკვნათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების რეალისტურობა. კაცი, რომელიც არის გავლენიანი, პრივილეგირებული რომელსაც გუშინ ხელით შეეხო და ჰგონია, რომ როგორც აქამდე, ახლაც მარტივად გაუვა თავისი გავლენების გამო.

გთხოვთ რითიც შეძლებთ დაგვეხმაროთ და გავაგებინოთ ადამიანებს რა ხდება ყველაზე პოპულარულ რეტროში. სცემა გუშინ ადამიანი რესტორნის მფლობელმა სცემა მიმტანი“, – წერს მარია ზოიძე.

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

,,ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის”- პაპუაშვილი

ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის, ბრძოლა ამ ჯგუფის – ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ დააბრუნონ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ ხდება საბაბების მოძიება და ამ საბაბად ძირითადად გამოყენებულია ევროკავშირის თემა და რუსეთის საკითხი, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან პრემიერ-მინისტრის ნატოს შესახებ კომენტარის ინტერპრეტაციაზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოზე იქმნება გარკვეული ყალბი აღქმები, რომლებსაც ფაქტები უნდა დაუპირისპირდეს. „ეს ზუსტად რომ სასკოლო მაგალითია იმისა თუ როგორ ხდება საქართველოზე ყალბი აღქმების შექმნა და როგორ ხდება შემდეგ ამ აღქმებით გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ მიყვანა ამა თუ იმ ინსტიტუციის, პოლიტიკოსისა თუ სახელმწიფოსი. ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვამბობთ, რომ აღქმებს უნდა დავუპირისპიროთ ფაქტები. ფაქტები საბოლოო ჯამში იმარჯვებს, თუმცა ეს ყალბი და მანიპულაციური კამპანიები თავის ნალექს ტოვებს“, – მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე. ბრატისლავის უსაფრთხოების ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მიზეზებზე ისაუბრა და ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა დაასახელა. მის ამ განცხადებას რადიკალური ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. თუმცა, იმაზე, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნატოს გაფართოების პერსპექტივაა, მსოფლიო ლიდერები მუდმივად საუბრობენ.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი „ტურისტი“ დაიღუპა (ფოტოები)

ოკუპირებულ აფხაზეთში, იუფშარის კანიონში კლდის ჩამოშლისას რუსი „ტურისტი“ დაიღუპა, – ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება. განცხადებაში აღნიშნულია, კლდის ჩამოშლისას ქვები იმ ავტომობილს დაეცა, რომელშიც რუსი იმყოფებოდა. შემთხვევისას დაშავდა კიდევ ერთი რუსი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

 

,,ერთიანი ძალებით „რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს უნდა შევებრძოლოთ“- ირაკლი ნადირაძე

ნიკა გვარამიას გზავნილი არის ძალიან ზუსტი, ახლა არ არის დაპირისპირების დრო, პირიქით, რუსი ოლიგარქის ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ, – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა პროდასავლური ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და ერთიანი ძალებით „რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს უნდა შეებრძოლონ“.

„ნიკა გვარამიას გზავნილი არის ძალიან სწორი და ზუსტი, მაშინ, როდესაც რუსი ოლიგარქი ივანიშვილის სახით, ფაქტობრივად, შენ კრემლის ფილიალს საქართველოში ებრძვი. ახლა დაყოფის, დაპირისპირების, წარსული კომპლექსების დრო არ არის, ყველა პროდასავლური ოპოზიცია უნდა გავერთიანდეთ და ერთად რუს ოლიგარქ ივანიშვილს უნდა შევებრძოლოთ, რომ ის სინერგია შევქმნათ, რომელიც მისი ავტოკრატიული რეჟიმის დასამარცხებლად საჭირო იქნება“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

,,ივანიშვილს არასდროს ნდომებია მისი პატიმრობა….” – ლევან გოგიჩაიშვილი

საქართველოს გენერალური პროკურატურის პასიურობის გამო, ზურაბ ადეიშვილი ამოღებულია ინტერპოლის ძებნიდან იმიტომ, რომ ქართულმა მხარემ არ მოინდომა მისი ექსტრადიცია საქართველოში – განაცხადა “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა  რადიო “ჯორჯიან-თაიმსი”-ს ეთერში სტუმრობისას.

“ექსტრადიციის პოლიტიკას ატარებს იუსტიციის სამინისტრო. გახსოვს როდისმე, თეა წულუკიანი ჩასულიყო უკრაინაში და ოფიციალურად ეთქვას, რომ გამატანეთ დამნაშავე სააკაშვილი, ადეიშვილი და ეს ჯალათები, ვინც აქ არიან? – ერთხელ მაინც ჩასულა?, არა, რატომ?

რამდენჯერაც დავაყენე ეს საკითხი უმრავლესობაში, იმდენჯერ შემავიწროვეს იმიტომ, რომ არასდროს არ ნდომებია ივანიშვილს სააკაშვილის ყოფნა ციხეში.

სააკაშვილი მაწვნის მანქანით რომ არ ჩამოსულიყო, არასდროს არ მოუნდებოდა ივანიშვილს, რომ სააკაშვილი ჰყოლოდა ციხეში, არ იყო ეს მისი ამოცანა და არასდროს არ ყოფილა სააკაშვილის პატიმრობა ივანიშვილის თვითმიზანი

თვითმიზანი აისახება სამთავრობო ქმედებაში, როდესაც იუსტიციის მინისტრი დადის ქვეყანა-ქვეყანა და ეუბნება ადამიანებს – ეს დამნაშავე ხალხი გამატანეთ, იმიტომ, რომ მათ ხალხის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი.

სულ ვეუბნებოდი, “ნაციონალური მოძრაობა” რომ ერთვებოდა უკრაინულ არხებზე, მოდი ჩვენც ჩავერთოთ და ავუხსნათ ამ საზოგადოებას, ვინ არიან ეს ხალხი – არა, არა, არა და ეს გაუთავებელი არა, საბოლოო ჯამში აისახა ამ პოლიტიკაში”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს სააკაშვილს დიდი მხარდაჭერა აქვს უკრაინაში, ეს არიან ცალკეული ადამიანები, სხვა დანარჩენებს კი მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ.

გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ძირითადი მხარდაჭერა პოლონეთიდან აქვს მას კაჩინსკის ფლანგიდან, ისიც პირადი ურთიერთობებიდან და ფაქტორებიდან გამომდინარე.

,,… ისინი LGBTQIA+ თემის რეალური პრობლემების აღსაქმელად არ არიან მზად”-ქართველიშვილი

„ამერიკელი „ექსპერტების“ უბედურება იმაშია, რომ სინამდვილეში ისინი ჯერ არ არიან მზად, აღიარონ LGBTQIA+ თემის რეალური პრობლემები: ეს ადამიანები არ არიან ნორმალურები! ისინი იძულებით არსებობენ სულ სხვა, ბიბლიურ კანონებზე შექმნილი გარემოს მიღმა, არანორმალური დეფექტებით, გაუკუღმართებული ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური გადახრებით, რის გამოც განწირულები არიან, ტანჯვაში გაატარონ ეს წუთისოფელი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, LGBTQIA+ თემის ადამიანებს საშუალებას არ აძლევენ, დაინახონ საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემები. ამის გამო ისინი ვერ გრძნობენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად თავს და სუიციდისკენ არიან მიდრეკილნი.

„ძალიან საინტერესო სტატია გამოვიდა New York Times-ში, სახელწოდებით „რას ნიშნავს დღევანდელ ამერიკაში იყო ქვიარ-სტუდენტი“. ამ ავტორიტეტული გამოცემის მკვლევრებმა გააკეთეს „პარადოქსული აღმოჩენა“: მიუხედავად იმისა, რომ LGBTQIA+ თემის სოციალური ინკლუზიურობა და საზოგადოებრივი ადაპტაცია ამერიკაში არანაირ პრობლემას არ განიცდის, კოლოსალური უთანასწორობა იკვეთება „ქვიარებისა“ და მათი „ნორმალური“ თანატოლების ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის. იგივე სურათი იკვეთება მათ მენტალურ ჯანმრთელობაშიც, სადაც ეს უფსკრული მხოლოდ იზრდება.

Trevor Project-ის კვლევებით დადგინდა, რომ LGBTQIA+ თემის ახალგაზრდებს შორის ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა, ასევე, სუიციდური აზრების სიხშირე. ამერიკულ საზოგადოებაში ამ კვლევების „პარადოქსულობა“ იმაში გამოიხატება, რომ, გაბატონებული მოსაზრების თანახმად, LGBTQIA+ თემის წარმომადგენლები „აბსოლუტურად ნორმალურები“ არიან. მაგრამ ის ფაქტი, რომ ჰეტეროსექსუალებთან შედარებით მათი წარმომადგენლები ლიდერობენ ისეთ კატეგორიებში, როგორიც არის ნარკომანია, ანტიდეპრესანტ-თერაპია, სუიციდი, პედოფილია, იმის ბრალია, თურმე, რომ ისინი ამერიკაში მაინც განიცდიან საზოგადოებრივ დისკრიმინაციას. როგორც კი შეწყდება მათი „რეპრესირება“, ვითარება მაშინვე „ნორმაში ჩადგება“.

