Home Blog Page 2005

შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი დააკავეს

შოტლანდიის ყოფილი პირველი მინისტრი 52 წლის ნიკოლა სტერჯენი დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, საქმე ეხება შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანსების შესახებ მიმდინარე გამოძიებას.

პოლიციის განცხადებით, ქალი არის ეჭვმიტანილი შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანსების საქმეზე მიმდინარე გამოძიებაში.

მედიის ცნობით, ახლა ნიკოლა სტერჯენს პოლიცია ჰკითხავს.

სტერჯენის სპიკერმა დაადასტურა, რომ იგი თანამშრომლობდა გამოძიებასთან.

„ნიკოლა გამუდმებით ამბობდა, რომ ითანამშრომლებდა გამოძიებასთან, თუ მას სთხოვდნენ და ასე გააგრძელებს“, – სტერჯენის სპიკერმა.

შოტლანდიის პოლიციამ გამოძიება 2021 წელს წამოიწყო, როდესაც სამართალდამცველებმა მიიღეს საჩივარი 600 000 გირვანქა სტერლინგის არამიზნობრივი ხარჯვის თაობაზე. ეს თანხა აქტივისტებმა შოტლანდიის დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმის კამპანიის ჩასატარებლად შეაგროვეს.

სტერჯენი შოტლანდიის მთავრობას 2014 2023 წლებში მეთაურობდა. ის მესამე მაღალჩინოსანია, რომელიც შოტლანდიის ნაციონალური პარტიის დაფინანსების საკითხზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

დროებით ოკუპირებულ ყირიმში სარკინიგზო ლიანდაგზე აფეთქება მოხდა

დროებით ოკუპირებულ ყირიმში სარკინიგზო ლიანდაგზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ტელეგრამ არხი Baza ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება დაახლოებით 16 საათზე მოხდა.

აფეთქების შედეგად დაზიანდა სატვირთო ლოკომოტივი.

ყირიმის ე.წ ხელმძღვანელმა აქსიონოვმა განაცხადა, რომ მატარებლების მოძრაობა ამ ტერიტორიაზე შეჩერებულია. მგზავრებისთვის მოეწყობა ავტობუსების ტრანსფერი.

მისივე განცხადებით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სტამბოლის საკანცელარიო ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა

სტამბოლის საკანცელარიო ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი პლასტმასის და ხის მასალებს მოედო. საწარმოში ევაკუაცია განხორციელდა. ინციდენტი სწორედ მაშინ მოხდა, როცა საწარმოსთან ახლოს მდებარე ათათურქის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო მატჩი მიმდინარეობდა. ერთ-ერთი ვერსიით, აალება შესაძლებელია სტადიონთან შეკრებილი ქომაგების მიერ გასროლილმა მაშხალებმა გამოიწვია.

დომინიკ ჰასლერი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია

2023 წლის 11 ივნისს, საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ლიხნტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ.

ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერის მნიშვნელობაზე.

როგორც ცნობილია, საქართველოს 11-13 ივნისს ვიზიტით ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, დომინიკ ჰალსერი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებს შეხვდება.

კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც არეული აქვთ ორიენტაცია, არ არიან ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა” კობახიძ

ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, არის თუ არა ახალგაზრდების დისკრიმინაცია მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, რაზეც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მის განცხადებაში საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე.

„აქ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც მართლა ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული. ყველანაირ ორიენტაციაში ვგულისხმობ, პირველ რიგში, პოლიტიკურ ორიენტაციას, თუმცა არამარტო, სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისმება. მათ, პირველ რიგში, აქვთ პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ცდილობენ, ეს ახალგაზრდები რაღაცნაირად გააიგივონ ჩვენს ახალგაზრდობასთან. ზოგადად, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და ამ კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს არის დაუშვებელი. ეს ახალგაზრდები, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც არეული აქვთ ორიენტაცია, არ არიან ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,დღეს ავალებენ, რომ უნდა ჩავიდეს სადღაც და ჩაიხადოს, ხვალ სხვა რამეს დაავალებენ”- მდინარაძე

ზურაბ ჯაფარიძეს არავინ ეკითხება რას იტყვის, რა კითხვას დაუსვამენ და რას უპასუხებს. მაშინ დაავალეს და უთხრეს, რომ შენ ახლა რუსეთთან დაკავშირებით არ უნდა ილაპარაკო ცუდი რაღაცები: ეკონომიკაზე, ურთიერთობის გაღრმავებაზე უნდა ილაპარაკო. ზურაბ ჯაფარიძემ, ისევე როგორც მისმა პოლიტიკურმა მეგობრებმა, ასე ილაპარაკეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

მდინარაძეს დაუსვეს კითხვა, თუ რას უკავშირებს ჯაფარიძის რიტორიკის და შეხედულებების შეცვლას, რომელიც 2011 წელს რუსეთთან ვაჭრობის მომხრე იყო.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ზურაბ ჯაფარიძეს ახლა დავალებული აქვს, რომ „აჟრიალებდეს ყველაფერ რუსულზე“, ხოლო მომავალში, შესაძლოა, კვლავ დაავალონ ნარატივის შეცვლა, რაც, მდინარაძის თქმით, აგენტის ხვედრია.

„დღეს ავალებენ, რომ შენ ახლა უნდა ჩახვიდე სადღაც და უნდა ჩაიხადო, უკაცრავად ამის თქმა რომ მიწევს. შენ ახლა გევალება, რომ უნდა გაჟრიალებდეს ყველაფერ რუსულზე, უნდა გაგიჟდე, გადაირიო და უნდა დაგბურძგლოს და ამას აკეთებს. ხვალ სხვა რამეს დაავალებენ, ისევ შეცვლის ამ ნარატივს და ისევ იტყვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ​ ეკონომიკურია ​ და ცუდი არ არის – ეს არის აგენტის ხვედრი. საბედნიეროდ, უდიდეს უმრავლესობას ამ ქვეყანაში, შეუძლია საკუთარი აზრებით ილაპარაკოს რასაც თვითონ ფიქრობს. ზურაბ ჯაფარიძეს და მისნაირებს თანავუგრძნოთ, რადგან მათ არ შეუძლიათ საკუთარი აზრი ჰქონდეთ, რასაც დაავალებენ, იმას ილაპარაკებენ. რუსეთზე ხან ასე ილაპარაკებენ, რომ ეკონომიკას ეხება საქმე, ხან ისე ილაპარაკებენ, რომ თითქოს ბრაზდებიან, რადგან გაბრაზება აქვთ დავალებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“საელჩოში ელჩო დეგნან? მანდაც ბნელა?”- ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით ეხმიანება დონალდ ტრამპის პოლიტიკურ დევნას, რასაც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კევინ მაკარტიმ უწოდა “ბნელი დღე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის”. “ბნელი დღე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის”, – წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი. საელჩოში ელჩო დეგნან? მანდაც ბნელა? “დვიჟოკი” ხომ არ შემოგაშველოთ яკამ? ამერიკის მართლმსაჯულებას რომ დააკვირდეთ, როგორც 2 ივნისის და ლაზარეს პროცესებს აკვირდებით?!” – წერს ხაინდრავა

,,დღეს მართლაც ბნელი დღეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის”- კევინ მაკარტი

დღეს მართლაც ბნელი დღეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკარტი დონალდ ტრამპისთვის საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალის წაყენებას.

„არაკეთილსინდისიერია პრეზიდენტის მხრიდან ბრალის წაყენება წამყვანი კანდიდატისთვის, რომელიც მას უპირისპირდება. ჯო ბაიდენი ათწლეულების განმავლობაში ინახავდა საიდუმლო დოკუმენტებს. მე და ყველა ამერიკელი, ვისაც კანონის უზენაესობის სჯერა, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ვდგავართ ამ მძიმე უსამართლობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა კევინ მაკარტიმ.

 

პუტინმა, შესაძლოა, ფართომასშტაბიანი მობილიზაცია გამოაცხადოს – NYT

თუ უკრაინის კონტრშეტევა საკმარისად წარმატებული აღმოჩნდება, კრემლმა შესაძლოა რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა გამოაცხადოს. ამჯერად კიდევ უფრო მეტი რეკრუტის გამოძახებაა შესაძლებელი, ვიდრე გასული წლის შემოდგომაზე, – ამის შესახებ რამდენიმე დასავლელმა პოლიტიკოსმა განუცხადა The New York Times-ს ანონიმურობის პირობით.

ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ოკუპირებული უკრაინის მიწიდან რუსული ჯარის განდევნა, როგორც მიმდინარე კონტრშეტევის ნაწილი, ნაკლებად სავარაუდოა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს ვარაუდი, რომ უკრაინის არმია იბრუნებს და იკავებს რუსების მიერ ადრე ოკუპირებული ტერიტორიის საკვანძო ნაწილს.

აშშ-ს სადაზვერვო სამსახურების თანახმად, ყველაზე სავარაუდო სცენარი არის უკრაინის მცირე გამარჯვება საომარი მოქმედებების საწყის ეტაპზე, როგორიცაა დონბასის ზოგიერთი ნაწილის დაბრუნება ან რუსეთის განდევნა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სასოფლო-სამეურნეო და სამთო ტერიტორიებიდან.

„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აღება და ერთ-ერთი უდიდესი ატომური ელექტროსადგურის დაბრუნება იქნება სიმბოლური და სტრატეგიული გამარჯვება“, – წერს გაზეთი.
ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ყირიმთან ეგრეთ წოდებული სახმელეთო ხიდის გაჭრა. ეს  ნახევარკუნძულზე რუსულ სამხედრო ობიექტებს შეუქმნის საფრთხეს და  შეფერხებადა ჯარებისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება.

ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კონტრშეტევის სასიცოცხლო მიზანი უნდა იყოს რუსეთის შეიარაღებული ძალების შემდგომი დასუსტება. წელს რუსეთის ჯარებმა უკვე განიცადეს დიდი დანაკარგი ბახმუტისთვის გამართულ ბრძოლებში.

ამავდროულად, ზოგიერთი მოკავშირე ოფიციალური პირი, პირიქით, შიშობს, რომ შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა შეიძლება აღმოჩნდეს „ზედმეტად წარმატებული“,  ჯარისკაცების მასობრივმა დაკარგვამ შეიძლება აიძულოს ვლადიმერ პუტინი გამოაცხადოს უფრო დიდი მობილიზაცია.

„ამერიკის სადაზვერვო სააგენტოები აცხადებენ, რომ უკრაინაში სრული დამარცხება ან ყირიმის დაკარგვა არის ორი სცენარი,  სწორედ ამის შემდეგმპუტინს შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს“, – აღნიშნავს გამოცემა.

„ენერგოატომის“ ცნობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე ბოლო რეაქტორიც გააჩერეს

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მომუშავე ბოლო რეაქტორიც გააჩერეს. „ენერგოატომის“ ცნობით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს, მიზეზი კი კახოვკის კაშხლის აფეთქება გახდა, რომელიც ენერგობლოკის გაგრილების სისტემას წყლით ამარაგებდა. კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით „მსოფლიოში ზოგიერთ დონეზე სამარცხვინო გულგრილობა გამოჩნდა“.

იტალიური მედია კვარაცხელიაზე წერს

იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი სტატისტიკური მონაცემები გავრცელდა – ეს არის დაკონკრეტება, თუ რატომ გახდა ქართველი თავდამსხმელი სერია A-ს სეზონის საუკეთესო მოთამაშე.

„ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. ეს არის სერია A-ში დაფიქსირებული რეკორდი – პირველ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მსგავსი შედეგი არცერთ თავდამსხმელს არ ჰქონია, თვით დიეგო მარადონასაც კი.

არახალია, რომ კვარაცხელია ასევე პირველი მოთამაშეა 2006/07 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში პირველ სეზონში გაიტანა მინიმუმ 10 გოლი და 10 საგოლე პასი შეასრულა – ბოლოს ეს „ვერდერის“ თავდამსხმელმა დიეგომ (13 გოლი და 13 პასი) მოახერხა.

