Home Blog Page 2011

,,ხატია დეკანოიძე, ირაკლი კობახიძის რიტორიკით ალაპარაკდა”- ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ნაც.მოძრაობიდან წასვლის შემდეგ, ხატია დეკანოიძე, ირაკლი კობახიძის რიტორიკით ალაპარაკდა

“იცით რაზე ვწუხვარ? ხატია დეკანოიძე რომ გავიდა “ნაციონალური მოძრაობიდან” და რიტორიკა შეცვალა, ზუსტად, “ქოცი” რომ ლაპარაკობს, კობახიძე, იმედი და პოსტვ რომ ლაპარაკობენ, იმ რიტორიკით ალაპარაკდა.

“სხვათა შორის, ვინმეზე რამის დაბრალება არ მინდა, მაგრამ უცებ, ბ იუჯეტიდან 11 ათასი ლარი მიიღეს თვეში და “ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვაში უხდიან ფულს?– განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

,,სექტემბერ – ოქტომბერში, ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება”- გუგეშაშვილი

სექტემბერ – ოქტომბერში, ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება…- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მამუკა გუგეშაშვილმა მედიასთან განაცხადა. „11 ეს ბელადი მოვიტანეთ როგორ იცი? ცუდი იყო თუ კარგი არავის ეჭვი არ შემპარვია. კიდე ვიძახი, ვიღაცა გვმართავდა არაფორმალურად და არავის ეჭვი შეუტანია. ფაქტობრივად გვმართავენ. აბა, ხაბეიშვილი წყვეტს რამეს? დარწმუნებული ვარ, სექტემბერ – ოქტომბერში, ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება… ახალი თავმჯდომარე ვინ იქნება მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ხაბეიშვილის შეცვლა, უნდათ… ვანო მერაბიშვილის მიხვდა, რომ ხაბეიშვილი უკვე ვერ მართავს პარტიას, ფაქტობრივად დაყო“, – განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა.

მე, რაც გამიკეთა, ეს იყო საზიზღარი ღალატი – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

მე, რაც გამიკეთა ეს იყო საზიზღარი ღალატი – ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა მედიასთან “ ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა. მე არ მიყვარს ადამიანები, როდესაც ღალატობენ ყველა ღირებულებას და ამ ღალატის დროს უნდა, რომ შენც გაგხადოს თანამონაწილე. ვერავინ ვერასოდეს ვერ გამხდის ჭუჭყიანი სვლის თანამონაწილედ. როდესაც საუბარი იყო 2018 წელს, ჩემთან სახლში, რა მოლაპარაკებაც იყო, ყველაფერს უღალატა. არაფერი არ შეინარჩუნა. ასევე, დაარღვია გრიგოლ ვაშაძის მიმართ. როგორ ლანძღავდა ბატონ გრიგოლს, ეთერი არ გამოუტოვებია… დაკავების შემდგომ სხვა მდგომარეობაში დაიწყო მან საუბარი. მე არ მინდა განვიხილო, ეს მასზე იყოს. ყოველ შემთხვევაში მივხვდი, რომ ეს ადამიანი არის საშიში ბრძოლაში და არ არის სანდო. მოვექეცი ისე როგორც არასანდო ადამიანებს ექცევიან…“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ინდუსტრიულ ზონაში ძლიერი ხანძარია

ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ინდუსტრიულ ზონაში ძლიერი ხანძარია, – ამის შესახებ ინფორმაციას  ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

მისი თქმით, ხანძარი ქალაქის სამრეწველო ზონაში გაჩნდა.

„შებეკინო „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. 40-ზე მეტი ჭურვი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მოხვდა, კიდევ 20 კი ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში. ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა“, – აცხადებს ბელგოროდის გუბერნატორი.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი ზური მუშუქია შეეწირა. სამხედრო პირის გარდაცვალების ფაქტს ოჯახი ადასტურებს. ზური მუშუქიას ოჯახი ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ოჯახის ინფორმაციით, მებრძოლი უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა. მათივე ცნობით, მებრძოლი ბოგდანოვკაში, სამხედრო აფეთქების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ზური მუშუქია აფხაზეთის ომში მონაწილეობდა.

„ყველა, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ – ბადრი ჯაფარიძე

„ყველა, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ – ამ ახალი ოპოზიციური გაერთიანების ინიციატივას პარტია „ლელო“ აყენებს.

ამასთან, პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არანაირ გაერთიანებაზე წამსვლელი არ არის.

„ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ წინა საარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არანაირ გაერთიანებაზე წამსვლელი „ლელო“ არ არის. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის გაერთიანება აძლევს ხელს „ოცნებას“. ჩვენ სწორედ ამაში ვხედავთ გამარჯვების გასაღებს, რომ შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, სადაც იქნებიან პროევროპული პარტიები თავმოყრილი. კარი ყველასთვის ღია იქნება“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებზე გაერთიანებას ყველა ოპოზიციურ პარტიას სთხოვს.

დეზინფორმაციის გავრცელების გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პროკურატურას მიმართა

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” სასმელი წყლის ხარისხის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით,  საქართველოს პროკურატურას მიმართა.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” დეზინფორმაციის პირველწყაროს დადგენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან გავრცელებულმა ინფორმაციამ მოსახლეობა შეიყვანა შეცდომაში და დააზიანა კომპანიის იმიჯი.

,,პრეზიდენტი ცესკო-სა და ეროვნული ბანკის სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს”- პაპუაშვილი

სამწუხაროა, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ყველა კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას ხელი შეუწყოს და ხელი არ შეუშალოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტი ცესკო-სა და ეროვნული ბანკის სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს.

„სამწუხაროდ, ეს ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს და პირიქით, იმით, რომ კანდიდატების წარმოდგენა არ ხდება, ახალისებს იმას, რომ ინსტიტუტების ფუნქციონირებას პრობლემა შეექმნას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება მოვისმინეთ და სიმართლე გითხრათ, ამ განმარტებით გაკვირვებული ვარ. ითქვა, რომ ლაშა ხუციშვილი არის პროფესიონალი და ამ თვალსაზრისით კითხვა არ არსებობდა, თუმცა თითქოს კითხვის ნიშანი არსებობს მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ერთი რამე არ ესმის, რომ შეუძლებელია პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. დამოუკიდებლობა პროფესიონალიზმის შემადგენელი ნაწილია. თუ ვინმეს პროფესიონალად აფასებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ფასდება მისი დამოუკიდებლობით ან მაშინ გამოდის, რომ შეფასების კრიტერიუმად, პროფესიონალიზმის კრიტერიუმად ისინი დამოუკიდებლობას არ იღებენ. ამიტომ, ეს არის მთავარი პრობლემა იმის, რაც, სხვათა შორის, სხვა დროსაც ყოფილა. როგორც ჩანს, სინამდვილეში, გაურკვევლობა არის იმის, თუ როგორ უნდა შეაფასონ კანდიდატი.შეუძლებელია, ადამიანი დამოკიდებული იყოს სხვაზე და ის იწოდებოდეს პროფესიონალად. რა თქმა უნდა, გარკვეული ტენდენცია იკვეთება. ერთი მხრივ, შეფასება ხდება კანდიდატების, რომ ისინი არიან პროფესიონალები, გამოცდილები, მაგრამ თან ხდება ამ კანდიდატების ხელოვნურად ჩაგდება, არწარდგენა და ა.შ. არ მინდა, შევაფასო ამის რა მოტივაციებია, თუმცა ის, რომ ეს არ ადგება სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას, ეს ფაქტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

პუტინმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას ბარბაროსული ქმედება უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურებას ბარბაროსული ქმედება უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ კაშხლის განადგურება ფართომასშტაბიან ეკოლოგიურ და ჰუმანიტარულ კატასტროფას იწვევს.

„ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კიევის ხელისუფლება, დასავლელი კურატორების წინადადებით, კვლავ დებს სახიფათო ფსონს საომარი მოქმედებების ესკალაციაზე, ომის დანაშაულებებზე, ღიად იყენებს ტერორისტულ მეთოდებს და აწყობს დივერსიებს რუსეთის ტერიტორიაზე.

ამის ნათელი მაგალითია ბარბაროსული ქმედება ხერსონის რეგიონში კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების მიზნით, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეკოლოგიური და ჰუმანიტარული კატასტროფა“, – აღნიშნულია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,ხერსონის ტერიტორიის დატბორა შეაფერხებს კონტრშეტევას”- გიგი კალანდაძე 

„დიდი ზიანი მიადგა, როგორც დნეპრის მარცხენა სანაპიროს, ასევე, მარჯვენა სანაპიროს“, – ამის შესახებ გენერალმა გიგი კალანდაძემ „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ხერსონის ტერიტორიის დატბორა შეაფერხებს კონტრშეტევას.

