Home Blog Page 2006

,,გერმანიას სურს, რომ საქართველო ევროკავშირს შეუერთდეს”-პეტერ ფიშერი

ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსები, თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და განვაგრძობთ 12 პუნქტის შესრულებას. გერმანიას სურს, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა მედიასთან განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი პარასკევს იმყოფებოდა ბერლინში. მას ჰქონდა ძალიან დატვირთული შეხვედრა კანცლერ შოლცთან. მათ, რა თქმა უნდა, ისაუბრეს ზოგად საერთაშორისო სიტუაციაზე, ასევე, იმ რისკებზე, რაც შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთის აგრესიამ უკრაინაში და ამის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის. კანცლერმა უთხრა პრემიერ-მინისტრს, რომ გერმანია განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას მის ევროპულ გზაზე. უთხრა ისიც, რომ ვუყურებთ 12 პრიორიტეტს, გვინდა, დავინახოთ მკაფიო ნიშნები იმისა, რომ საქართველო სრულად აკმაყოფილებს ყველაფერს, რაც ევროკავშირს სჭირდება. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს ასეა. ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსები, თუ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და განვაგრძობთ 12 პუნქტის შესრულებას. გერმანიას სურს, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.

რამდენად იყიდით დოლარს და ევროს 11 ივნისს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6069 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6102 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8053 ლარია. მაშინ, როცა წინა დღის მოქმედი კურსი 2.8005 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.

უკრაინულმა არმიამ წარმატებას მიაღწია ზაპოროჟიეს რეგიონში – ISW

უკრაინულმა არმიამ ტაქტიკურ წარმატებას მიაღწია ზაპოროჟიეს რეგიონში, – ამის შესახებ ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იტყობინება.

დამკვირვებლების თქმით, 10 ივნისს უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ფრონტის სულ მცირე ოთხ რაიონში. კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალები აქტიურობდნენ ლუგანსკის რეგიონში, ბილოგორივკას რეგიონში, ბახმუტთან უკრაინის ჯარები დაწინაურდნენ, ასევე, დაწინაურდნენ დონეცკის და ზაპოროჟიეს რეგიონების საზღვარზე.

„10 ივნისს გამოქვეყნებული გეოლოკაციის კადრები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთ ნაწილში მიაღწიეს ადგილობრივ წარმატებებს ორეხოვოს სამხრეთ-დასავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით კონტრშეტევების დროს“, – აცხადებენ ექსპერტები. 

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ დადასტურებული უკრაინული წარმატებების ფონზე, რუსი „ბოევიკები“ აგრძელებენ მტკიცებას, რომ რუსული ძალები ამ ტერიტორიაზე წარმატებით იცავენ თავს უკრაინის თავდასხმისგან.

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმიდათა ხსენების დღეს აღნიშნავს

11 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმინდათა ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღესასწაული მოძრავია და სულთმოფენობის შემდგომ პირველ კვირას აღინიშნება. ყოველთა წმინდანთა დღესასწაულზე იხსენიება ყველა წმინდანი ერთად, არა მარტო ცნობილნი, არამედ უცნობნიც. წმინდანებს შეუძლიათ ჩვენ შეგვეწიონ არა მათ მიერ გაღებული ღვაწლით, არამედ სიყვარულით მოპოვებული სულიერი თავისუფლების ძალით. ისინი აძლევენ ჩვენს ლოცვას მეოხების ძალას ღვთის წინაშე. უფლის ანგელოზებთან ერთად წმინდანებს მაცხოვარმა მისცა უნარი, აღასრულონ საკუთარი ნება ადამიანთა შორის სიცოცხლეშივე. ისინი, ასე ვთქვათ, ღვთის ხელები არიან, რომელთა მეშვეობითაც უფალი თავის სასწაულებს აღასრულებს, ამიტომ წმინდანებს სიკვდილის შემდეგაც შეუძლიათ აკეთონ კეთილი საქმეები თანამოძმეთა ჭეშმარიტი გადარჩენისათვის. ეკლესიას სხვადასხვა ხარისხის წმინდანი ჰყავს: წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მოწამენი, მღვდელმსახურნი, მსოფლიო მოძღვარნი, ღირსი ბერები, წმ. მხედარნი, წმ. მეფენი, მკურნალნი, უვერცხლონი და სხვანი. ყოველ ეპოქას წმინდანობის თავისი გამორჩეული ხატი გააჩნდა. ყველა წმინდანი ცნობილი არაა ადამიანთათვის, უფალმა მრავალთა სახელი უცნობი დატოვა. წმინდანები თავის ერთობაში ღვთისმშობლისა და წმ. იოანე ნათლისმცემლის წინამძღვრობით ღვთის დიდებას აცხადებენ კაცობრიობაში: “საკვირველ არს უფალი წმინდანთა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა.”

