,,ღარიბაშვილს საკუთარი აზრი არ გააჩნია და არ აქვს ფასეულობები”- ხუხაშვილი

199
spot_img

გია ხუხაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს საკუთარი აზრი არ გააჩნია და არ აქვს ფასეულობები. ამის შესახებ მან 10 ივნისს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე გერმანიაში და კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე.

ხუხაშვილის განცხადებით, ეს იყო მძიმე შეხვედრა, რასაც მისივე სიტყვებით “ღარიბაშვილი ამას ვერ მიხვდებოდა”.

“მას სპეციალურად ამზადებენ, ტექსტებს აძლევენ, ასწავლიან, ამეცადინებენ და მერე ერთი-ორი დღე რომ დაქოქავენ, ყოფნის.

მე მას კარგად ვიცნობ, მას საკუთარი მოსაზრებები არ აქვს. დილას ეტყვიან “გამოდი და თქვი  – გაუმარჯოს წითელ არმიას, გამოვა და იტყვის – გაუმარჯოს წითელ არმიას. საღამოს გამოდი და თქვი – გაუმარჯოს ნატო-ს, გამოვა და იტყვის ისე, რომ წარბსაც არ შეიხრის იმიტომ, რომ სულ ერთია მისთვის, წითელი არმია იქნება თუ ნატო”- განაცხადა ხუხაშვილმა.