„რა თქმა უნდა,  მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში იმის შემდეგ, რაც განხორციელდა კაშხლის აფეთქება. ეს აფეთქება გამოწვეული იყო იქიდან, რომ მათ [რუსულ ძალებს] შეეშინდათ გამოცხადებული კონტრშეტევის. რუსებმა განახორციელეს ტერორისტული აქტი. მათ ამით ტაქტიკურად შეამცირეს 150 კილომეტრამდე ფრონტის ხაზი, სადაც მათ ეშინოდათ. დიდი ზიანი მიადგა, როგორც დნეპრის მარცხენა სანაპიროს, ასევე, მარჯვენა სანაპიროს. რუსეთს გამოელია ყველა რესურსი. რუსეთის დაშლა გარდაუვალია. ასევე, არსებობს შიდა დაპირისპირება. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს დატბორვა იკლებს, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად შეაფერხებს უკრაინის კონტრშეტევას“, – აცხადებს გიგი კალანდაძე.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.

საქართველოს საგარეო ვალი 21.35 მილიარდი ლარია

2023 წლის აპრილის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალმა 8.55 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 730 მილიონი დოლარით მეტია. ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ვალის მოცულობა კი 21.35 მილიარდი ლარია, რაც წლიურად 2.6 მილიარდით არის შემცირებული.

დონორების რეიტინგი:

● აზიის განვითარების ბანკი (ADB) – $2.1 მილიარდი დოლარი;
● მსოფლიო ბანკის ჯგუფი – $2.0 მილიარდი დოლარი;
● ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – $1.0 მილიარდი დოლარი;
● საფრანგეთი – $768 მილიონი დოლარი;
● გერმანია – $651 მილიონი დოლარი;
● ევროობლიგაცია – $500 მილიონი დოლარი;
● ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ. – $322 მილიონი დოლარი;
● ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – $237 მილიონი დოლარი;
● აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – $202 მილიონი დოლარი;
● მთავრობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ (IMF) – $198 მილიონი დოლარი;
● იაპონია – $151 მილიონი დოლარი;
● ევროგაერთიანება (EU) – $146 მილიონი დოლარი;
● სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – $37 მილიონი დოლარი;
● რუსეთი – $19 მილიონი დოლარი;
● ავსტრია – $14 მილიონი დოლარი;
● ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – $13 მილიონი დოლარი;
● ქუვეითი – $12 მილიონი დოლარი;
● ამერიკის შეერთებული შტატები – $10 მილიონი დოლარი;
● თურქეთი – $5.3 მილიონი დოლარი;
● ყაზახეთი – $3.0 მილიონი დოლარი;
● აზერბაიჯანი – $2.7 მილიონი დოლარი;
● სომხეთი – $2.4 მილიონი დოლარი;
● ირანი – $2.0 მილიონი დოლარი.

პრემიერ-მინისტრი ფრანგული ენერგოკომპანიის – EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგული ენერგოკომპანიის – EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს, საერთაშორისო დირექტორს ბეატრის ბუფონს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებულ სანდო და ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე.

განიხილეს ქვეყნის პოტენციალი ენერგეტიკის სექტორში. აღინიშნა, რომ ამ მხრივ საქართველო განვითარების აქტიურ ფაზაშია.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ენერგეტიკის სექტორის განვითარებისთვის იდგმება. აქვე, ხაზი გაესვა თანამედროვე, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრის მნიშვნელობას.

EDF-მა გამოთქვა მზადყოფნა საქართველოში განახლებადი ენერგიების სფეროში ინვესტირების, ძირითადად ჰიდროელექტროსადგურებში და ასევე, დაინტერესდა ქარისა და მზის პროექტებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბეატრის ბუფონს ფრანგულ ენერგოკომპანიასთან საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის მზადყოფნა დაუდასტურა.

შეხვედრას საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, ფრანგული ენერგოკომპანიის – EDF -ის ევრაზიის დირექტორი მარკ ჟირარდი, პროექტის ხელმძღვანელი სედრიკ ლავისიერი, ხოლო საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრებოდნენ.