,,ხერსონის ტერიტორიის დატბორა შეაფერხებს კონტრშეტევას”- გიგი კალანდაძე 

109
spot_img

„დიდი ზიანი მიადგა, როგორც დნეპრის მარცხენა სანაპიროს, ასევე, მარჯვენა სანაპიროს“, – ამის შესახებ გენერალმა გიგი კალანდაძემ „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ხერსონის ტერიტორიის დატბორა შეაფერხებს კონტრშეტევას.

„რა თქმა უნდა,  მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში იმის შემდეგ, რაც განხორციელდა კაშხლის აფეთქება. ეს აფეთქება გამოწვეული იყო იქიდან, რომ მათ [რუსულ ძალებს] შეეშინდათ გამოცხადებული კონტრშეტევის. რუსებმა განახორციელეს ტერორისტული აქტი. მათ ამით ტაქტიკურად შეამცირეს 150 კილომეტრამდე ფრონტის ხაზი, სადაც მათ ეშინოდათ. დიდი ზიანი მიადგა, როგორც დნეპრის მარცხენა სანაპიროს, ასევე, მარჯვენა სანაპიროს. რუსეთს გამოელია ყველა რესურსი. რუსეთის დაშლა გარდაუვალია. ასევე, არსებობს შიდა დაპირისპირება. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს დატბორვა იკლებს, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად შეაფერხებს უკრაინის კონტრშეტევას“, – აცხადებს გიგი კალანდაძე.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს.