ისნის რაიონის გამგეობა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი ლიფტების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს

spot_img
ისნის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონში ახალი ლიფტების მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
ამჯერად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის N15-სა და N17-ში, სალოსის მე-5 შესახვევში N8 და N10 კორპუსების მიმდებარედ 3 ლიფტი უკვე დამონტაჟდა, 3-ის მოწყობა კი მიმდინარეობს. ასევე სალოსის მე-5 შესახვევის N6 კორპუსში რეაბილიტირდა ნაპრალები.
პროექტები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 315 000 ლარით დაფინანსდა.
რაიონის მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა ისნის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამუშაოები სხვადასხვა მისამართზე აქტიურად მიმდინარეობს.