Home Blog Page 2

ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია -გიორგი გახარია

ივანიშვილის უძლეველობის მითი დანგრეულია, მისი სამყარო, სადაც ყველაფრის ყიდვა შესაძლებელია, ინგრევა. 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ! – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ახლა მთავარია ერთიანობა და მშვიდობა.

“ჩვენი მოქალაქეების, ახალგაზრდების სამყარო, სადაც მთავარია ეროვნული ღირსება და საქართველოს მომავალი, იმარჯვებს. ივანიშვილი ამ დამარცხებას ჯერ ვერ აღიარებს, 26 ოქტომბერს მას ამ დამარცხებას დავანახებთ! ახლა მთავარია ერთიანობა და მშვიდობა!”,- წერს გახარია.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა მოთხოვნები დაასახელეს

გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მოთხოვნები გააჟღერეს. მათი პირველი მოთხოვნაა, დაკავებულების გათავისუფლებაა, ამასთან, შეკრებილების მოთხოვნაა, ტოტალური დაუმორჩილებლობა გამოცხადდეს იქამდე, ვიდრე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს არ გაიწვევენ.

ასევე კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ითხოვენ აქციის მონაწილეებზე, მათ შორის, ბავშვებსა და ქალებზე მოძალადეების დასჯას.

ახლა ჩვენი გზავნილი არის ერთადერთი, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩვენი თანამებრძოლები, რომლებიც უკანონოდ, ძალით ჩატენეს მანქანებში და დაიჭირეს. ეს ახალგაზრდები პოლიციისა და ხელისუფლებისგან ასეთ მოქცევას არ იმსახურებენ. ეს ახალგაზრდები არ იმსახურებენ ცემას, რეზინის ტყვიებს, რომლითაც გუშინ გაუსწორდნენ რობოკოპები და სპეცრაზმი. ეს ახალგაზრდები პიკეტირებას, ქუჩების გადაკეტვას ახდენენ, რათა მთელ მსოფლიოს გააგონონ, რომ საქართველო და ქართველი ერი იქნება ყოველთვის ევროპული ღირებულებების სადარაჯოზე და არასდროს დაუჭერს მხარს არც რუსული კანონის მიღებას და არც რუსეთუმე მთავრობას.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჩვენი თანამებრძოლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მოძრაობები არ გაჩერდება და მივმართავთ უკიდურეს ზომებს. ასე არ შეიძლება, გაგრძელდეს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს უკანონო დაჭერები, თავზე გასვლები. ვითხოვთ, რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ ახალგაზრდები. ახალგაზრდებს ველოდებით გმირთა მოედანზე, საიდანაც წაიყვანეს. ვაძლევთ დროს, გონივრულ ვადას ახალგაზრდების გასათავისუფლებლად. მათ აქვთ, მაქსიმუმ, ორი საათი, რომ ეს ახალგაზრდები იყვნენ აქ, ქუჩაში, ჩვენთან ერთად. ორ საათს ვაძლევთ ვაჟა სირაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გომელაურს და პირადად ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ აქ ვართ გამწარებული, განრისხებული ახალგაზრდები, გამწარებული ამ ხელისუფლებისგან, მაგრამ არა დაჩაგრულები. არავის ეგონოს, რომ დაჩაგრული ვართ. ვითხოვთ, გაათავისუფლონ და ამისთვის, მაქსიმუმ, ორი საათი არის სრულიად საკმარისი. ეს ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებული“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

“ვნების კვირაში, დიდ ხუთშაბათს მაქსიმალურად ცდილობენ ხალხის გამოწვევას”-სოსო მანჯავიძე

“წარმოიდგინეთ, სადამდე მივიდა საქმე. ვნების კვირაში, დიდ ხუთშაბათს მაქსიმალურად ცდილობენ ხალხის გამოწვევას -ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტოლოგო, სოსო მანჯავიძე თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

“წარმოიდგინეთ, სადამდე მივიდა საქმე. წარმოიდგინეთ, სადამდე მივიდა საქმე. ვნების კვირაში, დიდ ხუთშაბათს მაქსიმალურად ცდილობენ ხალხის გამოწვევას.

“საერთოდ, პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება საქართველოში 2011 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პრაიდი ვერ ჩაატარეს. დაიწყო შურისძიების ოპერაცია ქართველ ხალხზე.

ამ ოპერაციის მიზანია პერვერტების რევოლუცია და მათი ხელისუფლებაში მოყვანა.

ის რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო, რეალური გახადეს-შეხედეთ ვინ ხელმძღვანელობს პროცესებს.

დანიგანმა მწვანე აუნთო და ესენიც გამოლაგდნენ იმხოტეპის მუმიებივით.

“ახალგაზრდებს რომ არ ესმით, რა ხდება, ეს კიდევ შესაძლებელია გაიგო, მაგრამ ამ ძველგაზრდა გამოსირებულები არიან გასაჯოხები.
მათივე სიკეთისთვის, შეიძლება გონზე მოვიდნენ”- წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი, სოსო მანჯავიძე.

პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება -საგარეო უწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა, რაც პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ამის თაობაზე ქართულმა მხარემ აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარუდგინა.

“დღეს გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა,” – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად-თაკო ჩარკვიანი

საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, ხელისუფლება ქვეყანას რუსეთში ვერ დააბრუნებს.

„პრაქტიკულად რეფერენდუმია, მე თამამი ვარ, რადგან გამოკითხვებიც ვნახე, ვგულისხმობ, მონიტორინგი როცა ტარდება ხოლმე, მონაკვეთური, მსგავსი არ ახსოვს ამ ქალაქს. ეს არის პრაქტიკულად ჩატარებული რეფერენდუმი. საქართველო ჩამოდგა რუსთაველზე საქართველოს გადასარჩენად. რუსეთში ვერ დაგვაბრუნებენ, გამორიცხულია“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11-წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება-არჩილ თალაკვაძე

უპირველეს ყოვლისა ეს ძალიან უპასუხისმგებლო განცხადებაა და ეს არის მორიგი თავდასხმა ქვეყნის ხელისუფლებაზე და ჩვენი გუნდის პოლიტიკურ ლიდერზე ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის ლიდერობითაც რეალურად ქვეყანაში დაბრუნდა ევროპული პერსპექტივა, დაბრუნდა ადამიანის უფლებების პატივისცემა, დაბრუნდა ჯანსაღი ეკონომიკა და საქართველომ მიაღწია არსებულ პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოუცხადა საერთაშორისო პარტნიორებს.

თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურება არის, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში არის მშვიდობა და უსაფრთხოება დაცული, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

„ეს არის ობიექტური შეფასებები ბატონ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, დანარჩენი არის უსაფუძვლო სპეკულაცია, რომელიც ასეთი მაღალი თანამდებობის მქონე პირს არ შეეფერება და ძალიან ცუდად ახასიათებს. ეს არ არის ის, რაც საზოგადოებას დაჰპირდა წინასაარჩევნოდ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ის ეუბნებოდა მოქალაქეებს, რომ იქნებოდა ზეპარტიული, გამაერთიანებელი და ობიექტური ადამიანი, რომელიც ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს გამოიყენებდა ქვეყნის ინტერესებისთვის. ახლა ვხედავთ, რომ კოორდინაციას უწევს, ხშირ შემთხვევაში, სწორედ რადიკალურ ძალებს და მისი განცხადებები, დღის წესრიგი დიდწილად ემთხვევა ასევე რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს. მითუმეტეს ამ დღეებში, როდესაც საჭიროა მეტი სიმშვიდე, საჭიროა მეტი ყურადღება საფრთხეების მიმართ, რაც ჩანს ქუჩაშიც და რეგიონშიც, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ამის ნაცვლად ვხედავთ განცხადებას, რომელიც პირიქით ნავთს ასხამს ცეცხლზე და კიდევ უფრო მეტ დაძაბულობაში შეჰყავს საზოგადოება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის ოთხი ქალი მსჯავრდებულია, ხოლო რვა მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის ერთ ქალ მსჯავრდებულს.

შეწყალების აქტი შეეხო ასევე ორ პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 აქტივისტებში ყველაზე უზრდელები არიან ხოშტარიას ამომრჩევლები, სხვას ეძახიან „რუსული კანონი“, „რუსული ფული“ და ეს ხალხი ოფიციალურად ფინანსდება რუსეთიდან -იაგო ხვიჩია

პოლიტიკურ აქტივისტებში ყველაზე უზრდელები არიან ხოშტარიას ამომრჩევლები, რომლებიც სხვას ეძახიან „რუსული კანონი“, „რუსული ფული“. რაღაც გიჟობას იძახის ხალხი, რომელიც პუტინისგან ფინანსდება, ოფიციალურად ფინანსდება რუსეთის ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ელენე ხოშტარიას აქტივისტი, არ შეიძლება, დასავლელი და ევროპელი იყოს.

„პარლამენტის უკანა მხარეს ჩვეულებრივი ხალხი აპროტესტებს და რაღაც ადგილებში სხედან რომელიღაც პარტიის პოლიტიკური აქტივისტები, უდონო აქტივისტები, არაფერი რომ არ შველით. „ფეიქსბუქზე“ წერდნენ, იაგოს დისკომფორტი უნდა შევუქმნათ მიტინგზე, ამიტომ ვეძახით რაღაცებსო. პირადად გავსაუბრებივარ ათას ადამიანს და მთელ მიტინგზე სამი აქტივისტი, ერთი და იგივე ადამიანი, ხოშტარიასი ან ლგბტ აქტივისტები და ვიღაც უცნაური ხალხი კვოტებზე გიხურებს რაღაცას. ერთი მიხურებდა, რადგან, მისი აზრით, კატები არ მიყვარდა. სად ნახა ჩემი კატების სიყვარული ან სიძულვილი, კატაზე ხმა არ ამომიღია, ერთი ის მაქვს ნათქვამი, კარაკალის კატა მიყვარს-მეთქი, სხვა არაფერი მითქვამს. ესენი ასევე არიან მიტინგის დამშლელები. რამდენიმე რაღაც არის, რომელიც მიტინგს შლის. არსებობს ხალხი, რომელიც ცალკე არის რუსთაველზე და იმას საერთოდ არ ეხება, არის ხალხი, რომელიც ერთ კარს ეჯაჯგურება, იმას პარლამენტში შევარდნა არ უნდა, რადგან თუ შევარდნა გინდა, პარლამენტს ბევრი კარი, ფანჯარა აქვს, შესავარდნად სხვანაირად იქცევი. რატომ უნდა შევარდე შიგნით, სპეცრაზმია. ბოლო-ბოლო, თუ შევარდნას აპირებ, სხვანაირად უნდა ახსნა, რომ სხვა გზა არ არის და სადღაც უნდა შევარდე. ასეთი რაღაცები აფრთხობს ხალხს. ამას დამატებული ის ხალხი, ვინც ვითომ მხარდამჭერები არიან, „ენჯეოშნიკები“ და ვიღაცები, რომლებიც მხარდამჭერ ხალხს ყოფენ. ვიღაც გენდერებში რომ არ ეთანხმება, ამის გამო აკრიტიკებენ. რამდენი რაღაცებია უთავობის გამო. ის, რომ ამერიკელებს აქ არასათანადო ხალხი წარმოადგენენ – ვითომ პროდასავლელი აქტივისტები, სინამდვილეში, პრორუსები არიან. როგორ შეიძლება, ელენე ხოშტარიას აქტივისტი დასავლელი და ევროპელი იყოს, ის კი შეიძლება, უნდოდეს, მაგრამ რუსეთიდან ფინანსდები, მთელმა ქვეყანამ იცის და საწინააღმდეგო ვერ დაამტკიცე. ინტელექტუალური საკუთრებისთვის მაფინანსებენ რუსებიო. სხვას ლანძღავ და ვითომ დადიხარ, იმათი ოკუპირებული 20% არ მავიწყდებაო, კაი კაცო, ფულს რომ იღებ, მაშინ ხომ გავიწყდება და მართლა სხვას როგორ ლანძღავთ, გიჟები ხომ არ ხართ?“ – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

 მათ იციან, რომ არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ, ამიტომ ცდილობენ, მაქსიმალურად ესკალაციით, დესტაბილიზაციით მივიდნენ რევოლუციურ სცენარამდე-ლევან ნიკოლეიშვილი

მათ იციან, რომ არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ, ამიტომ ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ესკალაციით, დესტაბილიზაციით, სიტუაციის დაძაბვით რამენაირად მივიდნენ რევოლუციურ სცენარამდე“ , – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა ოპოზიციის შესახებ.

„რეალურად ხდება ყველაფერი იმისათვის, რომ არჩევნებამდე არ მივიდეს პროცესი, ყოველ შემთხვევაში, ასე აქვთ ამ ძალებს წარმოდგენილი, ვინაიდან ერთი მარტივი მიზეზი არსებობს. მათ იციან, რომ არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ, ამიტომ ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ესკალაციით, დესტაბილიზაციით, სიტუაციის დაძაბვით რამენაირად მივიდნენ რევოლუციურ სცენარამდე. მათ იციან, რომ არჩევნებში ძალები არც ეყოფათ და გამარჯვება არც უწერიათ“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა კარგად შეიგრძნეს მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის საქართველოში.

„ხალხი, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მათ მხარს არ უჭერს ბევრი მიზეზიდან გამომდინარე. ჩვენმა მოქალაქეებმა შეიგრძნეს, დატკბნენ მშვიდობით და სტაბილურობით, რომელიც ჩვენ დღეს გაგვაჩნია, ამით გამორჩეული ვართ კავკასიაში, რეგიონში. გავიხედოთ, სად რა ხდება, თითქმის ყველგან დაძაბულობის კერა არის საგარეო პოლიტიკურ ველზე და ფრონტზე. ის, რომ საქართველოში მშვიდობაა, არ აწყობთ არც შიდა აქტორებს, არც გარე აქტორებს ბევრი მიზეზიდან გამომდინარე“, – მიაჩნია ლევან ნიკოლეიშვილმა.

მისივე შეფასებით, გამჭვირვალობის კანონპროექტი მხოლოდ მიზეზად არის გამოყენებული.

„აქციაზე მყოფმა ბევრმა ადამიანმა შესაძლოა, მართლაც არ იცოდეს, რა წერია იქ და ამის გამო სპონტანურად უწოდებენ რუსულ კანონს, მაგრამ ლიდერებმა მშვენივრად იციან, რას ეხება ეს კანონი, ამ კანონის მიღებით როგორ მოხდება შავი ფულის შეჩერება და მათი საბოლოოდ გაპარტახება. სწორედ ამიტომ ეწინააღმდეგებიან ისინი ამ კანონს. ახლა ფიქრობენ, რომ ეს გარკვეული მუხტი, რაც არსებობს, თავისთვის სასარგებლოდ გამოიყენონ. დღეს გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ფიქრობს, ამ ძალებით, რომელიც აქციაზეა წარმოდგენილი, სათავისოდ გამოიყენოს, ყვარყვარესავით სათავეში ჩაუდგეს და წარმართოს პროცესები. არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგი ლოზუნგი არა მხოლოდ „არა რუსულ კანონს“ იქნება, არამედ მთავრობის გადადგომა, სააკაშვილის გარეთ გამოშვება, უკრაინისთვის საომარ მოქმედებებში მხარდაჭერა აქტიურად და არა სიტყვით და ასე შემდეგ. ეს არის საკმაოდ ძნელი, მაგრამ სახიფათო თამაში, რომელიც წამოიწყეს რადიკალებმა, რომლებსაც ასევე აქვთ გარკვეული იმედი უცხოეთიდანაც – ვხედავთ ჩვენ მხარდამჭერ განცხადებებს საკმაოდ მაღალი პოლიტიკური ლიდერებისგან“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

მანამდე, შსს-ს წარმომადგენელმა აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ არ გადაეკეტათ გზის სავალი ნაწილი, თუ არ იქნებოდა ამის საჭიროება ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე.

„ზოგადად, გზის გადაკეტვა არის დარღვევა. ამ კონკრეტულ ლოკაციაზე თუ არ დაეტევა ხალხის რაოდენობა, კი ბატონო, ოღონდ ჩვენთან შეთანხმებით. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა არ ხართ. ჩვენ გაფრთხილებთ, გზა არ დაიკეტოს, თუ ამის საჭიროება არ იქნება, თორემ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად. იგივეა მსვლელობის შემთხვევაში. თუ იქნება ის რაოდენობა, რომ ვერ დაეტევით ტროტუარზე, კი ბატონო, მაგრამ ტროტუარზე თავისუფლად გადაადგილება შესაძლებელი იქნება, მაშინ გზაზე არ უნდა გადმოხვიდეთ“, – განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.

 19:00 საათისთვის პარლამენტთან დაანონსებულია აქცია პოლიტიკური პარტიების, „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოს“, პარტია „ახალის“, „დროას“, „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია – რობინ დანიგანი

xr:d:DAFeG3AgsbY:621,j:4293454287221328880,t:23072813

დანიგანის თქმით, სამწუხაროდ, მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მიიღოს კანონი, რომლის შესახებაც ევროკავშირმა ნათლად განაცხადა, რომ შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან.

„ამასთანავე, მმართველი პარტიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არჩია თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტის უდიდეს მხარდამჭერებზე: შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე. ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდექით და ვდგავართ მოლაპარაკებებზე იმ ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული. ჩვენ მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ ქართული ენის, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

ბოლო ოცდათორმეტი წლის განმავლობაში ჩვენ ჩამოვაყალიბეთ პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და საერთო სურვილს, რომ საქართველო ვიხილოთ დასავლური დემოკრატიების ოჯახის წევრად. ჩვენ უარს ვამბობთ, შევცვალოთ ჩვენი მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ – ევროპული მომავლის მიმართ, რასაც მეტი მშვიდობა და კეთილდღეობა მოაქვს; ის, რაც ყველა ქართველმა იცის, ვინც კი იხილა ჩვენი ინვესტიციებისა და პროგრამების სარგებელი.

ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მიწვევაზე.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს“, – აღნიშნულია დანიგანის განცხადებაში.

საქართველოს საბანკო სექტორი გაციფრულებისა და ფინტექებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით რეგიონის ლიდერია – ნათია თურნავა

საქართველოში საფინანსო სექტორი არის მდგრადი და შოკებთან მედეგი, რაც 2023 წლის შედეგებმა დაადასტურა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონში ლიდერია გაციფრულებისა და ფინტექებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.

„ჩვენი ბანკები იმდენად ძლიერები არიან, რომ გადიან რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად, თიბისი ბანკი წარმოდგენილია უზბეკეთში ციფრული მიმართულებით. საქართველოს ბანკი შევიდა სომხეთში და იქ ერთ-ერთი წამყვანი ბანკი შეიძინა. ასევე სხვა ბანკებიც ძლიერდებიან, საკმარისი კაპიტალიზაციით გამოირჩევიან, საკმაოდ სოლიდური ლიკვიდურობის ბუფერები და მომგებიანობა გააჩნიათ. ეს გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ მომავალში ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი გამწევი ძალა იქნება და დარჩება ჩვენი საბანკო სექტორი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ფინანსური სექტორის წინაშე არის რიგი გამოწვევებიც, რაც მეტწილად გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას უკავშირდება.

„ჩვენ კვლავაც უნდა გავაძლიეროთ ბუფერები. ჩვენი მხრივ, ვზრდით და ვახდენთ საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას, მაგალითად, თუნდაც ოქროს სახით და ეს მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ეროვნული ბანკისთვის. საფინანსო სექტორისთვის კი ეს არის მეტი კაპიტალიზაცია, მეტი დივერსიფიკაცია და რა თქმა უნდა, ამაში ბანკებს ვეხმარებით“, – განაცხადა თურნავამ.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.