Home Blog Page 2001

“ეს არის სისაძაგლე, ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს, გამოხატვასაც, სიტყვის თქმასაც” – მიხეილ სარჯველაძე

ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს, გამოხატვასაც, სიტყვის თქმასაც, მაგრამ რაღაცას უზნეოდ როცა აკეთებენ, ეს არანაირ ჩარჩოში აღარ ჯდება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითიც პარლამენტის სხდომათა დარბაზში დღეს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, უზნეო საქციელია, რაც დღეს პარლამენტში მოხდა.

„მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და ყველა ჩემს კოლეგას, ვისაც დღეს შეურაცხყოფა მიაყენეს, ბოდიში მოვუხადო. სამწუხაროდ, ისე ხდება ხოლმე, რომ ადამიანური ფაქტორები ბევრი ადამიანისთვის გამოსაყენებელი ხდება მერკანტილური მოტივებით და იდეებით. ეს ცუდი ამბავია. მინდა, ყველას სახელით ბოდიში მოვუხადო იმ ბავშვებს, რომლებმაც დღეს ძალიან დიდი სტრესი განიცადეს. ეს არის სისაძაგლე. ყველაფერს თავისი ეთიკა აქვს, გამოხატვასაც, სიტყვის თქმასაც, მაგრამ როცა ამ ეთიკას არაფერს დაუდევენ, რაღაცას სხვანაირად, უზნეოდ აკეთებენ, ეს არანაირ საზღვარში აღარ ჯდება და ძალიან ცუდი ამბავია. ყველამ თავისი თავი შეაფასოს და საკუთარ გულში ჩაიხედოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი შეძახილით – „არა რუსულ კანონს“. დარბაზში ხმაურის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა.

სკოლის ატესტატის გაცემა 3 ივლისიდან დაიწყება

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მისაღებად განცხადებების მიღება და ატესტატის გაცემა 3 ივლისიდან დაიწყება. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

📚მთელი ქვეყნის მასშტაბით წელს სკოლა 47 306-მა მე-12 კლასელმა დაამთავრა.

📚სკოლადამთავრებულები სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას შეძლებენ იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.

📚აბიტურიენტები მზა ატესტატებს განაცხადის წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ. დოკუმენტის უფასოდ მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ატესტატის დაჩქარებული წესით აღების შემთხვევაში კი, დაწესებულია შესაბამისი საფასური.

📚სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის მიღება შესაძლებელია როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც დედნის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია.

📚დაინტერესებულ პირებს მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, ნებისმიერ დროს, ადგილიდან გაუსვლელად შეუძლიათ ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა. ამისათვის უნდა გამოიყენონ განცხადების ჩაბარებისას მათთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომერი და კოდი.

📚აბიტურიენტებს ელექტრონული ატესტატით სარგებლობა შეუზღუდავად შეუძლიათ, იმის მიუხედავად, გაიტანენ თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს.

“კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ არცერთი ადამიანი არ იქნება არჩეული ვიცე-სპიკერად”-ირაკლი კობახიძე

კოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ არცერთი ადამიანი არ იქნება არჩეული ვიცე-სპიკერად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„თუ უარს იტყვის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ კანდიდატურის წარდგენაზე და არაკოლექტიური „ნაცმოძრაობიდან“ იქნება წარმოდგენილი კანდიდატურა, ჩვენ განვიხილავთ მხარდაჭერას. კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ იგულისხმება პარტია „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, ვაშაძის პარტია, გახარიას პარტია. არჩევანი არის უკიდურესად დავიწროებული, შესაბამისად, პერსპექტივა იმისა, რომ ჩვენ მოვახერხოთ ვიცე-სპიკერის არჩევა, არის ძალიან დაბალი. თუმცა თუ ვიცე-სპიკერის ვაკანსია არ შეივსება, ეს არავითარი პრობლემა არ არის პარლამენტის ფუნქციონირებისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.

თიბისის მხარდაჭერით კომპანია „უფლისციხის მამულმა“ ქართლში ვენახები გააშენა და უმაღლესი ხარისხის ცქრიალა ღვინის წარმოება დაიწყო

თიბისის პარტნიორმა კომპანია „უფლისციხის მამულმა“ ქართლის რეგიონში ვენახები გააშენა. აქვე, წამოიწყო მარნის მშენებლობა და აღჭურვა, სადაც პრემიუმ კლასის ღვინოებსა და ცქრიალა ღვინოს აწარმოებს. „უფლისციხის მამულის“ გენერალური დირექტორი, აკაკი ავალიშვილი კომპანიის მიზნებსა და ამბიციებზე გვესაუბრა:

„ღვინის წარმოების იდეა 2019 წელს დაიბადა და კომპანია ოთხმა პარტნიორმა დავაფუძნეთ. ფიქრი შიდა ქართლის რეგიონზე შევაჩერეთ, ვინაიდან გვჯერა, აქ დიდი პოტენციალია, განსაკუთრებით მევენახეობა-მეღვინეობის და ტურისტული  მიმართულებებით. მოვძებნეთ ლამაზი ადგილი უფლისციხესთან და შევიძინეთ რამდენიმე ნაკვეთი, სულ 11 ჰა-მდე. მოგვიანებით აღნიშნულ მიწას მიემატა დაახლოებით 10 ჰა იჯარით აღებული სავარგულები. პარალელურად მივიღეთ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული საბაზისო განათლებაც ამ სფეროში, რათა პროფესიონალურად მივდგომოდით ჩვენს წამოწყებას. ბევრი ვიმოგზაურეთ, მათ შორის საფრანგეთშიც, კერძოდ შამპანის რეგიონში, რათა ადგილზე გავცნობოდით ცქრიალა ღვინის წარმოების თავისებურებებს.

ჩვენი სურვილი თავიდანვე მაღალი ხარისხის ქართული ღვინოების წარმოება იყო. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ქართული ცქრიალა ღვინოები, რომელსაც საინტერესო წარსული და მომავალი აქვს, გააჩნია პოტენციალი ღირსეულ ადგილი დაიკავოს საერთაშორისო ბაზრებზე. ამიტომაც, მთელი ჩვენი ფინანსური თუ ინტელექტუალური რესურსი ამ ამბიციური გადაწყვეტილების ხორცშესხმისკენ მივმართეთ.

2020 და 2021 წლებში საფუძვლიანად შევისწავლეთ ჩვენი სავარგულები. ჩავატარეთ ნიადაგის ლაბორატორიული კვლევები და დასკვნითი შეფასებისთვის მოწვეული გვყავდა ქართველი და ფრანგი ექსპერტები, რომელთა რჩევითაც სამომავლო ვენახისთვის ინდივიდუალურად შეირჩა საძირეები. ამის შემდგომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეშენებინა ვენახი, სადაც, ძირითადად, ქართლში გავრცელებული ჯიშები დავრგეთ (მათ შორის ჩინებული, გორული მწვანე, თავკვერი და  შავკაპიტო). ასევე, გავაშენეთ ფრანგული ჯიშების, პინო ნუარისა და შარდონეს ვენახები.

საკუთარი მოსავლის მიღებამდე, ღვინის საწარმოებლად, ყურძენს ვიძენთ მუხრანის, ოკამის და ატენის ზონებში მდებარე ვენახებიდან. შედეგად, უკვე მესამე წელია რაც ვაწარმოებთ სხვადასხვა სახეობის ღვინოს. დაწყებული გვაქვს ასევე, ცქრიალა ღვინის წარმოებაც.

ცქრიალა ღვინოს ვამზადებთ კლასიკური, ბოთლური მეთოდით და ვაძველებთ 2 წლის განმავლობაში. წელს, მაგალითად, ვაწარმოეთ და დასაძველებლად გადავდეთ დაახლოებით 6’000 ბოთლი ცქრიალა ღვინო. გარდა ამისა, უკვე ჩამოვასხით 4’000 ბოთლზე მეტი კლასიკური მეთოდით დამზადებული გორული მწვანე და ჩამოსასხმელად მოვამზადეთ რამდენიმე ათასი ლიტრი ქვევრის გორული მწვანე, ასევე ქვევრის შავკაპიტოს და შავი პინოს კუპაჟი.

ვენახების გარდა, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩვენი მარანი, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ავაშენეთ. თიბისის მხარდაჭერითვე შევიძინეთ, ღვინის საწარმოო ფრანგული დანადგარებიც, რომელთა შორისაც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „კოკარდის“ ბრენდის (Coquard) ყურძნის ტრადიციული 4 ტ. წარმადობის ჰიდრავლიკური წნეხი, რომელსაც საფრანგეთში, შამპანის რეგიონში, დიდი ხნის ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ.

1500 კვ.მ. ფართის ნაგებობაში, რომელიც როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის საწარმოო დანადგარებით, სივრცის ერთი ნაწილი ეთმობა ღვინის საწარმოსა და საცავებს, ხოლო დანარჩენში განთავსდება სადეგუსტაციო სივრცე და რესტორანი. მარნის აშენება-მოწყობაში ინვესტირებულია დაახლოებით 1’200’000 ლარი. ვფიქრობთ, ჩვენი მარანი სამომავლოდ გახდება ღვინის მოყვარულთათვის ერთერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი, რაც ამ ულამაზესი, ნაყოფიერი და ისტორიულად მდიდარი ღვინის ტრადიციების მქონე რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენი ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე სულ რამდენიმე მაღაზიაშია წარმოდგენილი (მათ შორის „8000 მოსავალში“, „ღვინის ბიბლიოთეკაში“ და „ღვინის ბირჟაზე“). ყოველწლიურად იზრდება რა ჩვენი წარმოების მოცულობა, დაწყებული გვაქვს მუშაობა საექსპორტო მიმართულებითაც. ჯერჯერობით მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ორ ქვეყანასთან – ნორვეგიასა და პორტუგალიასთან. როგორც კი მივიღებთ სრულფასოვან მოსავალს ჩვენი ვენახებიდან, ცხადია გაიზრდება საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალიც.

დღეისათვის ჩვენს პროექტში ჯამურად ორ მილიონ ლარამდეა ინვესტირებული. დამატებით ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია იგეგმება იმისთვის, რომ საკუთარი ვენახებიდან მიღებული მოსავლით სრული დატვირთვით ამუშავდეს ჩვენი წარმოება და მსოფლიოს უკეთ გავაცნოთ ქართული წარმოების ცქრიალა ღვინოები.“

(R)

“დედას შევიგინები, როგორც სიტყვა “მოღალატეს” ახსენებთ” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას

პარლამენტის სასესიო დარბაზში, პლენარული სხდომის შესვენების დროს ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს დარბაზში მედია არ იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტის ამსახველ ვიდეოჩანაწერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მამუკა მდინარაძის გაღიზიანება ოპოზიციის მხრიდან „მოღალატის“ შეძახილმა გამოიწვია.

„ყველამ დაიმახსოვრეთ, დედას შევიგინები, როგორც კი მაგ სიტყვას ახსენებთ. რამე გინდა, მითხარი? დედას შევიგინები მოღალატეს ახსენებთ თუ არა, იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება რუსულ საქმეს აკეთებდით. აგერ, დევი [ჭანკოტაძე] ხომ არის? თქვი, აბა, დაგაბრალეს თუ არა ომის დაწყება რეზოლუციით? თქვენ ხართ ქვეყნის მტრები და მოღალატეები“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის დეპუტატებს.

მდინარაძეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრი ანა წითლიძე გამოეხმაურა. „მაგარი ბიჭი ხარ? კამერები არ არის და შეგიძლია [კამათი], თუ რა არის, ვერ გავიგე?“ – განაცხადა წითლიძემ, რაზეც მდინარაძემ უპასუხა: „ხო, მაგარი ბიჭი ვარ…შენ ხომ იღებ[ვიდეოს], გადაიღე. ქვეყნის მოღალატე ხარ, იმიტომ, რომ „ნაცი” ხარ, შენ ხარ რუსული საქმის მკეთებელი და პროვოკატორი, ტუტუცი გოგო ხარ, უზრდელი ხარ”, – მიმართა მდინარაძემ ანა წითლიძეს.

ამის შემდეგ ანა წითლიძემ მდინარაძეს უთხრა, რომ ის მოღალატეა. „რუსი მოღალატე, გაეთრიე მართლა. რამდენს ბედავ, უზრდელო. კამერები გაიყვანა ბიჭმა, დგას 50 კაცში და „ბლატაობა” შეუძლია “, – აღნიშნა წითლიძემ.

მამუკა მდინარაძემ წითლიძეს უპასუხა, რომ მას თავს არ უყადრებს და ზოგადად, ყველას მისამართით საუბრობს.

„მოღალატე სიტყვის შეჩვევას თავი დაანებეთ! მთელი ცხოვრება თქვენ აკეთებდით რუსეთის საქმეს“, – მიმართა ოპოზიციას მდინარაძემ.

“ოცნება” მხოლოდ ჭყონიამ აღაშფოთა?! რა სიყალბეა!” – დემურ გიორხელიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დემურ გიორხელიძე

ისე, ამ, “ოცნებას” რა აცაბაცა ხედვები აქვს და რა ტყუილზე აგებული ყველაფერი! რატომ?!

(ა) გასაგებია, კოკა-კოლას პატრონის უაზრო და უპატიებელი საქციელი! ეს უკვე პირდაპირი აგრესიაა ბავშვებზე, თუმცა, კუდრაჭა დედიკოებს, – “დასავლეთზე გულაჩვილებულ” წამხედურა პროვინციელ დედიკოებს, – ეს ყველაფერი მოსწონთ, შვილებიც მაკდონალდსში დაჰყავთ (სწრაფი კვების ობიექტში!), დაბადების დღეებსაც იქ უხდიან და ახლა კიდევ პედარასტ=ლესბიანკების ისტორიასაც თუ “აჩუქებს” “მაკდონალდსი, – ხომ წარმოგიდგენიათ, ნუ, რა ბედნიერებაა, – “შიგ დასავლეთია”, თანაც, თბილისში, “შიგ მაკდონალდსში”! რა ბედნიერებაა: შვილი აზიარა “დასავლეთს” და მისი ნაწილი გახადა თანდათან…

უყურებს და უხარია, მისი შვილის გენდერიზაცია. მოკლედ, კუდრაჭა წამხედურა პროვინციელ დედიკოს ეგენდერება საკუთარი შვილი და მერე, ალბათ, თავს მოიწონებს: ეს უკვე ქნა და იმას კიდევ ქნავსო! “ოცნების” აღშფოთება მესმის, – საპირისპირო ბანაკის ღია ეპიგონმა, იცის რა ხელისუფლების სისუსტე, ადგა და თავზე დააფურთხა ყველას. მათ შორის, ხელისუფლებასაც! მხოლოდ უტვინო და იდეოლოგიით გონებადაკარგული ბიზნესმენი გააკეთებდა ამას. ეს ჭყონიას დიდი შეცდომაა! იგი გასცდა დასაშვებს. მაკდონალდსი და კოკა-კოლა უვარგისი რამეებია და მით უფრო, იდეოლოგიის იარაღად გამოყენებული, – ასახვევად გაუხდება საქმე.

(ბ) ზუსტად გუშინ, “ოცნების” მეხოტბე-პროპაგანდისტი ტ/კ “იმედი” რაღაც გადაცემა ჰქონიათ, აი, გაუგებარი ტიპები რომ ხმაშეცვლილი მღერიან და… გვიან ვბრუნდები უნივერსიტეტიდან, სახლში შევდივარ და ეს გადაცემა მხვდება (მეუღლე უყურებს “იმედს” და ჩემი შვილების დედას რაიმეს ნამდვილად ვერ მივუთითებ!).

ჰოდა, აი, ხბოსაღტკინებით შემხარი ჟიური და დარბაზი დიდი გულაჩუყებით უსმენს მამათმავლების ცნობილ თბილისურ სიმღერას: “პატარა ბიჭი დამეკარგა, წითელპერანგა!” ჰა,ჰა,ჰა!

შემთხვევით შეარჩია ეს სიმღერა პროდიუსერია თუ ვიღაც, ვინც რეპერტუარს ქმნის?! მოკლედ,
მადათოვის დაწესებულებების ხიბლი სისხლში გიზით! გასული საუკუნის 900-იანები გნებავთ დაბრუნება, ცხადია, ოცნებობთ იმ დროზე, არადა, ასე თუ გააგრძელებთ, აგიხდებათ! მაშინ, თბილისში, ქალაქის მოსახლეობის 10%-ია მხოლოდ ეთნიკური ქართველი! ამ ქალაქს სხვა აშენებს და სხვა პატრონობს! ქართველი თავადაზნაურები, რომლებმაც არ მიიღეს კაპიტალიზმი, უცხოურ ბანკებში ჩადებული საკუთარ ქონების უზრუნველყოფით აღებულ ვალს ორთაჭალის ლაზათებში მარგარიტებში ფლანგავენ და “პარიზიდან მობერილ სიოს” (“კაცმა ცხოვრებაში ყველაფერი უნდა დააგემოვნოო”) ყნოსვით მიჰყვებიან, რომელსაც ისინი მადათოვზე მამაკაცის ბორდელებში მიჰყავთ და ოფლისღვრის დონემდე მამათმავლობენ.
გეები ვინ იყვნენ?
არ იცით?!

(გ) მაგრამ აღშფოთებული “ოცნება” და მისი ეპიგონები საერთოდ გაქრნენ და ხმაც არ ამოუღიათ, როცა თბილისის მერმა ადგა და. რა გვარია ის მოდელიორი, აი, პარიზში რომაა, – მგონი გვასალია! აიღო, ადგა, წამოიმართა თბილისის მერი და გვასალია თბილისის საპატიო მოქალაქედ ლეწა! ბარაქალა, მერო! შენ “ნაღდად ევროპა ხარ”… მაგრამ შენი უბედურება ისაა, რომ ევროპა გვასალია გგონია, არადა, გვასალია ისეთივე ევროპაა, როგორც ნებისმიერი ქოცი-ბომონდი!

(დ) ახლა აიღეთ ეს უსაზიზღრესი საზოგადოებრივი მაუწყებელი! მალე “ბავშვების იდეოლოგიური აღზრდის მიზნით ამნაირ-იმნაირ სექსუალურ გაკვეთილებს ღია ეთერში აყურებინებს ყველა ბავშვს, აი, კუდრაჭა დედიკოიანს. და ა.შ. და ა.შ.
p.s.

და “ოცნება” მხოლოდ ჭყონიამ აღაშფოთა?! რა სიყალბეა! სიყალბე კი არ მუშაობს, – უფრო სწორად, აღარ მუშაობს!

“ნატო-ს ლიდერები ალიანსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე სტოლტენბერგის უფლებამოსილების გახანგრძლივებას ემხრობიან” – „ფაინენშელ თაიმსი“

ნატო-ს ლიდერები ალიანსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების გახანგრძლივებას ემხრობიან, რადგან შემცვლელზე შეთანხმება მიღწეული არ არის – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ აქვეყნებს.

„უწყვეტობის ინტერესებიდან გამომდინარე, ამას აზრი აქვს. ის ამას გააკეთებდა. ის მოვალეობის შემსრულებელი ადამიანია“, – განაცხადა ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა.

გამოცემა წერს, რომ გამწვავებული დებატები იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა შეცვალოს სტოლტენბერგი, რომლის ამჟამინდელი მანდატი ოქტომბერში მთავრდება, ნატო-სთვის მნიშვნელოვან დროს მიმდინარეობს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას და ჩინეთს უკავშირდება.

„სტოლტენბერგი იყო შესანიშნავი გენერალური მდივანი და მე ახლა ნავის რყევის აზრს ვერ ვხედავ“, – განაცხადა ნატო-ს წევრი ერთ-ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ალიანსის ბევრმა ქვეყანამ გამოთქვა მხარდაჭერა ალიანსის პირველი ქალი გენერალური მდივნის არჩევაზე, სხვები კი ამბობენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის კანდიდატი წარმოაჩენდა რეგიონის მზარდ წონას და უკრაინაში ომის მნიშვნელობას.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ქვეყნების უმეტესობა, მათ შორის აშშ-ის და ალიანსის უმსხვილესი წევრების უმეტესობა, თვლის, რომ თანამდებობა უნდა დაიკავოს ამჟამინდელმა ან ყოფილმა პრეზიდენტმა ან პრემიერ-მინისტრმა.

გამოცემის თანახმად, გერმანია და საფრანგეთი დანიის პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის კანდიდატურას უჭერენ მხარს, თუმცა დანიის მთავრობის ხელმძღვანელის მიმართ დიდ მხარდაჭერას არ გამოხატავს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან დაახლოებული ადამიანების თქმით, სტოლტენბერგი სულ უფრო გაღიზიანებულია იმის გამო, რომ არ აქვს მკაფიო გზავნილი მის მომავალთან დაკავშირებით.

