საქართველოს ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი ეწვევა

109
spot_img

2023 წლის 11-13 ივნისს, საქართველოს ვიზიტით ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი ეწვევა.

ლიხტენშტაინელ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში, ლიხტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

დომინიკ ჰასლერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს.

ასევე დაგეგმილია ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში, ლიხტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და გვირგვინით შეამკობს მემორიალს.

საქართველოში ვიზიტად მყოფი ლიხტენშტაინელი დიპლომატი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისს მოინახულებს და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა.