Home Blog Page 2006

“ვიღაცებისთვის ეს საკითხი საქილიკოა, მაგრამ ქვეყანაში დღეს მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს”- კახა კალაძე

ქვეყანაში დღეს მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მისი შენარჩუნება შეუძლია, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში, რომელმაც არაერთი ომი გამოიარა, მშვიდობის საკითხი საქილიკო არ შეიძლება იყოს.

„„ქართულ ოცნებას“ ამ ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და ეს უბრალოდ, ისე არ ხდება. ხალხი ძალიან კარგად ხედავს არსებულ გამოწვევებს, რეალობას. ასევე, ძალიან კარგად ხედავს, კონკრეტული პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი საიდან იმართება და რას, ვის ინტერესებს ემსახურებიან ეს ადამიანები. სრულიად გულწრფელად შემიძლია გითხრათ: მიუხედავად ზეწოლისა და შემოტევისა, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, პარტია, ვინც ამ ქვეყანას ემსახურება, იცავს მისი და მოსახლეობის ინტერესს, ეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“. ჩვენ ვართ ის გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, ქვეყანაში შეინარჩუნოს მშვიდობა. ვიღაცებისთვის ეს საქილიკოა, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც გამოიარა რამდენიმე ომი და გამოსცადა ის უბედურება, რაც მას მოაქვს. ვინ გამოიარა ეს საკუთარ თავზე და ყველაზე მეტად ვინ გამოსცადა? ჩვეულებრივმა, რიგითმა ადამიანებმა. 2008 წლის ომის დროს გინახავთ რომელიმე პოლიტიკოსი, რომელსაც ერთი ღერი თმა ჩამოვარდნოდა თავიდან? ეს ყველაფერი საკუთარ თავზე, რა თქმა უნდა, გამოსცადა ჩვეულებრივმა მოსახლეობამ და გმირმა ჯარისკაცებმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, თუმცა აღნიშნული შედეგის მიღწევა ომითა და დაპირისპირებით არ უნდა მოხდეს.

„გვყავს უამრავი გარდაცვლილი ადამიანი და გვაქვს დაკარგული ტერიტორიები. უცხოეთიდან კი რა იყო? შეშფოთება, აღშფოთება. ეს იყო შედეგი, რაც მივიღეთ. ამიტომ მშვიდობას დღეს არ აქვს ალტერნატივა. შეიძლება, ვიღაცამ იკითხოს, რას ვფიქრობთ ქვეყნის გაერთიანებასა და დღევანდელ ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ეს ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. კონსტიტუციაში პირველი, რაც გვიწერია, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს კი უნდა გავაკეთოთ არა ომითა და დაპირისპირებით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებით, მშვიდობით, გაძლიერებითა და გონიერებით. ეს არის ჩვენი პასუხი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვადიმ პრისტაიკომ მის სიტყვებს, რომ შეუძლია ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს სამხედრო დახმარებისთვის ყოველ დილით მადლობა გადაუხადოს, “არაჯანსაღი სარკაზმი” უწოდა.

განკარგულების ტექსტის თანახმად, პრისტაიკო უნდა გათავისუფლდეს – გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან და ასევე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან.

შეხვედრა თიბისი კონცეპტში კურატორ მარიამ შერგელაშვილთან

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 22 ივლისს 17:00 საათზე,  გამოფენის „ფიქრის ტრაექტორია” ფარგლებში უმასპინძლებს შეხვედრას კურატორ მარიამ შერგელაშვილთან.

შეხვედრაზე  მარიამი განიხილავს გამოფენის კონცეფციის განვითარების კვლევით პროცესს. ასევე, ისაუბრებს ვიზუალური სემიოტიკისა და ფილოსოფიის  იმ მიმართულებებზე, რომლებიც ურთიერთკავშირშია გამოფენის მონაწილე ხელოვანების ნამუშევრებთან.

მარიამ შერგელაშვილი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მაგისტრია, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. როგორც დამოუკიდებელი მკვლევარი, იგი თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან. 2017 წლიდან მუშაობს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენის პროექტების კურატორად. მისი კვლევის ინტერესია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა პრაქტიკის ანალიზი. მარიამი აქტიურად მუშაობს არაფორმალური საგანმანათლებლო პლატფორმების განვითარებაზე მუზეუმებთან და სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობით კურატორული და თეორიული პრაქტიკის შესწავლით. იგი ორგანიზებას უწევს და კოორდინირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას, გამოფენებს, სემინარებსა და ლექციებს.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ შეხვედრაზე დასწრებას.

მისამართი: თიბისი კონცეპტი, კ. მარჯანიშვილის #7.

(R)

“ვიდეოკლიპებსაც გიგდებდით შარშან – კონკრეტული ალბანეთისნომრიანი მანქანებიდან როგორ ყიდიან უკრაინელები მათი სამშობლოს დასაცავად განკუთვნილ იარაღს”-ქართველიშვილი

პენტაგონმა რომ „აღმოაჩინა“, ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ, თავისიანებს არ შეეხება. ხაშურის და სამტრედიის სადგურების დარდი მაქვს. ყოველ შემთხვევაში, მზად ვიყოთ…, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პენტაგონმა დაადგინა, რომ შარშან უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის ნაწილი მოიპარეს.

ქართველიშვილის თქმით, ის ჯერ კიდევ შარშან წერდა ამის შესახებ, მაგრამ ამის გამო მას ანტიმედასვლური ნარატივების გავრცელებაში და რუსეთუმეობაში დასდეს ბრალი.

„როდესაც გასულ წელს, იარაღით ვაჭრისა და ქურდის, “გლობალური ომის პარტიის” გავლენის აგენტის, ოფშორ-თაღლითის, ოლიგარქ დავით კეზერაშვილისა და უკრაინის უმსხვილესი სარკინიგზო გადამზიდავი კომპანია BGS Rail-ის “სუპერვაიზერი”, დირექტორთა საბჭოს წევრის კურტ ვოლკერის შეხვედრაზე ლონდონში, ვწერდი, რომ ძალიან შორს ნუ ეძებთ მეთქი, რა გზებითა და ვინ პარავს უკრაინას იარაღს, ეგო “აგრესიული” და “ანტიდასავლური” რიტორიკა არისო…

კი ბატონო, შეგიძლიათ ხაშურის საკვანძო სარკინიგზო სადგურს დაუწესოთ სანქციები (მათ ხომ “უეჭველი” უნდა სცოდნოდათ დეტალები) – აბა საკუთარ “სუკინ სინებს” ხომ არ მოაჭრით თავებს. ვიდეოკლიპებსაც გიგდებდით შარშან კონკრეტული ალბანეთისნომრიანი მანქანებიდან როგორ ყიდიან უკრაინელები მათი სამშობლოს დასაცავად განკუთვნილ იარაღს, მაგრამ რად გინდა. მინიშნებასაც გაძლევდით კონკრეტული სახელისა და გვარის მითითებით, რომ ეს ტიპი არის კეზერაშვილის ბიზნეს-პარტნიორი ევროპელი პენსიონერების ძარცვის საქმეში და სრულიად “შემთხვევით”, ამავდროულად არის ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, მაგრამ თქვენ ხომ “პენტაგონი” ხართ, ისედაც “იცით” ყველაფერი.

პენტაგონმა რომ “აღმოაჩინა”, ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ, თავისიანებს არ შეეხება. ხაშურის და სამტრედიის სადგურების დარდი მაქვს. ყოველ შემთხვევაში, მზად ვიყოთ..” – წერს ქართველიშვილი.

“თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ „დამარცხების პლატფორმის“ სახელს უფრო სამართლიანად აიტანდა ეს გაერთიანება”- მიხეილ სარჯველაძე

სინამდვილეში, განცხადება „გამარჯვების პლატფორმის“ შექმნაზე არის მხოლოდ მარკეტინგული ჩანაფიქრი. თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ „დამარცხების პლატფორმის“ სახელს უფრო სამართლიანად აიტანდა ეს გაერთიანება. რეალური პერსპექტივა რომ მარცხის აქვთ, ეს ფაქტია, – ასე აფასებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებას.

მისივე თქმით, არითმეტიკულად მხარდაჭერა არ ჯამდება პარტიათა გაერთიანებით და ხდება ხოლმე, როცა ამან შეიძლება მხარდაჭერა შეამციროს, რადგან ერთი პარტიის ელექტორატს შესაძლოა, მეორე პარტიის მიმართ ჰქონდეს მიუღებლობა.

“ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომლამდეც ეს ორი პოლიტიკური პარტია მივიდა კარგი ცხოვრების გამო. ყველას აქვს თავიანთი პრობლემატიკა და ამ პრობლემების გადაჭრის ხერხი უფროა ეს, რომელზეც სამწუხაროდ, ღიად ვერ საუბრობენ, მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს. “სტრატეგია აღმაშენებლის” შემთხვევაში პრობლემა იმაშია, რომ არჩევნებისთვის არავითარი პერსპექტივა არ აქვს დამოუკიდებლად მოიპოვოს საზოგადოების იმ ზომის მხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს მის პოლიტიკაში ყოფნას. ამიტომ ბარიერის გადალახვის პრობლემის მქონე ეს პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებას იღებს, მიეკედლოს ვინმე სხვას, უფრო დიდს და ამ გზით გავიდეს “სამშვიდობოს”. რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, აშკარად ჩანს, რომ პარტიის შიგნით დაპირისპირებული ფლანგებისთვის ახლა აქტუალურია გაძლიერება ერთმანეთთან დაპირისპირების ფარგლებში, ამიტომ შეიძლება ხაბეიშვილი თვლიდეს, რომ მისი ფლანგის მხარდამჭერად ვაშაძისნაირი პოლიტიკოსის მიმატება შეიძლება იყოს კარგი ვარიანტი ან შეიძლება ეს სულაც არ იყოს ხაბეიშვილის ვერსია. ყოველ შემთხვევაში, რა შეიძლება მოეგო “ნაციონალურ მოძრაობას”, ამას ვერავინ ხვდება. გუშინდელი ბრიფინგიდან გამოჩნდა პირველი ნიშნები კონფლიქტისა ოპოზიციის დარჩენილ ნაწილთან, რადგან ღიად გამოცხადდა, “სტრატეგია აღმაშენებელი” “ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ ოპოზიციის ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება არისო და არ მგონია, ამ განცხადებას მშვიდად შეხვდნენ ის პარტიები, რომლებიც მათ შორის, დღეს პარლამენტში საქმიანობენ და ვფიქრობ, სამართლიანად შეიძლება ჰქონდეს ამბიციაც და პრეტენზიაც,” – განაცხადა სარჯველაძემ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს. როგორც პარტიების ლიდერებმა, ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ისინი ბრძოლას საერთო სტრატეგიით გააგრძელებენ.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას დაანახა, რომ შეუძლია ქვეყანა მშვიდობით ატაროს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის პირობებში -ირაკლი ჩიქოვანი

ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას დაანახა, რომ შეუძლია ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღება, შეუძლია გუნდის შეკვრა და შეუძლია ქვეყანა მშვიდობით ატაროს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის პირობებში – ეს არის ობიექტური რეალობა, თუ გვინდა ერთ წინადადებაში შევაფასოთ, თუ რას აკეთებს დღეს მთავრობის მეთაური საქართველოში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებაზე, პრემიერ-მინისტრზე და სხვა ლიდერებზე ორკესტრირებული შეტევების გააქტიურების მოლოდინი აქვს, თუმცა, ერთი და იმავე ადამიანების მიერ ამ თემაზე საუბარი უკვე შედეგის მომტანი არ არის. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით, საბოლოო ჯამში, სახელმწიფოს და მის ხალხსაც შეურაცხყოფენ.

„ჩვენ კარგად ვნახეთ, რომ არაერთი ორკესტრირებული შეტევა ყოფილა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამ შემთხვევაშიც, ეს ყველაფერი მიმართული არის ასევე ხელისუფლების, მთავრობის მიმართ, უშუალოდ კონკრეტული პირების: პრემიერ-მინისტრის და ყველა ჩვენი ლიდერის მიმართ. მე მგონია, ეს გაგრძელდება და უფრო მეტსაც გეტყვით, შეიძლება ეს უფრო აქტიური იყოს საარჩევნო წლის მოახლოებასთან ერთად, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, იმდენად გაუვიდა ყავლი, რაოდენობრივად რაც არ უნდა დიდი იყოს ეს ყველაფერი, შედეგის მომტანი არ არის. კარგად დავინახეთ, რომ ეს შეტევები მოდის, ვხედავთ, არის ხოლმე შემთხვევები როდესაც ახალი აქტორები ერთვიან, მაგრამ ის ადამიანები, ვინც ამაზე საუბრობენ, უკვე გათელილი თემაა და შესაბამისად, აქ ახალი არაფერი არ არის.

ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვიწოდებენ “ბანდას”, იმ ადამიანს მგონი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს საქართველოში რა ხდება და ერთის მხრივ, პირდაპირ, უშუალო შეურაცხყოფას აყენებს აბსოლუტურად ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც ირჩევს საკუთარ სახელმწიფოში იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს და მეორე, საბოლოო ჯამში, შეურაცხყოფას აყენებს ამით ხალხსაც და ჩვენს სახელმწიფოსაც.” – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

რეკორდული სიცხის გამო საბერძნეთის ტყეებში გაჩენილი ხანძარი ძლიერდება

რეკორდული სიცხის გამო საბერძნეთის ტყეებში გაჩენილი ხანძარი ძლიერდება. ქვეყნის ხელისუფლება იძულებული გახდა ათენთან ახლოს მდებარე დასახლება აგიოს-სოტირასიდან მცხოვრებთა უმეტესობა გაეხიზნა. ცეცხლი დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა და რამდენიმე სახლსაც მოედო.

სტიქიის რეგიონში დამატებითი სამაშველო ბრიგადები გაგზავნეს. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს კუნძულ როდოსსა და ლაკონიის მხარეშიც ემუქრება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ხანძრის ახალი კერების წარმოქმნის საფრთხეც იზრდება.

Останки Давида Закарая, перевезенные из Абхазии, были похоронены на братском кладбище Дигоми с военными почестями

 

Давид Абелович Закарая, боец, погибший во время боевых действий, которые велись в Абхазии за территориальную целостность Грузии, останки которого были перевезенные из Абхазии, был похоронен на братском кладбище Дигоми с военными почестями.

 

Информацию об этом распространяет Государственная служба по делам ветеранов. По их же информации, на церемонии присутствовал заместитель директора Государственной службы по делам ветеранов Джандри Убирия вместе с представителями Правительства АР Абхазия.

 

“Давид Абелович Закарая родился 7 января 1968 года в Сухуми; числился в третьем батальоне 23-бригады; во время боевых действий в Абхазии принимал участие почти во всех важных боях; погиб 17 сентября 1993 года, во время штурма Сухуми. Был похоронен в селе Ачадара, во дворе своего дома.

 

Совместными усилиями Международного Комитета Красного Креста и Государственного аппарата Грузии по вопросам равноправия и примирения, в Грузию были перевезены останки 13 идентифицированных лиц, погибших во время боевых действий в Абхазии в 1990-ые годы, 4 из которых были военными Гиви Челидзе, Давид Закарая, Гурам Хунцелия, Шахи Сичинава, и 9 гражданских лиц – Шота Мурусидзе, Мосэ Маргвелани, Анзор Тодуа, Генади Тодуа, Вахтанг Чичуа, Абел Патарая, Давид Шарвадзе, Джемал Иосава и Гульнара Абуладзе. Идентифицированные останки погибших, кроме останков Давида Закарая, по решению их семей, будут похоронены на семейных кладбищах в разных локациях.

 

После создания при участии Международного Комитета Красного Креста в 2010 году двух координационных механизмов, один из которых функционирует в связи с вооруженным конфликтов 1992-1993 годов в Абхазии, а второй – в связи с военными действиями, которые велись в 90-ые годы и в 2008 году в Цхинвальском регионе, всего найдено 601 останков, 243 из которых были переданы семьям погибших. На сегодняшний день 2049 военные и гражданские лица все еще считаются без вести пропавшими, для поиска, нахождения, идентифицирования и передачи семьям гуманитарный координационный механизм продолжает работать в непрерывном режиме”, – указано в информации Государственной службы по делам ветеранов.

Николай Квезерели почтил память воинов, погибших в Никози за целостность страны

Первый заместитель директора Государственной службы по делам ветеранов, Николай Квезерели, председатель сакребуло Горийского муниципалитета Давид Размадзе и заместитель мэра города ГориТамаз Шиошвили побывали в селе Никози, где возложили венок у мемориала воинов, погибших во время вооруженного конфликта в Цхинвальском регионе в 1990-ые годы и российско-грузинской войне 2008 года, и почтили их память.

Информацию об этом распространяет Государственная служба по делам ветеранов.

По их же информации, к мемориалу также пришли начальник департамента регионального управления Государственной службы по делам ветеранов Леван Амиридзе, представители управления Шида Картли Звиад Сабашвили и Тенгиз Девидзе, ветераны войны и вооруженных сил.

“Днем памяти погибших во время военных действий в Самачабло в 1990-ые годы и во время августовской войны 2008 года, 20 июля было учреждено по инициативе Государственной службы по делам ветеранов в этом году и в дальнейшем эта дата каждый год будет отмечаться.

Для информации, в селе Никози мемориал героев, погибших в борьбе за территориальную целостность Грузии, по инициативе представителей управления Шида Картли Департамента регионального управления Государственной службы по делам ветеранов и при поддержке правительства был открыт в 2019 году”, – указано в информации Государственной службы по делам ветеранов.

ომის 512-ე დღე – რუსეთი ოდესაში მარცვლეულის ტერმინალებს თავს კალიბრის რაკეტებით დაესხა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა სუმის ოლქზე 32-ჯერ მიიტანეს იერიში. რეგიონში 200-ზე მეტი აფეთქება მოხდა. სარაკეტო თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი შეტყობინება უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში ორჯერ გაავრცელეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინა მუშაობს პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების მისაღებად, რომლებიც უზრუნველყოფენ ოდესისა და ქვეყნის სხვა ქალაქების დაცვას. ამასთან, მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს მუშაობას მსოფლიოს მობილიზებისთვის, რათა დაიცვას სასურსათო უსაფრთხოება.

რუსეთი ოდესის ოლქში ტერორს აგრძელებს, წუხელ მტერი ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებს დაესხა თავს, – ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა.

„მტერი აგრძელებს ტერორს და ეს ტერორი უდავოდ დაკავშირებულია მარცვლეულის შეთანხმებასთან. ღამით მტერი ოდესის ოლქში თავს დაესხა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს, სადაც მარცვლეულის მარაგის განადგურებას შეეცადა“, – აღნიშნა ჰუმენიუკმა.

მისი ინფორმაციით, რუსებმა მარცვლეულის ტერმინალებს „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ეს ოდესის ოლქზე ბოლო ერთ კვირაში განხორციელებული მეოთხე თავდასხმაა. მან დაადასტურა, რომ თავდასხმა ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებზე მოხდა და 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი განადგურდა.

“ვინც “ნაციონალურ მოძრაობას” ან სააკაშვილს გაეკარა, ყველამ თავი შეირცხვინა”- რატი იონათამიშვილი

ამ მართლაც გაუგონარი საქციელის იქით კიდევ უფრო გაუგონარი და ამაზრზენი იყო როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ისე ამ ბატონის ახსნა-განმარტება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ვივამედში“ პოლონელ ექიმთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს.

„ფაქტია, რომ ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ ან სააკაშვილს გაეკარა ყველამ შეირცხვინა თავი. ძალიან უხერხული იქნება ამ ექიმებს თუნდაც თვითონ რომ ჰქონდეთ პრეტენზია, რომ კიდევ შევიდნენ იქ. ის ახსნა, რაც ამ ექიმის მხრიდან იყო, რომ თურმე მას აქვს ჩვევა, რომ ყველაფერს წინდებში იდებს, ეს კიდევ ცალკე უხერხული ახსნაა. ფაქტია, რომ ამ მართლაც გაუგონარი საქციელის იქით კიდევ უფრო გაუგონარი და ამაზრზენი იყო როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ისე ამ ბატონის ახსნა-განმარტება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.

პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.

პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებე

აშშ-მა რუსეთში 120-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა სანქციები 120-მდე ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას დაუწესა, რაც მიზნად ისახავს რუსეთისთვის სხვადასხვა სახის ელექტრონულ მოწყობილობებზე წვდომის შეზღუდვას, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ახალი ზომები ასევე მიზნად ისახავს, შეამციროს რუსეთის შემოსავლები ლითონებისა და სამთო სექტორიდან, შეარყიოს მისი მომავალი ენერგეტიკული შესაძლებლობები და შეამციროს რუსეთის წვდომა საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე“, – ნათქვამია ხაზინის განცხადებაში.

„დღევანდელი ქმედებები არის ჩვენი მცდელობების კიდევ ერთ ნაბიჯი, შევზღუდოთ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები, მისი ხელმისაწვდომობა ბრძოლის ველზე მომარაგებაზე და მისი ეკონომიკა“, – განაცხადა ხაზინის მდივნის მოადგილემ, უოლი ადეეომ.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებაში დახმარებისთვის სანქციები დაუწესეს რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეს, იონგ ჰიოკ რიმის, რომელიც დაკავშირებული იყო ევგენი პრიგოჟინთან, კერძო სამხედრო ორგანიზაციის, „ვაგნერის“ ლიდერთან.

სანქციები შეეხო ასევე ორ კერძო რუსულ სამხედრო კომპანიას, მათ შორის „ოხრანას“, რომელიც კრემლის მიერ კონტროლირებად კომპანია „გაზპრომს“  ეკუთნის.

რუსეთის საელჩოს სანქციებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.