“ჭიათურაში ჩასვლას ვაპირებ, მინდა, შევხვდე აქციის მონაწილეებს” – ლევან იოსელიანი

ვაპირებ ჩასვლას ჭიათურაში, მინდა, შევხვდე ამ ადამიანებს და მოვისმინო მათი გასაჭირი, ვნახო, რა პრობლემები აწუხებთ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატისთვის მნიშვნელოვანია, რომ მაღაროში მომუშავეთა შრომითი უფლებები და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული.

„ერთი, რაც მისასალმებელია, რომ დაინიშნა სახელმწიფოს მხრიდან მედიატორი, რომელიც ამ პროცესში ჩართულია. კერძო სუბიექტებს შორისაა ეს პროცესი, თუმცა ჩვენთვის უფლებრივი თვალსაზრისით, მათი შრომითი უფლებების პერსპექტივის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ მათი შრომითი უფლებები და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ.

” აშშ-ის ელჩის განცხადება, თითქოს უკრაინული კანონი იყო გამოწვეული ვენეციის კომისიიდან, არასწორი აღმოჩნდა”-შალვა პაპუაშვილი

აშშ-ის ელჩის განცხადებამ, თითქოს უკრაინული კანონი იყო გამოწვეული ვენეციის კომისიიდან და არ იქნებოდა დასკვნა, გარკვეულწილად ხელი შეუწყო რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციულ ნარატივს, გუშინ აღმოჩნდა, რომ ელჩის ინფორმაცია არ იყო ზუსტი, რაც სამწუხაროა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩის განცხადებამ გარკვეულწილად ცუდი როლი შეასრულა მიმდინარე პროცესებში და გააღრმავა პოლარიზაცია.

„ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინის კანონი ვინაიდან იყო ვენეციის კომისიის განსჯის საგანი, ჩვენ ვაპირებდით, დავლოდებოდი უკრაინის კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას, გახსოვთ, შარშან ატეხილი პანიკა ოპოზიციის მხრიდან, გინდა თუ არა, ჩვენც უნდა წარვადგინოთო, არადა, ზუსტად ასლი იყო ამ კანონის. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ დაველოდებოდით. სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩმაც განაცხადა მაშინ, თითქოს უკრაინული კანონი იყო გამოწვეული ვენეციის კომისიიდან და არ იქნებოდა ამაზე დასკვნა. გუშინ აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია არ იყო ზუსტი, რაც სამწუხაროა. მაშინ ამ რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციულ ნარატივს გარკვეულწილად ხელი შეუწყო ელჩის არასწორმა ინფორმაციამ, თითქოს გამოწვეული იყო უკრაინული კანონი. სამწუხაროდ, მაშინდელმა განცხადებამ თავისი ცუდი როლი შეასრულა და ზიანი მიაყენა ზოგადად პოლიტიკურ პროცესებს, მათ შორის პოლარიზაციის გაღრმავებას, რეპუტაციული ზიანი მიაყენა ქვეყანას, თითქოს აქ ჯიუტი ხელისუფლებაა, რომელიც არ წარადგენს კანონპროექტს ვენეციის კომისიაში. არადა, რასაც ვამბობდით, ის დადასტურდა გუშინ, ველოდებოდით უკრაინულ კანონს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 2022 წლის 22 ნოემბერს განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიწვია.

ამასთან, ვენეციის კომისიამ მიმდინარე წლის 12 ივნისს გამოაქვეყნა დასკვნა უკრაინულ კანონპროექტზე, რომლის სახელწოდებაა: „ვენეციის კომისიის 135-ე პლენარულ სესიაზე მიღებული მოსაზრება ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის აღკვეთის შესახებ კანონზე, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან პოლიტიკური წონის მქონე პირების (ოლიგარქების) გადაჭარბებულ გავლენასთან“.

როგორც უკრაინული კანონის შეფასებაშია ნათქვამი: „ამ ეტაპზე, ვიდრე არ შეიცვლება არსებული „პერსონალური მიდგომის“ არსი, ოლიგარქების შესახებ კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც კი არ აღმოფხვრის გარდაუვალ შეუთავსებლობას ევროპის საბჭოს სტანდარტებთან ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში. ამგვარად, ვენეციის კომისიამ დაასკვნა, რომ კანონი არ უნდა იქნას გამოყენებული არსებული ფორმით და უნდა იქნას გამოყენებული „სისტემური“ მიდგომა. აქედან გამომდინარე, რეკომენდაციაა, რომ ქვეყანაში ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად უკრაინის ხელისუფლებამ კანონიერად გადადოს ოლიგარქების შესახებ კანონის შესრულე

ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონში ახალი ლიფტების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონში ახალი ლიფტების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
ამჯერად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის N15-სა და N17-ში, სალოსის მე-5 შესახვევში N8 და N10 კორპუსების მიმდებარედ 3 ლიფტი უკვე დამონტაჟდა, 3-ის მოწყობა კი მიმდინარეობს. ასევე სალოსის მე-5 შესახვევის N6 კორპუსში რეაბილიტირდა ნაპრალები.
პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 315 000 ლარით დაფინანსდა.
რაიონის მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა ისნის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს.

ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი ლიფტების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონში ახალი ლიფტების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
ამჯერად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის N15-სა და N17-ში, სალოსის მე-5 შესახვევში N8 და N10 კორპუსების მიმდებარედ 3 ლიფტი უკვე დამონტაჟდა, 3-ის მოწყობა კი მიმდინარეობს. ასევე სალოსის მე-5 შესახვევის N6 კორპუსში რეაბილიტირდა ნაპრალები.
პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 315 000 ლარით დაფინანსდა.
რაიონის მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა ისნის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს.

“შემთხვევით დასავლეთმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებით საფრთხე ხომ არ დაინახა?”

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმაურება:

“ვერ გავიგე ვენეციის კომისიის. მოდით გვერდზე გადავდოთ საქართველოს საკითხი.

თუ შარშან უკრაინის კანონს ყველა მიესალმა, ახლა რატომ დაუწუნეს და რატომ ურჩიეს უკრაინას კანონის დაპაუზება იმ მოტივით, რომ ეს კანონი ვერ მოახდენს გავლენას სახელმწიფოს მზადყოფნაზე ებრძოლოს ამ პრობლემას.
რას ნიშნავს ეს?

დავუშვათ კანონი, რომელსაც ყველა ასეთი აღფრთოვანებით შეხვდა, არ ყოფილა ეფექტიანი. რა იქნება უკეთესი, საერთოდ არ იყოს კანონი, თუ მიიღონ ნაკლებეფექტიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად შეამცირებს ოლიგარქთა გავლენას სახელმწიფოზე?

შემთხვევით დასავლეთმა საფრთხე ხომ არ დაინახა ამ კანონის მიღებით?

საქართველოს რაც შეეხება, თურმე პირველი გადაგზავნის შემდეგ, გაითვალისწინეს ვენეციის კომისიის შენიშვნები და მეორედ იყო გადაგზავნილი.

ოპოზიციის კომენტარებისგან ვერაფერს გაიგებ. ამათ ყველაფერზე საპირისპირო პოზიცია აქვთ და ყველაფერს აუკუღმართებენ.

მართლა არ მესმის რატომ ურჩიეს უკრაინას უკვე მიღებული კანონის დაპაუზება, ხოლო საქართველოს, არ მიიღონ დეოლიგარქიზაციის კანონი.

როგორაა ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად იტალიაში, ან სხვაგან, ეს კანონი სხვა ქვეყნებთან ხომ არ მოდიოდა წინააღმდეგობაში?

თუ არა, მაშინ რატომ არ მოისურვეს თუნდაც ამ რეგულაციების დაწესება, ვის და რას უფუჭებდა?

ოპოზიციამ თქვა, პირდაპირ წერია დემოკრატიას უთხრის ძირსო. თუ კანონი უკრაინულიდანაა ნათარგმნი, ერთხელ ჩაასწორა ვენეციამ და შარშან ევროკავშირის ხელმძღვანელობასაც მოსწონდა და თავიდან აქაურ ე.წ. ოპოზიციასაც, ახლა გახდა ძირგამომთხრელი?

როცა ჩვენც და უკრაინასაც არ გვირჩიეს ეს კანონი, ე.ი. სტატუსის მონიჭებაზე ვერ უნდა იქონიოს გავლენა. ლოგიკურად ასეა.

თუ ვინმე კვალიფიციურად ამიხსნის, მადლობელი ვიქნები,”- წერს ამირან სალუქვაძე.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა.

ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ კანონპროექტი არ იქნეს მიღებული, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლისთვის შეიმუშაოს მაკორექტირებელი, დამატებითი კანონები და ზომები.