კვარაცხელიას სერია A-ში პირველივე სეზონში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მაჩვენებელი ჰქონდა. 22 წლის ფეხბურთელი დე ლაურენტისის ეპოქის „ნაპოლის“ მეოთხე მოთამაშე გახდა, რომელიც მონაწილეობდა 20-ზე მეტ გოლში (10 გოლი+10 ასისტი) – ასეთები აქამდე იყვნენ კავანი (2010/11), იგუაინი და კალეხონი (ორივე 2013/14).

კვარა ასევე ერთადერთი მოთამაშე იყო ლიგაში, რომელმაც კარში 70-ზე მეტჯერ დაარტყა და თანაგუნდელებს 50-ზე მეტი საგოლე შანსი შეუქმნა. ამას გარდა, ხვიჩამ კონტრშეტევაზე ყველაზე მეტი მომენტი შექმნა (26).

„არის სტატისტიკა, რომელიც იტალიის ჩემპიონატზე ქართველი ტალანტის გავლენაზე მიუთითებს. მას აქვს მაჩვენებლები, რომლითაც აქამდე არავის დაუტრაბახია. ისაა დამანგრეველი ძალა შეტევაში, ვინც „ნაპოლის“ ჩემპიონობაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ქართველი ტალანტი იყო ერთადერთი მოთამაშე სერია A-ში, რომელმაც კარში 70-ზე მეტჯერ დაარტყა და 50-ზე მეტი შანსი შეუქმნა თანაგუნდელებს. რიცხვები და სტატისტიკა ადასტურებს მის კლასს. ამან აიძულა „ნაპოლი“, სამომავლოდ ქართველის შენარჩუნებაზე ეფიქრა და ამიტომ სურთ კვარაცხელიასთან გაუმჯობესებული პირობებით კონტრაქტის 2028 წლამდე გახანგრძლივება“, – წერს corriere dello sport-ი.

,,ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ქვეყნის აყირავების მცდელობას მაინც აგრძელებენ” – ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ქართული რადიკალური ოპოზიციის მიერ დაფინანსებული მედიების შესახებ ანალიზს აქვეყნებს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, „ფეიქ“ ინფორმაციების გამავრცელებელ მედიებში ფინანსური კრიზისია, თუმცა ქვეყნის აყირავების მცდელობას მაინც აგრძელებენ, რაშიც, საერთაშორისო პარტნიორებიც ეხმარებიან.

„ქვეყნის „აყირავების“ საქმეში ჩვენი ოპო-მედია-ველის და მათი საერთაშორისო პარტნიორების როლის დაუფასებლობა უსამართლობა იქნებოდა: „გლავკანალი“, „ჭუტავიზია“, „ოფშორTV“ და მათი ზოგიერთი რეგიონული შვილობილი წვრილი მედიამავნებლები არ გაჩერებულან, მიუხედავად რეიტინგული ვარდნებისა თუ ფინანსური ხასიათის სირთულეებისა. ამ კუთხით, ოპოზიციური მედიასაშუალებები კვლავ არ იმყოფებიან სახარბიელო მდგომარეობაში: განიცდიან მწვავე ფინანსურ კრიზისს, რაც დაინტერესებულ მხარეს უქმნის სათავისოდ დამატებითი ზემოქმედების საშუალებას, მათზე კონტროლის დამყარების ღია შესაძლებლობას.

ტელეკომპანია „მთავარ არხში“ მართალია ივნისიდან სახელფასო ფონდი გაიზარდება 25%-ით, მაგრამ „ჟჟჟურნალისტებში“ დადის ხმა, რომ ტელევიზიას აფინანსებს მამუკა ხაზარაძე, თუმცა ინფორმაცია ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ხაზარაძე აფინანსებს ტელეკომპანია „ტვ პირველს“, სადაც ცდილობს ნიკა მელიას „მედიურობის“ უზრუნველყოფას, ვინაიდან უკანასკნელ პერიოდში „მთავარი არხის“ მიერ მოხდა ნიკა მელიას გარიდება, რაც თავად მელიას დაუფარავ უკმაყოფილებას იწვევს. არ არის გამორიცხული, რომ, შესაძლოა, დიმიტრი ჩიქოვანის ირგვლივ აგორებული სკანდალების ფონზე, კეზერაშვილმა შეცვალა ფინანსების შემოდინების კალაპოტი, თუმცა ვერც ხაზარაძეს გამოვრიცხავთ – ეს ვარაუდი საჭიროებს დაკვირვებას, თუ რამდენად ხშირად გამოჩნდება „მთავარ არხზე“ ნიკა მელია.

