,,ივანიშვილს არასდროს ნდომებია მისი პატიმრობა….” – ლევან გოგიჩაიშვილი

137
spot_img

საქართველოს გენერალური პროკურატურის პასიურობის გამო, ზურაბ ადეიშვილი ამოღებულია ინტერპოლის ძებნიდან იმიტომ, რომ ქართულმა მხარემ არ მოინდომა მისი ექსტრადიცია საქართველოში – განაცხადა “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა  რადიო “ჯორჯიან-თაიმსი”-ს ეთერში სტუმრობისას.

“ექსტრადიციის პოლიტიკას ატარებს იუსტიციის სამინისტრო. გახსოვს როდისმე, თეა წულუკიანი ჩასულიყო უკრაინაში და ოფიციალურად ეთქვას, რომ გამატანეთ დამნაშავე სააკაშვილი, ადეიშვილი და ეს ჯალათები, ვინც აქ არიან? – ერთხელ მაინც ჩასულა?, არა, რატომ?

რამდენჯერაც დავაყენე ეს საკითხი უმრავლესობაში, იმდენჯერ შემავიწროვეს იმიტომ, რომ არასდროს არ ნდომებია ივანიშვილს სააკაშვილის ყოფნა ციხეში.

სააკაშვილი მაწვნის მანქანით რომ არ ჩამოსულიყო, არასდროს არ მოუნდებოდა ივანიშვილს, რომ სააკაშვილი ჰყოლოდა ციხეში, არ იყო ეს მისი ამოცანა და არასდროს არ ყოფილა სააკაშვილის პატიმრობა ივანიშვილის თვითმიზანი

თვითმიზანი აისახება სამთავრობო ქმედებაში, როდესაც იუსტიციის მინისტრი დადის ქვეყანა-ქვეყანა და ეუბნება ადამიანებს – ეს დამნაშავე ხალხი გამატანეთ, იმიტომ, რომ მათ ხალხის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი.

სულ ვეუბნებოდი, “ნაციონალური მოძრაობა” რომ ერთვებოდა უკრაინულ არხებზე, მოდი ჩვენც ჩავერთოთ და ავუხსნათ ამ საზოგადოებას, ვინ არიან ეს ხალხი – არა, არა, არა და ეს გაუთავებელი არა, საბოლოო ჯამში აისახა ამ პოლიტიკაში”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება, თითქოს სააკაშვილს დიდი მხარდაჭერა აქვს უკრაინაში, ეს არიან ცალკეული ადამიანები, სხვა დანარჩენებს კი მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ.

გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ძირითადი მხარდაჭერა პოლონეთიდან აქვს მას კაჩინსკის ფლანგიდან, ისიც პირადი ურთიერთობებიდან და ფაქტორებიდან გამომდინარე.