ანუ, მითი LGBTQIA+ თემის „აბსოლუტური ნორმალურობის“ თაობაზე დაიმსხვრა. მათ აშკარად „რაღაც“ სჭირთ. და New York Times-ის ექსპერტებმა გამოიტანეს „საჭირო“ დასკვნები: ჯერ კიდევ არ არიან დამარცხებულნი ქვიარების ძირითადი მტრები – კონსერვატორები. ეს რესპუბლიკელების და ტრამპის „ფან-კლუბის“ ბრალია, თურმე, რომ ახალგაზრდობის რიგებში დღეს ყოველი მეორე ტრანსგენდერია, ყოველი მეხუთე – ბისექსუალი, ხოლო მათ თავის ქალებში კი სერიოზული პრობლემები აქვთ. მაგრამ ამ „საექსპერტო“ დასკვნებს თავი დავანებოთ…

ამერიკელი „ექსპერტების“ უბედურება იმაშია, რომ სინამდვილეში ისინი ჯერ არ არიან მზად, აღიარონ LGBTQIA+ თემის რეალური პრობლემები: ეს ადამიანები არ არიან ნორმალურები! ისინი იძულებით არსებობენ სულ სხვა, ბიბლიურ კანონებზე შექმნილი გარემოს მიღმა არანორმალური დეფექტებით, გაუკუღმართებული ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური გადახრებით, რის გამოც განწირულები არიან, ტანჯვაში გაატარონ ეს წუთისოფელი. ასთმით დაავადებულები განა იმიტომ არ იღებენ მონაწილეობას სპრინტში, რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერა აკლიათ, არამედ იმიტომ, რომ სირბილის დროს უჰაერობის გამო იხრჩობიან.

არ არსებობს იმაზე დიდი მზაკვრობა, „დახარვეზებულ“ ადამიანს დაუმალო მისი არასრულფასოვნების არსი, მისი ავადმყოფური მდგომარეობა, თუნდაც იმ მიზნით, რომ მისცე საშუალება, გაიაზროს საკუთარი „არანორმალურობა“, რათა მასთან შეგუების შესაძლებლობა მიეცეს. ასეთი ადამიანი განწირულია დასაღუპად ორსავე სოფელსა შინა…“, – წერს დავით ქართველიშვილი.

,,როგორ ხარ მეგობარი, თუ რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენებ?!”- მეუფე იაკობი

როგორ ხარ მეგობარი, თუ რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენებ?!, – განაცხადა ბოდბელმა მიტროპოლიტმა, იაკობმა სადღესასწაულო ქადაგებისას.

მეუფე იაკობმა 2008 წლის ომის შედეგები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა ომის შედეგად გარდაცვლილი გმირები მიატოვეს და ფრონტიდან მათი გამოყვანა მხოლოდ პატრიარქმა ილია მეორემ და სასულიერო პირებმა ითავეს.

„როგორ ხარ ჩემი ან პარტნიორი, ან მეგობარი თუ წახვალ-წამოხვალ და რუსეთთან და ბელარუსთან ერთად მომიხსენიებ?! 2008 წლის ომის შემდეგ, თვითონ მაქვს ნანახი, რუსეთის მხარეს როგორ იდექი და როგორ ქილიკობდი ქართველების მიმართ, ჩვენი დაღუპული, გმირი ბიჭების მიმართ. ეკლესიას უფლება აქვს ილაპარაკოს, რადგან 2008 წელში მაშინდელი სამარცხვინო ხელისუფლების მოთავეებმა, პრეზიდენტიდან დაწყებული, თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი იყო, მიატოვეს ბიჭები და პატრიარქმა გამოიყვანა იქიდან. თავი დავიმცირეთ, რუსეთის წინააღმდეგ შევედით, რომ ჩვენი ბიჭები იქ არ დაგვეტოვებინა“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, თბილისში აქცია გაიმართა

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია გაიმართა.

ნავალნის, რომელიც თავის 47-ე დაბადების დღეს სამარტოო საკანში შეხვდა, მხარდაჭერა თბილისში მცხოვრები რუსების ნაწილმა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2022 წლის 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს 3.5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აღსასრული გარდაუვალია”- სარჯველაძე

ადამიანები, ვისაც კარგად ახსოვთ რა ტიპის მმართველობასთან გვქონა საქმე, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ვაფასებთ, მგონი ნათელია, რომ ეს იყო ძალიან რბილად გაკეთებული შეფასება, თუმცა, აღიარება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს.

„ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ეს იყო პოლიტიკური პარტია, რომელიც მართავდა სახელმწიფოს, მოგვიანებითაც იგივე ინსტრუმენტებით, რომ მათ არსენალში რა იარაღებიც მოიძებნება, ეს არის რეპრესიული, ძალადობრივი და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გამთელავი მეთოდების ერთობლიობა. იგივე ტიპის მმართველობაა დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური აღსასრული გარდაუვალია. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პარტია აღარ არსებობს“, – აცხადებს სარჯველაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა ღვივდება – პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის კრიტიკას საჯაროდ აღარ ერიდება.

„ვანო მერაბიშვილმა რომ გამოაცხადოს, რომ „ქართულ ოცნებას” უჭერს მხარს, დაგანახებთ რა მხარდაჭერა დაემატება ენმ-ს და რა დააკლდება „ქართულ ოცნებას”, – აცხადებს მელია. მისი განცხადებიდან ისმის ერთგვარი აღიარებაც, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მნიშვნელოვნად ირღვეოდა ადამიანების უფლებები და მოსახლეობა იჩაგრებოდა. „ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მოსახლეობა „ნაციონალური მოძრაობის“ უკან ისევ იმ ადამიანებს ხედავს, ვის გამოც პარტიამ 2012 წლის არჩევნები წააგო.

,,სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას შეეცდება”- დავით ჩიხელიძე

„სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილის სტრატეგია შეიცვალა. სტრასბურგმა მკაფიოდ თქვა, რომ სააკაშვილის ადგილია ციხეში, ის არათუ სხვა ქვეყანაში გადაყვანას, არამედ სხვა კლინიკაში გადაყვანასაც არ საჭიროებს. სააკაშვილი მიხვდა, რომ შიმშილობა თავისუფლებას ვერ მოუტანს, სასჯელისგან ვერ გათავისუფლდება“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას შეეცდება, თუმცა ეს მას თავისუფლებას ვერ მოუტანს.

„სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილმა დაარღვია ქართულ პოლიტიკაში ჩაურევლობის პირობა, რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ის თავს უკრაინელ პოლიტიკოსად თვლის, რომელიც არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში ჩარევას, იმავეს ტირაჟირებდა სააკაშვილის ადვოკატი და დედა, რომლებიც ხშირად ამბობდნენ, რომ სააკაშვილს ქართული პოლიტიკა არ აინტერესებს, ის (სააკაშვილი) უკრაინულ არხებს უყურებს და უკრაინულ ამბებს ეცნობა.

საზოგადოება გასული თვეების განმავლობაში მუდმივად ისმენდა, რომ სააკაშვილი კვდება, მარტო თავი დარჩა, ვერ გადაადგილდება, აქვს ათობით დაავადება და ა.შ. სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ, მსგავსი განცხადება არ გაკეთებულა, უფრო მეტიც სააკაშვილის მხარდამჭერების, პარტიის წევრების რიტორიკა რადიკალურად შეიცვალა, გახმოვანდა მისი პოლიტიკაში დაბრუნების აუცილებლობა, თვითონ კი ორი პოლიტიკური განცხადება გააკეთა. სააკაშვილის „ვივამედში“ ყოფნის პერიოდში, „ნაციონალურ მოძრაობას„ აქცია არ გაუმართავს („ვივამედთან“) გუშინ პირველი აქცია ვნახეთ, რაც ცალსახად ნიშანია, რომ სააკაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას შეეცდება. სააკაშვილს სტრატეგიის ცვლილება, თავისუფლებას ვერ მოუტანს“, – წერს ჩიხელიძე.

ბაიდენმა ხელი მოაწერა შეთანხმებას 31 ტრილიონი დოლარის ვალის ზღვრის შეჩერების შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა შეთანხმებას 31 ტრილიონი დოლარის ვალის ზღვრის შეჩერების შესახებ, რათა ქვეყანამ დეფოლტი თავიდან აიცილოს.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, კანონპროექტის მიღებას კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში, პირველად ბოლო 247 წლის განმავლობაში, შეერთებულ შტატებს დეფოლტი ემუქრებოდა.

შეთანხმების დამტკიცება 5 ივნისამდე იყო აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ გადასახადების გადახდას ვეღარ შეძლებდა.