საინტერესო მოვლენებს ჰქონდა და აქვს ადგილი „ფორმულაზეც“, სადაც სახელფასო დავალიანება ტექნიკური პერსონალის დონეზეც არ არის გასტუმრებული და აქედან გამომდინარე, წარმომიდგენია კოლექტივის „სიხარული“ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ „ამერიკის მედიასივრცეში ტელეარხის პრობლემების უკეთ გაშუქების მიზნით“ (ამერიკელი მაყურებელი ხომ ძალიან განიცდიდა „ფორმულასთან“ დაკავშირებით ინფორმაციულ დეფიციტს) კეზერაშვილმა უკვე გადაიხადა ნახევარ მილიონამდე დოლარი, რაც რამდენი თვის სახელფასო ფონდის ეკვივალენტია – თავად განსაჯეთ. არანაკლები პრობლემებია ტელეკომპანია „ტვ პირველშიც“, სადაც თემურ ჭყონიას შვილი, სოფო ჭყონია, „ჭუტა“ წერეთელს სთხოვს მისი შვილისთვის ნასესხები 515 000 ათასი ლარის სასწრაფო წესით უკან დაბრუნებას, რომელიც, მისი თქმით, მან „ასესხა ტელევიზიას ხელფასების დასარიგებლად“.

რაც შეეხება აღნიშნული ტელევიზიებისა და მათი საერთაშორისო პარტნიორების ბოლოდროინდელ აქტიურობას, ის, ძირითადად, დაკავშირებულია ე.წ. სანქციების თემასთან, სადაც განსაკუთრებული აქტივობა გამოავლინეს ფრანგმა და გერმანელმა ჟურნალისტებმა. კერძოდ: ქ. ბათუმში ჩამოვიდნენ ერთ-ერთი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ფრანგი სტუდენტები, რომლებიც იკვლევენ საქართველოს დამოკიდებულებას რუსულ ეკონომიკაზე, სადაც აქცენტი კეთდება „ამ დამოკიდებულების გაზრდაზე“.

თავისთავად, ნაკლებად სავარაუდოა კვლევის ეს ხაზი მათ „თავისით“ მოსვლოდათ აზრად და ამ დავალების მიღმა, ჩვენთვის კარგად ნაცნობი „ყურები“ მოჩანს. მაისში ჩამოვიდა საქართველოში ,,დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ჟურნალისტი, რომელიც საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების გვერდით ავლის საკითხს იკვლევს. ,,დოიჩე ველე” (Deutsche Welle) არის გერმანიის საერთაშორისო მაუწყებელი და მისი მოკლეტალღოვანი, ინტერნეტული და სატელიტური რადიოპროგრამები 30 ენაზე გადასცემენ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანას. კომპანია ფლობს სატელიტურ ოთხენოვან სატელევიზიო სამსახურსა და ონლაინ ვებგვერდს. ასე რომ, უახლოეს მომავალში „ფეიკებისა“ და დეზინფორმაციის მასალების უკმარისობა არც საერთაშორისო და არც ჩვენი ოპო-მაუწყებლობის დონეზე ჩვენ არ გვემუქრება.

მით უმეტეს, რომ USAID-ის მიერ აქტიურად მიმდინარეობს თავისი „მედიასკოლების“ მეშვეობით რეგიონული „ტრენინგები“ ერთი მთავარი თემის ირგვლივ: მედია დეზინფორმაცია და „ფეიკი“ არ შეიძლება გამომდინარეობდეს დასავლეთიდან, უკრაინიდან და ქართული „პროდასავლური“ მედიასივრციდან – ეს არის მხოლოდ „რუსული“ წარმომავლობის „სუბსტანცია“ და ვინც ასე არ თვლის, არის ФСБ-ს სახელმძღვანელოების თანახმად შექმნილი „რუსული პროექტის“ ნაწილი. ამ და სხვა „საინტერესო“ მიგნებებს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით“, – წერს დავით ქართველიშვილი.