კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც არეული აქვთ ორიენტაცია, არ არიან ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა” კობახიძ

125
spot_img

ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს, არის თუ არა ახალგაზრდების დისკრიმინაცია მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, რაზეც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მის განცხადებაში საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე.

„აქ საუბარი იყო კონკრეტულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც მართლა ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული. ყველანაირ ორიენტაციაში ვგულისხმობ, პირველ რიგში, პოლიტიკურ ორიენტაციას, თუმცა არამარტო, სხვა ტიპის ორიენტაციაც იგულისმება. მათ, პირველ რიგში, აქვთ პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა, თუმცა ეს პოლიტიკური ორიენტაციის პრობლემა სხვა ორიენტაციასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ცდილობენ, ეს ახალგაზრდები რაღაცნაირად გააიგივონ ჩვენს ახალგაზრდობასთან. ზოგადად, ჩვენს ქვეყანას ჰყავს ღირსეული, გამორჩეული ახალგაზრდობა და ამ კონკრეტულ ადამიანებზე ქართული ახალგაზრდობის დაყვანა არის ძალიან დიდი სირცხვილი. ეს არის დაუშვებელი. ეს ახალგაზრდები, კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც არეული აქვთ ორიენტაცია, არ არიან ჩვენი ღირსეული, ჯანსაღი ახალგაზრდობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.