11 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს, კმაყოფილების შეგრძნება თან გდევთ. საკუთარ თავს კომპლიმენტებით თქვენვე ანებივრებთ. ასეც უნდა იყოს, საკუთარ ნიჭი და მიღწევები, პირველ რიგში, თავად უნდა დააფასოთ.

კურო

შესაძლოა, დღეს, რაღაც ისეთი მოიმოქმედოთ, რაც ცხოვრებაში არასდროს გაგიკეთებიათ. ყველაფერს შეძლებთ, ძველი კავშირებისა და სანდო ადამიანების თანადგომით.

ტყუპები

ზღვა ენერგია და შესაშური ამტანობა, შეუპოვრობასთან ერთად, გრანდიოზული იდეისკენ გიბიძგებთ, საბოლოოდ, შედეგებით თავადაც გაოცებული დარჩებით.

კირჩხიბი

დაისვენეთ და იზრუნეთ საკუთარ თავზე. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დაკავდით იმ საქმიანობით, რაც თქვენს გულს ახარებს.

ლომი

დღეს, შესაძლოა საკუთარ თავში რაღაც მისტიკური და განსხვავებული უნარი აღმოაჩინოთ. მიჰყევით ინტუიციას და მეტად მოუსმინეთ სამყაროს, რომელიც ყოველთვის გვესაუბრება გარკვეული მინიშნებებით.

ქალწული

აკონტროლეთ თქვენი აზრები, ემოციები, სიტყვები და ქმედებები. ერიდეთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. შესაძლოა, თქვენში შურმა და ამპარტავნებამ გაიღვიძოს. სასიკეთო იქნება აქტიური დასვენება.

სასწორი

მეტი თავმდაბლობა, მოქნილობა და ცოტაოდენი ეშმაკური ხერხებით სვლა გაგიადვილებთ თქვენი ჩანაფიქრის რეალიზებასა და მიზნის მიღწევას.

მორიელი

დღეს, სასიკეთოა ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა. თუ შვილები გყავთ, გაისეირნეთ და დაისვენეთ მათთან ერთად. მიიღებთ ინფორმაციას, რაც ძალიან გაგახარებთ.

მშვილდოსანი

საკუთარ თავთან განმარტოება, საზოგადოებისგან გაქცევა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა საუკეთესო გამოსავალი არ არის. იფიქრეთ მხოლოდ პოზიტიურ თემებზე. დაისვენეთ, სასიკეთოა წყალთან კონტაქტი.

თხის რქა

მნიშვნელოვანი საკითხი იქნება თქვენი ოჯახური პოზიციების განმტკიცება, შერიგებისა, ან ბავშვის დაბადების თემები. იფიქრეთ მხოლოდ კარგზე და ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების.

მერწყული

სასიკეთოა ორგანიზმის წმენდა, გამაჯანსაღებელი პროცედურები, ზოგადად ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მეტი იფიქრეთ საკუთარ კომფორტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე.

თევზები

დღეს, სასიკეთოა მეგობრებისა და ახლობლების წრეში შინაურული წვეულების მოწყობა. აკეთეთ მხოლოდ ის, რაც კომფორტს გიქმნით და თქვენს განწყობაზე კარგად აისახება.

,,ღარიბაშვილს საკუთარი აზრი არ გააჩნია და არ აქვს ფასეულობები”- ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი აზრი არ გააჩნია და არ აქვს ფასეულობები. ამის შესახებ მან 10 ივნისს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე გერმანიაში და კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე.

ხუხაშვილის განცხადებით, ეს იყო მძიმე შეხვედრა, რასაც მისივე სიტყვებით “ღარიბაშვილი ამას ვერ მიხვდებოდა”.

“მას სპეციალურად ამზადებენ, ტექსტებს აძლევენ, ასწავლიან, ამეცადინებენ და მერე ერთი-ორი დღე რომ დაქოქავენ, ყოფნის.

მე მას კარგად ვიცნობ, მას საკუთარი მოსაზრებები არ აქვს. დილას ეტყვიან “გამოდი და თქვი  – გაუმარჯოს წითელ არმიას, გამოვა და იტყვის – გაუმარჯოს წითელ არმიას. საღამოს გამოდი და თქვი – გაუმარჯოს ნატო-ს, გამოვა და იტყვის ისე, რომ წარბსაც არ შეიხრის იმიტომ, რომ სულ ერთია მისთვის, წითელი არმია იქნება თუ ნატო”- განაცხადა ხუხაშვილმა.

,,გენმოდიფიცირებული უსამშობლოები ხართ”- ზურაბ ქადაგიძე

„TV Pirveli“, რა დონის ნაძირალები ხართ. რა შუაშია შვილების თაობა და რა შუაშია მამუკა მდინარაძის განცხადება?”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, „ტვ პირველი“ გენმოდიფიცირებული უსამშობლოები არიან, მათთვის მთავარია სკანდალი და დაპირისპირება მოახერხონ და სულ არ ადარდებთ რა მოჰყვება ასეთ ნაძირალობას.

„TV Pirveli, რა დონის ნაძირალები ხართ. რა შუაშია შვილების თაობა და რა შუაშია მამუკა მდინარაძის განცხადება? ადამიანმა კონკრეტულ კვლევაზე და პროპაგანდაზე ისაუბრა და თქვენ როგორ დააკავშირეთ შვილებთან? თუმცა სად თქვენ და სად ეთიკა და მორალი? გენმოდიფიცირებული უსამშობლოები ხართ, იქნებ სკანდალი და დაპირისპირება მოახერხოთ, სულ არ გადარდებთ რა მოჰყვება თქვენ ნაძირლობას!“, – წერს ქადაგიძე Facebook -ზე.

„რის მიღწევას ცდილობენ ასეთი საზიზღრობით? დამატებითი გრანტი?”- გია გაბრიჭიძე

„რის მიღწევას ცდილობენ ასეთი საზიზღრობით? დამატებითი გრანტი? მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ხალხის აღშფოთების გამოწვევა? რაიმე პოლიტიკური დივიდენდები? არცერთი. ეს მათი შინაგანი ბუნების გამოაშკარავებაა“- წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მდინარაძე შვილების თაობის წინააღმდეგ გამოდის.

„ტყუილი, ბოროტება, უსინდისობა, ყველაფრის დამახინჯება – აი ეს არის ამ „ნიუსის“ არსი. ეს ღვარძლი რაც ამ ერთ მცირე “ინფორმაციაშია” არა „ოცნების“, არა ქართველების, არა ჯანსაღი, ნორმალური ადამიანების წინააღმდეგ, არამედ საერთოდ ყველას წინააღმდეგაა მიმართული. უპასუხო კითხვა იბადება – რის მიღწევას ცდილობენ ასეთი საზიზღრობით? დამატებითი გრანტი? მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ ხალხის აღშფოთების გამოწვევა? რაიმე პოლიტიკური დივიდენდები? არცერთი. ეს მათი შინაგანი ბუნების გამოაშკარავებაა. დაწერეს, გაავრცელეს და კმაყოფილება იგრძნეს. ის კმაყოფილება, რასაც მანიაკი განიცდის. საზოგადოებისთვის ძალიან საშიში ჯგუფია. ნებისმიერ ტერორისტებზე საშიში. ფუი მაგათი უჯიშო ჯილაგი რა ვთქვი!“, – წერს გია გაბრიჭიძე.

,,ისედაც თქვენი რეიტინგით სულს ღაფავთ და საკუთარ თავს ამას არატომ უკეთებთ?”- მეგრელიშვილი

 

„TV პირველი, ორი კითხვა მაქვს. პირველი: ჩვენი შვილების თაობა LGBT თაობა რატომაა?! კითხვა მეორე: მამუკა მდინარაძის ნათქვამი მართლა ვერ გაიგეთ, თუ ამგვარად შეგნებულად დაამახინჯეთ?!“ – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საკუთარი მაყურებლებისთვის ინფორმაციის ამ სათაურით მიწოდება კიდევ ერთხელ, ტვ „პირველის“ ზედმეტად მიკერძოებული საკადრო პოლიტიკის მხილებაა.

„TV პირველი, ორი კითხვა მაქვს: პირველი – ჩვენი შვილების თაობა LGBT თაობა რატომაა?! კითხვა მეორე – მამუკა მდინარაძის ნათქვამი მართლა ვერ გაიგეთ თუ ამგვარად შეგნებულად დაამახინჯეთ?!

ჟურნალისტები ხართ, სხვაგვარი პასუხისმგებლობა გაქვთ პროფესიულიც და რეპუტაციულიც, ისედაც თქვენი რეიტინგით სულ ღაფავთ და საკუთარ თავს ამას არატომ უკეთებთ?

მამუკა მდინარაძესთან სიტყვით ჭიდილი რთული საქმეა, უბრალოდ მოგიგებთ!

საკუთარი მაყურებლებისთვის ინფორმაციის ამ ფორმით (ამ სათაურით) მიწოდება კი, კიდევ ერთხელ, თქვენი ზედმეტად მიკერძოებული საკადრო პოლიტიკის მხილებაა და მეტი არაფერი. ვიღას აკვირვებთ?!“, – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე

საქართველოს ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი ეწვევა

2023 წლის 11-13 ივნისს, საქართველოს ვიზიტით ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი ეწვევა.

ლიხტენშტაინელ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში, ლიხტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

დომინიკ ჰასლერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

ასევე დაგეგმილია ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში, ლიხტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.

საქართველოში ვიზიტად მყოფი ლიხტენშტაინელი დიპლომატი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს მოინახულებს და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.

,,ვიღაცები  ლგბტ პროპაგანდის რაღაც ტრენდის დამკვიდრებას ცდილობენ”- მდინარაძე

დღეს, ტრენდია თითქოს და ძალიან მოდაში შემოვიდა ლგბტ პროპაგანდისტობა. არავინ არავის უფლებებს არ ლახავს, არავინ არავის უფლებებს არ ზღუდავს, მაგრამ როდესაც საუბარია იმაზე, რომ ვიღაცები  ლგბტ პროპაგანდის რაღაც ტრენდის დამკვიდრებას ცდილობენ, ამან რა შედეგები მოიტანა, ბოლო კვლევები ნახეთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბოლო კვლევებს მონაცემებით დასტურდება, რომ ლგბტ პროპაგანდა საზოგადოებაზე გავლენას ახდენს. მისივე თქმით, საზოგადოებამ ამ შედეგების შესახებ უნდა იცოდეს.

„სამწუხაროდ, აშშ-ში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების 20% საუბრობს, რომ მიეკუთვნება სექსუალურ უმცირესობას. საფრანგეთში, ბოლო კვლევის თანახმად, ამავე ასაკის ახალგაზრდების 22% საუბრობს ამაზე. ხომ ვამბობდით ჩვენ, რომ თითქოს, პროპაგანდა  არანაირ ზიანს არ აყენებს საზოგადოებას, რეალურად, ამ ზიანს აყენებს. უნდა ვუთხრათ საზოგადოებას რომ დიახ, ლგბტ პროპაგანდამ ქნა ის, რომ საფრანგეთში 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების 22 % თავის თავს აიდენტიფიცირებს სექსუალურ უმცირესობად, როცა წინა თაობაში, ე.წ. „მილენიალებში“ ეს იყო 10%-მდე მაქსიმუმ, უფრო წინა თაობაში ეს იყო 2-2,5%-3%.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ტელეკომპანია პირველი- ყველაფერი კი არ უნდა იკადროთ, ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ”- ნინო ფოჩხუა

„ტელეკომპანია პირველი- ყველაფერი კი არ უნდა იკადროთ, ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ. ეჭვი მეპარება ვერ ხვდებოდეთ მდინარაძის ნათქვამს ან არნათქვამს, მაგრამ ეს მიზანმიმართული ფეიკია, მიმართული იქითკენ, რომ თქვენს მიერ გაბრუებული ახალგაზრდობა დაუპირისპიროთ ხელისუფლება“, – ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს.

„TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი ყველაფერი კი არ უნდა იკადროთ, ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ. ეჭვი მეპარება ვერ ხვდებოდეთ მდინარაძის ნათქვამს ან არნათქვამს, მაგრამ ეს მიზანმიმართული ფეიკია, მიმართული იქითკენ, რომ თქვენს მიერ გაბრუებული ახალგაზრდობა დაუპირისპიროთ ხელისუფლებას. რა ლგბტ, რა პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, რა შვილების თაობის წინააღმდეგ, საერთოდ ხვდებით რა აბსურდს ავრცელებთ, მაგრამ ეს თქვენი ხელწერაა გამოიყენოთ ყველა და ყველაფერი თქვენი შავბნელი საქმეებისთვის. არ ერიდებით არასრულწლოვანი ბავშვებისთვის ხელში მოლოტოვის კოქტეილის მიცემას და ალბათ არც იარაღის მიცემაზე დაიხევთ უკან, აკი ის უსამშობლო გირჩი ჯაფარიძე ტრეინინგებსაც ატარებდა ამ მიმართულებით. შეჩერდით, უკვე ყველა წითელი ხაზი გაქვთ გადალახული, იფიქრეთ მომავალზე”, – წერს ნინო ფოჩხუა.